„სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო და ტერიტორიული საგამოძიებო ქვემდებარეობის განსაზღვრის თაობაზე“ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2013 წლის 7 ივლისის №34 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ

„სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო და ტერიტორიული საგამოძიებო ქვემდებარეობის განსაზღვრის თაობაზე“ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2013 წლის 7 ივლისის №34 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ
დოკუმენტის ნომერი 61
დოკუმენტის მიმღები საქართველოს იუსტიციის მინისტრი
მიღების თარიღი 13/02/2015
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მინისტრის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 13/02/2015
ძალის დაკარგვის თარიღი 25/12/2019
სარეგისტრაციო კოდი 080240000.22.027.016566
61
13/02/2015
ვებგვერდი, 13/02/2015
080240000.22.027.016566
„სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო და ტერიტორიული საგამოძიებო ქვემდებარეობის განსაზღვრის თაობაზე“ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2013 წლის 7 ივლისის №34 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ
საქართველოს იუსტიციის მინისტრი
 

საქართველოს იუსტიციის მინისტრი

ბრძანება №61

2015 წლის 13 თებერვალი

ქ. თბილისი

 

„სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო და ტერიტორიული საგამოძიებო ქვემდებარეობის განსაზღვრის თაობაზე“ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2013 წლის 7 ივლისის №34 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ:

მუხლი 1
„სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო და ტერიტორიული საგამოძიებო ქვემდებარეობის განსაზღვრის თაობაზე“ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2013 წლის 7 ივლისის №34 ბრძანების (www.matsne.gov.ge, 08/07/2013, სარეგისტრაციო კოდი: 080240000.22.027.016435) დანართში შევიდეს შემდეგი ცვლილება:

 

1. მე-3-მე-5 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„3. პროკურატურის გამომძიებლის საგამოძიებო ქვემდებარეობას განეკუთვნება აგრეთვე საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1641, 182-ე მუხლის მე-2 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით,  220-ე,  221-ე, 332-ე-335-ე, 337-ე-342-ე (გარდა ამ დანართის მე-4, მე-5 და მე-7 პუნქტებით გათვალისწინებული შემთხვევებისა), 194-ე და 1941 მუხლებით გათვალისწინებული დანაშაულები.  

4. საქართველოს შინაგან საქმეთა ორგანოების  გამომძიებლის საგამოძიებო ქვემდებარეობას განეკუთვნება აგრეთვე საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1641, 332-ე-335-ე, 337-ე-342-ე  მუხლებით გათვალისწინებულ დანაშაულები იმ შემთხვევაში, როდესაც ეს დანაშაულები გამოვლენილია შინაგან  საქმეთა ორგანოების მიერ (გარდა ამ დანართის მე-2 და მე-7 პუნქტებით გათვალისწინებული შემთხვევებისა).

5. საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შესაბამისი სამსახურის საგამოძიებო დანაყოფის გამომძიებლები იძიებენ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 182-ე (გარდა ამ მუხლის მე-2 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტისა), 189-ე, 1891, 190-ე, 192-ე, 1921, 193-ე, 1951–201-ე, 2041, 205-ე–213-ე, 214-ე  (გარდა ამ დანართის  მე-6 პუნქტისა), (გარდა ამ მუხლის მე-4 ნაწილისა), 216-ე–219-ე და 2201 მუხლებით გათვალისწინებულ დანაშაულებს, აგრეთვე  182-ე მუხლის მე-2 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით, 220-ე  და 221-ე მუხლებით გათვალისწინებულ დანაშაულებს იმ შემთხვევაში, როდესაც ეს დანაშაულები გამოვლენილია ფინანსთა სამინისტროს შესაბამისი სამსახურის მიერ.“.

 

2. მე-7 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„7. საქართველოს იუსტიციის სამინისტროს შესაბამისი დანაყოფის გამომძიებლები იძიებენ საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სისტემის მოსამსახურის (გარდა პროკურატურის მუშაკისა), მათ შორის, კერძო აღმასრულებლის,  მიერ ჩადენილ, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 332-ე, 333-ე, 335-ე, 337-ე–342-ე მუხლებით გათვალისწინებულ დანაშაულებს.“.

 

მუხლი 2
ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

საქართველოს იუსტიციის მინისტრითეა წულუკიანი