სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო და ტერიტორიული საგამოძიებო ქვემდებარეობის განსაზღვრის თაობაზე

სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო და ტერიტორიული საგამოძიებო ქვემდებარეობის განსაზღვრის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 34
დოკუმენტის მიმღები საქართველოს იუსტიციის მინისტრი
მიღების თარიღი 07/07/2013
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მინისტრის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 08/07/2013
ძალის დაკარგვის თარიღი 25/12/2019
სარეგისტრაციო კოდი 080240000.22.027.016435
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
34
07/07/2013
ვებგვერდი, 08/07/2013
080240000.22.027.016435
სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო და ტერიტორიული საგამოძიებო ქვემდებარეობის განსაზღვრის თაობაზე
საქართველოს იუსტიციის მინისტრი
თქვენ უყურებთ დოკუმენტის პირველად სახეს
დოკუმენტის კონსოლიდირებული ვარიანტის ნახვა ფასიანია, აუცილებელია სისტემაში შესვლა და საჭიროების შემთხვევაში დათვალიერების უფლების ყიდვა, გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია ან თუ უკვე რეგისტრირებული ხართ, გთხოვთ, შეხვიდეთ სისტემაში

პირველადი სახე (08/07/2013 - 06/08/2013)

 

საქართველოს იუსტიციის მინისტრი

ბრძანება №34

2013 წლის 7 ივლისი

ქ. თბილისი

 

სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო და ტერიტორიული საგამოძიებო ქვემდებარეობის განსაზღვრის თაობაზე

„პროკურატურის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-8 მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტისა და საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 35-ე და 36-ე მუხლებისა და საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 61-ე მუხლის საფუძველზე, ვბრძანებ:

1. განისაზღვროს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო და ტერიტორიული საგამოძიებო ქვემდებარეობა დანართის შესაბამისად.
2. ძალადაკარგულად გამოცხადდეს ,,სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო ქვემდებარეობის განსაზღვრის თაობაზე“ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2010 წლის 29 სექტემბრის №178 ბრძანება.
3. ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

საქართველოს იუსტიციის მინისტრითეა წულუკიანი



დანართი
სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო და ტერიტორიული საგამოძიებო ქვემდებარეობა

1. სისხლის სამართლის საქმე განეკუთვნება შინაგან საქმეთა ორგანოების გამომძიებლის საგამოძიებო ქვემდებარეობას, თუ ამ ბრძანებით სხვა რამ არ არის დადგენილი.
2. პროკურატურის გამომძიებლის საგამოძიებო ქვემდებარეობას განეკუთვნება საქმეები: საქართველოს პრეზიდენტის, საქართველოს პარლამენტის წევრის, საქართველოს მთავრობის წევრის, საქართველოს მოსამართლის, სახალხო დამცველის, გენერალური აუდიტორის, ეროვნული ბანკის საბჭოს წევრის, საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩისა და დესპანის, პროკურატურის მუშაკის, პოლიციელის, თანამდებობაზე მყოფი უმაღლესი სამხედრო ან უმაღლესი სპეციალური წოდების მქონე ოფიცრის ან მასთან გათანაბრებული პირის მიერ ჩადენილ დანაშაულთა თაობაზე.
3. პროკურატურის გამომძიებლის საგამოძიებო ქვემდებარეობას განეკუთვნება აგრეთვე საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 332-ე - 335-ე, 337-ე - 342-ე (გარდა ამ დანართის მე-4 და მე-7 პუნქტებით გათვალისწინებული შემთხვევებისა), 194-ე და 1941 მუხლებით გათვალისწინებული დანაშაულები.  
4. საქართველოს შინაგან საქმეთა ორგანოების  გამომძიებლის საგამოძიებო ქვემდებარეობას განეკუთვნება აგრეთვე საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 332-ე-335-ე, 337-ე-342-ე  მუხლებით გათვალისწინებულ დანაშაულები იმ შემთხვევაში, როდესაც ეს დანაშაულები გამოვლენილია შინაგან  საქმეთა ორგანოების მიერ (გარდა ამ დანართის მე-2 და მე-7 პუნქტებით გათვალისწინებული შემთხვევებისა).
5. საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შესაბამისი სამსახურის საგამოძიებო დანაყოფის გამომძიებლები იძიებენ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 182-ე, 189-ე, 1891, 190-ე, 192-ე, 1921, 193-ე, 195-ე–201-ე, 205-ე–213-ე, 214-ე (გარდა ამ დანართის მე-6 პუნქტისა), (გარდა ამ მუხლის მე-4 ნაწილისა) 216-ე–221-ე მუხლებით გათვალისწინებულ დანაშაულებს.
6. საქართველოს თავდაცვის სამინისტროს საგამოძიებო დანაყოფის გამომძიებლები იძიებენ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 356-ე–359-ე, 383-ე–392-ე, 394-ე–403-ე მუხლებით გათვალისწინებულ დანაშაულებს, აგრეთვე იმ დანაშაულს, რომელიც ჩადენილია საქართველოს თავდაცვის სამინისტროს დაქვემდებარებაში არსებული დაწესებულებების ტერიტორიაზე და სამხედრო ნაწილებში.
7. საქართველოს იუსტიციის სამინისტროს შესაბამისი დანაყოფის გამომძიებლები იძიებენ საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სისტემის მოსამსახურის (გარდა პროკურატურის მუშაკისა)  მიერ ჩადენილ, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 332-ე–335-ე, 337-ე–342-ე მუხლებით გათვალისწინებულ დანაშაულებს.
8. საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა სამინისტროს საგამოძიებო დანაყოფის გამომძიებლები იძიებენ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 3421, 378-ე, 3781-ე, 3782, 379-ე, 380-ე და 381-ე (თავისუფლების აღკვეთასთან დაკავშირებული განაჩენის შეუსრულებლობის ნაწილში) მუხლებით გათვალისწინებულ დანაშაულებს, აგრეთვე სასჯელაღსრულების დეპარტამენტის დაქვემდებარებაში არსებული დაწესებულებების ტერიტორიაზე მომხდარ დანაშაულს.
9. თუ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 383-ე–403-ე მუხლებით გათვალისწინებული რომელიმე დანაშაული ჩადენილია საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მოსამსახურის მიერ, დანაშაულს იძიებს ამავე უწყების საგამოძიებო დანაყოფი.
10. თუ არსებობს კონკურენცია პროკურატურისა და ამ ბრძანებაში მითითებული რომელიმე ორგანოს საგამოძიებო ქვემდებარეობას შორის, გამოძიებას ახორციელებს პროკურატურა.
11. ერთ წარმოებაში რამდენიმე ბრალდების (ერთი ან რამდენიმე პირის მიმართ) გაერთიანებისას საქმეს იძიებს გამომძიებელი, რომლის საგამოძიებო ქვემდებარეობასაც განეკუთვნება საქმე უფრო მძიმე დანაშაულის თაობაზე.
12. გამოძიებას აწარმოებს გამომძიებელი, რომლის იურისდიქციაც ვრცელდება ტერიტორიაზე, სადაც ჩადენილ იქნა დანაშაულებრივი ქმედება.
13. თუ ჩადენილია რამდენიმე დანაშაული, საქმეს იძიებს გამომძიებელი, რომლის საგამოძიებო ქვემდებარეობასაც განეკუთვნება ყველაზე მძიმე დანაშაული.
14. თუ გამომძიებელი დაადგენს, რომ საქმე არ განეკუთვნება მის საგამოძიებო ქვემდებარეობას, იგი ვალდებულია ჩაატაროს გადაუდებელი საგამოძიებო მოქმედებანი და საქმე გადასცეს პროკურორს საგამოძიებო ქვემდებარეობის მიხედვით წარმართვისათვის.
15. დავას საგამოძიებო ქვემდებარეობის შესახებ წყვეტს ზემდგომი პროკურორი.