„საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს გარემოსდაცვითი პოლიტიკისა და საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტის მოხელეთა დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნების დამტკიცების შესახებ” საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრის 2013 წლის 10 სექტემბრის №67 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

დოკუმენტის ნომერი 216
დოკუმენტის მიმღები საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრი
მიღების თარიღი 21/08/2015
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მინისტრის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 21/08/2015
სარეგისტრაციო კოდი 010320040.22.023.016339
216
21/08/2015
ვებგვერდი, 21/08/2015
010320040.22.023.016339
„საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს გარემოსდაცვითი პოლიტიკისა და საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტის მოხელეთა დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნების დამტკიცების შესახებ” საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრის 2013 წლის 10 სექტემბრის №67 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრი
„საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს გარემოსდაცვითი პოლიტიკისა და საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტის მოხელეთა დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნების დამტკიცების შესახებ” საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრის 2013 წლის 10 სექტემბრის №67 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
 
საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრის

ბრძანება №216

2015 წლის 21 აგვისტო

ქ. თბილისი

„საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს გარემოსდაცვითი პოლიტიკისა და საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტის მოხელეთა დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრის 2013 წლის 10 სექტემბრის №67 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად,  ვბრძანებ:

მუხლი 1
„საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს  გარემოსდაცვითი პოლიტიკისა და საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტის  მოხელეთა დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრის 2013 წლის 10 სექტემბრის №67 ბრძანებით (სსმ, www.matsne.gov.ge, 10.09.2013 წ., სარეგისტრაციო კოდი: 010320040.22.023.016192) დამტკიცებულ საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს გარემოსდაცვითი პოლიტიკისა და საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტის მოხელეთა დამატებით საკვალიფიკაციო მოთხოვნებში შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:
1. მე-7 მუხლის ,,ბ“ პუნქტი ამოღებულ იქნეს;
2. მე-7 მუხლის „გ“ პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„გ) ბაკალავრის აკადემიური ხარისხი;“.

3. საკვალიფიკაციო მოთხოვნებს დაემატოს შემდეგი შინაარსის  მე-8, მე-9 და მე-10 მუხლები:

„მუხლი 8. გარემოსდაცვითი პოლიტიკისა და საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტის პროექტების კოორდინაციის სამმართველოს უფროსი

1. გარემოსდაცვითი პოლიტიკისა და საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტის პროექტების კოორდინაციის სამმართველოს უფროსი უნდა აკმაყოფილებდეს შემდეგ საკვალიფიკაციო მოთხოვნებს:
ა) უმაღლესი განათლება სოციალურ და პოლიტიკურ ან ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებებში;
ბ)  მაგისტრის ან მაგისტრთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხი;
გ) შესაბამის სფეროში საჯარო, საერთაშორისო და სხვა სექტორებში ან/და  საერთაშორისო პროექტებში მუშაობის არანაკლებ 5-წლიანი გამოცდილება;

დ) საქართველოს კონსტიტუციის, „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის, „საჯარო სამსახურში ინტერესთა შეუთავსებლობისა და კორუფციის შესახებ“ საქართველოს კანონის, „საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებების შესახებ“ საქართველოს კანონის,  „გარემოს დაცვის შესახებ“  საქართველოს კანონის,  საქართველოს მთავრობის 2013 წლის 26 აპრილის №98 დადგენილებით დამტკიცებული საქართველოს  გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს დებულებისა და საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრის 2015 წლის 26 თებერვლის №183 ბრძანებით დამტკიცებული საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს  გარემოსდაცვითი პოლიტიკისა და საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტის დებულების  ცოდნა;

ე) არსებული გარემოსდაცვითი პრობლემებისა და გამოწვევების ცოდნა;

ვ) გარემოსდაცვით საკითხებთან დაკავშირებით შესაბამისი კონცეფციებისა და თანამედროვე მიდგომების ცოდნა ეროვნულ და საერთაშორისო კონტექსტში;

ზ) საქართველოს მიერ რატიფიცირებული საერთაშორისო გარემოსდაცვითი ხელშეკრულებების და მათი ძირითადი პრინციპების ცოდნა;

თ) საერთაშორისო შეხვედრებში მონაწილეობის გამოცდილება;

ი) საერთაშორისო ორგანიზაციებთან თანამშრომლობის გამოცდილება;

კ) საპროექტო წინადადებების შემუშავებისა და საერთაშორისო წყაროებიდან დაფინანსებული პროექტების მონიტორინგის განხორციელების გამოცდილება;

ლ) სავალდებულოა  ინგლისური ენის (ძალიან კარგად) და სასურველია  რუსული ენის (კარგად) ცოდნა;

მ) საოფისე კომპიუტერული პროგრამების (MS office Word, Microsoft Office Excel, PowerPoi№t ძალიან კარგად, Google Apps Buse№ess კარგად) ცოდნა.

მუხლი 9. გარემოსდაცვითი პოლიტიკისა და საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტის პროექტების კოორდინაციის სამმართველოს მთავარი სპეციალისტი

1. გარემოსდაცვითი პოლიტიკისა და საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტის პროექტების კოორდინაციის სამმართველოს მთავარი სპეციალისტი უნდა აკმაყოფილებდეს შემდეგ საკვალიფიკაციო მოთხოვნებს:

ა) უმაღლესი განათლება სოციალურ და პოლიტიკურ ან ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებებში;

ბ) მაგისტრის ან მაგისტრთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხი;

გ) სახელმწიფო, საერთაშორისო ან სხვა სექტორში ან/და  საერთაშორისო პროექტებში მუშაობის არანაკლებ 2-წლიანი გამოცდილება;

დ) საქართველოს კონსტიტუციის, „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის, „საჯარო სამსახურში ინტერესთა შეუთავსებლობისა და კორუფციის შესახებ“ საქართველოს კანონის, „საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებების შესახებ“ საქართველოს კანონის,  „გარემოს დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის,  საქართველოს მთავრობის 2013 წლის 26 აპრილის №98 დადგენილებით დამტკიცებული საქართველოს  გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს დებულების, საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრის 2015 წლის 26 თებერვლის №183 ბრძანებით დამტკიცებული საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს გარემოსდაცვითი პოლიტიკისა და საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტის დებულების  ცოდნა;

ე)  არსებული გარემოსდაცვითი პრობლემებისა და გამოწვევების ცოდნა;

ვ) გარემოსდაცვით საკითხებთან დაკავშირებით შესაბამისი კონცეფციებისა და თანამედროვე მიდგომების ცოდნა ეროვნულ და საერთაშორისო კონტექსტში;

ზ) საქართველოს მიერ რატიფიცირებული საერთაშორისო გარემოსდაცვითი ხელშეკრულებების და მათი ძირითადი პრინციპების ცოდნა;

თ) საერთაშორისო შეხვედრებში მონაწილეობის გამოცდილება;

ი) სავალდებულოა  ინგლისური ენის (ძალიან კარგად) და სასურველია რუსული ენის (კარგად) ცოდნა;

კ) საოფისე კომპიუტერული პროგრამების (MS office Word, Microsoft Office Excel, PowerPoint ძალიან კარგად, Google Apps Buseness კარგად)ცოდნა.

მუხლი 10. გარემოსდაცვითი პოლიტიკისა და საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტის პროექტების კოორდინაციის სამმართველოს უფროსი სპეციალისტი

1. გარემოსდაცვითი პოლიტიკისა და საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტის პროექტების კოორდინაციის სამმართველოს უფროსი სპეციალისტი უნდა აკმაყოფილებდეს შემდეგ საკვალიფიკაციო მოთხოვნებს:

ა) უმაღლესი განათლება სოციალურ და პოლიტიკურ ან ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებებში;

ბ) ბაკალავრის აკადემიური ხარისხი;

გ) საქართველოს კონსტიტუციის, „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის, „საჯარო სამსახურში ინტერესთა შეუთავსებლობისა და კორუფციის შესახებ“ საქართველოს კანონის, „საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებების შესახებ“ საქართველოს კანონის,  „გარემოს დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის,  საქართველოს მთავრობის 2013 წლის 26 აპრილის №98 დადგენილებით დამტკიცებული საქართველოს  გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს დებულების, საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრის 2015 წლის 26 თებერვლის №183 ბრძანებით დამტკიცებული საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს  გარემოსდაცვითი პოლიტიკისა და საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტის დებულების  ცოდნა;

დ) სავალდებულოა ინგლისური ენის (ძალიან კარგად) და სასურველია რუსული ენის (კარგად) ცოდნა;

ე) საოფისე კომპიუტერული პროგრამების (MS office Word, Microsoft Office Excel, PowerPoint ძალიან კარგად, Google Apps Buseness კარგად) ცოდნა.

მუხლი 2
ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრიგიგლა აგულაშვილი