„საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს გარემოსდაცვითი პოლიტიკისა და საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტის მოხელეთა დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნების დამტკიცების შესახებ” საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრის 2013 წლის 10 სექტემბრის №67 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

დოკუმენტის ნომერი 230
დოკუმენტის მიმღები საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრი
მიღების თარიღი 08/10/2015
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მინისტრის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 09/10/2015
სარეგისტრაციო კოდი 010320040.22.023.016353
230
08/10/2015
ვებგვერდი, 09/10/2015
010320040.22.023.016353
„საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს გარემოსდაცვითი პოლიტიკისა და საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტის მოხელეთა დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნების დამტკიცების შესახებ” საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრის 2013 წლის 10 სექტემბრის №67 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრი
„საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს გარემოსდაცვითი პოლიტიკისა და საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტის მოხელეთა დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნების დამტკიცების შესახებ” საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრის 2013 წლის 10 სექტემბრის №67 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
 
საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრის

ბრძანება №230

2015 წლის 8 ოქტომბერი

ქ. თბილისი

,,საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს გარემოსდაცვითი პოლიტიკისა და საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტის მოხელეთა დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნების დამტკიცების შესახებ” საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრის 2013 წლის 10 სექტემბრის №67 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად,  ვბრძანებ:

მუხლი 1
„საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს გარემოსდაცვითი პოლიტიკისა და საერთაშორისო  ურთიერთობების დეპარტამენტის მოხელეთა დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრის 2013 წლის 10 სექტემბრის №67 ბრძანებით (სსმ, ვებგვერდი, 10.09.2013 წ., სარეგისტრაციო კოდი: 010320040.22.023.016192) დამტკიცებულ საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს გარემოსდაცვითი პოლიტიკისა და საერთაშორისო  ურთიერთობების დეპარტამენტის მოხელეთა დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნების:
1. მე-2 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„მუხლი 2. გარემოსდაცვითი პოლიტიკისა და საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტის მდგრადი განვითარებისა და ევროინტეგრაციის პოლიტიკის სამმართველოს უფროსი

გარემოსდაცვითი პოლიტიკისა და საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტის მდგრადი განვითარებისა და ევროინტეგრაციის პოლიტიკის სამმართველოს უფროსი უნდა აკმაყოფილებდეს შემდეგ საკვალიფიკაციო მოთხოვნებს:

ა) უმაღლესი განათლება სოციალურ და პოლიტიკურ ან ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებებში;

ბ) შესაბამის სფეროში საჯარო, საერთაშორისო ან სხვა სექტორებში  ან/და  საერთაშორისო პროექტებში მუშაობის არანაკლებ 5-წლიანი გამოცდილება, მათ შორის, ხელმძღვანელ თანამდებობაზე მუშაობის არანაკლებ 3-წლიანი გამოცდილება;

გ) მაგისტრის ან მაგისტრთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხი;

დ) საქართველოს კონსტიტუციის, ,,გარემოს დაცვის შესახებ’’ საქართველოს კანონის,  ,,საჯარო სამსახურის შესახებ’’ საქართველოს კანონის, ,,საჯარო სამსახურში ინტერესთა შეუთავსებლობისა და კორუფციის შესახებ’’ საქართველოს კანონის, საქართველოს მთავრობის 2013 წლის 26 აპრილის №98 დადგენილებით დამტკიცებული საქართველოს  გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს დებულების, საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრის 2013 წლის 10 მაისის №16 ბრძანებით დამტკიცებული სამინისტროს  გარემოსდაცვითი პოლიტიკისა და საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტის დებულების  ცოდნა;

ე) დღეისათვის არსებული გარემოსდაცვითი პრობლემებისა და გამოწვევების ცოდნა;

ვ) სტრატეგიების, გეგმების, პროგრამებისა და კონცეფციების შემუშავების გამოცდილება;

ზ) საერთაშორისო შეხვედრებში მონაწილეობის გამოცდილება;   

ვ) სტრატეგიების, გეგმების, პროგრამებისა და კონცეფციების შემუშავების გამოცდილება;

თ) ინგლისური ენის (ძალიან კარგად) და რუსული ენის (კარგად) ცოდნა;

ი) საოფისე კომპიუტერული პროგრამების (MS office Word კარგად, Excel კარგად, Outlook კარგად) ცოდნა.”.

2. მე-3 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„მუხლი 3. გარემოსდაცვითი პოლიტიკისა და საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტის მდგრადი განვითარებისა და ევროინტეგრაციის პოლიტიკის სამმართველოს მთავარი სპეციალისტი

1. გარემოსდაცვითი პოლიტიკისა და საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტის მდგრადი განვითარებისა და ევროინტეგრაციის პოლიტიკის სამმართველოს მთავარი სპეციალისტი უნდა აკმაყოფილებდეს შემდეგ საკვალიფიკაციო მოთხოვნებს:

ა) უმაღლესი განათლება სოციალურ და პოლიტიკურ ან ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებებში;

ბ) შესაბამის სფეროში საჯარო, საერთაშორისო ან სხვა სექტორებში  ან/და  საერთაშორისო პროექტებში მუშაობის არანაკლებ 3-წლიანი გამოცდილება;

გ) მაგისტრის ან მაგისტრთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხი;

დ) საქართველოს კონსტიტუციის, „გარემოს დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის, „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის, „საჯარო სამსახურში ინტერესთა შეუთავსებლობისა და კორუფციის შესახებ“ საქართველოს კანონის, საქართველოს მთავრობის 2013 წლის 26 აპრილის №98 დადგენილებით დამტკიცებული საქართველოს  გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს დებულების, საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრის 2013 წლის 10 მაისის №16 ბრძანებით დამტკიცებული სამინისტროს გარემოსდაცვითი პოლიტიკისა და საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტის დებულების  ცოდნა;

ე) დღეისათვის არსებული გარემოსდაცვითი პრობლემებისა და გამოწვევების ცოდნა;

ვ) სტრატეგიების, გეგმების, პროგრამებისა და კონცეფციების შემუშავებაში მონაწილეობის გამოცდილება;

ზ) საერთაშორისო შეხვედრებში მონაწილეობის გამოცდილება;  

თ) ინგლისური ენის (ძალიან კარგად) და რუსული ენის (კარგად) ცოდნა; 

ი) საოფისე კომპიუტერული პროგრამების (MS office Word კარგად, Excel კარგად, Outlook კარგად) ცოდნა.

2. გარემოსდაცვითი პოლიტიკისა და საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტის მდგრადი განვითარებისა და ევროინტეგრაციის პოლიტიკის სამმართველოს მთავარი სპეციალისტი უნდა აკმაყოფილებდეს შემდეგ საკვალიფიკაციო მოთხოვნებს:

ა) უმაღლესი განათლება ეკონომიკურ ან ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებებში (სასურველია მდგრადი ეკონომიკური განვითარების განხრით);

ბ) შესაბამის სფეროში საჯარო, საერთაშორისო ან სხვა სექტორებში  ან/და  საერთაშორისო პროექტებში მუშაობის არანაკლებ 3-წლიანი გამოცდილება (სასურველია გარემოს დაცვისა და ეკოლოგიის მიმართულებით);

გ) მაგისტრის ან მაგისტრთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხი;

დ) საქართველოს კონსტიტუციის, „გარემოს დაცვის შესახებ’’ საქართველოს კანონის, „საჯარო სამსახურის შესახებ’’ საქართველოს კანონის, „საჯარო სამსახურში ინტერესთა შეუთავსებლობისა და კორუფციის შესახებ’’ საქართველოს კანონის, საქართველოს მთავრობის 2013 წლის 26 აპრილის №98 დადგენილებით დამტკიცებული საქართველოს  გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს დებულების, საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრის 2013 წლის 10 მაისის №16 ბრძანებით დამტკიცებული სამინისტროს გარემოსდაცვითი პოლიტიკისა და საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტის დებულების  ცოდნა;

ე) დღეისათვის არსებული გარემოსდაცვითი პრობლემებისა და გამოწვევების ცოდნა;

ვ) სტრატეგიების, გეგმების, პროგრამებისა და კონცეფციების შემუშავებაში მონაწილეობის გამოცდილება;

ზ) საერთაშორისო შეხვედრებში მონაწილეობის გამოცდილება;   

თ) გარემოსდაცვით საკითხებთან მიმართებაში ხარჯ-ეფექტურობის ანალიზისა და ხარჯსარგებლიანობის ანალიზის უნარი;

ი) ინგლისური ენის (ძალიან კარგად) და რუსული ენის (კარგად) ცოდნა;

კ) საოფისე კომპიუტერული პროგრამების (MS office Word კარგად, Excel კარგად, Outlook კარგად) ცოდნა.“.

3. მე-4 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,მუხლი 4. გარემოსდაცვითი პოლიტიკისა და საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტის მდგრადი განვითარებისა და ევროინტეგრაციის პოლიტიკის სამმართველოს უფროსი სპეციალის

გარემოსდაცვითი პოლიტიკისა და საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტის მდგრადი განვითარებისა და ევროინტეგრაციის პოლიტიკის სამმართველოს უფროსი სპეციალისტი უნდა აკმაყოფილებდეს შემდეგ საკვალიფიკაციო მოთხოვნებს:

ა) უმაღლესი განათლება სოციალური და პოლიტიკური, ზუსტი და საბუნებისმეტყველო მეცნიერებები ან სამართალი; 

ბ) ბაკალავრის აკადემიური ხარისხი;

გ) საქართველოს კონსტიტუციის, „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის, „საჯარო სამსახურში ინტერესთა შეუთავსებლობისა და კორუფციის შესახებ“ საქართველოს კანონის, „გარემოს დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის,  საქართველოს მთავრობის 2013 წლის 26 აპრილის №98 დადგენილებით დამტკიცებული საქართველოს  გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს დებულების, საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრის 2015 წლის 26 თებერვლის №183 ბრძანებით დამტკიცებული საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს გარემოსდაცვითი პოლიტიკისა და საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტის დებულების  ცოდნა;

დ) დღეისათვის არსებული გარემოსდაცვითი პრობლემებისა და გამოწვევების ცოდნა;

ე) გარემოსდაცვით საკითხებთან დაკავშირებით შესაბამისი სტრატეგიების, გეგმების, კონცეფციებისა და თანამედროვე მიდგომების ცოდნა ეროვნულ და საერთაშორისო კონტექსტში;

ვ) საქართველო-ევროკავშირის ასოცირების შესახებ შეთანხმების გარემოსდაცვითი ნაწილი;

ზ) მდგრადი განვითარების პრინციპების ცოდნა;

თ) სავალდებულოა  ინგლისური ენის (ძალიან კარგად) და სასურველია რუსული ენის (კარგად) ცოდნა;

ი) საოფისე კომპიუტერული პროგრამების (Microsoft Office Word, Microsoft Office Excel, Microsoft Office PowerPoint, Google Apps for Business   – ძალიან კარგად) ცოდნა.”.

4. მე-9 მუხლის ,,ა” ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,ა) უმაღლესი განათლება – სოციალური და პოლიტიკური, ზუსტი და საბუნებისმეტყველო მეცნიერებები ან სამართალი”.

მუხლი 2
ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრიგიგლა აგულაშვილი