დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „ტექნიკური რეგლამენტი „სალოცმანო სამსახურის საქმიანობის და ლოცმანის სერტიფიცირების წესის“ დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 9 დეკემბრის №327 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 333 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს მთავრობა |
| მიღების თარიღი | 28/05/2020 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მთავრობის დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 29/05/2020 |
| სარეგისტრაციო კოდი | 300160070.10.003.022052 |
|
„ტექნიკური რეგლამენტი „სალოცმანო სამსახურის საქმიანობის და ლოცმანის სერტიფიცირების წესის“ დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 9 დეკემბრის №327 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
|
| მუხლი 1 |
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, „ტექნიკური რეგლამენტი „სალოცმანო სამსახურის საქმიანობის და ლოცმანის სერტიფიცირების წესის“ დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 9 დეკემბრის №327 დადგენილებაში (www.matsne.gov.ge, 11/12/2013, 300160070.10.003.017494) შეტანილ იქნეს ცვლილება და დადგენილებით დამტკიცებული „ტექნიკური რეგლამენტის „სალოცმანო სამსახურის საქმიანობისა და ლოცმანის სერტიფიცირების წესის“:
1. მე-12 მუხლის პირველი პუნქტის „გ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „გ) 3000 ან მეტი რეგისტრული ტონის გემზე კაპიტნად და კაპიტნის თანაშემწედ მუშაობის არანაკლებ 36 (ოცდათექვსმეტი) თვის ნაოსნობის სტაჟის (აქედან ბოლო 5 წლის განმავლობაში 12 თვე კაპიტნად მუშაობის სტაჟი) ან ლოცმანად მუშაობის 24 თვის პრაქტიკული სტაჟის დამადასტურებელი დოკუმენტი;“. 2. 201 მუხლის მე-5 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „5. სალოცმანო კატარღის გეგმური რემონტის, დოკირების, ტექნიკური გაუმართაობის და/ან ფორსმაჟორის შემთხვევაში, სალოცმანო კომპანიას სალოცმანო გაცილებისთვის, გამონაკლისის სახით, შეუძლია, გამოიყენოს ბუქსირი. ყველა ასეთ შემთხვევაში დაუყოვნებლივ უნდა იქნეს ინფორმირებული შესაბამისი ნავსადგურის სახელმწიფო ზედამხედველობისა და კონტროლის სამსახურის მორიგე ოფიცერი და სალოცმანო სამსახურმა პირველივე ხელსაყრელ დროს წერილობით უნდა აცნობოს სააგენტოს საზღვაო უსაფრთხოების დეპარტამენტს. ამ პუნქტით გათვალისწინებული სალოცმანო კატარღის ტექნიკური გაუმართაობა უნდა აღმოიფხვრას სააგენტოსთვის ოფიციალური შეტყობინებიდან არაუგვიანეს 60 (სამოცი) კალენდარული დღის ვადაში.“. 3. 21-ე მუხლის „კ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „კ) ვალდებულია, სერტიფიკატის განახლების დროს გაიაროს „Bridge Resource Management“ (სიმულატორი) საწვრთნელი კურსი სააგენტოს მიერ აღიარებულ ცენტრში;“. |
| მუხლი 2 |
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
|
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები