საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს გარემოსდაცვითი პოლიტიკისა და საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტის მოხელეთა დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნების დამტკიცების შესახებ

დოკუმენტის ნომერი 67
დოკუმენტის მიმღები საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრი
მიღების თარიღი 10/09/2013
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მინისტრის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 10/09/2013
სარეგისტრაციო კოდი 010320040.22.023.016192
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
67
10/09/2013
ვებგვერდი, 10/09/2013
010320040.22.023.016192
საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს გარემოსდაცვითი პოლიტიკისა და საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტის მოხელეთა დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნების დამტკიცების შესახებ
საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრი
თქვენ უყურებთ დოკუმენტის პირველად სახეს
დოკუმენტის კონსოლიდირებული ვარიანტის ნახვა ფასიანია, აუცილებელია სისტემაში შესვლა და საჭიროების შემთხვევაში დათვალიერების უფლების ყიდვა, გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია ან თუ უკვე რეგისტრირებული ხართ, გთხოვთ, შეხვიდეთ სისტემაში

პირველადი სახე (10/09/2013 - 09/03/2015)

საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრის

ბრძანება №67

2013 წლის 10 სექტემბერი

ქ. თბილისი

საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს გარემოსდაცვითი პოლიტიკისა და საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტის მოხელეთა დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნების დამტკიცების შესახებ

„საჯარო სამსახურის შესახებ’’  საქართველოს კანონის მე-19 მუხლის პირველი და მე-3 პუნქტების, ,,საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ” საქართველოს მთავრობის 2013 წლის 26 აპრილის №98 დადგენილებით დამტკიცებული დებულების მე-4 მუხლის მე-2 პუნქტის ,,რ’’ ქვეპუნქტის საფუძველზე,  ვბრძანებ:

1. დამტკიცდეს თანდართული ,,საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს გარემოსდაცვითი პოლიტიკისა და საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტის მოხელეთა დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნები’’.
2. ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრიხათუნა გოგალაძე

დანართი
 
საქართველოს  გარემოსა და ბუნებრივი რესურსების  დაცვის  სამინისტროს გარემოსდაცვითი პოლიტიკისა და საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტის მოხელეთა   დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნები

მუხლი 1. გარემოსდაცვითი პოლიტიკისა და საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტის უფროსის მოადგილე
გარემოსდაცვითი პოლიტიკისა და საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტის უფროსის მოადგილე უნდა აკმაყოფილებდეს შემდეგ საკვალიფიკაციო მოთხოვნებს:
ა) უმაღლესი განათლება სოციალურ და პოლიტიკურ ან ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებებში;
ბ) შესაბამის სფეროში საჯარო, საერთაშორისო ან სხვა სექტორებში  ან/და  საერთაშორისო პროექტებში მუშაობის არანაკლებ 5-წლიანი გამოცდილება, მათ შორის, ხელმძღვანელ თანამდებობაზე მუშაობის არანაკლებ 4-წლიანი გამოცდილება;
გ) მაგისტრის ან მაგისტრთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხი;
დ) საქართველოს კონსტიტუციის, ,,გარემოს დაცვის შესახებ’’ საქართველოს კანონის,  ,,საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებების შესახებ’’ საქართველოს კანონის, ,,საჯარო სამსახურის შესახებ’’ საქართველოს კანონის, ,,საჯარო სამსახურში ინტერესთა შეუთავსებლობისა და კორუფციის შესახებ’’ საქართველოს კანონის, საქართველოს მთავრობის 2013 წლის 26 აპრილის №98 დადგენილებით დამტკიცებული საქართველოს  გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს დებულების, საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრის 2013 წლის 10 მაისის №16 ბრძანებით დამტკიცებული სამინისტროს  გარემოსდაცვითი პოლიტიკისა და საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტის დებულების  ცოდნა;
ე) დღეისათვის არსებული გარემოსდაცვითი პრობლემებისა და გამოწვევების ცოდნა;
ვ) სტრატეგიების, გეგმების, პროგრამებისა და კონცეფციების შემუშავების გამოცდილება;
ზ) მდგრადი განვითარების პრინციპების ცოდნა და მათი პრაქტიკაში დანერგვის შესაძლებლობა;
თ) საქართველოს მიერ რატიფიცირებული საერთაშორისო გარემოსდაცვითი ხელშეკრულებების და მათი ძირითადი პრინციპების ცოდნა;
ი) საერთაშორისო შეხვედრებში მონაწილეობის გამოცდილება;   
კ) ინგლისური ენის (ძალიან კარგად) და რუსული ენის (კარგად) ცოდნა;
ლ) საოფისე კომპიუტერული პროგრამების (MS office Word - კარგად, Excel-კარგად, Outlook- კარგად) ცოდნა.

მუხლი 2. გარემოსდაცვითი პოლიტიკისა და საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტის გარემოსდაცვითი პოლიტიკის სამმართველოს უფროსი
გარემოსდაცვითი პოლიტიკისა და საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტის გარემოსდაცვითი პოლიტიკის სამმართველოს უფროსი უნდა აკმაყოფილებდეს შემდეგ საკვალიფიკაციო მოთხოვნებს:
ა) უმაღლესი განათლება სოციალურ და პოლიტიკურ ან ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებებში;
ბ) შესაბამის სფეროში საჯარო, საერთაშორისო ან სხვა სექტორებში  ან/და  საერთაშორისო პროექტებში მუშაობის არანაკლებ 5-წლიანი გამოცდილება, მათ შორის, ხელმძღვანელ თანამდებობაზე მუშაობის არანაკლებ 3-წლიანი გამოცდილება;
გ) მაგისტრის ან მაგისტრთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხი;
დ) საქართველოს კონსტიტუციის, ,,გარემოს დაცვის შესახებ’’ საქართველოს კანონის,  ,,საჯარო სამსახურის შესახებ’’ საქართველოს კანონის, ,,საჯარო სამსახურში ინტერესთა შეუთავსებლობისა და კორუფციის შესახებ’’ საქართველოს კანონის, საქართველოს მთავრობის 2013 წლის 26 აპრილის №98 დადგენილებით დამტკიცებული საქართველოს  გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს დებულების, საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრის 2013 წლის 10 მაისის №16 ბრძანებით დამტკიცებული სამინისტროს  გარემოსდაცვითი პოლიტიკისა და საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტის დებულების  ცოდნა;
ე) დღეისათვის არსებული გარემოსდაცვითი პრობლემებისა და გამოწვევების ცოდნა;
ვ) სტრატეგიების, გეგმების, პროგრამებისა და კონცეფციების შემუშავების გამოცდილება;
ზ) საერთაშორისო შეხვედრებში მონაწილეობის გამოცდილება;   
თ) ინგლისური ენის (ძალიან კარგად) და რუსული ენის (კარგად) ცოდნა;
ი) საოფისე კომპიუტერული პროგრამების (MS office Word - კარგად, Excel-კარგად, Outlook- კარგად) ცოდნა.

მუხლი 3. გარემოსდაცვითი პოლიტიკისა და საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტის გარემოსდაცვითი პოლიტიკის სამმართველოს მთავარი სპეციალისტი
1. გარემოსდაცვითი პოლიტიკისა და საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტის გარემოსდაცვითი პოლიტიკის სამმართველოს მთავარი სპეციალისტი უნდა აკმაყოფილებდეს შემდეგ საკვალიფიკაციო მოთხოვნებს:
ა) უმაღლესი განათლება სოციალურ და პოლიტიკურ ან ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებებში;
ბ) შესაბამის სფეროში საჯარო, საერთაშორისო ან სხვა სექტორებში  ან/და  საერთაშორისო პროექტებში მუშაობის არანაკლებ 3-წლიანი გამოცდილება;
გ) მაგისტრის ან მაგისტრთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხი;
დ) საქართველოს კონსტიტუციის, ,,გარემოს დაცვის შესახებ’’ საქართველოს კანონის,  ,,საჯარო სამსახურის შესახებ’’ საქართველოს კანონის, ,,საჯარო სამსახურში ინტერესთა შეუთავსებლობისა და კორუფციის შესახებ’’ საქართველოს კანონის, საქართველოს მთავრობის 2013 წლის 26 აპრილის №98 დადგენილებით დამტკიცებული საქართველოს  გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს დებულების, საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრის 2013 წლის 10 მაისის №16 ბრძანებით დამტკიცებული სამინისტროს  გარემოსდაცვითი პოლიტიკისა და საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტის დებულების  ცოდნა;
ე) დღეისათვის არსებული გარემოსდაცვითი პრობლემებისა და გამოწვევების ცოდნა;
ვ) სტრატეგიების, გეგმების, პროგრამებისა და კონცეფციების შემუშავებაში მონაწილეობის გამოცდილება;
ზ) საერთაშორისო შეხვედრებში მონაწილეობის გამოცდილება;   
თ) ინგლისური ენის (ძალიან კარგად) და რუსული ენის (კარგად) ცოდნა;
ი) საოფისე კომპიუტერული პროგრამების (MS office Word - კარგად, Excel-კარგად, Outlook- კარგად) ცოდნა.
2. გარემოსდაცვითი პოლიტიკისა და საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტის გარემოსდაცვითი პოლიტიკის სამმართველოს მთავარი სპეციალისტი უნდა აკმაყოფილებდეს შემდეგ საკვალიფიკაციო მოთხოვნებს:
ა) უმაღლესი განათლება ეკონომიკურ ან ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებებში (სასურველია მდგრადი ეკონომიკური განვითარების განხრით);
ბ) შესაბამის სფეროში საჯარო, საერთაშორისო ან სხვა სექტორებში  ან/და  საერთაშორისო პროექტებში მუშაობის არანაკლებ 3-წლიანი გამოცდილება (სასურველია გარემოს დაცვისა და ეკოლოგიის მიმართულებით);
გ) მაგისტრის ან მაგისტრთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხი;
დ) საქართველოს კონსტიტუციის, ,,გარემოს დაცვის შესახებ’’ საქართველოს კანონის,  ,,საჯარო სამსახურის შესახებ’’ საქართველოს კანონის, ,,საჯარო სამსახურში ინტერესთა შეუთავსებლობისა და კორუფციის შესახებ’’ საქართველოს კანონის, საქართველოს მთავრობის 2013 წლის 26 აპრილის №98 დადგენილებით დამტკიცებული საქართველოს  გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს დებულების, საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრის 2013 წლის 10 მაისის №16 ბრძანებით დამტკიცებული სამინისტროს  გარემოსდაცვითი პოლიტიკისა და საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტის დებულების  ცოდნა;
ე) დღეისათვის არსებული გარემოსდაცვითი პრობლემებისა და გამოწვევების ცოდნა;
ვ) სტრატეგიების, გეგმების, პროგრამებისა და კონცეფციების შემუშავებაში მონაწილეობის გამოცდილება;
ზ) საერთაშორისო შეხვედრებში მონაწილეობის გამოცდილება;   
თ) გარემოსდაცვით საკითხებთან მიმართებაში ხარჯ-ეფექტურობის ანალიზისა და ხარჯ-სარგებლიანობის ანალიზის უნარი;
ი) ინგლისური ენის (ძალიან კარგად) და რუსული ენის (კარგად) ცოდნა;
კ) საოფისე კომპიუტერული პროგრამების (MS office Word - კარგად, Excel-კარგად, Outlook- კარგად) ცოდნა.

მუხლი 4. გარემოსდაცვითი პოლიტიკისა და საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტის გარემოსდაცვითი პოლიტიკის სამმართველოს უფროსი სპეციალისტი
გარემოსდაცვითი პოლიტიკისა და საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტის გარემოსდაცვითი პოლიტიკის სამმართველოს უფროსი სპეციალისტი უნდა აკმაყოფილებდეს შემდეგ საკვალიფიკაციო მოთხოვნებს:
ა) უმაღლესი განათლება სოციალურ და პოლიტიკურ ან ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებებში;
ბ) შესაბამის სფეროში საჯარო, საერთაშორისო ან სხვა სექტორებში  ან/და  საერთაშორისო პროექტებში მუშაობის არანაკლებ 2-წლიანი გამოცდილება;
გ) მაგისტრის ან მაგისტრთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხი;
დ) საქართველოს კონსტიტუციის, ,,გარემოს დაცვის შესახებ’’ საქართველოს კანონის,  ,,საჯარო სამსახურის შესახებ’’ საქართველოს კანონის, ,,საჯარო სამსახურში ინტერესთა შეუთავსებლობისა და კორუფციის შესახებ’’ საქართველოს კანონის, საქართველოს მთავრობის 2013 წლის 26 აპრილის №98 დადგენილებით დამტკიცებული საქართველოს  გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს დებულების, საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრის 2013 წლის 10 მაისის №16 ბრძანებით დამტკიცებული სამინისტროს  გარემოსდაცვითი პოლიტიკისა და საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტის დებულების  ცოდნა;
ე) დღეისათვის არსებული გარემოსდაცვითი პრობლემებისა და გამოწვევების ცოდნა;
ვ) სტრატეგიების, გეგმების, პროგრამებისა და კონცეფციების შემუშავებაში მონაწილეობის გამოცდილება;
ზ) ინგლისური ენის (ძალიან კარგად) და რუსული ენის (კარგად) ცოდნა;
თ) საოფისე კომპიუტერული პროგრამების (MS office Word - კარგად, Excel-კარგად, Outlook- კარგად) ცოდნა.

მუხლი 5. გარემოსდაცვითი პოლიტიკისა და საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტის საერთაშორისო ურთიერთობების სამმართველოს უფროსი
გარემოსდაცვითი პოლიტიკისა და საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტის საერთაშორისო ურთიერთობების სამმართველოს უფროსი უნდა აკმაყოფილებდეს შემდეგ საკვალიფიკაციო მოთხოვნებს:
ა) უმაღლესი განათლება სოციალურ და პოლიტიკურ ან ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებებში;
ბ) შესაბამის სფეროში საჯარო, საერთაშორისო ან სხვა სექტორებში  ან/და  საერთაშორისო პროექტებში მუშაობის არანაკლებ 5-წლიანი გამოცდილება, მათ შორის, ხელმძღვანელ თანამდებობაზე მუშაობის არანაკლებ 3-წლიანი გამოცდილება;
გ) მაგისტრის ან მაგისტრთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხი;
დ) საქართველოს კონსტიტუციის, ,,გარემოს დაცვის შესახებ’’ საქართველოს კანონის,  ,,საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებების შესახებ’’ საქართველოს კანონის, ,,საჯარო სამსახურის შესახებ’’ საქართველოს კანონის, ,,საჯარო სამსახურში ინტერესთა შეუთავსებლობისა და კორუფციის შესახებ’’ საქართველოს კანონის, საქართველოს მთავრობის 2013 წლის 26 აპრილის №98 დადგენილებით დამტკიცებული საქართველოს  გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს დებულების, საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრის 2013 წლის 10 მაისის №16 ბრძანებით დამტკიცებული სამინისტროს  გარემოსდაცვითი პოლიტიკისა და საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტის დებულების  ცოდნა;
ე) დღეისათვის არსებული გარემოსდაცვითი პრობლემებისა და გამოწვევების ცოდნა;
ვ) გარემოსდაცვით საკითხებთან დაკავშირებით შესაბამისი კონცეფციებისა და თანამედროვე მიდგომების ცოდნა ეროვნულ და საერთაშორისო კონტექსტში;
ზ) საქართველოს მიერ რატიფიცირებული საერთაშორისო გარემოსდაცვითი ხელშეკრულებების და მათი ძირითადი პრინციპების ცოდნა; 
თ) საერთაშორისო შეხვედრებში, განხილვებსა და დისკუსიებში მონაწილეობის გამოცდილება;
ი) ინგლისური ენის (ძალიან კარგად) და რუსული ენის (კარგად) ცოდნა;
კ) საოფისე კომპიუტერული პროგრამების (MS office Word - კარგად, Excel-კარგად, Outlook- კარგად) ცოდნა.

მუხლი 6. გარემოსდაცვითი პოლიტიკისა და საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტის საერთაშორისო ურთიერთობების სამმართველოს მთავარი სპეციალისტი
გარემოსდაცვითი პოლიტიკისა და საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტის საერთაშორისო ურთიერთობების სამმართველოს მთავარი სპეციალისტი უნდა აკმაყოფილებდეს შემდეგ საკვალიფიკაციო მოთხოვნებს:
ა) უმაღლესი განათლება სოციალურ და პოლიტიკურ ან ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებებში;
ბ) შესაბამის სფეროში საჯარო, საერთაშორისო ან სხვა სექტორებში  ან/და  საერთაშორისო პროექტებში მუშაობის არანაკლებ 3-წლიანი გამოცდილება;
გ) მაგისტრის ან მაგისტრთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხი;
დ) საქართველოს კონსტიტუციის, ,,გარემოს დაცვის შესახებ’’ საქართველოს კანონის,  ,,საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებების შესახებ’’ საქართველოს კანონის, ,,საჯარო სამსახურის შესახებ’’ საქართველოს კანონის, ,,საჯარო სამსახურში ინტერესთა შეუთავსებლობისა და კორუფციის შესახებ’’ საქართველოს კანონის, საქართველოს მთავრობის 2013 წლის 26 აპრილის №98 დადგენილებით დამტკიცებული საქართველოს  გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს დებულების, საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრის 2013 წლის 10 მაისის №16 ბრძანებით დამტკიცებული სამინისტროს  გარემოსდაცვითი პოლიტიკისა და საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტის დებულების  ცოდნა;
ე) დღეისათვის არსებული გარემოსდაცვითი პრობლემებისა და გამოწვევების ცოდნა;
ვ) გარემოსდაცვით საკითხებთან დაკავშირებით შესაბამისი კონცეფციებისა და თანამედროვე მიდგომების ცოდნა ეროვნულ და საერთაშორისო კონტექსტში;
ზ) საქართველოს მიერ რატიფიცირებული საერთაშორისო გარემოსდაცვითი ხელშეკრულებების და მათი ძირითადი პრინციპების ცოდნა; 
თ) საერთაშორისო შეხვედრებში  მონაწილეობის გამოცდილება;
ი) ინგლისური ენის (ძალიან კარგად) და რუსული ენის (კარგად) ცოდნა;
კ) საოფისე კომპიუტერული პროგრამების (MS office Word - კარგად, Excel-კარგად, Outlook- კარგად) ცოდნა.

მუხლი 7. გარემოსდაცვითი პოლიტიკისა და საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტის საერთაშორისო ურთიერთობების სამმართველოს უფროსი სპეციალისტი
გარემოსდაცვითი პოლიტიკისა და საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტის საერთაშორისო ურთიერთობების სამმართველოს უფროსი სპეციალისტი უნდა აკმაყოფილებდეს შემდეგ საკვალიფიკაციო მოთხოვნებს: