დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „თვითმმართველი ქალაქის - ბათუმის ტერიტორიაზე პარკირების საერთო ადგილებით და პარკირების სპეციალური ადგილებით სარგებლობისათვის საფასურის დადგენის შესახებ“ თვითმმართველი ქალაქის - ბათუმის საკრებულოს 2013 წლის 28 თებერვლის №4 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 15 |
| დოკუმენტის მიმღები | ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტი |
| მიღების თარიღი | 27/04/2021 |
| დოკუმენტის ტიპი | მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 28/04/2021 |
| სარეგისტრაციო კოდი | 010250020.35.132.016520 |
|
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს: |
| მუხლი 1 |
„თვითმმართველი ქალაქის – ბათუმის ტერიტორიაზე პარკირების საერთო ადგილებით და პარკირების სპეციალური ადგილებით სარგებლობისათვის საფასურის დადგენის შესახებ“ თვითმმართველი ქალაქის – ბათუმის საკრებულოს 2013 წლის 28 თებერვლის №4 დადგენილებაში (გამოქვეყნების წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, www.matsne.gov.ge, გამოქვეყნების თარიღი: 06/03/2013, სარეგისტრაციო კოდი: 010250020.35.132.016155) შეტანილ იქნას შემდეგი ცვლილება:
1. დადგენილების მე-4 და „41“ პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „4. დადგინდეს ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე პარკომეტრებით აღჭურვილი პარკირების საერთო ადგილებით (გარდა ამ დადგენილების 41 პუნქტისა) სარგებლობისათვის საფასური დროის შემდეგი მონაკვეთების მიხედვით: ა) საათამდე პერიოდი – 50 (ორმოცდაათი) თეთრი; ბ) 2 საათამდე პერიოდი – 1 (ერთი) ლარი; გ) ყოველი შემდეგი 01 (ერთი) საათი – 1 (ერთი) ლარი. 41. ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მდებარე თბილისის მოედანი, გოგებაშვილის ქუჩაზე მდებარე კათოლიკური ეკლესიის მიმდებარედ არსებული პარკირების სადგომი, რესტორანი „სანაპირო“-ს მიმდებარედ არსებული პარკირების სადგომი, საზღვაო აკადემიის მიმდებარედ არსებული პარკირების სადგომი, ლეხ და მარია კაჩინსკების პარკის მიმდებარედ არსებული პარკირების სადგომი, სტეფანე ზუბალაშვილის №34-ში არსებული სკვერის მიმდებარედ არსებული პარკირების სადგომი და პარმენ რურუას №10-ში არსებული პარკირების სადგომი (დანართი №2-№7-ს შესაბამისად) განისაზღვროს პარკომეტრით აღჭურვილ პარკირების საერთო ადგილად და დადგინდეს პარკირების ადგილებით სარგებლობისათვის საფასური დროის შემდეგი მონაკვეთების მიხედვით: ა) 1 (ერთი) საათი – 1 (ერთი) ლარი; ბ) ყოველი შემდეგი 1 (ერთი) საათი – 1 (ერთი) ლარი.“. 2. დადგენილებას დანართის სახით დაემატოს ამ დადგენილებაზე თანდართული დანართი №2-№7. |
| მუხლი 2 |
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. |
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები