„სახელმწიფო ქონების საპრივატიზებო საფასურის, საწყისი საპრივატიზებო საფასურისა და სარგებლობაში გადაცემის საფასურის განსაზღვრის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 10 დეკემბრის №328 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

დოკუმენტის ნომერი 497
დოკუმენტის მიმღები საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი 23/09/2015
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მთავრობის დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 25/09/2015
ძალის დაკარგვის თარიღი 10/09/2020
სარეგისტრაციო კოდი 040110030.10.003.018883
497
23/09/2015
ვებგვერდი, 25/09/2015
040110030.10.003.018883
„სახელმწიფო ქონების საპრივატიზებო საფასურის, საწყისი საპრივატიზებო საფასურისა და სარგებლობაში გადაცემის საფასურის განსაზღვრის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 10 დეკემბრის №328 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს მთავრობა
 
საქართველოს მთავრობის

დადგენილება №497

2015 წლის 23 სექტემბერი

ქ. თბილისი

„სახელმწიფო ქონების საპრივატიზებო საფასურის, საწყისი საპრივატიზებო საფასურისა და სარგებლობაში გადაცემის საფასურის განსაზღვრის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 10 დეკემბრის №328 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

მუხლი 1
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, „სახელმწიფო ქონების საპრივატიზებო საფასურის, საწყისი საპრივატიზებო საფასურისა და სარგებლობაში გადაცემის საფასურის განსაზღვრის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 10 დეკემბრის №328 დადგენილებაში (www.matsne.gov.ge, 10.12.2013 წ., 040110030.10.003.017495) შეტანილ იქნეს ცვლილება და დადგენილებით დამტკიცებული წესის მე-5 მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. სახელმწიფო ქონების პირობებით სასყიდლით სარგებლობაში გადაცემისას, ქონების საწყისი სარგებლობაში გადაცემის წლიური საფასური შეიძლება განისაზღვროს ამ მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად დადგენილი ქონების საწყის სარგებლობაში გადაცემის წლიურ საფასურზე ნაკლები ოდენობით, რასთან დაკავშირებითაც, ინფორმაცია ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში წარედგინება საქართველოს მთავრობას მოწონებისათვის.“. 

მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

პრემიერ-მინისტრიირაკლი ღარიბაშვილი