„საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს გარემოზე ზემოქმედების ნებართვების დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრის 2013 წლის 10 მაისის №24 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

დოკუმენტის ნომერი 226
დოკუმენტის მიმღები საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრი
მიღების თარიღი 29/09/2015
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მინისტრის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 30/09/2015
ძალის დაკარგვის თარიღი 06/10/2017
სარეგისტრაციო კოდი 010240030.22.023.016349
226
29/09/2015
ვებგვერდი, 30/09/2015
010240030.22.023.016349
„საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს გარემოზე ზემოქმედების ნებართვების დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრის 2013 წლის 10 მაისის №24 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრი
 
საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრის

ბრძანება №226

2015 წლის 29 სექტემბერი

ქ. თბილისი

„საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს გარემოზე ზემოქმედების ნებართვების დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრის 2013 წლის 10 მაისის №24 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის საფუძველზე, ვბრძანებ:

მუხლი 1
„საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს გარემოზე ზემოქმედების ნებართვების დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრის 2013 წლის 10 მაისის №24 ბრძანებით (სსმ, ვებგვერდი, 10/05/2013, 010240030.22.023.016149) დამტკიცებულ დებულებაში შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:
1. დებულების მე-4  მუხლის  ,,ა“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,ა) საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით გარემოზე ზემოქმედების ნებართვის (შემდგომში ნებართვა) გაცემა, ეკოლოგიური ექსპერტიზის განხორციელების ორგანიზება, ეკოლოგიური ექსპერტიზის კომისიაში მონაწილეობა და ეკოლოგიური ექსპერტიზის დასკვნის შედგენა,   მიმდინარე საქმიანობის გაგრძელების შესახებ გადაწყვეტილების მიღების მიზნით ექსპერტიზის ორგანიზება და საექსპერტო კომისიაში მონაწილეობა.“.

2. დებულების  მე-8  მუხლის „ა“ ქვეპუნქტი  ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,ა) საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით გარემოზე ზემოქმედების ნებართვის გაცემას, ეკოლოგიური ექსპერტიზის განხორციელების ორგანიზებად, ეკოლოგიური ექსპერტიზის კომისიაში მონაწილეობასა და ეკოლოგიური ექსპერტიზის დასკვნის შედგენას,   მიმდინარე საქმიანობის გაგრძელების შესახებ გადაწყვეტილების მიღების მიზნით ექსპერტიზის ორგანიზებას და საექსპერტო კომისიაში მონაწილეობას.“.

მუხლი 2
ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრიგიგლა აგულაშვილი