„თვითმმართველი ქალაქის - ბათუმის ტერიტორიაზე პარკირების საერთო ადგილებით და პარკირების სპეციალური ადგილებით სარგებლობისათვის საფასურის დადგენის შესახებ“ თვითმმართველი ქალაქის - ბათუმის საკრებულოს 2013 წლის 28 თებერვლის №4 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ

დოკუმენტის ნომერი 44
დოკუმენტის მიმღები ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი 29/05/2018
დოკუმენტის ტიპი მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 06/06/2018
სარეგისტრაციო კოდი 010250020.35.132.016392
44
29/05/2018
ვებგვერდი, 06/06/2018
010250020.35.132.016392
„თვითმმართველი ქალაქის - ბათუმის ტერიტორიაზე პარკირების საერთო ადგილებით და პარკირების სპეციალური ადგილებით სარგებლობისათვის საფასურის დადგენის შესახებ“ თვითმმართველი ქალაქის - ბათუმის საკრებულოს 2013 წლის 28 თებერვლის №4 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ
ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტი
 
ქალაქ ბათუმის საკრებულოს

დადგენილება №44

2018 წლის 29 მაისი

ქ. ბათუმი

„თვითმმართველი ქალაქის ბათუმის ტერიტორიაზე პარკირების საერთო ადგილებით და პარკირების სპეციალური ადგილებით სარგებლობისათვის საფასურის დადგენის შესახებ“ თვითმმართველი ქალაქის ბათუმის საკრებულოს 2013 წლის 28 თებერვლის №4 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქ­ტის შესაბამისად, ქ. ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:

მუხლი 1
„თვითმმართველი ქალაქის ბათუმის ტერიტორიაზე პარკირების საერთო ადგი­ლე­ბით და პარკირების სპეციალური ადგილებით სარგებლობისათვის საფასურის დადგენის შესახებ“ თვითმმართველი ქალაქის – ბათუმის საკრებულოს 2013 წლის 28 თებერვლის №4 დადგენილებაში (საქ­ა­რ­თ­ველოს საკანონმ­დებ­ლო მაცნე, www.matsne.gov.ge, 06/03/2013, სა­რეგისტრაციო კოდი: 010250020.35.132. 016155) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:

ა) დადგენილების მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„4. დადგინდეს თვითმმართველი ქალაქის – ბათუმის ტერიტორიაზე პარკომეტ­რე­ბით აღჭურვილი პარკირების საერთო ადგილებით (გარდა „თბილისის მოედნისა“) სარგებლობისათვის საფასური დროის შემდეგი მონაკვეთების მიხედვით:

ა) 1 საათამდე პერიოდი – 50 (ორმოცდაათი) თეთრი;

ბ) 2 საათამდე პერიოდი – 1 (ერთი) ლარი;

გ) ყოველი შემდეგი 01 (ერთი) საათი – 1 (ერთი) ლარი.“.

ბ) დადგენილების „42“ პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„42. ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მდებარე თბილისის მოე­დანზე გამოიყოს 6 (ექვსი) ერთეული ადგილი მსუბუქი ტაქსის პარკირებისათვის და დადგინდეს მათთვის პარკირების ადგილებით სარგებლობისათვის საფასური 5 (ხუთი) ლარის ოდენობით დღის განმავლობაში.“.

გ) დადგენილებას 42 პუნქტის შემდგომ დაემატოს შემდეგი შინაარსის „43“ პუნქტი:

„43. დადგენილების 4​1 და 42 პუნქტებზე არ ვრცელდება ამავე დადგენილების მე-5 და მე-6 პუნქტებით დადგენილი მოთხოვნები.“.

მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარესულიკო თებიძე