„ტექნიკური რეგლამენტი „სალოცმანო სამსახურის საქმიანობის და ლოცმანის სერტიფიცირების წესის“ დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 9 დეკემბრის №327 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„ტექნიკური რეგლამენტი „სალოცმანო სამსახურის საქმიანობის და ლოცმანის სერტიფიცირების წესის“ დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 9 დეკემბრის №327 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 685
დოკუმენტის მიმღები საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი 18/12/2014
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მთავრობის დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 22/12/2014
ძალაში შესვლის თარიღი 01/01/2015
სარეგისტრაციო კოდი 300160070.10.003.018305
685
18/12/2014
ვებგვერდი, 22/12/2014
300160070.10.003.018305
„ტექნიკური რეგლამენტი „სალოცმანო სამსახურის საქმიანობის და ლოცმანის სერტიფიცირების წესის“ დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 9 დეკემბრის №327 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს მთავრობა
 

საქართველოს მთავრობის

დადგენილება №685

2014 წლის 18 დეკემბერი

ქ. თბილისი

 

„ტექნიკური რეგლამენტი „სალოცმანო სამსახურის საქმიანობის და ლოცმანის სერტიფიცირების წესის“ დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 9 დეკემბრის №327 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

მუხლი 1
პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსის 58-ე მუხლის მე-2 ნაწილისა და „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, შეტანილ იქნეს ცვლილება „ტექნიკურ რეგლამენტში „სალოცმანო სამსახურის საქმიანობის და ლოცმანის სერტიფიცირების წესის“ დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 9 დეკემბრის №327 დადგენილებაში (www.matsne.gov.ge, 11/12/2013, 300160070.10.003.017494) და დადგენილებით დამტკიცებული „ტექნიკური რეგლამენტის „სალოცმანო სამსახურის საქმიანობისა და ლოცმანის სერტიფიცირების წესის“:

1. მე-8 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. სააგენტო სალოცმანო სამსახურის სერტიფიკატის მოქმედების ვადის შეჩერების შესახებ გადაწყვეტილებას იღებს იმ შემთხვევაში, თუ:

ა)  სალოცმანო სამსახურის სერტიფიკატის მფლობელი არღვევს რეზოლუციის, „მეზღვაურების მომზადების, დიპლომირებისა და ვახტის გაწევის შესახებ” 1978 წლის საერთაშორისო კონვენციის, საქართველოს საზღვაო კოდექსის, საქართველოს კანონმდებლობით და/ან ამ რეგლამენტით დადგენილ მოთხოვნებს, რამაც გამოიწვია (შეიძლება გამოწვიოს) საზღვაო ინციდენტი;

ბ) კომპლექსური ან არაგეგმური შემოწმების უარყოფითი დასკვნისას (შეფასებისას) მიცემული 1 (ერთ) თვიანი ვადის გასვლის მიუხედავად, განმეორებითი შემოწმებისას, შეფასება კვლავ უარყოფითი აღმოჩნდება;

გ) საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ სხვა შემთხვევებ­ში.“.

2. მე-13 მუხლის პირველ პუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის „გ1“ ქვეპუნქტი:

„გ1) ამ დადგენილებით დამტკიცებული ტექნიკური რეგლამენტის 202 მუხლის შესაბამისად დანიშნული ლოცმანი დაუსაბუთებელ უარს განაცხადებს სააგენტოს სავალდებულო მითითების შესრულებაზე;“.

3. 201 მუხლის მე-5 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„5. სალოცმანო კატარღის გეგმური რემონტის, დოკირების, ტექნიკური გაუმართაობის და/ან ფორსმაჟორის შემთხვევაში, სალოცმანო კომპანიას სალოცმანო გაცილებისთვის, გამონაკლისის სახით, შეუძლია გამოიყენოს ბუქსირი. ყველა ასეთ შემთხვევაში, დაუყოვნებლივ უნდა იქნეს ინფორმირებული შესაბამისი ნავსადგურის სახელმწიფო ზედამხედველობისა და კონტროლის სამსახურის მორიგე ოფიცერი და სალოცმანო სამსახურმა პირველივე ხელსაყრელ დროს წერილობით უნდა აცნობოს სააგენტოს საზღვაო უსაფრთხოების დეპარტამენტს. ამ პუნქტით  გათვალისწინებული სალოცმანო კატარღის ტექნიკური გაუმართაობა უნდა აღმოიფხვრას სააგენტოზე ოფიციალური შეტყობინებიდან არა უგვიანეს 30 (ოცდაათი) კალენდარული დღის ვადაში.“.

4. 201 მუხლის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 202 მუხლი:

მუხლი 202. სააგენტოს უფლებამოსილება დანიშნოს სახელმწიფო ლოცმანი

1. იმ შემთხვევაში, როდესაც სალოცმანო სამსახურის  და/ან ნავსადგურის ბრალით ან მათ შორის ხელშეკრულების არარსებობის ან რეგლამენტის 201 მუხლით გათვალისწინებული სალოცმანო კატარღის არქონის ან ტექნიკური გაუმართაობის გამო შეუძლებელია სავალ­დებულო სალოცმანო გაცილების რაიონში სალოცმანო მომსახურების განხორციელება, ასევე ამ რეგლამენტის მე-8 მუხლის პირველი და მე-5 პუნქტებით გათვალისწინებული შემთხვევებისას და მე-20 მუხლით გათვალისწინებული ვალდებულებების შეუსრულებლო­ბისას, სააგენტო უფლებამოსილია დანიშნოს შესაბამისად კომპეტენტური პირი ან/და სააგენტოს მიერ სერტიფიცირებული ლოცმანი სავალდებულო სალოცმანო მომსახურების უზრუნველსაყოფად, რომლის ანაზღაურების წესიც განისაზღვრება სააგენტოს მიერ.

2. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში სალოცმანო მომსახურების საფასური გადაიხდება სააგენტოს ანგარიშზე, რომლის გადახდის წესი და პირობები განისაზღვრება საქართველოს ეკო­ნო­მიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის ბრძანების შესაბამი­სად.“.

5. 21-ე მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის „კ1“ ქვეპუნქტი:

„კ1) სახელმწიფო ინტერესებისა და საქართველოს ნავსადგურებში საზ­ღვაო უსაფრთხოების უზრუნველყოფის მიზნით, სააგენტოს მიერ სერ­ტიფიცირებული ლოცმანი ვალდებულია, ამ რეგლამენტის 202 მუხლით გათვალისწინებულ შემთხვევაში, შეასრულოს სააგენტოს სავალდებულო მითითება სავალდებულო სალოცმანო გაცილების რაიონებში, შესაბამისი ანაზღაურების საფუძველზე. სააგენტოს სავალდებულო მითითების შესრულებაზე დაუსაბუთებელი უარი წარმოადგენს ლოცმანის სერტიფიკატის მოქმედების შეჩერების საფუძველს;“.

 

მუხლი 2
გარდამავალი დებულებები  

1. ამ დადგენილების ამოქმედებიდან ერთი თვის ვადაში სააგენტომ განახორციელოს სერტიფიცირებული სალოცმანო სამსახურების ხელახალი უსასყიდლო სერტიფიცირება.

2. ამ დადგენილების ამოქმედებიდან ერთი თვის ვადაში საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრომ უზრუნველყოს შესაბამისი სამართლებრივი აქტის შესაბამისობა ამ დადგენილებასთან.

მუხლი 3
დადგენილება ამოქმედდეს 2015 წლის 1 იანვრიდან.

პრემიერ-მინისტრიირაკლი ღარიბაშვილი