დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
საქართველოს იუსტიციის მინისტრის ზოგიერთი ნორმატიული აქტის ძალადაკარგულად გამოცხადების შესახებ | |
---|---|
დოკუმენტის ნომერი | 474 |
დოკუმენტის მიმღები | საქართველოს იუსტიციის მინისტრი |
მიღების თარიღი | 25/12/2019 |
დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მინისტრის ბრძანება |
გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 25/12/2019 |
სარეგისტრაციო კოდი | 010320020.22.027.016970 |
|
საქართველოს იუსტიციის მინისტრის ზოგიერთი ნორმატიული აქტის ძალადაკარგულად გამოცხადების შესახებ
|
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 25-ე მუხლის პირველი პუნქტის „გ“ ქვეპუნქტის, „პროკურატურის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-7 მუხლის, მე-15 მუხლის მე-2 პუნქტის „მ“ ქვეპუნქტისა და მე-18 მუხლის, „სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის 28-ე მუხლის პირველი პუნქტისა და საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 35-ე და 36-ე მუხლების, „პატიმრობის კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ საქართველოს 2019 წლის 29 ნოემბრის №5392 კანონის, აგრეთვე, „საქართველოს იუსტიციის სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 30 დეკემბრის №389 დადგენილებით დამტკიცებული დებულების მე-5 მუხლის მე-2 პუნქტის „მ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ:
|
1.
ძალადაკარგულად გამოცხადდეს:
ა) „სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო და ტერიტორიული საგამოძიებო ქვემდებარეობის განსაზღვრის თაობაზე“ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2013 წლის 7 ივლისის №34 ბრძანება; ბ) „საქართველოს მთავარი პროკურატურის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2013 წლის 10 ივლისის №38 ბრძანება; გ) „საქართველოს მთავარი პროკურატურის გენერალური ინსპექციის (დეპარტამენტი) დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2014 წლის 28 ივლისის №33 ბრძანება; დ) „საქართველოს პროკურატურის მუშაკთა თანამდებობრივი სარგოების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2018 წლის 26 იანვრის №276 ბრძანება; ე) „საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საგამოძიებო დეპარტამენტში სამსახურის გავლის წესის შესახებ“ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2019 წლის 6 თებერვლის №377 ბრძანება; ვ) „საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საგამოძიებო დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2019 წლის 12 თებერვლის №378 ბრძანება. |
2.
ეს ბრძანება, გარდა პირველი პუნქტის „ე“ და „ვ“ ქვეპუნქტებისა, ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
|
3.
ამ ბრძანების პირველი პუნქტის „ე“ და „ვ“ ქვეპუნქტები ამოქმედდეს 2020 წლის 1 იანვრიდან.
|
|
დოკუმენტის კომენტარები