„ხაშურის მუნიციპალიტეტის გამგეობის მოხელეთა დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნების დამტკიცების შესახებ“ ხაშურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2013 წლის 7 ივნისის №43 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

დოკუმენტის ნომერი 80
დოკუმენტის მიმღები ხაშურის მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი 25/11/2013
დოკუმენტის ტიპი მუნიციპალიტეტისა და თვითმმართველი ქალაქის საკრებულოს დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 29/11/2013
ძალის დაკარგვის თარიღი 07/11/2014
სარეგისტრაციო კოდი 010250020.35.143.016215
80
25/11/2013
ვებგვერდი, 29/11/2013
010250020.35.143.016215
„ხაშურის მუნიციპალიტეტის გამგეობის მოხელეთა დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნების დამტკიცების შესახებ“ ხაშურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2013 წლის 7 ივნისის №43 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
ხაშურის მუნიციპალიტეტი
 
ხაშურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება  №80

2013 წლის 25 ნოემბერი

ქ. ხაშური

,,ხაშურის მუნიციპალიტეტის გამგეობის მოხელეთა დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნების დამტკიცების შესახებ“ ხაშურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2013 წლის 7 ივნისის N43 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

,,ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს  კანონის  მე-20 მუხლის შესაბამისად, ხაშურის  მუნიციპალიპალიტეტის საკრებულო  ადგენს:

მუხლი 1
,,ხაშურის მუნიციპალიტეტის გამგეობის მოხელეთა დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნების  დამტკიცების  შესახებ“ ხაშურის მუნიციპალიტეტის  საკრებულოს  2013  წლის 7 ივნისის  №43  დადგენილებაში (სსმ, ვებგვერდი, 11/06/2013; 010250020.35.143.016178) შეტანილ იქნას შემდეგი ცვლილება:

   ა) დადგენილების პირველ მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი  რედაქციით:

,,1. დამტკიცდეს ხაშურის მუნიციპალიტეტის გამგეობის მოხელეთა შემდეგი დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნები, გარდა ამ მუხლის მე-2, მე-3 და მე-5 პუნქტებით გათვალისწინებულ მოხელეთათვის:

ა) უმაღლესი განათლება;

ბ) საოფისე პროგრამების ცოდნა და ინტერნეტის მოხმარების უნარი;

გ) ამ დადგენილების №1 დანართში მითითებული საკანონმდებლო და ნორმატიული აქტების ცოდნა.“;

    ბ) დადგენილების პირველ მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-5 პუნქტი:

      ,,5. დამტკიცდეს ხაშურის მუნიციპალიტეტის გამგეობის სახანძრო-სამაშველო  სამსახურის მთავარი სპეციალისტებისთვის, წამყვანი სპეციალისტებისთვის, უფროსი სპეციალისტებისთვის და სპეციალისტებისთვის  შემდეგი დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

ა) საშუალო განათლება;

ბ) სამუშაო გამოცდილება 2 წელი;

გ) ავტომობილის მართვის მოწმობა (მძღოლებისათვის B,C კატეგორია);

დ) გამოსაცდელი  ვადა  6 თვე.“.

მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

საკრებულოს თავმჯდომარედავით ლომიძე