დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს გარემოზე ზემოქმედების ნებართვების დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრის 2013 წლის 10 მაისის №24 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 172 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრი |
| მიღების თარიღი | 09/01/2015 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მინისტრის ბრძანება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 09/01/2015 |
| ძალაში შესვლის თარიღი | 26/01/2015 |
| ძალის დაკარგვის თარიღი | 06/10/2017 |
| სარეგისტრაციო კოდი | 010240030.22.023.016295 |
|
„საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს გარემოზე ზემოქმედების ნებართვების დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრის 2013 წლის 10 მაისის №24 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
|
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ: |
| მუხლი 1 |
,,საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს გარემოზე ზემოქმედების ნებართვების დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ” საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრის მინისტრის 2013 წლის 10 მაისის №24 ბრძანებით (სსმ ვებგვერდი, 13/05/2013, ს/კ 010240030.22.023.016149) დამტკიცებულ დებულებაში შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება და ბრძანებით დამტკიცებული დებულების: |
1.
მე-4 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის ,,ყ1“ ქვეპუნქტი:
,,ყ1. კომპეტენციის ფარგლებში, გარემოს დაცვის სფეროში საქართველოს კანონმდებლობის ევროკავშირის კანონმდებლობასთან ჰარმონიზაციის მიზნით შესაბამისი ღონისძიებების დაგეგმვა და განხორციელება.“ |
2.
მე-6 მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,,2. დეპარტამენტის უფროსის მიერ სამსახურებრივ უფლებამოსილებათა შესრულების შეუძლებლობის კანონმდებლობით დადგენილ შემთხვევებში მის მოვალეობას ასრულებს დეპარტამენტის უფროსის მოადგილე. |
3.
დებულებას დაემატოს შემდეგი შინაარსის 61 მუხლი:
,,მუხლი 61 1. დეპარტამენტის უფროსს ჰყავს მოადგილე, რომელსაც თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს მინისტრი. 2. დეპარტამენტის უფროსის მოადგილე: ა) კომპეტენციის ფარგლებში ზედამხედველობს დეპარატამენტის საჯარო მოსამსახურეთა მიერ სამსახურებრივი მოვალეობების შესრულებას, ახორციელებს მათ მიერ სამინისტროს შინაგანაწესის შესრულების კონტროლს; ბ) აკონტროლებს მინისტრის ბრძანებების, მითითებების, დავალებების, კურატორი მინისტრის მოადგილისა და დეპარატმენტის უფროსის დავალებების შესრულებას; გ) კომპეტენციის ფარგლებში ვიზას ადებს სამინისტროს სტრუქტურული ქვედანაყოფების მიერ შემუშავებული შესაბამისი სამართლებრივი აქტების პროექტებს; დ) დეპარტამენტის უფროსის მოადგილე ანგარიშვალდებულია დეპარტამენტის უფროსის წინაშე.“ |
4.
მე-9 მუხლის ,,ვ” ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,,ვ) კომპეტენციის ფარგლებში, კანონმდებლობით დადგენილი წესით, საერთაშორისო ხელშეკრულებებითა და კონვენციებით გათვალისწინებულ ვალდებულებათა შესრულებისათვის შესაბამისი წინადადებების მომზადებას.“ |
5.
მე-9 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის ,,ზ”, ,,თ” და ,,ი” ქვეპუნქტები:
,,ზ) კომპეტენციის ფარგლებში, გარემოს დაცვის სფეროში საქართველოს კანონმდებლობის ევროკავშირის კანონმდებლობასთან ჰარმონიზაციის მიზნით შესაბამისი ღონისძიებების დაგეგმვასა და განხორციელებას; თ) კომპეტენციის ფარგლებში, გარემოსდაცვით სფეროში საერთაშორისო ვალდებულებების უზრუნველსაყოფად შესაბამისი სტრატეგიული დოკუმენტების განხილვასა და დამუშავებას.“ ი) კანონმდებლობით გათვალისწინებულ სხვა უფლებამოსილებებს”. |
| მუხლი 2 |
ეს ბრძანება ამოქმედდეს 2015 წლის 26 იანვრიდან. |
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები