დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს გარემოზე ზემოქმედების ნებართვების დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 33 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრი |
| მიღების თარიღი | 05/10/2017 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მინისტრის ბრძანება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 06/10/2017 |
| სარეგისტრაციო კოდი | 010240030.22.023.016462 |
33
05/10/2017
ვებგვერდი, 06/10/2017
010240030.22.023.016462
საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს გარემოზე ზემოქმედების ნებართვების დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ
საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრი
|
საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს გარემოზე ზემოქმედების ნებართვების დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ
|
,,საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ” საქართველოს კანონის მე-18 მუხლის მე-2 პუნქტის, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 61-ე მუხლისა და ,,საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ” საქართველოს მთავრობის 2016 წლის 23 დეკემბრის №572 დადგენილებით დამტკიცებული დებულების მე-4 მუხლის მე-2 პუნქტის „თ” ქვეპუნქტის საფუძველზე, ვბრძანებ: |
1.
დამტკიცდეს თანდართული საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს გარემოზე ზემოქმედების ნებართვების დეპარტამენტის დებულება. |
2.
ძალადაკარგულად გამოცხადდეს „საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს გარემოზე ზემოქმედების ნებართვების დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრის 2013 წლის 10 მაისის № 24 ბრძანება. |
3.
ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. |
|
საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს გარემოზე ზემოქმედების ნებართვების დეპარტამენტის დებულება
|
თავი I
ზოგადი დებულებანი |
| მუხლი 1 |
1.
ეს დებულება განსაზღვრავს საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს (შემდგომში – სამინისტრო) გარემოზე ზემოქმედების ნებართვების დეპარტამენტის (შემდგომში – დეპარტამენტი) სამართლებრივ სტატუსს, სტრუქტურას, უფლებამოსილებას, ანგარიშვალდებულებას და აწესრიგებს მის საქმიანობასთან დაკავშირებულ სხვა საკითხებს. |
2.
დეპარტამენტი არის სამინისტროს სტრუქტურული ქვედანაყოფი. |
| მუხლი 2 |
დეპარტამენტი თავის საქმიანობას წარმართავს საქართველოს კონსტიტუციის, საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებებისა და შეთანხმებების, სხვა საკანონმდებლო აქტების, საქართველოს პრეზიდენტის, საქართველოს მთავრობისა და საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრის (შემდგომში – მინისტრი) სამართლებრივი აქტების შესაბამისად. |
| მუხლი 3 |
დეპარტამენტი თავისი ამოცანებისა და ფუნქციების განხორციელებისას წარმოადგენს სამინისტროს და ანგარიშვალდებულია მინისტრისა და კურატორი მინისტრის მოადგილის წინაშე. |
თავი II
დეპარტამენტის ფუნქციები და ამოცანები |
| მუხლი 4 |
დეპარტამენტის ძირითადი ფუნქციები და ამოცანებია: |
ა)
საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით გარემოზე ზემოქმედების ნებართვის (შემდგომში – ნებართვა) გაცემა, ეკოლოგიური ექსპერტიზისა და მიმდინარე საქმიანობის გაგრძელების შესახებ გადაწყვეტილების მიღების მიზნით ექსპერტიზის პროცესის ორგანიზება, ეკოლოგიური ექსპერტიზის დასკვნის შედგენა; |
ბ)
მიმდინარე საქმიანობის გაგრძელების შესახებ გადაწყვეტილების გაცემა და აღნიშნულის უზრუნველყოფის მიზნით, ეკოლოგიური აუდიტის ანგარიშისა და გარემოზე ზემოქმედების შემცირების ღონისძიებათა გეგმა-გრაფიკის განხილვა; |
გ)
საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ ვადაში ნებართვის მაძიებლის/ეკოლოგიური ექსპერტიზის დასკვნის მიღების მსურველი პირის ან საქმიანობის განმახორციელებლის მიერ წარდგენილი განცხადებისა და თანდართული დოკუმენტაციის საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებთან შესაბამისობის შემოწმება; |
დ)
საპროექტო დოკუმენტაციის ირგვლივ შემოსული შენიშვნებისა და წინადადებების ანალიზი; |
ე)
საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით ნებართვის მაძიებლის/ეკოლოგიური ექსპერტიზის დასკვნის მიღების მსურველი პირის ან საქმიანობის განმახორციელებლის მიერ წარდგენილი დოკუმენტაციის კანონმდებლობით დადგენილი წესით შენახვა; |
ვ)
საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით ნებართვის/ეკოლოგიური ექსპერტიზის დასკვნის/მიმდინარე საქმიანობის გაგრძელების შესახებ გადაწყვეტილების გაცემისათვის აუცილებელი დოკუმენტების მიღება, აღრიცხვა, დამუშავება, მომზადება და ამ დოკუმენტების სამინისტროს სტრუქტურულ ქვედანაყოფებსა ან/და სამინისტროს სისტემაში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიულ პირებში დაგზავნა სათანადო განხილვის, შეთანხმების, დასკვნის მომზადებისა და დეპარტამენტში წარმოდგენისათვის; |
ზ)
საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით ნებართვის/ეკოლოგიური ექსპერტიზის დასკვნის გაცემისათვის შესაბამისი დოკუმენტაციის მომზადება. მიღებული გადაწყვეტილების საფუძველზე მინისტრისათვის რეკომენდაციისა და შესაბამისი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ- სამართლებრივი აქტის პროექტის წარდგენა; |
თ)
,,მკაცრი აღრიცხვის ფორმების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად, სანებართვო მოწმობების გამოყენება და აღრიცხვა; |
ი)
სანებართვო მოწმობების გაცემა; |
კ)
ნებართვებში/ეკოლოგიური ექსპერტიზის დასკვნაში ცვლილებების შეტანის თაობაზე ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის პროექტის მომზადება; |
ლ)
უწყებრივი სანებართვო რეესტრის წარმოება; |
მ)
კომპეტენციის ფარგლებში ნებართვებთან/ეკოლოგიური ექსპერტიზის დასკვნის დამტკიცებასთან დაკავშირებული საჩივრისა და სარჩელის ადმინისტრაციული და სასამართლო წესით განხილვის პროცესში მონაწილეობის მიღება; |
ნ)
კომპეტენციების ფარგლებში ფიზიკური და იურიდიული პირებისაგან მიღებული განცხადებების განხილვა; |
ო)
დამოუკიდებელ ექსპერტთა რეესტრის წარმოება, შესაბამისი მონაცემთა ბაზის შექმნა, დამოუკიდებელ ექსპერტთა რეესტრში პირთა დარეგისტრირებისა და რეგისტრაციიდან გამოყვანის ორგანიზაციული უზრუნველყოფა; |
პ)
საჭიროების შემთხვევაში გარემოზე ზემოქმედების შეფასების ანგარიშის საჯარო განხილვის პროცედურაში მონაწილეობის მიღება; |
ჟ)
რეგულირების ობიექტების მონაცემთა ბაზის შექმნა, რეგულირების ობიექტების მიერ წარმოდგენილი ნებართვის/ეკოლოგიური ექსპერტიზის დასკვნის პირობების შესრულების ანგარიშგების ანალიზი; |
რ)
გარემოზე ზემოქმედების ნებართვის/ეკოლოგიური ექსპერტიზის დასკვნის მქონე ორგანიზაციების მონაცემთა ბაზის შემუშავება; |
ს)
გარემოზე ზემოქმედების ნებართვით/ეკოლოგიური ექსპერტიზის დასკვნით დადგენილი პირობების შესრულების მიზნით, სამინისტროში შესათანხმებლად წარმოსადგენი დოკუმენტაციის ვადების მონიტორინგი, ანალიზი და კოორდინაცია; |
ტ)
რეგულირების ობიექტების მიერ გარემოზე ზემოქმედების ნებართვით/ეკოლოგიური ექსპერტიზის დასკვნით გათვალისწინებული ვალდებულების შესრულების შესახებ შესაბამისი ინფორმაციის მიწოდება სახელმწიფო კონტროლის განმახორციელებელი ორგანოსათვის; |
უ)
საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით, საქმიანობის განმახორციელებლის ადმინისტრაციულ სამართალდამრღვევად ცნობის შემდგომ, სანებართვო პირობების დაკმაყოფილებისათვის გონივრული ვადის განსაზღვრა; |
ფ)
ნებართვის გაცემის, მასში ცვლილებების შეტანის ან მისი გაუქმების შესახებ მონაცემთა კანონმდებლობით დადგენილი წესით გამოქვეყნება; |
ქ)
გარემოზე ზემოქმედების ნებართვის, ეკოლოგიური ექსპერტიზის დასკვნისა და მიმდინარე საქმიანობის გაგრძელების შესახებ გადაწყვეტილების გაცემასთან დაკავშირებული დოკუმენტაციის საჯაროობის უზრუნველყოფის ხელშეწყობა; |
ღ)
სწორი სივრცითი და სექტორული დაგეგმარების ხელშემწყობი ღონისძიებების განხორციელება; |
ყ)
გარემოს დაცვის სფეროში მონაცემთა მართვის ეროვნული გეოინფორმაციული სისტემის შექმნისა და არსებული მონაცემთა ბაზების ინტეგრირებისათვის საჭირო ღონისძიებების განხორციელება; |
შ)
კომპეტენციის ფარგლებში, დაინტერესებული მხარისათვის სამართლებრივი დახმარების გაწევა; |
ჩ)
კომპეტენციის ფარგლებში, ნორმატიული აქტების პროექტების შემუშავებაში მონაწილეობის მიღება; |
ც)
კომპეტენციის ფარგლებში, ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის პროექტის მომზადება და მინისტრისათვის წარდგენა; |
ძ)
გარემოზე ზემოქმედების სპეციალური საბჭოს საქმიანობის ორგანიზაციული უზრუნველყოფა; |
წ)
კანონმდებლობით დადგენილი წესით, ნებართვის გაუქმების თაობაზე დასაბუთებული დასკვნის მომზადება და შესაბამისი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის პროექტის მინისტრისათვის წარდგენა; |
ჭ)
კომპეტენციის ფარგლებში, გარემოს დაცვის სფეროში საქართველოს კანონმდებლობის ევროკავშირის კანონმდებლობასთან ჰარმონიზაციის მიზნით, შესაბამისი ღონისძიებების დაგეგმვა და განხორციელება. |
ხ)
კომპეტენციის ფარგლებში, გარემოსდაცვით სფეროში საერთაშორისო ვალდებულებების უზრუნველსაყოფად სტრატეგიული დოკუმენტების განხილვა/დამუშავება და შესაბამისი წინადადებებისა და რეკომენდაციების შემუშავება; |
ჯ)
კომპეტენციის ფარგლებში, სამინისტროს გარემოსდაცვითი პოლიტიკისა და საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტისათვის ეკოლოგიური ექსპერტიზის განხორციელებისა და გარემოზე ზემოქმედების ნებართვის გაცემის სფეროში საერთაშორისო წყაროებით დაფინანსებული პროექტების მიმდინარეობის შესახებ არსებული კითხვარის შესაბამისად ინფორმაციის მიწოდება; |
ჰ)
კომპეტენციის ფარგლებში, სამინისტროს გარემოსდაცვითი პოლიტიკისა და საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტისათვის ეკოლოგიური ექსპერტიზის განხორციელებისა და გარემოზე ზემოქმედების ნებართვის გაცემის სფეროში მიმდინარე პროექტების ფარგლებში დაგეგმილი შეხვედრების შესახებ შეტყობინება; |
ჰ1)
კომპეტენციის ფარგლებში, გარემოსდაცვითი პოლიტიკისა და საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტისათვის ეკოლოგიური ექსპერტიზის განხორციელებისა და გარემოზე ზემოქმედების ნებართვის გაცემის სფეროში საერთაშორისო ხელშეკრულებებით ნაკისრი ვალდებულებების განხორციელების და საერთაშორისო ორგანიზაციების/პროცესების ეგიდით საქართველოში მიმდინარე ქმედებების შესახებ ინფორმაციის, ასევე, შესაბამის სამდივნოებში წარდგენილი ეროვნული ანგარიშების ასლების პერიოდულად მიწოდება; |
ჰ2)
კომპეტენციის ფარგლებში, ნებართვის/ეკოლოგიური ექსპერტიზის დასკვნის გაცემამდე, სამინისტროს სტრუქტურული ქვედანაყოფებისა და სისტემაში შემავალი დაწებულებების, ასევე დამოუკიდებელი ექსპერტების მონაწილეობით გარემოზე ზემოქმედების შეფასების ანგარიშზე მომზადებული შენიშვნების განსახილველად შეხვედრის მოწყობა; |
ჰ3)
კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა უფლებამოსილებების განხორციელება. |
თავი III
დეპარტამენტის ხელმძღვანელობა, სტრუქტურა და მოსამსახურეები |
| მუხლი 5 |
1.
დეპარტამენტს ხელმძღვანელობს პირველადი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელი, რომელსაც კანონმდებლობით დადგენილი წესით თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს მინისტრი. |
2.
პირველადი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელი ანგარიშვალდებულია მინისტრისა და კურატორი მინისტრის მოადგილის წინაშე. |
| მუხლი 6 |
1.
პირველადი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელი: |
ა)
ხელმძღვანელობს და წარმართავს დეპარტამენტის საქმიანობას; |
ბ)
წარმოადგენს დეპარტამენტს დაკისრებული უფლება-მოვალეობების განხორციელებისას; |
გ)
ზედამხედველობს დეპარტამენტის საჯარო მოსამსახურეების მიერ თავიანთი სამსახურებრივი მოვალეობების ჯეროვან შესრულებას, ახორციელებს მათ მიერ სამინისტროს შინაგანაწესის შესრულების კონტროლს; |
დ)
ხელს აწერს სანებართვო მოწმობას, ეკოლოგიური ექსპერტიზის დასკვნას; |
ე)
ხელს აწერს ან ვიზას ადებს დეპარტამენტში მომზადებულ დოკუმენტებს, აგრეთვე კომპეტენციის ფარგლებში ახორციელებს სამინისტროს სტრუქტურული ქვედანაყოფების მიერ მომზადებულ სამართლებრივი აქტების პროექტების ვიზირებას; |
ვ)
წელიწადში ერთხელ, მინისტრს და კურატორ მინისტრის მოადგილეს წარუდგენს ანგარიშს დეპარტამენტის მიერ გაწეული საქმიანობის შესახებ; |
ზ)
უზრუნველყოფს საქართველოს კანონმდებლობით დეპარტამენტისათვის დაკისრებული ფუნქციების შესრულების ორგანიზებას, რისთვისაც წარუდგენს მინისტრს წინადადებებს ცალკეული საკითხების მოწესრიგებისა და გადაწყვეტის თვალსაზრისით; |
თ)
წარუდგენს სამინისტროს ხელმძღვანელობას წინადადებებს დეპარტამენტის შტატების, მუშაობის ორგანიზაციის, დეპარტამენტის საჯარო მოსამსახურეების წახალისების ან მათთვის დისციპლინური პასუხისმგებლობის შეფარდების შესახებ; |
ი)
შუამდგომლობს იმ სახსრებისა და მოწყობილობების გამოყოფაზე, რაც აუცილებელია დეპარტამენტის წინაშე მდგარი ფუნქციებისა და ამოცანების შესასრულებლად; |
კ)
შუამდგომლობს დეპარტამენტის საჯარო მოსამსახურეების კვალიფიკაციის ამაღლებისა და გადამზადების თაობაზე; |
ლ)
ახორციელებს დებულებით, მინისტრის სამართლებრივი აქტებითა და კანონმდებლობით განსაზღვრულ სხვა ფუნქციებსა და დავალებებს. |
2.
დეპარტამენტის ხელმძღვანელის მიერ სამსახურებრივ უფლებამოსილებათა შესრულების შეუძლებლობის კანონმდებლობით დადგენილ შემთხვევებში მისი ფუნქციები დროებით ეკისრება დეპარტამენტის პირველადი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელის მოადგილეს. |
| მუხლი 7 |
1.
დეპარტამენტის პირველადი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელს ჰყავს მოადგილე, რომელსაც თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს მინისტრი. |
2.
დეპარტამენტის პირველადი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელის მოადგილე: |
ა)
კომპეტენციის ფარგლებში ზედამხედველობს დეპარატამენტის საჯარო მოსამსახურეთა მიერ სამსახურებრივი მოვალეობების შესრულებას, ახორციელებს მათ მიერ სამინისტროს შინაგანაწესის შესრულების კონტროლს; |
ბ)
აკონტროლებს მინისტრის ბრძანებების, მითითებების, დავალებების, კურატორი მინისტრის მოადგილისა და დეპარატმენტის პირველადი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელის დავალებების შესრულებას; |
გ)
კომპეტენციის ფარგლებში ვიზას ადებს სამინისტროს სტრუქტურული ქვედანაყოფების მიერ შემუშავებული შესაბამისი სამართლებრივი აქტების პროექტებს; |
დ)
დეპარტამენტის პირველადი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელის მოადგილე ანგარიშვალდებულია დეპარტამენტის პირველადი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელის წინაშე. |
| მუხლი 8 |
დეპარტამენტის მეორადი სტრუქტურული ერთეულებია: |
ა)
ნებართვების სამმართველო; |
ბ)
სტრატეგიული დაგეგმვისა და ანალიტიკური სამმართველო. |
| მუხლი 9 |
ნებართვების სამმართველო ახორციელებს: |
ა)
საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით გარემოზე ზემოქმედების ნებართვის გაცემას, ეკოლოგიური ექსპერტიზის განხორციელების ორგანიზებას, ეკოლოგიური ექსპერტიზის დასკვნის შედგენასა და მიმდინარე საქმიანობის გაგრძელების შესახებ გადაწყვეტილების მიღების მიზნით ექსპერტიზის ორგანიზებას; |
ბ)
მიმდინარე საქმიანობის გაგრძელების შესახებ გადაწყვეტილების გაცემას და აღნიშნულის უზრუნველყოფის მიზნით, ეკოლოგიური აუდიტის ანგარიშისა და გარემოზე ზემოქმედების შემცირების ღონისძიებათა გეგმა-გრაფიკის განხილვას; |
გ)
საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ ვადაში ნებართვის მაძიებლის/ეკოლოგიური ექსპერტიზის დასკვნის მიღების მსურველი პირის ან საქმიანობის განმახორციელებლის მიერ წარდგენილი განცხადებისა და თანდართული დოკუმენტაციის საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებთან შესაბამისობის შემოწმებას; |
დ)
საპროექტო დოკუმენტაციის ირგვლივ შემოსული შენიშვნებისა და წინადადებების ანალიზს; |
ე)
საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით ნებართვის მაძიებლის/ეკოლოგიური ექსპერტიზის დასკვნის მიღების მსურველი პირის ან საქმიანობის განმახორციელებლის მიერ წარდგენილი დოკუმენტაციის კანონმდებლობით დადგენილი წესით შენახვას; |
ვ)
საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით ნებართვის/ეკოლოგიური ექსპერტიზის დასკვნის გაცემისათვის აუცილებელი დოკუმენტების მიღებას, აღრიცხვას, დამუშავებას, მომზადებასა და ამ დოკუმენტების სამინისტროს სტრუქტურულ ქვედანაყოფებსა ან/და სამინისტროს სისტემაში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიულ პირებში დაგზავნას სათანადო განხილვის, შეთანხმების, დასკვნის მომზადებისა და დეპარტამენტში წარმოდგენისათვის; |
ზ)
საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით ნებართვის/ეკოლოგიური ექსპერტიზის დასკვნის გაცემისათვის შესაბამისი დოკუმენტაციის მომზადებას. მიღებული გადაწყვეტილების საფუძველზე მინისტრისათვის რეკომენდაციისა და შესაბამისი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის პროექტის წარდგენას; |
თ)
,,მკაცრი აღრიცხვის ფორმების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად, სანებართვო მოწმობების გამოყენებასა და აღრიცხვას; |
ი)
უწყებრივი სანებართვო რეესტრის წარმოებას; |
კ)
ფიზიკური და იურიდიული პირებისაგან მიღებული განცხადებების განხილვას; |
ლ)
კანონმდებლობით მინიჭებული უფლებამოსილების ფარგლებში, ნებართვის გაცემის ორგანიზაციულ უზრუნველყოფას; |
მ)
საჭიროების შემთხვევაში გარემოზე ზემოქმედების შეფასების ანგარიშის საჯარო განხილვის პროცედურაში მონაწილეობის მიღებას; |
ნ)
კომპეტენციის ფარგლებში, ნებართვის/ეკოლოგიური ექსპერტიზის დასკვნის გაცემამდე, სამინისტროს სტრუქტურულ ქვედანაყოფებისა და სისტემაში შემავალი დაწებულებების, ასევე დამოუკიდებელი ექსპერტების მონაწილეობით გარემოზე ზემოქმედების შეფასების ანგარიშზე მომზადებული შენიშვნების განსახილველად შეხვედრის მოწყობას; |
ო)
კანონმდებლობით გათვალისწინებულ სხვა უფლებამოსილებებს. |
| მუხლი 10 |
სტრატეგიული დაგეგმვისა და ანალიტიკური სამმართველო ახორციელებს: |
ა)
რეგულირების ობიექტების მონაცემთა ბაზის შექმნას, რეგულირების ობიექტების მიერ წარმოდგენილი ნებართვის/ეკოლოგიური ექსპერტიზის დასკვნის პირობების შესრულების ანგარიშგების ანალიზს; |
ბ)
ნებართვის/ეკოლოგიური ექსპერტიზის დასკვნის მქონე ორგანიზაციების მონაცემთა ბაზის შემუშავებას; |
გ)
გარემოზე ზემოქმედების ნებართვით/ეკოლოგიური ექსპერტიზის დასკვნით დადგენილი პირობების შესრულების მიზნით, სამინისტროში შესათანხმებლად წარმოსადგენი დოკუმენტაციის ვადების მონიტორინგს, ანალიზსა და კოორდინაციას; |
დ)
რეგულირების ობიექტების მიერ გარემოზე ზემოქმედების ნებართვით/ეკოლოგიური ექსპერტიზის დასკვნით გათვალისწინებული ვალდებულების შესრულების შესახებ შესაბამისი ინფორმაციის მიწოდებას სახელმწიფო კონტროლის განმახორციელებელი ორგანოსათვის; |
ე)
საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით, საქმიანობის განმახორციელებლის ადმინისტრაციულ სამართალდამრღვევად ცნობის შემდგომ, სანებართვო პირობების დაკმაყოფილებისათვის გონივრული ვადის განსაზღვრას; |
ვ)
ნებართვებში/ეკოლოგიური ექსპერტიზის დასკვნაში ცვლილებების შეტანის თაობაზე ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის პროექტის მომზადებას; |
ზ)
ნებართვის გაცემის, მასში ცვლილებების შეტანის ან მისი გაუქმების შესახებ მონაცემთა კანონმდებლობით დადგენილი წესით გამოქვეყნებას; |
თ)
გარემოზე ზემოქმედების ნებართვის, ეკოლოგიური ექსპერტიზის დასკვნისა და მიმდინარე საქმიანობის გაგრძელების შესახებ გადაწყვეტილების გაცემასთან დაკავშირებული დოკუმენტაციის საჯაროობის უზრუნველყოფის ხელშეწყობას; |
ი)
სწორი სივრცითი და სექტორული დაგეგმარების ხელშემწყობი ღონისძიებების განხორციელებას; |
კ)
გარემოს დაცვის სფეროში მონაცემთა მართვის ეროვნული გეოინფორმაციული სისტემის შექმნისა და არსებული მონაცემთა ბაზების ინტეგრირებისათვის საჭირო ღონისძიებების განხორციელებას; |
ლ)
დამოუკიდებელ ექსპერტთა რეესტრის წარმოებას, შესაბამის მონაცემთა ბაზის შექმნას, დამოუკიდებელ ექსპერტთა რეესტრში პირთა დარეგისტრირებისა და რეგისტრაციიდან გამოყვანის ორგანიზაციულ უზრუნველყოფას; |
მ)
კომპეტენციის ფარგლებში დაინტერესებული მხარისათვის სამართლებრივი დახმარების გაწევას; |
ნ)
კომპეტენციის ფარგლებში ნორმატიული აქტების პროექტების შემუშავებაში მონაწილეობის მიღებას; |
ო)
კომპეტენციის ფარგლებში ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის პროექტის მომზადებასა და მინისტრისათვის წარდგენას; |
პ)
გარემოზე ზემოქმედების სპეციალური საბჭოს საქმიანობის ორგანიზაციულ უზრუნველყოფას; |
ჟ)
კანონმდებლობით დადგენილი წესით, ნებართვის გაუქმების თაობაზე დასაბუთებული დასკვნის მომზადებას და შესაბამისი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის პროექტის მინისტრისათვის წარდგენას; |
რ)
კომპეტენციის ფარგლებში, გარემოს დაცვის სფეროში საქართველოს კანონმდებლობის ევროკავშირის კანონმდებლობასთან ჰარმონიზაციის მიზნით შესაბამისი ღონისძიებების დაგეგმვასა და განხორციელებას; |
ს)
კომპეტენციის ფარგლებში, გარემოსდაცვით სფეროში საერთაშორისო ვალდებულებების უზრუნველსაყოფად სტრატეგიული დოკუმენტების განხილვა/დამუშავებასა და შესაბამისი წინადადებებისა და რეკომენდაციების შემუშავებას; |
ტ)
კომპეტენციის ფარგლებში, სამინისტროს გარემოსდაცვითი პოლიტიკისა და საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტისათვის ეკოლოგიური ექსპერტიზის განხორციელებისა და გარემოზე ზემოქმედების ნებართვის გაცემის სფეროში საერთაშორისო წყაროებით დაფინანსებული პროექტების მიმდინარეობის შესახებ არსებული კითხვარის შესაბამისად ინფორმაციის მიწოდებას; |
უ)
კომპეტენციის ფარგლებში, სამინისტროს გარემოსდაცვითი პოლიტიკისა და საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტისათვის ეკოლოგიური ექსპერტიზის განხორციელებისა და გარემოზე ზემოქმედების ნებართვის გაცემის სფეროში მიმდინარე პროექტების ფარგლებში დაგეგმილი შეხვედრების შესახებ შეტყობინებას; |
ფ)
კომპეტენციის ფარგლებში, გარემოსდაცვითი პოლიტიკისა და საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტისათვის ეკოლოგიური ექსპერტიზის განხორციელებისა და გარემოზე ზემოქმედების ნებართვის გაცემის სფეროში საერთაშორისო ხელშეკრულებებით ნაკისრი ვალდებულებების განხორციელების და საერთაშორისო ორგანიზაციების/პროცესების ეგიდით საქართველოში მიმდინარე ქმედებების შესახებ ინფორმაციის, ასევე, შესაბამის სამდივნოებში წარდგენილი ეროვნული ანგარიშების ასლების პერიოდულად მიწოდებას; |
ქ)
კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა უფლებამოსილებების განხორციელებას. |
| მუხლი 11 |
1.
მეორად სტრუქტურულ ერთეულს ჰყავს ხელმძღვანელი, რომელსაც თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს მინისტრი. |
2.
მეორადი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელი თავისი კომპეტენციის ფარგლებში: |
ა)
ხელმძღვანელობს სამმართველოს საქმიანობას; |
ბ)
განიხილავს და ანაწილებს სამმართველოში შემოსულ დოკუმენტაციას; |
გ)
ანაწილებს მოვალეობებს სამმართველოს საჯარო მოსამსახურეთა შორის, უზრუნველყოფს სამმართველოს მუშაობის ორგანიზაციას, აკონტროლებს სამმართველოს საჯარო მოსამსახურეთა მიერ სამსახურებრივი მოვალეობების ჯეროვან შესრულებას; |
დ)
აკონტროლებს მინისტრის ბრძანებების, მითითებების, დავალებების, კურატორი მინისტრის მოადგილისა და დეპარტამენტის პირველადი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელის დავალებების შესრულებას; |
ე)
ასრულებს მინისტრის, კურატორი მინისტრის მოადგილისა და დეპარტამენტის პირველადი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელის დავალებებს; |
ვ)
ახორციელებს სხვა უფლებამოსილებებს. |
3.
მეორადი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელი სამმართველოს და მის მიერ განხორციელებულ საქმიანობაზე ანგარიშვალდებულია მინისტრის, კურატორი მინისტრის მოადგილის და დეპარტამენტის პირველადი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელის წინაშე. |
თავი IV
დასკვნითი დებულებები |
| მუხლი 12 |
1.
დეპარტამენტის საჯარო მოსამსახურეებს თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს მინისტრი. |
2.
დეპარტამენტის საჯარო მოსამსახურეთა ძირითადი უფლებები და მოვალეობები განისაზღვრება თანამდებობრივი ინსტრუქციებით, სამინისტროს შინაგანაწესითა და საქართველოს კანონმდებლობით. |
| მუხლი 13 |
დეპარტამენტის დებულებაში ცვლილებებისა და/ან დამატებების შეტანა ხორციელდება მინისტრის ბრძანებით, კანონმდებლობით დადგენილი წესით. |
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები