დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
| საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს გარემოზე ზემოქმედების ნებართვების დეპარტამენტის დებულების დებულების დამტკიცების შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 24 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრი |
| მიღების თარიღი | 10/05/2013 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მინისტრის ბრძანება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 13/05/2013 |
| ძალის დაკარგვის თარიღი | 06/10/2017 |
| სარეგისტრაციო კოდი | 010240030.22.023.016149 |
| კონსოლიდირებული პუბლიკაციები | |
დოკუმენტის კონსოლიდირებული ვარიანტის ნახვა ფასიანია, აუცილებელია სისტემაში შესვლა და საჭიროების შემთხვევაში დათვალიერების უფლების ყიდვა, გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია ან თუ უკვე რეგისტრირებული ხართ, გთხოვთ, შეხვიდეთ სისტემაში
პირველადი სახე (13/05/2013 - 09/01/2015)
|
საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს გარემოზე ზემოქმედების ნებართვების დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ
|
,,საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ” საქართველოს კანონის მე-18 მუხლის მე-2 პუნქტის, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 61-ე მუხლის და ,,საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ” საქართველოს მთავრობის 2013 წლის 26 აპრილის №98 დადგენილებით დამტკიცებული დებულების მე-4 მუხლის მე-2 პუნქტის ,,თ” ქვეპუნქტის საფუძველზე,
ვბრძანებ: |
1.
დამტკიცდეს თანდართული საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს გარემოზე ზემოქმედების ნებართვების დეპარტამენტის დებულება. |
2.
ძალადაკარგულად გამოცხადდეს „საქართველოს გარემოს დაცვის სამინისტროს ეკოლოგიური ექსპერტიზისა და ინსპექტირების დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს გარემოს დაცვის მინისტრის 2011 წლის 15 ივნისის № 22 ბრძანება. |
3.
ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე და გავრცელდეს 2013 წლის 4 მაისიდან წარმოშობილ ურთიერთობებზე. |
|
საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს გარემოზე ზემოქმედების ნებართვების დეპარტამენტის დებულება
|
თავი I
ზოგადი დებულებანი |
| მუხლი 1 |
1.
ეს დებულება განსაზღვრავს საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს (შემდგომში – სამინისტრო) გარემოზე ზემოქმედების ნებართვების დეპარტამენტის (შემდგომში – დეპარტამენტი) სამართლებრივ სტატუსს, სტრუქტურას, უფლებამოსილებას, ანგარიშვალდებულებას და აწესრიგებს მის საქმიანობასთან დაკავშირებულ სხვა საკითხებს. |
2.
დეპარტამენტი არის სამინისტროს სტრუქტურული ქვედანაყოფი. |
| მუხლი 2 |
დეპარტამენტი თავის საქმიანობას წარმართავს საქართველოს კონსტიტუციის, საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებებისა და შეთანხმებების, სხვა საკანონმდებლო აქტების, საქართველოს პრეზიდენტის, საქართველოს მთავრობისა და საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრის (შემდგომში – მინისტრი) სამართლებრივი აქტების შესაბამისად. |
| მუხლი 3 |
დეპარტამენტი თავისი ამოცანებისა და ფუნქციების განხორციელებისას წარმოადგენს სამინისტროს და ანგარიშვალდებულია მინისტრისა და კურატორი მინისტრის მოადგილის წინაშე. |
თავი II
დეპარტამენტის ფუნქციები და ამოცანები |
| მუხლი 4 |
დეპარტამენტის ძირითადი ფუნქციები და ამოცანებია:
ა) საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით გარემოზე ზემოქმედების ნებართვის (შემდგომში – ნებართვა) გაცემა, ეკოლოგიური ექსპერტიზის განხორციელების ორგანიზება, ეკოლოგიური ექსპერტიზის დასკვნის შედგენა; ბ) საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ ვადაში ნებართვის მაძიებლის/ეკოლოგიური ექსპერტიზის დასკვნის მიღების მსურველი პირის მიერ წარდგენილი განცხადებისა და თანდართული დოკუმენტაციის საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებთან შესაბამისობის შემოწმება; გ) საპროექტო დოკუმენტაციის ირგვლივ შემოსული შენიშვნებისა და წინადადებების ანალიზი; დ) საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით ნებართვის მაძიებლის/ეკოლოგიური ექსპერტიზის დასკვნის მიღების მსურველი პირის მიერ წარდგენილი დოკუმენტაციის კანონმდებლობით დადგენილი წესით შენახვა; ე) საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით ნებართვის/ეკოლოგიური ექსპერტიზის დასკვნის გაცემისათვის აუცილებელი დოკუმენტების მიღება, აღრიცხვა, დამუშავება, მომზადება და ამ დოკუმენტების სამინისტროს სტრუქტურულ ქვედანაყოფებსა ან/და სამინისტროს სისტემაში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიულ პირებში დაგზავნა სათანადო განხილვის, შეთანხმების, დასკვნის მომზადებისა და დეპარტამენტში წარმოდგენისათვის; ვ) საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით ნებართვის/ეკოლოგიური ექსპერტიზის დასკვნის გაცემისათვის შესაბამისი დოკუმენტაციის მომზადება. მიღებული გადაწყვეტილების საფუძველზე მინისტრისათვის რეკომენდაციისა და შესაბამისი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის პროექტის წარდგენა; ზ) ,,მკაცრი აღრიცხვის ფორმების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად სანებართვო მოწმობების გამოყენება და აღრიცხვა; თ) სანებართვო მოწმობების გაცემა; ი) ნებართვებში ცვლილებების შეტანის თაობაზე ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის პროექტის მომზადება; კ) უწყებრივი სანებართვო რეესტრის წარმოება; ლ) კომპეტენციის ფარგლებში ნებართვებთან/ეკოლოგიური ექსპერტიზის დასკვნის დამტკიცებასთან დაკავშირებული საჩივრისა და სარჩელის ადმინისტრაციული და სასამართლო წესით განხილვის პროცესში მონაწილეობის მიღება; მ) კომპეტენციების ფარგლებში ფიზიკური და იურიდიული პირებისაგან მიღებული განცხადებების განხილვა; ნ) დამოუკიდებელ ექსპერტთა რეესტრის წარმოება, შესაბამისი მონაცემთა ბაზის შექმნა, დამოუკიდებელ ექსპერტთა რეესტრში პირთა დარეგისტრირებისა და რეგისტრაციიდან გამოყვანის ორგანიზაციული უზრუნველყოფა; ო) საჭიროების შემთხვევაში გარემოზე ზემოქმედების შეფასების ანგარიშის საჯარო განხილვის პროცედურაში მონაწილეობის მიღება; პ) რეგულირების ობიექტების მონაცემთა ბაზის შექმნა, რეგულირების ობიექტების მიერ წარმოდგენილი ნებართვის/ეკოლოგიური ექსპერტიზის დასკვნის პირობების შესრულების ანგარიშგების ანალიზი; ჟ) გარემოზე ზემოქმედების ნებართვის/ეკოლოგიური ექსპერტიზის დასკვნის მქონე ორგანიზაციების მონაცემთა ბაზის შემუშავება; რ) გარემოზე ზემოქმედების ნებართვის/ეკოლოგიური ექსპერტიზის დასკვნით დადგენილი პირობების შესრულების მიზნით, სამინისტროში შესათანხმებლად წარმოსადგენი დოკუმენტაციის ვადების მონიტორინგი, ანალიზი და კოორდინაცია; ს) რეგულირების ობიექტების მიერ გარემოზე ზემოქმედების ნებართვის/ეკოლოგიური ექსპერტიზის დასკვნით გათვალისწინებული ვალდებულების შესრულების შესახებ შესაბამისი ინფორმაციის მიწოდება სახელმწიფო კონტროლის განმახორციელებელი ორგანოსათვის; ტ) საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით, საქმიანობის განმახორციელებლის ადმინისტრაციულ სამართალდამრღვევად ცნობის შემდგომ, სანებართვო პირობების დაკმაყოფილებისათვის გონივრული ვადის განსაზღვრა; უ) კომპეტენციის ფარგლებში დაინტერესებული მხარისათვის სამართლებრივი დახმარების გაწევა; ფ) კომპეტენციის ფარგლებში ნორმატიული აქტების პროექტების შემუშავებაში მონაწილეობის მიღება; ქ) კომპეტენციის ფარგლებში ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის პროექტის მომზადება და მინისტრისათვის წარდგენა; ღ) გარემოზე ზემოქმედების სპეციალური საბჭოს საქმიანობის ორგანიზაციული უზრუნველყოფა; ყ) კანონმდებლობით დადგენილი წესით, ნებართვის გაუქმების თაობაზე დასაბუთებული დასკვნის მომზადება და შესაბამისი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის პროექტის მინისტრისათვის წარდგენა; შ) კომპეტენციის ფარგლებში, სამინისტროს გარემოსდაცვითი პოლიტიკისა და საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტისათვის ეკოლოგიური ექსპერტიზის განხორციელებისა და გარემოზე ზემოქმედების ნებართვის გაცემის სფეროში საერთაშორისო წყაროებით დაფინანსებული პროექტების მიმდინარეობის შესახებ არსებული კითხვარის შესაბამისად ინფორმაციის მიწოდება; ჩ) კომპეტენციის ფარგლებში, სამინისტროს გარემოსდაცვითი პოლიტიკისა და საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტისათვის ეკოლოგიური ექსპერტიზის განხორციელებისა და გარემოზე ზემოქმედების ნებართვის გაცემის სფეროში მიმდინარე პროექტების ფარგლებში დაგეგმილი შეხვედრების შესახებ შეტყობინება; ც) კომპეტენციის ფარგლებში, გარემოსდაცვითი პოლიტიკისა და საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტისათვის ეკოლოგიური ექსპერტიზის განხორციელებისა და გარემოზე ზემოქმედების ნებართვის გაცემის სფეროში საერთაშორისო ხელშეკრულებებით ნაკისრი ვალდებულებების განხორციელების და საერთაშორისო ორგანიზაციების/პროცესების ეგიდით საქართველოში მიმდინარე ქმედებების შესახებ ინფორმაციის, ასევე, შესაბამის სამდივნოებში წარდგენილი ეროვნული ანგარიშების ასლების პერიოდულად მიწოდება; ძ) კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა უფლებამოსილებების განხორციელება. |
თავი III
დეპარტამენტის ხელმძღვანელობა, სტრუქტურა და მოსამსახურეები |
| მუხლი 5 |
1.
დეპარტამენტს ხელმძღვანელობს დეპარტამენტის უფროსი, რომელსაც კანონმდებლობით დადგენილი წესით თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს მინისტრი. |
2.
დეპარტამენტის უფროსი ანგარიშვალდებულია მინისტრისა და კურატორი მინისტრის მოადგილის წინაშე. |
| მუხლი 6 |
1.
დეპარტამენტის უფროსი: |
ა)
ხელმძღვანელობს და წარმართავს დეპარტამენტის საქმიანობას; |
ბ)
წარმოადგენს დეპარტამენტს დაკისრებული უფლება-მოვალეობების განხორციელებისას; |
გ)
ზედამხედველობს დეპარტამენტის საჯარო მოსამსახურეების მიერ თავიანთი სამსახურებრივი მოვალეობების ჯეროვან შესრულებას, ახორციელებს მათ მიერ სამინისტროს შინაგანაწესის შესრულების კონტროლს; |
დ)
ხელს აწერს სანებართვო მოწმობას, ეკოლოგიური ექსპერტიზის დასკვნას; |
ე)
ხელს აწერს ან ვიზას ადებს დეპარტამენტში მომზადებულ დოკუმენტებს, აგრეთვე კომპეტენციის ფარგლებში ახორციელებს სამინისტროს სტრუქტურული ქვედანაყოფების მიერ მომზადებულ სამართლებრივი აქტების პროექტების ვიზირებას; |
ვ)
წელიწადში ერთხელ, მინისტრს და კურატორ მინისტრის მოადგილეს წარუდგენს ანგარიშს დეპარტამენტის მიერ გაწეული საქმიანობის შესახებ; |
ზ)
უზრუნველყოფს საქართველოს კანონმდებლობით დეპარტამენტისათვის დაკისრებული ფუნქციების შესრულების ორგანიზებას, რისთვისაც წარუდგენს მინისტრს წინადადებებს ცალკეული საკითხების მოწესრიგებისა და გადაწყვეტის თვალსაზრისით; |
თ)
წარუდგენს სამინისტროს ხელმძღვანელობას წინადადებებს დეპარტამენტის შტატების, მუშაობის ორგანიზაციის, დეპარტამენტის საჯარო მოსამსახურეების წახალისების ან მათთვის დისციპლინური პასუხისმგებლობის შეფარდების შესახებ; |
ი)
შუამდგომლობს იმ სახსრებისა და მოწყობილობების გამოყოფაზე, რაც აუცილებელია დეპარტამენტის წინაშე მდგარი ფუნქციებისა და ამოცანების შესასრულებლად; |
კ)
შუამდგომლობს დეპარტამენტის საჯარო მოსამსახურეების კვალიფიკაციის ამაღლებისა და გადამზადების თაობაზე; |
ლ)
ახორციელებს დებულებით, მინისტრის სამართლებრივი აქტებითა და კანონმდებლობით განსაზღვრულ სხვა ფუნქციებსა და დავალებებს. |
2.
დეპარტამენტის უფროსის მიერ სამსახურებრივ უფლებამოსილებათა შესრულების შეუძლებლობის კანონმდებლობით დადგენილ შემთხვევებში დეპარტამენტის უფროსის წარდგინებითა და მინისტრის გადაწყვეტილებით მის მოვალეობას ასრულებს დეპარტამენტის ერთ-ერთი სამმართველოს უფროსი. |
| მუხლი 7 |
დეპარტამენტის სტრუქტურული ერთეულებია:
ა) ნებართვების სამმართველო; ბ) ანალიტიკური სამმართველო. |
| მუხლი 8 |
ნებართვების სამმართველო ახორციელებს:
ა) საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით გარემოზე ზემოქმედების ნებართვის გაცემას, ეკოლოგიური ექსპერტიზის განხორციელების ორგანიზებას, ეკოლოგიური ექსპერტიზის დასკვნის შედგენას; ბ) საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ ვადაში ნებართვის მაძიებლის/ ეკოლოგიური ექსპერტიზის დასკვნის მიღების მსურველი პირის მიერ წარდგენილი განცხადებისა და თანდართული დოკუმენტაციის საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებთან შესაბამისობის შემოწმებას; გ) საპროექტო დოკუმენტაციის ირგვლივ შემოსული შენიშვნებისა და წინადადებების ანალიზს; დ) საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით ნებართვის/ ეკოლოგიური ექსპერტიზის დასკვნის მიღების მსურველი პირის მიერ წარდგენილი დოკუმენტაციის კანონმდებლობით დადგენილი წესით შენახვას; ე) საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით ნებართვის/ეკოლოგიური ექსპერტიზის დასკვნის გაცემისათვის აუცილებელი დოკუმენტების მიღებას, აღრიცხვას, დამუშავებას, მომზადებას და ამ დოკუმენტების სამინისტროს სტრუქტურულ ქვედანაყოფებსა ან/და სამინისტროს სისტემაში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიულ პირებში დაგზავნას სათანადო განხილვის, შეთანხმების, დასკვნის მომზადებისა და დეპარტამენტში წარმოდგენისათვის; ვ) საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით ნებართვის/ ეკოლოგიური ექსპერტიზის დასკვნის გაცემისათვის შესაბამისი დოკუმენტაციის მომზადებას. მიღებული გადაწყვეტილების საფუძველზე მინისტრისათვის რეკომენდაციისა და შესაბამისი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის პროექტის წარდგენას; ზ) ,,მკაცრი აღრიცხვის ფორმების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად სანებართვო მოწმობების გამოყენებას და აღრიცხვას; თ) ნებართვებში ცვლილებების შეტანის თაობაზე ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის პროექტის მომზადებას; ი) უწყებრივი სანებართვო რეესტრის წარმოებას; კ) ნებართვის გაცემის, მასში ცვლილებების შეტანის ან მისი გაუქმების შესახებ მონაცემთა კანონმდებლობით დადგენილი წესით გამოქვეყნებას; ლ) ფიზიკური და იურიდიული პირებისაგან მიღებული განცხადებების განხილვას; მ) დამოუკიდებელ ექსპერტთა რეესტრის წარმოებას, შესაბამის მონაცემთა ბაზის შექმნას, დამოუკიდებელ ექსპერტთა რეესტრში პირთა დარეგისტრირებისა და რეგისტრაციიდან გამოყვანის ორგანიზაციულ უზრუნველყოფას; ნ) კანონმდებლობით მინიჭებული უფლებამოსილების ფარგლებში ნებართვის გაცემის ორგანიზაციულ უზრუნველყოფას; ო) საჭიროების შემთხვევაში გარემოზე ზემოქმედების შეფასების ანგარიშის საჯარო განხილვის პროცედურაში მონაწილეობის მიღებას; პ) გარემოზე ზემოქმედების სპეციალური საბჭოს საქმიანობის ორგანიზაციულ უზრუნველყოფას; ჟ) კანონმდებლობით გათვალისწინებულ სხვა უფლებამოსილებებს. |
| მუხლი 9 |
ანალიტიკური სამმართველო ახორციელებს:
ა) რეგულირების ობიექტების მონაცემთა ბაზის შექმნას, რეგულირების ობიექტების მიერ წარმოდგენილი ნებართვის/ეკოლოგიური ექსპერტიზის დასკვნის პირობების შესრულების ანგარიშგების ანალიზს; ბ) გარემოზე ზემოქმედების ნებართვის /ეკოლოგიურ ექსპერტიზის დასკვნის მქონე ორგანიზაციების მონაცემთა ბაზის შემუშავებას; გ) გარემოზე ზემოქმედების ნებართვის/ეკოლოგიური ექსპერტიზის დასკვნით დადგენილი პირობებით შესრულების მიზნით, სამინისტროში შესათანხმებლად წარმოსადგენი დოკუმენტაციის ვადების მონიტორინგს, ანალიზსა და კოორდინაციას; დ) რეგულირების ობიექტების მიერ გარემოზე ზემოქმედების ნებართვის/ეკოლოგიური ექსპერტიზის დასკვნით გათვალისწინებული ვალდებულების შესრულების შესახებ შესაბამისი ინფორმაციის მიწოდებას სახელმწიფო კონტროლის განმახორციელებელი ორგანოსათვის; ე) საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით, საქმიანობის განმახორციელებლის ადმინისტრაციულ სამართალდამრღვევად ცნობის შემდგომ, სანებართვო პირობების დაკმაყოფილებისათვის გონივრული ვადის განსაზღვრას; ვ) კანონმდებლობით გათვალისწინებულ სხვა უფლებამოსილებებს. |
| მუხლი 10 |
1.
სამმართველოს ხელმძღვანელობს სამმართველოს უფროსი, რომელსაც თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს მინისტრი. |
2.
სამმართველოს უფროსი თავისი კომპეტენციის ფარგლებში: |
ა)
ხელმძღვანელობს სამმართველოს საქმიანობას; |
ბ)
განიხილავს და ანაწილებს სამმართველოში შემოსულ დოკუმენტაციას; |
გ)
ანაწილებს მოვალეობებს სამმართველოს საჯარო მოსამსახურეთა შორის, უზრუნველყოფს სამმართველოს მუშაობის ორგანიზაციას, აკონტროლებს სამმართველოს საჯარო მოსამსახურეთა მიერ სამსახურებრივი მოვალეობების ჯეროვან შესრულებას; |
დ)
აკონტროლებს მინისტრის ბრძანებების, მითითებების, დავალებების, კურატორი მინისტრის მოადგილისა და დეპარტამენტის უფროსის დავალებების შესრულებას; |
ე)
ასრულებს მინისტრის, კურატორი მინისტრის მოადგილისა და დეპარტამენტის უფროსის დავალებებს; |
ვ)
ახორციელებს სხვა უფლებამოსილებებს. |
3.
სამმართველოს უფროსი სამმართველოს და მის მიერ განხორციელებულ საქმიანობაზე ანგარიშვალდებულია მინისტრის, კურატორი მინისტრის მოადგილის და დეპარტამენტის უფროსის წინაშე. |
თავი IV
დასკვნითი დებულებები |
| მუხლი 11 |
1.
დეპარტამენტის საჯარო მოსამსახურეებს თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს მინისტრი. |
2.
დეპარტამენტის საჯარო მოსამსახურეთა ძირითადი უფლებები და მოვალეობები განისაზღვრება თანამდებობრივი ინსტრუქციებით, სამინისტროს შინაგანაწესითა და საქართველოს კანონმდებლობით. |
| მუხლი 12 |
დეპარტამენტის დებულებაში ცვლილებებისა და/ან დამატებების შეტანა ხორციელდება მინისტრის ბრძანებით, კანონმდებლობით დადგენილი წესით. |
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები