ტექნიკური რეგლამენტი „სალოცმანო სამსახურის საქმიანობის და ლოცმანის სერტიფიცირების წესის“ დამტკიცების შესახებ

ტექნიკური რეგლამენტი „სალოცმანო სამსახურის საქმიანობის და ლოცმანის სერტიფიცირების წესის“ დამტკიცების შესახებ
დოკუმენტის ნომერი 327
დოკუმენტის მიმღები საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი 09/12/2013
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მთავრობის დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 11/12/2013
სარეგისტრაციო კოდი 300160070.10.003.017494
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
327
09/12/2013
ვებგვერდი, 11/12/2013
300160070.10.003.017494
ტექნიკური რეგლამენტი „სალოცმანო სამსახურის საქმიანობის და ლოცმანის სერტიფიცირების წესის“ დამტკიცების შესახებ
საქართველოს მთავრობა
თქვენ უყურებთ დოკუმენტის პირველად სახეს
დოკუმენტის კონსოლიდირებული ვარიანტის ნახვა ფასიანია, აუცილებელია სისტემაში შესვლა და საჭიროების შემთხვევაში დათვალიერების უფლების ყიდვა, გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია ან თუ უკვე რეგისტრირებული ხართ, გთხოვთ, შეხვიდეთ სისტემაში

პირველადი სახე (11/12/2013 - 07/07/2014)

 

საქართველოს მთავრობის

დადგენილება №327

2013 წლის 9 დეკემბერი

ქ.თბილისი

 

ტექნიკური რეგლამენტი „სალოცმანო სამსახურის საქმიანობის და ლოცმანის სერტიფიცირების წესის“ დამტკიცების შესახებ

მუხლი 1
პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსის 58-ე მუხლის მე-2 ნაწილისა და „ნორმატიული აქტების შესახებ” საქართველოს კანონის მე-12 მუხლის შესაბამისად, დამტკიცდეს თანდართული „ტექნიკური რეგლამენტი „სალოცმანო სამსახურის საქმიანობის და ლოცმანის სერტიფიცირების წესი“.
მუხლი 2
ძალადაკარგულად გამოცხადდეს საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს საჯარო სამართლის იურიდიული პირის - საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს დირექტორის 2011 წლის 18 ოქტომბრის N004 ბრძანება „ტექნიკური რეგლამენტის „სალოცმანო სამსახურის საქმიანობის და ლოცმანის სერტიფიცირების წესის“ დამტკიცების შესახებ“.
მუხლი 3
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.  

პრემიერ-მინისტრიირაკლი ღარიბაშვილი



          დანართი 
ტექნიკური რეგლამენტი

„სალოცმანო სამსახურის საქმიანობისა და ლოცმანის სერტიფიცირების წესი"


თავი  I

ზოგადი დებულებები

მუხლი 1. საერთო დებულებები

1. წინამდებარე ტექნიკური რეგლამენტი „სალოცმანო სამსახურის საქმიანობისა და ლოცმანის სერტიფიცირების წესი“ (შემდგომში – რეგლამენტი) შემუშავებულია საერთაშორისო საზღვაო ორგანიზაციის (IMO) 2003 წლის 5 დეკემბრის A.960(23) რეზოლუციის „საზღვაო ლოცმანების, გარდა ღია ზღვის ლოცმანებისა, მომზადების, სერტიფიცირების და საექსპლუატაციო პროცედურების შესახებ რეკომენდაციები" (შემდგომში - რეზოლუცია), „მეზღვაურების მომზადების, დიპლომირებისა და ვახტის გაწევის შესახებ" 1978 წლის საერთაშორისო კონვენციის (შემდგომში – კონვენცია), საქართველოს საზღვაო კოდექსის და სხვა ნორმატიული აქტების შესაბამისად. 

2. რეგლამენტის მიზანია საქართველოს საზღვაო ნავსადგურების მისასვლელებთან და მათ აკვატორიაში ნაოსნობის უსაფრთხოების უზრუნველყოფა და სალოცმანო სამსახურების მიერ სალოცმანო მომსახურებასთან დაკავშირებული საქმიანობის სამართლებრივი მოწესრიგება.

3. სალოცმანო სამსახური ყალიბდება „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული დამოუკიდებელი ორგანიზაციულ-სამართლებრივი ფორმით ან საწარმოს სტრუქტურული ერთეულის სახით. სალოცმანო სამსახურები თავის საქმიანობას ახორციელებენ ნავსადგურთან გაფორმებული ხელშეკრულების საფუძველზე.

4. იურიდიულ პირს არა აქვს უფლება, საქართველოს საზღვაო ნავსადგურის მისასვლელთან და მის აკვატორიაში განახორციელოს სალოცმანო მომსახურება, თუ მას არ გააჩნია ამ რეგლამენტის შესაბამისად გაცემული და მოქმედი სალოცმანო სამსახურის სერტიფიკატი.

5. ფიზიკურ პირს არა აქვს უფლება საქართველოს საზღვაო ნავსადგურის მისასვლელთან და მის აკვატორიაში, განახორციელოს სალოცმანო მომსახურება, თუ მას არ გააჩნია ამ რეგლამენტის შესაბამისად გაცემული და მოქმედი ლოცმანის სერტიფიკატი.

6. სალოცმანო სამსახურის სერტიფიკატის, ლოცმანის სერტიფიკატის და სტაჟიორის მოწმობის გაცემას, გაცემაზე უარის თქმას, მოქმედების ვადის შეჩერებას, განახლებას და გაგრძელებას, გაუქმებას, სალოცმანო მომსახურებაზე ზედამხედველობასა და კონტროლს ახორციელებს საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს (შემდგომში – სამინისტრო) სისტემაში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირი, საზღვაო ტრანსპორტის საგენტო (შემდგომში – სააგენტო).

7. სალოცმანო სამსახურის სერტიფიკატის, ლოცმანის სერტიფიკატის და სტაჟიორის მოწმობის გაცემა, გაცემაზე უარის თქმა, მოქმედების ვადის შეჩერება, განახლება, გაგრძელება და გაუქმება ხორციელდება საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის VI თავით განსაზღვრული მარტივი ადმინისტრაციული წარმოების წესით. განცხადება სალოცმანო სამსახურის სერტიფიკატის და ლოცმანის სერტიფიკატის მოქმედების ვადის გაგრძელების თაობაზე შეტანილ უნდა იქნეს სააგენტოში სერტიფიკატის მოქმედების ვადის გასვლამდე ერთი თვით ადრე. ამ ვადის დარღვევით შეტანილ განცხადებასთან დაკავშირებით სააგენტო უფლებამოსილია, მიიღოს გადაწყვეტილება მისი განუხილველად დატოვების შესახებ.

8. სალოცმანო სამსახურის სერტიფიკატის ან ლოცმანის სერტიფიკატის გაცემის ან გაცემაზე უარის თქმის, მოქმედების ვადის გაგრძელების შესახებ გადაწყვეტილება მიიღება განცხადების და თანდართული საბუთების წარდგენიდან 1 (ერთი) თვის ვადაში. ამ პუნქტით გათვალისწინებული ვადის გაგრძელება ხორციელდება საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით დადგენილი წესითა და პირობებით.

9. სალოცმანო სამსახურის სერტიფიკატი ადასტურებს მისი მფლობელის შესაძლებლობას უსაფრთხოდ განახორციელოს საქართველოს საზღვაო ნავსადგურის მისასვლელთან და მის აკვატორიაში სალოცმანო მომსახურება იმ შეზღუდვებისა და პირობების შესაბამისად, რომელიც განსაზღვრულია ამ სერტიფიკატით.

10. ლოცმანის სერტიფიკატი ადასტურებს მისი მფლობელის შესაძლებლობას უსაფრთხოდ განახორციელოს კონკრეტულ საქართველოს საზღვაო ნავსადგურის მისასვლელთან და მის აკვატორიაში სალოცმანო მომსახურება იმ შეზღუდვებისა და პირობების შესაბამისად, რომელიც განსაზღვრულია ამ სერტიფიკატით.

11. სალოცმანო სამსახურის სერტიფიკატის მიღების უფლება აქვს საქართველოში რეგისტრირებულ იურიდიულ პირს, რომელიც აკმაყოფილებს ამ რეგლამენტის მოთხოვნებს.

12. ლოცმანის სერტიფიკატის მიღების უფლება აქვს საქართველოს მოქალაქეს, რომელიც აკმაყოფილებს ამ რეგლამენტის მოთხოვნებს.

13. სალოცმანო სამსახურის სერტიფიკატის ან ლოცმანის სერტიფიკატის მფლობელის მიერ სალოცმანო მომსახურებასთან დაკავშირებულ საქმიანობაზე მუდმივ ზედამხედველობას და კონტროლს ახორციელებს სააგენტო.  ზედახმედველობისა და კონტროლის მიზანია სალოცმანო მომსახურების შესაბამისობის უზრუნველყოფა საქართველოს კანონმდებლობით, რეზოლუციითა და კონვენციით დადგენილ მოთხოვნებთან, ასევე, „საუკეთესო საზღვაო პრაქტიკასთან“.

14. იმ პირობების შეცვლისას, რომელთა მიხედვითაც გაცემული იყო სალოცმანო სამსახურის სერტიფიკატი ან ლოცმანის სერტიფიკატი, მისი მფლობელი მოვალეა ახალი პირობებით საქართველოს საზღვაო ნავსადგურის აკვატორიაში სალოცმანო მომსახურების განხორციელებამდე, სააგენტოში წარადგინოს განცხადება სალოცმანო სამსახურის სერტიფიკატში (დანართი №2) საჭირო ცვლილებების შესატანად. განცხადების განხილვა და შესაბამისი გადაწყვეტილების მიღება ხორციელდება ამ რეგლამენტით დადგენილი მოთხოვნების შესაბამისად.

15. ამ რეგლამენტის ამოქმედებამდე, კანონმდებლობის შესაბამისად გაცემული ლოცმანის სერტიფიკატი ძალაშია მისი მოქმედების ვადის ამოწურვამდე, ხოლო სერტიფიკატის მოქმედების ვადის შეჩერება, განახლება, გაგრძელება, მასში ცვლილებების შეტანა, აგრეთვე სერტიფიკატის გაუქმება ხორციელდება ამ რეგლამენტის თანახმად.

მუხლი  2. ტერმინები

ამ რეგლამენტში გამოყენებულ ტერმინებს აქვთ საქართველოს საზღვაო კოდექსით განსაზღვრული მნიშვნელობა.

თავი II

სალოცმანო სამსახურის სერტიფიცირება

   მუხლი  3. სალოცმანო სამსახურის სერტიფიცირების ეტაპები

1. სალოცმანო სამსახურის სერტიფიცირება სააგენტოს მიერ ხორციელდება ოთხ ეტაპად:

ა)   I ეტაპი – წინასასერტიფიკაციო პროცედურა:

ა.ა)    განცხადებისა და თანდართული საბუთების წარდგენა სააგენტოში;

ა.ბ)   განცხადებისა და თანდართული საბუთების სააგენტოში წინასწარ განხილვა და შეფასება;

ბ)  II ეტაპი – განმცხადებლის სამუშაო ადგილზე ფაქტობრივი მდგომარეობის შემოწმება;

გ)  III ეტაპი – გადაწყვეტილების მიღება;

დ) IV ეტაპი – ზედამხედველობა და კონტროლი.

 2. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული ეტაპების ადმინისტრაციულ წარმოებაში არ შეიძლება მონაწილეობდნენ სააგენტოს ის თანამშრომლები, რომლებიც საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 92-ე მუხლის შესაბამისად, უფლებამოსილნი არ არიან განახორციელონ ადმინისტრაციული წარმოება.

მუხლი  4. განცხადება და თანდართული საბუთები

1. განმცხადებელი, სალოცმანო სამსახურის სერტიფიკატის მისაღებად, სააგენტოში წარადგენს განცხადებას საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 78-ე მუხლის მოთხოვნებისა და ამ რეგლამენტის №1 დანართით გათვალისწინებული ფორმის შესაბამისად. განცხადებას ხელს აწერს განმცხადებლის წარმომადგენლობითი უფლებამოსილებით აღჭურვილი პირი.

2. განცხადებას უნდა დაერთოს საბუთები, რომლებიც აკმაყოფილებს შემდეგ მოთხოვნებს:

ა) განმცხადებლის მიერ ტექნიკური საშუალებების, მათ შორის, კატარღის, ულტრამოკლეტალღიანი რადიოსადგურის და ორმხრივი კავშირის საშუალებების  ფლობის დამადასტურებელი საბუთი;

ბ) სალოცმანო სამსახურის სალოცმანო მომსახურების განმახორციელებელი პერსონალის (შემდგომში – ლოცმანი) მე-12 მუხლით გათვალისწინებული სერტიფიკატი განმცხადებლის მიერ მითითებული ნავსადგურისათვის;

გ) სალოცმანო სამსახურში არსებული საერთაშორისო საზღვაო აქტების, ნორმატიული აქტებისა და საცნობარო საბუთების ნუსხა, რომლის მინიმალური ჩამონათვალი განსაზღვრულია ამ რეგლამენტის  №3 დანართით;

დ) ლოცმანების გადამზადებისა და კვალიფიკაციის ამაღლების  გეგმა ამ რეგლამენტის 21-ე მუხლის „კ“ ქვეპუნქტის შესაბამისად.

ე) სალოცმანო სამსახურის მიერ გემების კონკრეტულ ნავსადგურში/ნავსადგურიდან შესვლა-გასვლასთან დაკავშირებული ინფორმაციის მიღების, აღრიცხვის და რეაგირების წესი;

ვ) სალოცმანო სამსახურის ლოცმანთა ცვლ(ებ)ის სამუშაო გრაფიკის ნიმუში;

ზ) საბუთი, რომელშიც ასახული უნდა იყოს სალოცმანო მომსახურების შესახებ ინფორმაციის მონაცემების ჩაწერის, შენახვის, სიზუსტის, სისრულის, აგრეთვე, ინფორმაციის შენახვის ვადების დაცვის უზრუნველყოფის სისტემის შესახებ (როგორიცაა დებულება, შინაგანაწესი და ა.შ.);

თ) იმ კონკრეტული ნავსადგურ(ებ)ის აკვატორიის სქემა, რომლის ფარგლებშიც სამსახურმა უნდა განახორციელოს სალოცმანო მომსახურება;

ი) განმცხადებლის სამოქალაქო პასუხისმგებლობის დაზღვევის დამადასტურებელი დოკუმენტი  ნავსადგურის, გემის ან მესამე პირისათვის მიყენებული ზიანის ანაზღაურების ჩათვლით;

კ) საბუთი, რომელშიც ასახული უნდა იყოს სალოცმანო სამსახურში არსებული სამაშველო ჟილეტის ტიპის, რაოდენობის შესახებ;

ლ) ამონაწერი მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციულ) იურიდიულ პირთა რეესტრიდან. 

3. თუ განმცხადებელი ითხოვს მოქმედი სალოცმანო სამსახურის სერტიფიკატის ვადის გაგრძელებას, მის განცხადებას უნდა დაერთოს ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული საბუთები.

მუხლი  5. განაცხადებისა და თანდართული საბუთების წინასწარი განხილვა და შეფასება

 1. ამ რეგლამენტის მე-4 მუხლის პირველი და მე-2 პუნქტებით განსაზღვრული განცხადებისა და თანდართული საბუთების განხილვა სააგენტოში ხორციელდება იმ მიზნით, რათა დადგინდეს აკმაყოფილებს თუ არა განცხადება, თანდართული საბუთები და შემცველი ინფორმაცია საქართველოს კანონმდებლობისა და ამ რეგლამენტის მოთხოვნებს.

  2. განცხადებისა და თანდართული საბუთების ამ რეგლამენტითა და მოქმედი კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებთან შეუსაბამობის (არასრულად, არაზუსტად) შემთხვევაში, სააგენტო განმცხადებელს წერილობით მიუთითებს კონკრეტულ ნაკლოვანებებზე და კანონმდებლობით დადგენილი წესით განუსაზღვრავს გონივრულ ვადას, რომლის განმავლობაშიც განმცხადებელმა უნდა გამოასწოროს ნაკლოვანებები და წერილობით წარმოადგინოს მათი გამოსწორებისათვის აუცილებელი სათანადო დოკუმენტ(ებ)ი ან ინფორმაცია.

 3. განცხადებისა და თანდართული საბუთების ამ რეგლამენტის მე-4 მუხლის მოთხოვნებთან შესაბამისობას სააგენტო ადგენს  აქტის სახით (დანართი №4).

მუხლი  6. განმცხადებლის სამუშაო ადგილზე ფაქტობრივი მდგომარეობის შემოწმება

1. ამ რეგლამენტის მე-5 მუხლის შესაბამისად, დადებითი დასკვნის  შემთხვევაში სააგენტო სამუშაო ადგილზე ამოწმებს განმცხადებლის ფაქტობრივ მდგომარეობას.

 2. შემოწმების მიზანია დადგინდეს, რომ:

 ა) განმცხადებელს, კომპეტენციის ფარგლებში, გააჩნია სალოცმანო მომსახურებასთან დაკავშირებული მოქმედი ნორმატიული აქტები, აგრეთვე, სალოცმანო სამსახურის ხელმძღვანელის მიერ დამტკიცებული წესები, ინსტრუქციები, სახელმძღვანელოები, რომლებიც ხელმისაწვდომია თანამშრომლებისათვის;      

 ბ) განმცხადებლის საქმის წარმოება, რომელიც ეხება სალოცმანო მომსახურების, ტექნიკური საშუალებების მომსახურების,  ლოცმანთა სამუშაო გრაფიკი, აგრეთვე სალოცმანო უზრუნველყოფის ამსახველ სხვა საბუთებში სავალდებულო ჩანაწერებს და ამ ჩანაწერების სიზუსტეს, დროულობას, სისტემატურობას, ეფექტიანობას და სისრულეს, ხორციელდება საქართველოს კანონმდებლობის მოთხოვნების საფუძველზე და დაცვით;

 გ) განმცხადებლის სამუშაო ადგილზე ფაქტობრივი მდგომარეობა (ტექნიკური საშუალებები, აღჭურვილობა, სამუშაო ადგილების აღჭურვა, ლოცმანების საკმარისი რაოდენობის არსებობა და მათი კვალიფიკაცია, ძირითადი საშუალებების ფლობა და მათი ექსპლუატაციის უფლება და სხვა) შეესაბამება ამ რეგლამენტის მე-4 მუხლის მე-2 პუნქტით განსაზღვრული საბუთების მონაცემებს და ამ რეგლამენტით დადგენილ მოთხოვნებს.

 3. სააგენტოს მიერ ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული საკითხების შემოწმების მასალები აისახება აქტში (დანართი №5).

 4. ამ მუხლის  მე-3 პუნქტით გათალისწინებული აქტი შეიცავს აგრეთვე დასკვნას, რომელიც შეიძლება იყოს:

 ა) დადებითი, თუ განმცხადებლის ფაქტობრივი მდგომარეობა აკმაყოფილებს ამ რეგლამენტის მოთხოვნებს. დადებითი შეფასებისას დასაშვებია უმნიშვნელო ხარვეზის არსებობა, რომელთა გამოსასწორებლად განმცხადებელს ეძლევა ვადა იმის გათვალისწინებით, რომ ეს ხარვეზი უშუალოდ უარყოფითად არ მოქმედებს სალოცმანო მომსახურებაზე და ნაოსნობის უსაფრთხოებაზე;

 ბ) უარყოფითი, თუ განმცხადებლის ფაქტობრივი მდგომარეობა არ აკმაყოფილებს ამ რეგლამენტის მოთხოვნებს.

 5. უარყოფითი დასკვნის შემთხვევაში, აქტში დეტალურად აისახება ყველა ის ნაკლოვანება, რომელთა საფუძველზეც უარყოფითი დასკვნა იქნა მიღებული.

 6. უარყოფითი დასკვნის შემთხვევაში, სააგენტო წერილობით ატყობინებს განმცხადებელს კონკრეტულ ნაკლოვანებებზე და განსაზღვრავს გონივრულ ვადას, რომლის განმავლობაშიც განმცხადებელმა უნდა გამოასწოროს ნაკლოვანებები და წერილობით წარმოადგინოს ნაკლოვანებების გამოსწორების სათანადო დოკუმენტი ან ინფორმაცია.

 7. სააგენტო, ამ მუხლის მე-6 პუნქტით განსაზღვრული, განმცხადებლის წერილობითი შეტყობინების მიღებისთანავე ამოწმებს ნაკლოვანებების გამოსწორების ფაქტობრივ მდგომარეობას და შემოწმების მასალებს შესაბამის დასკვნასთან (თუ ნაკლოვანებები გამოსწორებულია – დადებითი, თუ არა – უარყოფითი) ერთად ასახავს აქტში.

მუხლი  7. გადაწყვეტილების მიღება

 1. ამ რეგლამენტის მე-6 მუხლის მე-4 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით ან ამავე მუხლის მე-7 პუნქტით განსაზღვრული დადებითი დასკვნის გამოტანიდან 10 (ათი) სამუშაო დღის ვადაში სააგენტო გასცემს სალოცმანო სამსახურის სერტიფიკატს.

 2. სალოცმანო სამსახურის სერტიფიკატის მოქმედების ვადაა 5 წელი.

 3. სააგენტო კომპლექსურად ამოწმებს სალოცმანო სამსახურის სერტიფიკატით განსაზღვრული მოთხოვნების შესრულების მდგომარეობას არანაკლებ წელიწადში ერთხელ, ამ რეგლამენტის მე-19 მუხლით დადგენილი პირობების შესაბამისად.

 4. სააგენტო უარს ამბობს განცხადების დაკმაყოფილებაზე, თუ:

 ა) ამ რეგლამენტის მე-6 მუხლის მე-6 პუნქტით განსაზღვრულ ვადაში განმცხადებელი არ გამოასწორებს ნაკლოვანებებს;

ბ) არსებობს ამ რეგლამენტის მე-6 მუხლის მე-7 პუნქტით განსაზღვრული უარყოფითი დასკვნა;

გ) არსებობს საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული სხვა გარემოებები. 

მუხლი  8. სალოცმანო სამსახურის სერტიფიკატის  შეჩერება და გაუქმება, სალოცმანო სამსახურის სერტიფიკატით გათვალისწინებული უფლებების შეზღუდვა

1. სააგენტო იღებს გადაწყვეტილებას სალოცმანო სამსახურის სერტიფიკატის მოქმედების ვადის შეჩერების თაობაზე იმ შემთხვევაში, როცა:

 ა)  სალოცმანო სამსახურის სერტიფიკატის მფლობელი არღვევს რეზოლუციის, „მეზღვაურების მომზადების, დიპლომირებისა და ვახტის გაწევის შესახებ” 1978 წლის საერთაშორისო კონვენციის, საქართველოს საზღვაო კოდექსის, საქართველოს კანონმდებლობით და/ან ამ რეგლამენტით დადგენილ მოთხოვნებს, რამაც გამოიწვია (შეიძლება გამოწვიოს) საზღვაო ინციდენტი;

 ბ) საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ სხვა შემთხვევებში;

გ) წლიური კომპლექსური ან არაგეგმური შემოწმების უარყოფითი დასკვნის (შეფასების) შემთხვევაში.

2. სალოცმანო სამსახურის სერტიფიკატის მოქმედების ვადის შეჩერების თაობაზე სააგენტოს გადაწყვეტილება ეგზავნება სალოცმანო სამსახურს, რომელშიც დეტალურად უნდა აისახოს სალოცმანო სამსახურის სერტიფიკატის მოქმედების ვადის შეჩერების მიზეზები და საფუძველი.

3. სალოცმანო სამსახურის სერტიფიკატის მოქმედება შეჩერდება არა უმეტეს 3 (სამი) თვის ვადით იმ დრომდე, ვიდრე არ აღმოიფხვრება სალოცმანო სამსახურის სერტიფიკატის მოქმედების ვადის შეჩერების მიზეზი.

4. თუ სააგენტოს მიერ ამ მუხლის მე-3 პუნქტის შესაბამისად დადგენილ ვადაში სალოცმანო სამსახურის სერტიფიკატის მფლობელი წარმოადგენს წერილობით მტკიცებულებას, რომ აღმოფხვრილია სერტიფიკატის მოქმედების შეჩერების მიზეზები, მას შეუძლია განაახლოს საქმიანობა სააგენტოს თანხმობის შემთხვევაში. სააგენტო ვალდებულია წერილობითი პასუხი აცნობოს სალოცმანო სამსახურის სერტიფიკატის მფლობელს 10 (ათი) სამუშაო დღის განმავლობაში წერილობითი მტკიცებულებების  წარმოდგენის დღიდან.

5. სალოცმანო სამსახურის სერტიფიკატის გაუქმების საფუძველს წარმოადგენს:

ა) სალოცმანო სამსახურის სერტიფიკატის მოქმედების შეჩერების ვადის გასვლა, თუ ამ ვადის განმავლობაში არ აღმოიფხვრა მისი შეჩერების საფუძველი, მათ შორის ამ მუხლის მე-4 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევებშიც.

ბ) სალოცმანო სამსახურის სერტიფიკატის მფლობელი პირის ლიკვიდაცია;

გ) სალოცმანო სამსახურის სერტიფიკატის მფლობელი პირის მოთხოვნა;

 დ)    საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა საფუძველი.

6. სალოცმანო სამსახურის სერტიფიკატით გათვალისწინებული უფლებების შეზღუდვა ხორციელდება სალოცმანო სამსახურის განცხადების საფუძველზე ან ამ რეგლამენტის შესაბამისად განხორციელებული ზედამხედველობისა და კოტროლისას გამოვლენილი ნაკლოვანებების არსებობისას. სალოცმანო სამსახურის სერტიფიკატით გათვალისწინებული უფლებების განხორციელებაზე შეზღუდვა უნდა აისახოს სალოცმანო სამსახურის სერტიფიკატში ამ რეგლამენტის მე-10 მუხლით გათვალისწინებული წესით.

მუხლი 9. სალოცმანო სამსახურის სერტიფიკატის  მოქმედების გაგრძელება

 სალოცმანო სამსახურის სერტიფიკატის მოქმედების ვადის გაგრძელება იმავე პირობებით, რა პირობებითაც გაცემული იყო სერტიფიკატი, ხორციელდება განმცხადებლის მიერ ამ რეგლამენტის მე-4 მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული საბუთების წარმოდგენის და მე-5, მე-6 და მე-7 მუხლებით გათვალისწინებული პროცედურების შესაბამისად.

მუხლი 10. სალოცმანო სამსახურის სერტიფიკატში ცვლილებების შეტანა

 1. სალოცმანო სამსახურის სერტიფიკატში ცვლილებ(ებ)ის შეტანის ან შეზღუდვის დაწესების შემთხვევაში სალოცმანო სამსახურის მფლობელი ვალდებულია სააგენტოში წარადგინოს ძველი სერტიფიკატი. სააგენტო გასცემს ახალ სერტიფიკატს, რომლის მოქმედების ვადა არის იგივე და რომელშიც აღნიშნულია შესაბამისი ცვლილებები და შეზღუდვები.

2. სააგენტოს უფლება აქვს ცვლილება შეიტანოს სალოცმანო სამსახურის სერტიფიკატში, თუ:

 ა)  შეიცვალა სალოცმანო სამსახურის სერტიფიკატის მფლობელის დასახელება ან ორგანიზაციულ-სამართლებრივი ფორმა;

 ბ) შეიცვალა სალოცმანო მომსახურების პირობები, რომელთა შესაბამისადაც იყო გაცემული სალოცმანო სამსახურის სერტიფიკატი და რომლებიც მითითებულია სერტიფიკატში;

 გ) სალოცმანო სამსახურის სერტიფიკატის მფლობელი, კანონმდებლობით განსაზღვრულ სხვა საფუძველზე, ითხოვს სალოცმანო სამსახურის სერტიფიკატში ცვლილებების შეტანას;

დ) აუცილებელია სალოცმანო სამსახურის სერტიფიკატით გათვალისწინებული უფლებების შეზღუდვა;

ე) საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ შემთხვევებში.

3. სალოცმანო სამსახურის სერტიფიკატის მფლობელი, ამ მუხლის მე-2 პუნქტით განსაზღვრულ შემთხვევაში, მიმართავს სააგენტოს წერილობითი განცხადებით (დანართი №2), რომელშიც აღინიშნება სალოცმანო სამსახურის სერტიფიკატში ცვლილებ(ებ)ის შეტანის მიზეზ(ებ)ი. განცხადებას უნდა ერთვოდეს სალოცმანო სამსახურის სერტიფიკატში ცვლილებ(ებ)ის შეტანის მიზეზ(ებ)ის დამამტკიცებელი საბუთ(ებ)ი.

4. სააგენტო განცხადებას და თანდართულ საბუთებს იხილავს სააგენტოში განცხადების რეგისტრაციიდან 10 (ათი) სამუშაო დღის ვადაში და ღებულობს გადაწყვეტილებას სალოცმანო სამსახურის სერტიფიკატში ცვლილებ(ებ)ის შეტანის ან ცვლილებ(ებ)ის შეტანაზე უარის თქმის შესახებ.

5. სააგენტო ახალი სალოცმანო სამსახურის სერტიფიკატს გასცემს გადაწყვეტილების მიღებიდან 3 (სამი) დღის ვადაში. ძველი სერტიფიკატი ახლის გაცემიდან 5 (ხუთი) კალენდარული დღის ვადაში უბრუნდება სააგენტოს.

მუხლი  11. სალოცმანო სამსახურის სერტიფიკატი

1. სალოცმანო სამსახურის სერტიფიკატის ფორმა და შინაარსი განსაზღვრულია ამ რეგლამენტის დანართით №6.

 2. სალოცმანო სამსახურის სერტიფიკატი ივსება ქართულ და ინგლისურ ენებზე.

 3. სალოცმანო სამსახურის სერტიფიკატში აისახება:

 ა) სალოცმანო სამსახურის სერტიფიკატის მფლობელი პირი;

 ბ) სალოცმანო სამსახურის სერტიფიკატის გაცემის თარიღი და მოქმედების ვადა;

გ) სალოცმანო სამსახურის სერტიფიკატის გამცემი ორგანოს დასახელება;

 დ) ამ რეგლამენტით განსაზღვრული სხვა მონაცემები.

 4. სალოცმანო სამსახურის სერტიფიკატის დაკარგვის ან დაზიანების შემთხვევაში, მისი დუბლიკატი გაიცემა სააგენტოს მიერ, სალოცმანო სამსახურის სერტიფიკატის მფლობელის განცხადების სააგენტოში რეგისტრაციიდან 10 (ათი) სამუშაო დღის ვადაში. დუბლიკატს, ზედა მარჯვენა კუთხეში უკეთდება წარწერა – „დუბლიკატი“.

თავი III

ლოცმანების სერტიფიცირება

მუხლი 12. ლოცმანის სერტიფიკატის გაცემა 

 1. ლოცმანის სერტიფიკატის მისაღებად, სერტიფიკატის მაძიებელი სააგენტოს წარუდგენს განცხადებას, რომელიც უნდა აკმაყოფილებდეს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 78-ე მუხლის მოთხოვნებს და მას უნდა დაერთოს მაძიებელის:

 ა) საქართველოს მოქალაქის პირადობის მოწმობის ასლი;

ბ) მოქმედი კომპეტენციის დამადასტურებელი სერტიფიკატის ასლი;

გ)  3000 ან მეტი რეგისტრული ტონის გემზე კაპიტნად და კაპიტნის  თანაშემწედ მუშაობის არანაკლებ  36 (ოცდათექვსმეტი) თვის ნაოსნობის სტაჟის (აქედან 12 თვე კაპიტნად მუშაობის), ან ლოცმანად მუშაობის 24 თვის პრაქტიკული სტაჟის დამადასტურებელი დოკუმენტი;

დ) სააგენტოს მიერ აღიარებულ საზღვაო სასწავლო-საწვრთნელ ცენტრში მომზადების/გადამზადების/კვალიფიკაციის ამაღლების დამადასტურებელი საბუთი; 

 ე) ნავსადგურში (სადაც უნდა შეასრულოს ლოცმანის უფლებამოსილება) არანაკლებ 3 (სამი)-თვიანი სალოცმანო სტაჟირების გავლის დამადასტურებელი საბუთი ამ რეგლამენტის შესაბამისად;

ვ) ჯანმრთელობის მდგომარეობის დამადასტურებელი საბუთი   „მეზღვაურების მომზადების, დიპლომირებისა და ვახტის გაწევის შესახებ" 1978 წლის საერთაშორისო კონვენციის შესაბამისად.

2. ლოცმანის ზღვრული ასაკია 65 (სამოცდახუთი) წელი.

 3. სააგენტო, განცხადების წარდგენიდან   1 (ერთი) თვის ვადაში, იხილავს ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული განცხადებისა და საბუთების შესაბამისობას დადგენილ მოთხოვნებთან, განხილვის შედეგები აისახება აქტში.

 4. სააგენტო ამ მუხლის მე-3 პუნქტით განსაზღვრული დადებითი დასკვნის გამოტანიდან 10 (ათი) სამუშაო დღის ვადაში ნიშნავს პრაქტიკულ გამოცდას. პრაქტიკული გამოცდის ჩატარების წესი განისაზღვრება  ამ რეგლამენტის მე-16 მუხლით.

5. სააგენტო ამ მუხლის მე-4 პუნქტით განსაზღვრული პრაქტიკული გამოცდის წარმატებით ჩაბარებიდან 10 (ათი) სამუშაო დღის ვადაში გასცემს „ლოცმანის სერტიფიკატს".

6. ლოცმანის სერტიფიკატის მოქმედების ვადაა 5 (ხუთი) წელი.

7. ამ მუხლით გათვალისწინებული ლოცმანის/მაძიებლის მომზადება/გადამზადება/კვალიფიკაციის ამაღლება უნდა ხორციელდებოდეს  რეზოლუციით განსაზღვრული საერთაშორისო სტანდარტის/პროგრამის შესაბამისად.

მუხლი 13. ლოცმანის სერტიფიკატის  მოქმედების ვადის შეჩერება და გაუქმება

1. სააგენტო, საკუთარი ინიციატივით და/ან სალოცმანო სამსახურის წერილობითი მიმართვის საფუძველზე, იღებს გადაწყვეტილებას ლოცმანის სერტიფიკატის მოქმედების ვადის შეჩერების თაობაზე იმ შემთხვევაში, როცა:

ა)   ლოცმანის სერტიფიკატის მფლობელი არღვევს რეზოლუციით, საქართველოს კანონმდებლობით და/ან ამ რეგლამენტით დადგენილ მოთხოვნებს, რომლებიც განსაზღვრავენ ლოცმანის ფუნქციებს და ვალდებულებებს ნაოსნობის უსაფრთხოების, ზღვაში ადამიანის სიცოცხლის გადარჩენის და გარემოს დაცვის საკითხებში, რამაც გამოიწვია (შეიძლება გამოიწვიოს) საზღვაო ინციდენტი;

ბ) ლოცმანის ჯანმრთელობის მდგომარეობა (სერიოზული ტრავმა ან დაავადება) არ შეესაბამება  „მეზღვაურების მომზადების, დიპლომირებისა და ვახტის გაწევის შესახებ“ 1978 წლის საერთაშორისო კონვენციით განსაზღვრულ, კაპიტნისა და კაპიტნის უფროსი თანაშემწის დიპლომირებისათვის საჭირო სტანდარტებს;

გ) ლოცმანის სერტიფიკატის მფლობელმა შეაჩერა საქმიანობა ბოლო სალოცმანო გაცილებიდან  12 თვის ან მეტი ხნის განმავლობაში.

დ) კანონმდებლობით დადგენილ სხვა შემთხვევებში.

2. ლოცმანის სერტიფიკატის მოქმედების ვადის შეჩერების თაობაზე სააგენტოს გადაწყვეტილება ეგზავნება ლოცმანს, სალოცმანო სამსახურს და შესაბამის ნავსადგურს, რომელშიც უნდა აისახოს ლოცმანის სერტიფიკატის მოქმედების ვადის შეჩერების მიზეზ(ებ)ი.

3. ლოცმანის სერტიფიკატის მოქმედება შეჩერდება არა უმეტეს 3 (სამი) თვის ვადით იმ დრომდე, ვიდრე არ აღმოიფხვრება ლოცმანის სერტიფიკატის მოქმედების  ვადის შეჩერების მიზეზი. თუ ლოცმანის სერტიფიკატის შეჩერება მოხდა ამ მუხლის პირველი პუნქტის „გ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, მის აღსადგენად სერტიფიკატის მფლობელმა უნდა წარმოადგინოს სხვა სერტიფიცირებულ ლოცმანთან ერთად, ბოლო ერთი თვის განმავლობაში, არანაკლებ 10 (ათი)  სალოცმანო გაცილებაზე დასწრების დამადასტურებელი დოკუმენტი.

4. თუ სააგენტოს მიერ ამ მუხლის მე-3 პუნქტის შესაბამისად დადგენილ ვადაში ლოცმანის სერტიფიკატის მფლობელი სააგენტოში წარადგენს წერილობით მტკიცებულებას, რომ აღმოფხვრილია სერტიფიკატის მოქმედების შეჩერების მიზეზები, მას შეუძლია განაახლოს საქმიანობა სააგენტოს თანხმობის შემთხვევაში. სააგენტო ვალდებულია წერილობითი პასუხი აცნობოს ლოცმანის სერტიფიკატის მფლობელს 10 (ათი) სამუშაო დღის განმავლობაში წერილობითი მტკიცებულებების  წარმოდგენის დღიდან.

5. ლოცმანის სერტიფიკატის გაუქმების საფუძველს წარმოადგენს:

ა) ლოცმანის სერტიფიკატის მოქმედების შეჩერების ვადის გასვლა, თუ ამ ვადის განმავლობაში არ აღმოიფხვრა მისი შეჩერების საფუძველი;

ბ) ლოცმანის გარდაცვალება;

გ) ლოცმანის სერტიფიკატის მფლობელის მოთხოვნა;

დ) ლოცმანის ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესება; 

ე) კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა საფუძველი.

6. ლოცმანის სერტიფიკატით გათვალისწინებული უფლებების შეზღუდვა ხორციელდება ლოცმანის/სალოცმანო სამსახურის განცხადების ან ამ რეგლამენტის მე-19 მუხლით განსაზღვრული მუდმივი ზედამხედველობის და კონტროლის, აგრეთვე, შემოწმებების, მოქმედი კანონმდებლობით გათვალისწინებული პროცედურებით გამოვლენილი ნაკლოვანებების არსებობისას და ისინი აისახება ლოცმანის სერტიფიკატში.

მუხლი 14. ლოცმანის სერტიფიკატის მოქმედების ვადის გაგრძელება

1. თუ განმცხადებელი ითხოვს მოქმედი ლოცმანის სერტიფიკატის ვადის გაგრძელებას იმავე პირობებით, რა პირობებითაც გაცემული იყო სერტიფიკატი, მაშინ მის განცხადებას უნდა დაერთოს:

ა) ჯანმრთელობის მდგომარეობის დამადასტურებელი საბუთი   „მეზღვაურების მომზადების, დიპლომირებისა და ვახტის გაწევის შესახებ“ 1978 წლის საერთაშორისო კონვენციის შესაბამისად;

ბ) სააგენტოს მიერ აღიარებულ საწვრთნელ ცენტრში „Bridge Team and Resource Management“ საწვრთნელი კურსის გავლის დამადასტურებელი საბუთი.

2.განცხადების და თანდართული საბუთების განხილვა და გადაწყვეტილების მიღება ხორციელდება იმავე წესით, როგორც სერტიფიკატის მინიჭების საკითხი.

მუხლი  15. ლოცმანის სერტიფიკატის  მაძიებლის სტაჟირება

1. ლოცმანის სერტიფიკატის მაძიებელმა უნდა გაიაროს სტაჟირება სალოცმანო სამსახურში და/ან შესაბამის ნავსადგურში არანაკლებ 3 (სამი) თვის ვადით, სულ მცირე 20 სალოცმანო გაცილებით,  ან 2 (ორი) თვის ვადით, იმ შემთხვევაში,   თუ გააჩნია სხვა ნავსადგურში ლოცმანად მუშაობის 24 (ოცდაოთხი) თვიანი გამოცდილება და შესაბამის ნავსადგურში ჩატარებული აქვს სულ მცირე 12 სალოცმანო გაცილება.

2. გადაწყვეტილებას ლოცმანის სერტიფიკატის მაძიებლის სტაჟირების შესახებ იღებს სააგენტო, თუ მაძიებელი წარმოადგენს ამ რეგლამენტის მე-12 მუხლის პირველი პუნქტით  განსაზღვრულ საბუთებს, გარდა მე-12 მუხლის „ე“ ქვეპუნქტით განსაზღვრული სტაჟირების გავლის დამადასტურებელი საბუთისა. 

3.  დადებითი გადაწყვეტილების შემთხვევაში სააგენტო გასცემს სტაჟიორის მოწმობას, რომლის ფორმა და შინაარსი განსაზღვრულია ამ რეგლამენტის დანართი №8-ით.

4. სტაჟიორის მოწმობის მოქმედების ვადა განისაზღვრება არა უმეტეს 3 (სამი) თვის ვადით.

მუხლი 16. პრაქტიკული გამოცდა ლოცმანის სერტიფიკატის მისაღებად

1. პრაქტიკული გამოცდის ჩაბარების დროს, გამოსაცდელი პირი ვალდებულია განახორციელოს სააგენტოს მიერ წინასწარ შერჩეულ ორ სხვადასხვა ნავმისადგომთან  გემების სალოცმანო გაცილება (გემის ნავსადგურში შეყვანა-გაყვანა) საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.

2. პრაქტიკული გამოცდა ტარდება გემის კაპიტნის თანხმობით. ლოცმანი გემზე ასვლისთანავე ვალდებულია შეატყობინოს გემის კაპიტანს, რომ გამოსაცდელი პირი მისი მეთვალყურეობის ქვეშ განახორციელებს გემის სალოცმანო გაცილებას.

3. პრაქტიკულ გამოცდას უნდა დაესწროს ლოცმანი, ნავსადგურის კაპიტანი ან/და სააგენტოს წარმომადგენელი.

4. ლოცმანი ვალდებულია  უზრუნველყოს სტაჟიორის მიერ  გამოცდის ჩაბარების დროს გემის უსაფრთხო  მანევრირებაზე ზედამხედველობა. პრაქტიკული გამოცდის ჩაბარების დროს, პირის მიერ არსებითი შეცდომის დაშვების შემთხვევაში, ლოცმანი გემის კაპიტანთან შეთანხმებით წყვეტს გამოცდას და თავად ახორციელებს სალოცმანო გაცილებას. გამოცდის დროს ლოცმანი  პასუხისმგებელია  ნავსადგურში  გემის უსაფრთხო  მანევრირებაზე.

 5. პირის მიერ პრაქტიკული გამოცდის ჩაბარების თაობაზე სააგენტოს წარმომადგენლი წერს შესაბამის დასკვნას, სადაც უნდა აისახოს უფროსი ლოცმანის, გემის კაპიტნისა და ნავსადგურის კაპიტნის მოსაზრებები. პრაქტიკული გამოცდა ჩაბარებულად ითვლება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ორივე ნავმისადგომთან სალოცმანო გაცილებების შედეგები დამაკმაყოფილებელია.

მუხლი  17. ლოცმანის სერტიფიკატში ცვლილების შეტანა

1. ლოცმანის სერტიფიკატში ცვლილებ(ებ)ის შეტანა ნიშნავს მოქმედი სერტიფიკატის სააგენტოსთვის უკან დაბრუნებას და ამ მუხლის შესაბამისად ახალი ლოცმანის სერტიფიკატის გაცემას, მასში შესაბამისი ცვლილებების შეტანით.

2. სალოცმანო სამსახურის სერტიფიკატის/ ლოცმანის სერტიფიკატის მფლობელი, ამ მუხლის მე-3 პუნქტით განსაზღვრულ შემთხვევაში, მიმართავს სააგენტოს წერილობითი განცხადებით, რომელშიც აღინიშნება ლოცმანის სერტიფიკატში ცვლილებ(ებ)ის შეტანის მიზეზ(ებ)ი. განცხადებას უნდა ერთოდეს ლოცმანის სერტიფიკატში ცვლილებ(ებ)ის შეტანის მიზეზ(ებ)ის დამამტკიცებელი საბუთ(ებ)ი.

3. სააგენტოს შეაქვს ლოცმანის სერტიფიკატში ცვლილებ(ებ)ი, თუ:

ა) შეიცვალა ლოცმანის ის პირადი მონაცემები, რომლებიც ასახული იყო ლოცმანის სერტიფიკატში;  

ბ)  შეიცვალა პირობები, რომელთა შესაბამისადაც იყო გაცემული ლოცმანის სერტიფიკატი და ეს პირობები ასახული უნდა იყოს ლოცმანის სერტიფიკატში;

გ)  სალოცმანო სამსახურის სერტიფიკატის მფლობელი, კანონმდებლობით განსაზღვრულ სხვა საფუძველზე, ითხოვს ლოცმანის სერტიფიკატში ცვლილებების შეტანას.

4. სააგენტო განცხადებას და თანდართულ საბუთებს იხილავს სააგენტოში განცხადების რეგისტრაციიდან 1 (ერთი) თვის ვადაში და ღებულობს გადაწყვეტილებას ლოცმანის სერტიფიკატში ცვლილებ(ებ)ის შეტანის ან ცვლილებ(ებ)ის შეტანაზე უარის თქმის შესახებ.

5. სააგენტო ახალ ლოცმანის სერტიფიკატს გასცემს გადაწყვეტილების მიღებიდან 10 (ათი) სამუშაო დღის ვადაში. ძველი სერტიფიკატი ახლის გაცემიდან 5 (ხუთი) კალენდარული დღის ვადაში უბრუნდება სააგენტოს.

მუხლი  18. ლოცმანის სერტიფიკატი

1. ლოცმანის სერტიფიკატის ფორმა და შინაარსი განსაზღვრულია ამ რეგლამენტის დანართით №7.

2. ლოცმანის სერტიფიკატი ივსება ქართულ და ინგლისურ ენებზე.

3. ლოცმანის სერტიფიკატში აისახება:

ა)   ლოცმანის სერტიფიკატის მფლობელი;

ბ)  ლოცმანის სერტიფიკატის გაცემის თარიღი;

გ)  ლოცმანის სერტიფიკატის გამცემი ორგანოს დასახელება;

დ) ნავსადგურის დასახელება, სადაც ლოცმანი უზრუნველყოფს გემის სალოცმანო გაცილებას;

ე) ამ რეგლამენტით განსაზღვრული სხვა მონაცემები.

4. ლოცმანის სერტიფიკატის დაკარგვის ან დაზიანების შემთხვევაში, მისი დუბლიკატი გაიცემა სააგენტოს მიერ, ლოცმანის სერტიფიკატის მფლობელის განცხადების სააგენტოში რეგისტრაციიდან 3 (სამი) სამუშაო დღის ვადაში. დუბლიკატს ზედა მარჯვენა კუთხეში უკეთდება წარწერა – „დუბლიკატი“.

თავი IV

ზედამხედველობა და კონტროლი

მუხლი 19. სალოცმანო სამსახურის და ლოცმანის საქმიანობაზე ზედამხედველობა და კონტროლი

1. სალოცმანო სამსახურის და ლოცმანის მიერ სალოცმანო მომსახურებასთან დაკავშირებულ საქმიანობაზე ზედამხედველობა და კონტროლი სალოცმანო სამსახურის და ლოცმანის სერტიფიცირების განუყოფელი ნაწილია და მას, კანონმდებლობით დადგენილი წესითა და ფარგლებში ახორციელებს სააგენტო.

2. სალოცმანო სამსახურის/ლოცმანის საქმიანობაზე ზედამხედველობა და კონტროლი ითვალისწინებს სალოცმანო სამსახურის/ლოცმანის სერტიფიკატით გათვალისწინებული მოთხოვნების შესრულების მდგომარეობის შემოწმებას.

3. შემოწმების შედეგები აისახება აქტში, რომელსაც იხილავს სააგენტო, შემოწმების დამთავრებიდან ორი კვირის ვადაში. აქტი ინახება სალოცმანო სამსახურის სასერტიფიკაციო დოკუმენტებთან ერთად.

თავი V

სალოცმანო სამსახურის სერტიფიკატის და ლოცმანის სერტიფიკატის გამცემის და მფლობელის უფლება-მოვალეობანი, პასუხისმგებლობა

მუხლი 20. სალოცმანო სამსახურის სერტიფიკატის მფლობელის უფლება-მოვალეობანი

სალოცმანო სამსახურის სერტიფიკატის მფლობელი:

ა) ვალდებულია განახორციელოს საქმიანობა სალოცმანო სამსახურის სერტიფიკატში მითითებული პირობებისა და შეზღუდვების შესაბამისად; 

ბ) ვალდებულია უზრუნველყოს საერთაშორისო საზღვაო ნორმებით, საქართველოს კანონმდებლობით და ამ რეგლამენტით გათვალისწინებული პირობების დაცვა;

გ)  უფლებამოსილია მოითხოვოს კონსულტაციები სააგენტოსთან სალოცმანო მომსახურების უსაფრთხოდ წარმოების თაობაზე;

დ)ვალდებულია დაუყოვნებლივ აცნობოს სააგენტოს სალოცმანო მომსახურების დროს მომხდარ საზღვაო ინციდენტზე;

ე) ვალდებულია    უზრუნველყოს სალოცმანო მომსახურების უზრუნველმყოფი პერსონალის კანონმდებლობით განსაზღვრული საკვალიფიკაციო მოთხოვნების დაცვა, სალოცმანო სამსახურის ტექნიკური საშუალებების საექსპლუატაციო ვარგისობა, მათი პარამეტრების მუდმივი და სისტემატური შემოწმება;

 ვ) ვალდებულია სალოცმანო სამსახურის შემოწმების ანგარიშები შეინახოს 7 წლის განმავლობაში;

ზ) ვალდებულია ამ რეგლამენტის მე-4 მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებულ საბუთებში მითითებული მონაცემების ცვლილების შესახებ  დაუყოვნებლივ, წერილობით აცნობოს სააგენტოს;

თ) ვალდებულია წერილობით აცნობოს სააგენტოს ამ რეგლამენტის მე-13 მუხლის მე-5 პუნქტის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებით განსაზღვრული გარემოებები;

ი) ვალდებულია უზრუნველყოს ლოცმანი საზღვაო ფორმით, აღიარებული ტიპის სამაშველო ჟილეტით, ხელის საზღვაო ულტრამოკლეტალღიანი რადიოსადგურით;

კ) ვალდებულია სააგენტოს მოთხოვნის მიღებიდან 1 (ერთი) თვის განმავლობაში დაიწყოს პირის სტაჟირება;

ლ) ვალდებულია ყოველთვიურად წარუდგინოს სააგენტოს ლოცმანის სერტიფიკატის მფლობელის მიერ 21-ე მუხლის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული პრაქტიკული მეცადინეობის დამადასტურებელი ჩანაწერები;

მ) უფლებამოსილია განახორციელოს ამ რეგლამენტით და საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა უფლება-მოვალეობანი.

მუხლი 21. ლოცმანის სერტიფიკატის მფლობელის უფლება-მოვალეობანი

ლოცმანის სერტიფიკატის მფლობელი:

ა) ვალდებულია განახორციელოს საქმიანობა ლოცმანის სერტიფიკატში მითითებული პირობებისა და შეზღუდვების შესაბამისად;

ბ) ვალდებულია სალოცმანო გაცილების დროს  3 (სამი) თვის განმავლობაში არანაკლებ 20-ჯერ აიყვანოს გემზე სტაჟიორი და ჩაუტაროს მას სწავლება ყოველგვარი ანაზღაურების გარეშე. ასევე, ლოცმანის სერტიფიკატის მფლობელი ვალდებულია კონკრეტული ნავსადგურის აკვატორიის სპეციფიკის სწავლების მიზნით აიყვანოს ლოცმანის სერტიფიკატის მფლობელი სხვა პირი იმ შემთხვევაშიც კი, როდესაც ეს უკანასკნელი დასაქმებულია კონკურენტ სალოცმანო სამსახურში;

გ) ვალდებულია ლოცმანის სერტიფიკატის მფლობელი  დაესწროს ამ მუხლის ,,ბ" პუნქტში მითითებულ პირთა პრაქტიკულ გამოცდას;

დ) ვალდებულია სალოცმანო მომსახურებისას უზრუნველყოს საქართველოს კანონმდებლობით და ამ რეგლამენტით გათვალისწინებული პირობების დაცვა;

ე)  უფლებამოსილია მოითხოვოს კონსულტაციები სააგენტოსთან სალოცმანო მომსახურების უსაფრთხოდ წარმოების თაობაზე;

ვ)  ვალდებულია აცნობოს სააგენტოს სალოცმანო მომსახურების დროს მომხდარ საზღვაო ინციდენტზე;

ზ) ვალდებულია ამ რეგლამენტის მე-12 მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული საბუთებით გათვალისწინებული მონაცემების ცვლილების შემთხვევაში წერილობით აცნობოს სააგენტოს დაუყოვნებლივ;

თ)  ვალდებულია სააგენტოს თანამშრომლის მოთხოვნიდან დაუყოვნებლივ გაიაროს შემოწმება ნარკოლოგიურ და ალკოჰოლურ სიმთვრალეზე;

ი) ვალდებულია საკუთარი უფლებამოსილების განხორციელებისას ეცვას ლოცმანის საზღვაო ფორმა და სამაშველო ჟილეტები;

კ) ვალდებულია სერტიფიკატის განახლების დროს გაიაროს „Bridge Team and Resource Management“ (სიმულატორი) საწვრთნელი კურსი სააგენტოს მიერ აღიარებულ   ცენტრში;

ლ) ვალდებულია განახორციელოს ამ რეგლამენტით და საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა უფლება-მოვალეობანი.

მუხლი 22. სააგენტოს უფლება-მოვალეობანი

სააგენტო:

ა)   გასცემს სალოცმანო სამსახურის/ლოცმანის სერტიფიკატს, შეაჩერებს ან განაახლებს მისი მოქმედების ვადას, აგრძელებს მისი მოქმედების ვადას, აუქმებს მას, ზღუდავს სალოცმანო სამსახურის სერტიფიკატით გათვალისწინებულ უფლებებს, გასცემს დუბლიკატს, უარს აცხადებს სალოცმანო სამსახურის/ლოცმანის სერტიფიკატის გაცემაზე, მოქმედების ვადის გაგრძელებაზე;

ბ)  შეაქვს ცვლილებები სალოცმანო სამსახურის/ლოცმანის სერტიფიკატში;

გ)  სალოცმანო სამსახურის/ლოცმანის სერტიფიცირებასთან დაკავშირებულ საბუთებს ინახავს სალოცმანო სამსახურის სერტიფიკატის მოქმედების მთელი ვადის და შემდგომ 7 (შვიდი) წლის განმავლობაში, თუ საქართველოს კანონმდებლობით სხვა რამ არ არის დადგენილი;

დ) კანონმდებლობით დადგენილი წესით, ახორციელებს ზედამხედველობას და კონტროლს სალოცმანო სამსახურის სერტიფიკატის მფლობელის და ლოცმანის საქმიანობაზე;

ე) აგზავნის პირს სტაჟირებისათვის სალოცმანო სამსახურის სერტიფიკატის მფლობელ საწარმოში და/ან ნავსადგურში;

ვ) წინასწარი შეტყობინების გარეშე ავალებს ლოცმანს გაიაროს შემოწმობა ნარკოლოგიურ და ალკოჰოლურ სიმთვრალეზე;

ზ) ახორციელებს საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ სხვა უფლება-მოვალეობებს;

თ) ახორციელებს სალოცმანო სამსახურის წლიურ და არაგეგმურ შემოწმებებს.

მუხლი 23. პასუხისმგებლობა

ამ რეგლამენტით დადგენილი მოთხოვნების დარღვევასთან დაკავშირებული პასუხისმგებლობის საკითხები განისაზღვრება საქართველოს კანონმდებლობით.

დანართი №1

 

საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს

---------------------------------------------------

(სალოცმანო სამსახურის დასახელება)

 

გ ა ნ ც ხ ა დ ე ბ ა

სალოცმანო სამსახურის სერტიფიკატის მიღების თაობაზე

–––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––

(განმცხადებლის ორგანიზაციულ-სამართლებრივი ფორმა, საფირმო დასახელება)

იურიდიული მისამართი: --------------------------------------------

ტელ.: –––––––––––– ფაქსი: –––––––––––  საფოსტო კოდი–––– ელ.ფოსტა–––––––––––

––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––

                               (სამსახურის ხელმძღვანელის თანამდებობა, სახელი, გვარი)

მოგმართავთ სალოცმანო სამსახურის სერტიფიკატის მიღების თხოვნით

1. საქმიანობის სფერო/არეალი: ––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––

–––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––

–––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––

2. განცმხადებელი იცნობს და აღიარებს საზღვაო სფეროს მარეგულირებელ  საქართველოს კანონმდებლობას;

3. განმცხადებელი ადასტურებს წარმოდგენილი საბუთების ნამდვილობას;

4. დამატებითი ცნობები –––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––

5. განცხადებას თან ერთვის (საბუთების ჩამონათვალი, სახე და დასახელება):

5.1.–––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––

5.2.––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––

5.3.––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––

5.4.–––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––

5.5.––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––

5.6.––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––

სულ -------- ფურცელი.

––––––––––––––––––––––––––––––––

                  (ხელმოწერა) (სახელი, გვარი)

            ბ.ა.

        ––––––––––––––––––––––––     20––– წ.

                      (თარიღი)

დანართი №2

საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს

––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––

(სალოცმანო სამსახურის დასახელება)

გ ა ნ ც ხ ა დ ე ბ ა

სალოცმანო სამსახურის სერტიფიკატში ცვლილებების შეტანის შესახებ

 

1.სერტიფიკატის მფლობელი: –––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––

2. სერტიფიკატის №–––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––

3. განმცხადებლის იურიდიული მისამართი:––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––

4. გთხოვთ, სერტიფიკატში შეიტანოთ შემდეგი ცვლილებები:

––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––

––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––

––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––

–––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––

5. განმცხადებელი იცნობს და აღიარებს საზღვაო სფეროს მარეგულირებელ  საქართველოს კანონმდებლობას;

6. განმცხადებელი ადასტურებს წარმოდგენილი საბუთების ნამდვილობას;

7. განცხადებას თან ერთვის (საბუთების ჩამონათვალი, სახე და დასახელება):

7.1.–––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––

7.2.––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––

7.3.––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––

7.4.––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––

7.5.––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––

7.6.–––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––

სულ -------- ფურცელი.

–––––––––––––––––––––––––––––––––––

               (ხელმოწერა) (სახელი, გვარი)

            ბ.ა.

             ––––––––––––––––––––––––     20––– წ.

 

დანართი №3

ნორმატიული აქტების და საერთაშორისო კონვენციების მინიმალური ჩამონათვალი

1. საქართველოს საზღვაო კოდექსი;

2. საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს დირექტორის 2012 წლის 31 აგვისტოს N019 ბრძანება „ნავსადგურის წესების“ დამტკიცების შესახებ.

3. შავი ზღვის საზღვაო ლოციები;

4. საერთაშორისო საზღვაო ორგანიზაციის (IMO) 2003 წლის 5 დეკემბრის A960(23) რეზოლუცია „საზღვაო ლოცმანების (გარდა ღია ზღვის ლოცმანებისა) მომზადების, სერტიფიცირების და საექსპლუატაციო პროცედურების რეკომენდაციები“;

5. „მეზღვაურების მომზადების, დიპლომირებისა და ვახტის გაწევის შესახებ“ 1978 წლის საერთაშორისო კონვენციია;

6. „ზღვაზე ადამიანის სიცოცხლის დაცვის შესახებ“ საერთაშორისო კონვენცია (SOLAS).

დანართი №4

სსიპ – საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს

ოქმი № ––––––

სალოცმანო სამსახურის სერტიფიკატის მიღების შესახებ განცხადების საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებთან შესაბამისობის შესახებ

სალოცმანო სამსახურის დასახელება:

 

საბუთების ჩამონათვალი:

შესაბამისობა

დიახ

არა

 

შენიშვნები და საჭირო ქმედებები

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

დასკვნა:

––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––

–––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––

––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––

––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––

აქტი შედგენილია  –––––––––––––––––––––– 20__წ.

–––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––

  (გვარი, სახელი, თანამდებობა,ხელმოწერა)

დანართი №5

 

სსიპ საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს

ოქმი № ––––––

სალოცმანო სამსახურის სერტიფიკატის მაძიებლის სამუშაო ადგილზე შემოწმების ფაქტობრივი მდგომარეობის შესახებ

ნაწილი 1

სალოცმანო სამსახურის დასახელება:

 

სასერტიფიკაციო მოთხოვნების თანდართული საბუთების დასახელება და

N ---

(კრებსითი ცხრილი)

შესაბამისობა

დიახ

 

 

არა

 

 

 

შენიშვნები და საჭირო ქმედებები

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

           

1. სამუშაო ადგილზე შემოწმება  ჩაატარა:

––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––

(სააგენტოს მოსამსახურ(ებ)ის გვარი, სახელი თანამდებობა)

2. სასერტიფიკაციო შემოწმება და დაასკვნა:

––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––

––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––

––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––

––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––

––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––

––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––

3. შენიშვნები და რეკომენდაციები:

––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––

–––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––

–––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––

–––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––

–––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––

–––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––

–––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––

–––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––

–––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––

––––––––––––––––––––––––                                                     –––––––––––––––––––––––––

       (თანამდებობა)                                                                                           (ხელმოწერა)

შედგენილია:  ––––––––––––––––––––––––––     20-წ.

ნაწილი 2

სასერტიფიკაციო შემოწმების შედეგებისა და განმცხადებლის მიერ  ––––––––––––––––––––––––––  ნაკლოვანებების აღმოფხვრაზე შეტყობინების  საფუძველზე დაასკვნა:

––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––  

(სალოცმანო სამსახურის დასახელება)

––––––

––––––

––––––

შეესაბამება

შეესაბამება შეზღუდვებით

არ შეესაბამება

სასერტიფიკაციო მოთხოვნებს.

სერტიფიკატი:

––––––

––––––

––––––

––––––

გაიცეს

არ გაიცეს

გაიცეს მოქმედების ვადით

გაუგრძელდეს მოქმედების ვადა

    ––––––––––––––––––––––––––                                                         –––––––––––––––––––––––––  

       (თანამდებობა)                                                                                           (ხელმოწერა)

შედგენილია:  –––––––––––––––––––––     20-წ.

დანართი №6

 

საქართველო

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო

სსიპ - საზღვაო ტრანსპორტის სააგენტო

 

სალოცმანო სამსახურის

ს ე რ ტ ი ფ ი კ ა ტ ი

N 00000

 

სერტიფიკატის მფლობელი: ––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––

სალოცმანო მომსახურების ნავსადგურ(ებ)ი:  –––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––

დაწესებული შეზღუდვა (ები):––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––

სერტიფიკატის გაცემის თარიღი:  –––––––––  ––––––– 20–წ.

                                                             /თვე, რიცხვი, წელი/

სერტიფიკატის მოქმედების ვადა:  –––––––––  ––––––– 20–წ.

                                                               /თვე, რიცხვი, წელი/

უფლებამოსილი პირის ხელმოწერა: –––––––––––––––––––––––––––––––––––

                                                                                                                                       ბ. ა.

 

Georgia

Ministry of Economy and Sustainable Development of Georgia

LELP Maritime Transport Agency

Pilotage Service

Certificate

№ 00000

 

Certificate Holder: ––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––

Pilotage Port(s): –––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––

Limitation(s): –––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––

Date of issue:  ––––––––––––––––––

                                /mm/dd/yy/

This Certificate is valid till: ––––––––––––––––––

                                                     /mm/dd/yy/

Signature of authorized person:  –––––––––––––––––––––––––––––––––––

 Seal

დანართი №7

საქართველო

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო

სსიპ საზღვაო ტრანსპორტის სააგენტო

ლოცმანის სერტიფიკატი

N 00000

ფოტოსურათის

ადგილი

სერტიფიკატის მფლობელი: ––––––––––––––––––––––––––––––––––––––––

სალოცმანო მომსახურების ნავსადგურ(ებ)ი:  –––––––––––––––––––––––––

დაწესებული შეზღუდა (ები):––––––––––––––––––––––––––––––––––––––––

სერტიფიკატის გაცემის თარიღი:  –––––––––  ––––––– 20–წ

                                               /თვე, რიცხვი, წელი/

სერტიფიკატის მოქმედების ვადა:  –––––––––  ––––––– 20–წ.

                                                 /თვე, რიცხვი, წელი/

უფლებამოსილი პირის ხელმოწერა: –––––––––––––––––––––––––––––––––

                                                                                                      ბ. ა.

                    

Georgia

Ministry of Economy and Sustainable Development of Georgia

LELP Maritime Transport Agency

Pilot’s Certificate

№ 00000

 

photo

Certificate Holder: ––––––––––––––––––––––––––––––––––––––––

Pilotage Port(s):  –––––––––––––––––––––––––

Limitation(s):–––––––––––––––––––––––––––––––––––––––

Date of issue:  ––––––––––––––––––––––––––––––––

      /mm/dd/yy/

This Certificate is valid till: ––––––––––––––––––––––

      /mm/dd/yy/

Signature of authorized person:  –––––––––––––––––––––––––––––––––––

დანართი №8

 

საქართველო

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო

სსიპ საზღვაო ტრანსპორტის სააგენტო

 

ლოცმან-სტაჟიორის სერტიფიკატი

N 00000

 

 

ფოტოსურათის

ადგილი

სერტიფიკატის მფლობელი: ––––––––––––––––––––––––––––––––––––––––

სალოცმანო მომსახურების ნავსადგურ(ებ)ი:  –––––––––––––––––––––––––

დაწესებული შეზღუდა (ები):––––––––––––––––––––––––––––––––––––––––

სერტიფიკატის გაცემის თარიღი:  –––––––––  ––––––– 20–წ

                                                    /თვე, რიცხვი, წელი/

სერტიფიკატის მოქმედების ვადა:  –––––––––  ––––––– 20–წ.

                                                    /თვე, რიცხვი, წელი/

უფლებამოსილი პირის ხელმოწერა: –––––––––––––––––––––––––––––––––

                                                                                         ბ. ა.

Georgia

Ministry of Economy and Sustainable Development of Georgia

LELP Maritime Transport Agency

Trainee Pilot’s Certificate

№ 00000

photo

 

Certificate Holder: ––––––––––––––––––––––––––––––––––––––––

Pilotage Port(s):  –––––––––––––––––––––––––

Limitation(s):–––––––––––––––––––––––––––––––––––––––

Date of issue:  ––––––––––––––––––––––––––––––––

      /mm/dd/yy/

This Certificate is valid till: ––––––––––––––––––––––

      /mm/dd/yy/

Signature of authorized person:  –––––––––––––––––––––––––––––––––––