დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
| ხაშურის მუნიციპალიტეტის გამგეობის მოხელეთა დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნების დამტკიცების შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 43 |
| დოკუმენტის მიმღები | ხაშურის მუნიციპალიტეტი |
| მიღების თარიღი | 07/06/2013 |
| დოკუმენტის ტიპი | მუნიციპალიტეტისა და თვითმმართველი ქალაქის საკრებულოს დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 11/06/2013 |
| ძალის დაკარგვის თარიღი | 07/11/2014 |
| სარეგისტრაციო კოდი | 010250020.35.143.016178 |
| კონსოლიდირებული პუბლიკაციები | |
დოკუმენტის კონსოლიდირებული ვარიანტის ნახვა ფასიანია, აუცილებელია სისტემაში შესვლა და საჭიროების შემთხვევაში დათვალიერების უფლების ყიდვა, გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია ან თუ უკვე რეგისტრირებული ხართ, გთხოვთ, შეხვიდეთ სისტემაში
პირველადი სახე (11/06/2013 - 20/11/2013)
|
,,საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-19 მუხლის პირველი და მე-3 პუნქტების, აგრეთვე „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 25-ე მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის საფუძველზე, ხაშურის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს: |
| მუხლი 1 |
1. დამტკიცდეს ხაშურის მუნიციპალიტეტის გამგეობის მოხელეთა შემდეგი დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნები გარდა ამ მუხლის მე-2 და მე-3 პუნქტებით გათვალისწინებულ მოხელეთათვის:
ა) უმაღლესი განათლება; ბ) საოფისე პროგრამების ცოდნა და ინტერნეტის მოხმარების უნარი; გ) ამ დადგენილების №1 დანართში მითითებული საკანონმდებლო და ნორმატიული აქტების ცოდნა. 2. დამტკიცდეს ხაშურის მუნიციპალიტეტის გომის თვითმმართველი ერთეულის ტერიტორიულ ორგანოში – საქართველოს ცენტრალური ხელისუფლების (საჯარო რეესტრი ეროვნული სააგენტო, სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტო, ეროვნული არქივი, სოციალური მომსახურების სააგენტო) მიერ ადგილობრივი თვითმმართველობისადმი დელეგირებული უფლებამოსილებების განხორციელების წამყვანი სპეციალისტისთვის შემდეგი დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნები: ა) უმაღლესი განათლება; ბ) საოფისე პროგრამების ცოდნა და ინტერნეტის მოხმარების უნარი; გ) ამ დადგენილების №1 დანართში მითითებული საკანონმდებლო და ნორმატიული აქტების ცოდნა; დ) საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს, სოციალური მომსახურების სააგენტოს, სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს და ეროვნული არქივის პროგრამებში მუშაობის მინიმუმ 6 (ექვსი) თვიანი გამოცდილება; ე) უნდა ჰქონდეს საქართველოს იუსტიციის სასწავლო ცენტრის მიერ გაცემული სერტიფიკატი ეფექტურ კომუნიკაციებში. 3. დამტკიცდეს ხაშურის მუნიციპალიტეტის თვითმმართველი ერთეულის ტერიტორიული ორგანოს და ხაშურის მუნიციპალიტეტის გამგეობის სამხედრო აღრიცხვისა და გაწვევის სამსახურის სპეციალისტებისთვის შემდეგი დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნები: ა) ტექნიკური განათლება; ბ) საოფისე პროგრამების ცოდნა და ინტერნეტის მოხმარების უნარი; გ) ამ დადგენილების №1 დანართში მითითებული საკანონმდებლო და ნორმატიული აქტების ცოდნა. 4. დამტკიცდეს ხაშურის მუნიციპალიტეტის გამგეობის მოხელეთა მინიმალური საკვალიფიკაციო მოთხოვნებისათვის სავალდებულო პროგრამა საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტების ცოდნის სფეროში დანართი №1-ის შესაბამისად. |
| მუხლი 2 |
ძალადაკარგულად გამოცხადდეს ,,ხაშურის მუნიციპალიტეტის გამგეობის მოხელეთა დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნების დამტკიცების შესახებ“ ხაშურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2013 წლის 9 იანვრის N1 დადგენილება. |
| მუხლი 3 |
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. |
|
დანართი №1
|
მინიმალური საკვალიფიკაციო მოთხოვნებისათვის სავალდებულო პროგრამა საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტების ცოდნის სფეროში ხაშურის მუნიციპალიტეტის გამგეობის მოხელეთათვის
|
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები