დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „ხაშურის მუნიციპალიტეტის გამგეობის მოხელეთა დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნების დამტკიცების შესახებ“ ხაშურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2013 წლის 7 ივნისის №43 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 79 |
| დოკუმენტის მიმღები | ხაშურის მუნიციპალიტეტი |
| მიღების თარიღი | 20/11/2013 |
| დოკუმენტის ტიპი | მუნიციპალიტეტისა და თვითმმართველი ქალაქის საკრებულოს დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 21/11/2013 |
| ძალის დაკარგვის თარიღი | 07/11/2014 |
| სარეგისტრაციო კოდი | 010250020.35.143.016214 |
|
,,ხაშურის მუნიციპალიტეტის გამგეობის მოხელეთა დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნების დამტკიცების შესახებ“ ხაშურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2013 წლის 7 ივნისის №43 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
|
,,ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის შესაბამისად, ხაშურის მუნიციპალიპალიტეტის საკრებულო ადგენს: |
| მუხლი 1 |
,,ხაშურის მუნიციპალიტეტის გამგეობის მოხელეთა დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნების დამტკიცების შესახებ“ ხაშურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2013 წლის 7 ივნისის №43 დადგენილებაში (სსმ, ვებგვერდი, 11/06/2013; 010250020.35.143.016178) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:
ა) დადგენილების პირველი მუხლის მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: ,,3. დამტკიცდეს ოსიაურის თვითმმართველი ტერიტორიული ორგანოს, ქვიშხეთის თვითმმართველი ერთეულის ტერიტორიული ორგანოს, გომის თვითმმართველი ერთეულის ტერიტორიული ორგანოს, ალის თვითმმართველი ერთეულის ტერიტორიული ორგანოს, ხალების თვითმმართველი ერთეულის ტერიტორიული ორგანოს, ცხრამუხის თვითმმართველი ერთეულის ტერიტორიული ორგანოს, ცოცხნარის თვითმმართველი ერთეულის ტერიტორიული ორგანოს, წრომის თვითმმართველი ერთეულის ტერიტორიული ორგანოს, ხცისის თვითმმართველი ერთეულის ტერიტორიული ორგანოს, წაღვლის თვითმმართველი ერთეულის ტერიტორიული ორგანოს, ფლევის თვითმმართველი ერთეულის ტერიტორიული ორგანოს რწმუნებულებისათვის, ასევე ხაშურის მუნიციპალიტეტის თვითმმართველი ერთეულის ტერიტორიული ორგანოს და ხაშურის მუნიციპალიტეტის გამგეობის სამხედრო აღრიცხვისა და გაწვევის სამსახურის სპეციალისტებისთვის შემდეგი დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნები: ა) ტექნიკური განათლება; ბ) საოფისე პროგრამების ცოდნა და ინტერნეტის მოხმარების უნარი; გ) ამ დადგენილების №1 დანართში მითითებული საკანონმდებლო და ნორმატიული აქტების ცოდნა.“; ბ) დადგენილებით დამტკიცებული დანართი №1 შეიცვალოს ახალი №1 დანართით. |
| მუხლი 2 |
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. |
|
დანართი №1
|
მინიმალური საკვალიფიკაციო მოთხოვნებისათვის სავალდებულო პროგრამა საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტების ცოდნის სფეროში ხაშურის მუნიციპალიტეტის გამგეობის მოხელეთათვის
|
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები