დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „თვითმმართველი ქალაქის - ბათუმის ტერიტორიაზე პარკირების საერთო ადგილებით და პარკირების სპეციალური ადგილებით სარგებლობისათვის საფასურის დადგენის შესახებ“ თვითმმართველი ქალაქის - ბათუმის საკრებულოს 2013 წლის 28 თებერვლის №4 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 2 |
| დოკუმენტის მიმღები | ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტი |
| მიღების თარიღი | 18/01/2018 |
| დოკუმენტის ტიპი | მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 25/01/2018 |
| სარეგისტრაციო კოდი | 010250020.35.132.016350 |
|
„თვითმმართველი ქალაქის – ბათუმის ტერიტორიაზე პარკირების საერთო ადგილებით და პარკირების სპეციალური ადგილებით სარგებლობისათვის საფასურის დადგენის შესახებ“ თვითმმართველი ქალაქის – ბათუმის საკრებულოს 2013 წლის 28 თებერვლის №4 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
|
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს: |
| მუხლი 1 |
„თვითმმართველი ქალაქის – ბათუმის ტერიტორიაზე პარკირების საერთო ადგილებით და პარკირების სპეციალური ადგილებით სარგებლობისათვის საფასურის დადგენის შესახებ“ თვითმმართველი ქალაქის – ბათუმის საკრებულოს 2013 წლის 28 თებერვლის №4 დადგენილებაში (გამოქვეყნების წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, www.matsne.gov.ge, გამოქვეყნების თარიღი: 06/03/2013, სარეგისტრაციო კოდი: 010250020.35.132.016155) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:
ა) დადგენილების პრეამბულა ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ მე-16 მუხლის მე-2 პუნქტის „კ“ ქვეპუნქტის, 61-ე მუხლის მე-2 პუნქტის, „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 25-ე მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის და „თვითმმართველი ქალაქის – ბათუმის ტერიტორიაზე ავტომანქანების პარკირების მარეგულირებელი ნორმების – ავტომანქანების პარკირების ადგილების განსაზღვრისა და ავტომანქანების პარკირების წესების დადგენის შესახებ“ თვითმმართველი ქალაქის – ბათუმის საკრებულოს 2010 წლის 15 ოქტომბრის №25 დადგენილების მე-7 მუხლის შესაბამისად, ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:“; ბ) დადგენილების მე-10 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „10. ამ დადგენილებით დადგენილი პარკირების საფასურის ამოღებას ახორციელებს პარკირების ორგანიზების განმახორციელებელი მუნიციპალიტეტის მიერ დაფუძნებული კერძო სამართლის იურიდიული პირი. პარკირების საფასური ირიცხება პარკირების ორგანიზების განმახორციელებელი მუნიციპალიტეტის მიერ დაფუძნებული კერძო სამართლის იურიდიული პირის ანგარიშზე და წარმოადგენს მის საკუთრებას.“. |
| მუხლი 2 |
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. |
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები