დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| ,,საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს გარემოსდაცვითი პოლიტიკისა და საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტის მოხელეთა დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრის 2013 წლის 10 სექტემბრის N67 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 32 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრი |
| მიღების თარიღი | 05/09/2016 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მინისტრის ბრძანება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 06/09/2016 |
| სარეგისტრაციო კოდი | 010320040.22.023.016398 |
|
,,საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს გარემოსდაცვითი პოლიტიკისა და საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტის მოხელეთა დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრის 2013 წლის 10 სექტემბრის №67 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
|
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის საფუძველზე, ვბრძანებ:
|
| მუხლი 1 |
,,საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს გარემოსდაცვითი პოლიტიკისა და საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტის მოხელეთა დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრის 2013 წლის 10 სექტემბრის №67 ბრძანებით (სსმ, www.matsne.gov.ge, 10.09.2013 წ., სარეგისტრაციო კოდი: 010320040.22.023.016192) დამტკიცებული საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს გარემოსდაცვითი პოლიტიკისა და საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტის მოხელეთა დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნების:
|
1.
პირველი მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,,მუხლი 1. გარემოსდაცვითი პოლიტიკისა და საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტის უფროსი
გარემოსდაცვითი პოლიტიკისა და საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტის უფროსი უნდა აკმაყოფილებდეს შემდეგ საკვალიფიკაციო მოთხოვნებს: ა) უმაღლესი განათლება სოციალურ და პოლიტიკურ ან ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებებში; ბ) საჯარო, საერთაშორისო სექტორში ან/და შესაბამის სფეროში მუშაობის არანაკლებ 7-წლიანი გამოცდილება, მათ შორის, ხელმძღვანელ თანამდებობაზე მუშაობის არანაკლებ 3-წლიანი გამოცდილება. სასურველია გარემოსდაცვითი მიმართულებით საჯარო სექტორში ან საჯარო სამართლის იურიდიულ პირში მუშაობის გამოცდილება; გ) მაგისტრის ან მაგისტრთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხი; დ) საქართველოს კონსტიტუციის, „გარემოს დაცვის შესახებ” საქართველოს კანონის, ,,საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებების შესახებ’’ საქართველოს კანონის, ,,საჯარო სამსახურის შესახებ’’ საქართველოს კანონის, ,,საჯარო სამსახურში ინტერესთა შეუთავსებლობისა და კორუფციის შესახებ’’ საქართველოს კანონის, საქართველოს მთავრობის 2013 წლის 26 აპრილის №98 დადგენილებით დამტკიცებული საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს დებულების, საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრის 2015 წლის 26 თებერვლის №183 ბრძანებით დამტკიცებული სამინისტროს გარემოსდაცვითი პოლიტიკისა და საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტის დებულების ცოდნა; ე) არსებული გარემოსდაცვითი გამოწვევების, შესაბამისი კონცეფციებისა და თანამედროვე მიდგომების ცოდნა ეროვნულ და საერთაშორისო კონტექსტში; ვ) სტრატეგიების, გეგმების, პროგრამებისა და კონცეფციების შემუშავების გამოცდილება; ზ) მდგრადი განვითარების პრინციპების ცოდნა; თ) საქართველოს მიერ რატიფიცირებული საერთაშორისო გარემოსდაცვითი ხელშეკრულებების და მათი ძირითადი პრინციპების ცოდნა; ი) საერთაშორისო შეხვედრებში მონაწილეობის გამოცდილება; კ) ეროვნულ და საერთაშორისო დონეებზე საერთაშორისო ინსტიტუტებთან, სახელმწიფო, არასამთავრობო, აკადემიურ და სხვა სახის ორგანიზაციებთან, დიპლომატიურ კორპუსთან თანამშრომლობის გამოცდილება; ლ) საპროექტო წინადადების შემუშავებისა და განხორციელების გამოცდილება; მ) საერთაშორისო მოლაპარაკებებში, ეროვნული ინტერესების გათვალისწინებით, სასურველი შედეგის მიღწევის გამოცდილება; ნ) სავალდებულოა ინგლისური ენის (ძალიან კარგად) და სასურველია რუსული ენის (კარგად) ცოდნა; ო) საოფისე კომპიუტერული პროგრამების სრულყოფილი ცოდნა (MS Office; Google Apps for Business).". |
2.
დაემატოს შემდეგი შინაარსის 11 მუხლი:
„მუხლი 11. გარემოსდაცვითი პოლიტიკისა და საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტის უფროსის მოადგილე
გარემოსდაცვითი პოლიტიკისა და საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტის უფროსის მოადგილე უნდა აკმაყოფილებდეს შემდეგ საკვალიფიკაციო მოთხოვნებს:
ა) უმაღლესი განათლება სოციალურ და პოლიტიკურ ან ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებებში; ბ) საჯარო, საერთაშორისო სექტორში ან/და შესაბამის სფეროში მუშაობის არანაკლებ 5-წლიანი გამოცდილება. სასურველია გარემოსდაცვითი მიმართულებით საჯარო სექტორში ან საჯარო სამართლის იურიდიულ პირში მუშაობის გამოცდილება; გ) მაგისტრის ან მაგისტრთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხი; დ) საქართველოს კონსტიტუციის, „გარემოს დაცვის შესახებ” საქართველოს კანონის, ,,საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებების შესახებ’’ საქართველოს კანონის, ,,საჯარო სამსახურის შესახებ’’ საქართველოს კანონის, ,,საჯარო სამსახურში ინტერესთა შეუთავსებლობისა და კორუფციის შესახებ’’ საქართველოს კანონის, საქართველოს მთავრობის 2013 წლის 26 აპრილის №98 დადგენილებით დამტკიცებული საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს დებულების, საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრის 2015 წლის 26 თებერვლის №183 ბრძანებით დამტკიცებული სამინისტროს გარემოსდაცვითი პოლიტიკისა და საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტის დებულების ცოდნა; ე) არსებული გარემოსდაცვითი პრობლემებისა და გამოწვევების ცოდნა; ვ) სტრატეგიების, გეგმების, პროგრამებისა და კონცეფციების შემუშავების გამოცდილება; ზ) მდგრადი განვითარების პრინციპების ცოდნა; თ) საქართველოს მიერ რატიფიცირებული საერთაშორისო გარემოსდაცვითი ხელშეკრულებების და მათი ძირითადი პრინციპების ცოდნა;
ი) საერთაშორისო შეხვედრებში მონაწილეობის გამოცდილება; ლ) ინგლისური ენის სრულყოფილად ცოდნა; მ) საოფისე კომპიუტერული პროგრამების სრულყოფილი ცოდნა (MS Office; Google Apps for Business).". |
| მუხლი 2 |
ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
|
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები