დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
| ქარელის მუნიციპალიტეტის 2013 წლის ბიუჯეტის დამტკიცების შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 31 |
| დოკუმენტის მიმღები | ქარელის მუნიციპალიტეტი |
| მიღების თარიღი | 28/12/2012 |
| დოკუმენტის ტიპი | მუნიციპალიტეტისა და თვითმმართველი ქალაქის საკრებულოს დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 09/01/2013 |
| ძალაში შესვლის თარიღი | 01/01/2013 |
| სარეგისტრაციო კოდი | 190040000.35.144.016102 |
| კონსოლიდირებული პუბლიკაციები | |
დოკუმენტის კონსოლიდირებული ვარიანტის ნახვა ფასიანია, აუცილებელია სისტემაში შესვლა და საჭიროების შემთხვევაში დათვალიერების უფლების ყიდვა, გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია ან თუ უკვე რეგისტრირებული ხართ, გთხოვთ, შეხვიდეთ სისტემაში
პირველადი სახე (09/01/2013 - 01/02/2013)
|
„ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 22-ე მუხლის პირველი პუნქტის „კ“ ქვეპუნქტის საფუძველზე, ქარელის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს: |
თავი I
ქარელის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტი |
მუხლი 1.
მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ბალანსი |
განისაზღვროს მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ბალანსი თანდართული რედაქციით:
| |||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||
მუხლი 2.
მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის შემოსულობები, გადასახდელები და ნაშთის ცვლილება |
განისაზღვროს მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის შემოსულობები, გადასახდელები და ნაშთის ცვლილება თანდართული რედაქციით:
| ||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||
მუხლი 3.
ქარელის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის შემოსავლები |
განისაზღვროს მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის შემოსავლები 6 135,4 ათასი ლარის ოდენობით
| ||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||
მუხლი 4.
მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის გადასახადები |
| |||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||
მუხლი 5.
მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის გრანტები |
განისაზღვროს მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის გრანტები 5 280.4 ათასი ლარის ოდენობით
| |||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||
მუხლი 6.
მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის სხვა შემოსავლები |
განისაზღვროს მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის სხვა შემოსავლები 325.0 ათასი ლარის ოდენობით
|
მუხლი 7.
მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ხარჯები |
განისაზღვროს მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ხარჯები 6 135,4 ათასი ლარის ოდენობით, თანდართული რედაქციით
| ||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||
მუხლი 8.
მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის არაფინანსური აქტივების ცვლილება |
განისაზღვროს მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის არაფინანსური აქტივების ცვლილება 1554,4 ათასი ლარის ოდენობით, მათ შორის: |
ა)
განისაზღვროს მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის არაფინანსური აქტივების ზრდა 1554,4 ათასი ლარის ოდენობით, თანდართული რედაქციით:
| |||||||||||||||||||||||||
ბ)
განისაზღვროს მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის არაფინანსური აქტივების კლება 0.0 ათასი ლარის ოდენობით, მათ შორის:
|
მუხლი 9.
მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ხარჯებისა და არაფინანსური აქტივების ზრდის ფუნქციონალური კლასიფიკაცია |
განისაზღვროს მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ხარჯებისა და არაფინანსური აქტივების ზრდა ფუნქციონალურ ჭრილში, თანდართული რედაქციით:
|
მუხლი 10.
მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის მთლიანი სალდო |
განისაზღვროს მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის მთლიანი სალდო 0.0 ათასი ლარის ოდენობით. |
მუხლი 11.
მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ფინანსური აქტივების ცვლილება |
1.
განისაზღვროს მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ფინანსური აქტივების ცვლილება 0.0 ათასი ლარის ოდენობით. |
2.
განისაზღვროს მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ფინანსური აქტივების კლება 0.0 ათასი ლარის ოდენობით. |
მუხლი 12.
მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ვალდებულებების ცვლილება |
განისაზღვროს მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ვალდებულებების ცვლილება 0.0 ლარის ოდენობით. |
მუხლი 13.
მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის სარეზერვო ფონდი |
მუნიციპალიტეტის ბიუჯეტით გაუთვალისწინებელი გადასახდელების დაფინანსების მიზნით მუნიციპალიტეტის ბიუჯეტში შეიქმნას სარეზერვო ფონდი 80,0 ათასი ლარის ოდენობით და მისი განკარგვა განხორციელდეს მუნიციპალიტეტის საკრებულოს გადაწყვეტილებების შესაბამისად. |
მუხლი 14.
სახელმწიფო ბიუჯეტიდან მიღებული მიზნობრივი ტრანსფერი |
1.
დელეგირებული უფლებამოსილებების განსახორციელებლად სახელმწიფო ბიუჯეტიდან მიღებული მიზნობრივი ტრანსფერი 205,0 ათასი ლარი მიიმართოს: |
ა)
„საზოგადოებრივი ჯანმრთელობის შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული უფლებამოსილების განხორციელებისათვის 74,0 ათასი ლარი; |
ბ)
„სამხედრო ვალდებულებისა და სამხედრო სამსახურის შესახებ“ და „სამხედრო სარეზერვო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონებით განსაზღვრული უფლებამოსილების განხორციელებისათვის 126,0 ათასი ლარი; |
გ)
„სამშობლოს დაცვისას დაღუპულთა და ომის შემდეგ გარდაცვლილ მეომართა ხსოვნის უკვდავყოფის შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული უფლებამოსილების განხორციელებისათვის 5,0 ათასი ლარი. |
2.
„საქართველოს საბიუჯეტო კოდექსი“-ს 69-ე მუხლის საფუძველზე წლის განმავლობაში შესაძლებელია დელეგირებული უფლებამოსილებების განსახორციელებლად გამოყოფილი მიზნობრივი ტრანსფერის ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრულ ღონისძიებებს შორის ურთიერთგადანაწილება. |
მუხლი 15.
მოსახლეობის სოციალური უზრუნველყოფა |
მოსახლეობის სოციალური უზრუნველყოფის პროგრამისათვის გამოყოფილი ასიგნებების განკარგვა განხორციელდეს მუნიციპალიტეტის საკრებულოს მიერ დადგენილი წესის და საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად. |
თავი II
ქარელის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის პრიორიტეტები და პროგრამები |
მუხლი 16.
მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის პრიორიტეტები და პროგრამები |
1. თავდაცვა, საზოგადოებრივი წესრიგი და უსაფრთხოება
ბოლო დროს გახშირებული მიწისძვრის, სახანძრო და სხვა უბედური შემთხვევების პრევენციის მიზნით აუცილებელია პერსონალის სახანძრო და სამაშველო ტექნიკური ინვენტარით უზრუნველყოფა. პერსონალისათვის სათანადო ხარისხის ინდივიდუალური და ჯგუფური წვრთნების ჩატარება და პროფესიული დონის ამაღლება. სახანძრო სამაშველო სამსახურის შენობის რეაბილიტაცია და კომუნალური პირობების გაუმჯობესება. არსებული რესურსებისა და მოთხოვნების გათვალისწინებით სახანძრო და მაღალგამავლობის ავტომობილის შეძენა, რაც აუცილებელია მაშველების ოპერატიული მოქმედებისათვის. საქართველოს შეიარაღებული ძალების საბრძოლო მზადყოფნის ამაღლებისათვის ქარელის მუნიციპალიტეტში ხორციელდება წვევამდელთა ჯანმრთელობის მდგომარეობის გამოკვლევა და მათი გაწვევის პუნქტებამდე ტრანსპორტირების უზრუნველყოფა. 1.1 საგანგებო სიტუაციების მართვა (პროგრამული კოდი 02 01) ბოლო დროს გახშირებული მიწისძვრების, სახანძრო და სხვა უბედური შემთხვევების პრევენციის მიზნით სახანძრო სამაშველო სამსახურის შენობის რეაბილიტაცია და კომუნალური პირობების გაუმჯობესება. არსებული რესურსებისა და მოთხოვნების გათვალისწინებით სახანძრო და მაღალგამავლობის ავტომობილის შეძენა, რაც აუცილებელია მაშველების ოპერატიული მოქმედებისათვის. 1.2 ქვეყნის თავდაცვისუნარიანობის ამაღლების ხელშეწყობა (პროგრამული კოდი 02 03) საქართველოს შეიარაღებული ძალების საბრძოლო მზადყოფნის ამაღლებისათვის ქარელის მუნიციპალიტეტში ხორციელდება წვევამდელთა ჯანმრთელობის მდგომარეობის გამოკვლევა და მათი გაწვევის პუნქტებამდე ტრანსპორტირების უზრუნველყოფა. 2. ინფრასტრუქტურის მშენებლობა, რეაბილიტაცია და ექსპლოატაცია (პროგრამული კოდი 03 00) მუნიციპალიტეტის ეკონომიკური განვითარებისათვის აუცილებელ პირობას წარმოადგენს მუნიციპალური ინფრასტრუქტურის შემდგომი გაუმჯობესება და აღნიშნული მიმართულება ბიუჯეტის ერთ-ერთ მთავარ პრიორიტეტს წარმოადგენს. პრიორიტეტის ფარგლებში გაგრძელდება საგზაო ინფრასტრუქტურის მშენებლობა-რეაბილიტაცია, ქალაქის საცხოვრებელი უბნების ეზოების, დასასვენებელი პარკების და მაღალსართულიანი საცხოვრებელი კორპუსების კეთილმოწყობა. მუნიციპალური ინფრასტრუქტურის მშენებლობისა და რეაბილიტაციის გარდა პრიორიტეტის ფარგლებში განხორციელდება არსებული ინფრასტრუქტურის მოვლა შენახვა და დაფინანსდება მის ექსპლოატაციასთან დაკავშირებული ხარჯები. 2.1 საგზაო ინფრასტრუქტურის მშენებლობა-რეაბილიტაცია და მოვლა-შენახვა (პროგრამული კოდი 03 01) პროგრამის ფარგლებში განხორციელდება მუნიციპალიტეტში არსებული რეაბილიტირებული გზების მდგომარეობის შენარჩუნება. რეაბილიტაცია ჩაუტარდება და მოასფალტდება ქარელში: ამირეჯიბის; აღმაშენებლის; რუსთაველის; მგალობლიშვილის; ფანასკერტელის; კაპანაძის და რუხაძის ქუჩებს. ასევე მოასფალტდება ქ. ქარელში ჭავჭავაძის ჩიხი. აღნიშნული პროექტის ფარგლებში მოასფალტდება 2,3 კმ-იანი მონაკვეთი, რაც 3870 მოსახლეს გაუადვილებს ყოველდღიურ გადაადგილებას. 2013 წელს ასევე დასრულდება გასულ წესლ დაწყებული სოფ. ქვემო ხვედურეთში ქ. ქარელთან დამაკავშირებელი გზის მოასფალტება ასევე გათვალისწინებულია მუნიციპალიტეტის სოფლების გზების მოხრეშვა-მოშანდაკება. 2.2 კომუნალური ინფრასტრუქტურის მშენებლობა-რეაბილიტაცია და მოვლა-შენახვა (პროგრამული კოდი 03 02) პროგრამის ფარგლებში დაგეგმილია გარე განათების ქსელის გაფართოება, არსებული ქსელის მოვლა-შენახვა და დაფინანსდება მის ექსპლოატაციასთან დაკავშირებული ხარჯები, უზრუნველყოფილი იქნება მუნიციპალიტეტის დასუფთავება და მაწანწალა ცხოველების იზოლირება, მოეწყობა და რეაბილიტაცია ჩაუტარდება საკანალიზაციო და წყლის სისტემებს, შეკეთდება მრავალსართულიანი სახლების სახურავები, დაფინანსდება სარწყავი არხებისა და ნაპირსამაგრი ნაგებობების მოწყობა-რეაბილიტაციასთან დაკავშირებული ხარჯები, აღნიშული პროგრამების დროულად და ეფექტურად განხორციელების მიზნით დაგეგმილია გრეიდერის შეძენა. 2.2.1 გარე განათების მოწყობა, რეაბილიტაცია და ექსპლოატაცია (პროგრამული კოდი 03 02 01) დღე-ღამის ნებისმიერ დროს მოსახლეობის კომფორტული და უსაფრთხო გადაადგილებისათვის აუცილებელ პირობას წარმოადგენს მუნიციპალიტეტის განათება, რისი გათვალისწინებითაც ქვეპროგრამის ფარგლებში დაფინანსდება გარე განათების არსებული ქსელის ექსპლოატაცია. ასევე იგეგმება მუნიციპალიტეტის სოფლებში გარე განათების ქსელის გაფართოვებაც. 2.2.2 დასუფთავების ღონისძიებები (პროგრამული კოდი 03 02 02) მუნიციპალიტეტის ერთ-ერთ მთავარ ფუნქციას წარმოადგენს სანიტარული მდგომარეობის უზრუნველყოფა, შესაბამისად, ქვეპროგრამის ფარგლებში გათვალისწინებულია მუნიციპალიტეტის ყოველდღიური დაგვა–დასუფთავება და ნარჩენების გატანა. აღნიშნული პროგრამა კიდევ უფრო გაფართოვდა და ახლა უკვე ქარელთან, დაბა აგარასთან და სოფ. ქვენატკოცასთან, სოფ. ბებნისთან და სოფ. ქვემო ხვედურეთთან ერთად ჩართულია სოფ. კეხიჯვარი. სოფ. რუისი და კომპაქტურად ჩასახლებული დევნილთა დასახლებებიც. ქვეპროგრამის ფარგლებში ზამთრის პერიოდში განხორციელდება გზების ტექნიკური მარილით დამუშავება, ხოლო დიდთოვლიანობის შემთხვევაში ჭარბი თოვლისგან გათავისუფლება. მუნიციპალიტეტში მაწანწალა ცხოველების არსებობა სხვადასხვა ვირუსული დაავადების გავრცელების საფრთხეს წარმოადგენს, რისი გათვალისწინებითაც ქვეპროგრამის ფარგლებში განხორციელდება მაწანწალა ცხოველების იზოლირება. 2.2.3 საკანალიზაციო სისტემების მოწყობა და რეაბილიტაცია (პროგრამული კოდი 03 02 03) ქვეპროგრამის ფარგლებში დაგეგმილია ქარელში ყაზბეგის ქუჩაზე საკანალიზაციო სისტემის მოწყობა. ასევე ახალი საკანალიზაციო ქსელი მოეწყობა იერუსალიმის ქუჩაზე აღნიშნული პროგრამის განხორციელება მცხოვრებლებს გადაუჭრის წლების განმავლობაში არსებულ საკანალიზაციო სისტემასთან დაკავშირებულ პრობლემებს. 2.2.4 წყლის სისტემის რეაბილიტაცია და ექსპლოატაცია (პროგრამული კოდი 03 02 05) მუნიციპალიტეტის ზოგიერთ სოფელში ჯერ კიდევ არსებობს სასმელი წყლის პრობლემები. მოძველებულია და მწყობრიდანაა გამოსული სასმელი წყლის შემკრები აუზები და შიდა გაყვანილობები. ქვეპროგრამის ფარგლებში 2013 წელს რეაბილიტაცია ჩაუტარდება სოფ რუისისა და სოფ ზემო ხვედურეთის სასმელი წყლის სისტემებს, რაც გააუმჯობესებს 7550 მოსახლეს ყოველდღიურ საყოფაცხოვრებო პირობებს. 2.3 მუნიციპალიტეტის კეთილმოწყობის ღონისძიებები (პროგრამული კოდი 03 04) პროგრამის ფარგლებში განხორციელდება მუნიციპალიტეტში არსებული სკვერებისა და პარკების კეთილმოწყობის სამუშაოები, მოწესრიგდება გამწვანების ზოლები, მოეწყობა საბავშვო და სპორტული სტადიონები, სადღესასწაულო დღეებში დაგეგმილია ქალაქგაფორმებითი ღონისძიებები. 2.3.1 გამწვანების ღონისძიებები (პროგრამული კოდი 03 04 01) ქვეპროგრამის ფარგლებში განხორციელდება არსებული სკვერებისა და პარკების მოვლა, ახალი ხეების დარგვა და გამწვანების ზოლებში ყვავილებისა და სხვა დეკორატიული მცენარეების განაშენიანება. გამწვანების ზოლი მოეწყობა ქარელში ნინოშვილის, 9 აპრილის, სტალინის ქუჩებზე და დაბა აგარის სკვერში, ხოლო ახალი ხეები დაირგვება ქარელში სტალინისა და ჭავჭავაძის ქუჩებზე. აღნიშნული ქვეპროგრამა ასევე ითვალისწინებს ქ. ქარელში ნინოშვილის ქუჩაზე არსებულიშადრევნის მოვლა-შენახვას. 3. განათლება (პროგრამული კოდი 04 00) მუნიციპალიტეტის ერთ-ერთი პრიორიტეტია ახალგაზრდების სწავლა-განათლება და მათი მრავალმხრივიგანვითარების ხელშეწყობა როგორც სკოლამდელი, ასევე სასკოლე და სკოლისშემდგომი ასაკის ახალგაზრდებისათვის. შესაბამისად, მუნიციპალიტეტი განაგრძობს საგანმანათლებლო ობიექტების ფინანსურ მხარდაჭერას და შესაბამისი პირობების შექმნას, რათა ბავშვებმა და ახალგაზრდებმა შეძლონ საფუძვლის შექმნა მათი შემდგომი განვითარებისათვის. 3.1 სკოლამდელი განათლების დაფინანსება (პროგრამული კოდი 04 01) ადამიანის სწორი განვითარებისათვის ერთ-ერთი მთავარი პირობაა სკოლამდელი აღზრდა. მუნიციპალიტეტში ამ ეტაპზე ფუნქციონირებს 13 საბავშვო ბაღი, სადაც დაწყებით განათლებას იღებს 600 მეტი აღსაზრდელი. საბავშვო ბაღებში ერთი ბავშვის სწავლის ღირებულება შეადგენს 12 ლარს და აღნიშნული თანხით ძირითადად ფინანსდება აღსაზრდელთა კვების ხარჯები. პროგრამის ფარგლებში დაფინანსდება მუნიციპალიტეტში მოქმედი ყველა საბავშვო ბაღის მიმდინარე ხარჯები. 3.2 საჯარო სკოლების დაფინანსება (პროგრამული კოდი 04 02) მუნიციპალიტეტის ზოგიეთ მცირემოსახლიან სოფეში ჯერ კიდევ არ არსებობს სკოლა, რის გამოც მოსწავლეები იძულებულნი არიან სასკოლო განათლების მისაღებად ყოველდღიურად იარონ მეზობელ სოფელსა თუ ქარელში. აღნიშნული პრობლემების მოსაგვარებლად გაწეული ხარჯების თანადაფინანსების მიზნით ქვეპროგრამის ფარგლებში ხორციელდება სოფ. ლეთეთიდან ქარელის სკოლებში და სოფ. დოღლაურიდან სოფ საღოლაშენში მოსწავლეთა ტრანსპორტირების ხარჯების (საკრებულოს გადაწყვეტილებით) დაფინანსება. 3.3. პროფესიული განათლების ხელშეწყობა (პროგრამული კოდი 04 03) მუნიციპალიტეტის ერთ-ერთ მთავარ მიზანს წარმოადგენს ხელი შეუწყოს მოსახლეობას დასაქმებაში და მისცეს საშუალება დაეუფლონ იმ უნარ-ჩვევებს რაც ხშირ შემთხვევაში აუცილებელი პირობაა სტაბილური დასაქმებისათვის. აღნიშნული მიზნით პროგრამის ფარგლებში დაფინასდება ქარგვის, ხალიჩების ქსოვის, თექაზე მუშაობის, კულინარიის და სხვადასხვა მუსიკალურ ინტრუმენტებზე დაკვრის შემსწავლელი კურსები. მუნიციპალიტეტის ყველა მაცხოვრებელს ექნება საშუალება შესაბამისი განაცხადის საფუძველზე გაიაროს აღნიშნული კურსები, რაც აამაღლებს მათ კვალიფიკაციას და ხელს შეუწყობს მათ შემდგომ დასაქმებას. 4. კულტურა, რელიგია ახალგაზრდობის ხელშეწყობა და სპორტი (პროგრამული კოდი 05 00) მუნიციპალიტეტის ინფრასტრუქტურული და ეკონომიკური განვითარების პარალერულად აუცილებელია ხელი შეეწყოს კულტურული ტრადიციების დაცვას და ღირსეულ გაგრძელებას. ამასთანავე, ერთ-ერთი პრიორიტეტია ახალგაზრდების მრავალმხრივი (როგორც სულიერი, ისე ფიზიკური თვალსაზრისით) განვითარების ხელშეწყობა და მათში ცხოვრების ჯანსაღი წესის დამკვიდრება. შესაბამისად, მუნიციპალიტეტი განაგრძობს კულტურული ობიექტების ფინანსურ მხარდაჭერას, წარმატებული სპორტსმენების ხელშეწყობას და შესაბამისი პირობების შექმნას, რათა ნიჭიერმა ბავშვებმა და ახალგაზრდებმა შეძლონ მათი სპორტული შესაძლებლობების გამოვლენა. 4.3 სპორტის განვითარების ხელშეწყობა (პროგრამული კოდი 05 01) პროგრამის ფარგლებში განხორციელდება სხვადასხვა სპორტული ორგანიზაციების და კლუბების ფინანსური მხარდაჭერა, რათა მათ ქონდეთ შესაძლებლობა უზრუნველყონ სპორტსმენებისათვის სავარჯიშოდ შესაბამისი პირობების შექმნა და ნიჭიერი სპორტსმენების წახალისება. 4.3.1 სპორტული ღონისძიებების დაფინასება (პროგრამული კოდი 05 01 01) 2013 წლის განმავლობაში პროგრამის ფარგლებში გაიმართება სხვადასხვა სპორტული შეჯიბრებები. ახალგაზრდებში ჯანსაღი ცხოვრების წესის დამკვიდრების მიზნით დაგეგმილია სპორტის სახეობათა პოპულარიზაცია მუნიციპალიტეტის მოსახლეობაში, მუნიციპალიტეტის სპორტსმენთა მონაწილეობის მიღება რეგიონალურ, სახელობით, რესპუბლიკურ, საერთაშორისო ტურნირებზე, მოწინავე სპორტსმენების ოსტატობის ამაღლების და ფიზიკური მოზადებისათვის სასწავლო-საწვრთნელი და გამაჯანსაღებელი შეკრებების მოწყობა. 2013 წლის განმავლობაში 505 სპორტსმენი გაივლის სპორტულ მომზადებას. 4.4 კულტურის განვითარების ხელშეწყობა (პროგრამული კოდი 05 02) მუნიციპალიტეტის კულტურული ტრადიციების დაცვის მიზნით პროგრამის ფარგლებში გაგრძელდება სხვადასხვა კულტურული ობიექტების ფინანსური მხარდაჭერა, ასევე განხორციელდება სხვადასხვა კულტურული ღონისძიებები, მათ შორის სადღესასწაულო დღეებში სხვადასხვა გასართობი და სანახაობრივი ღონისძიებები. 4.4.1 კულტურული ღონისძიებების დაფინანსება (პროგრამული კოდი 05 02 01) ქვეპროგრამის ფარგლებში დაგეგმილია მუნიციპალიტეტში მცხოვრები მოსახლეობისათვის კულტურული და გასართობი ღონისძიებების მოწყობა. სხვადასხვა დღესასწაულებისადმი მიძღვნილი ღონისძიებების ორგანიზება. აღნიშნული ღონისძიებები ხელს შეუწყობს მუნიციპალიტეტში არსებული შემოქმედებითი კოლექტივების გამოვლენასა და მათ შემდგომ განვითარებას. მიმდინარე წელს მუნიციპალიტეტში დაგეგმილია შემდეგი სახის კულტურული ღონისძიების მოწყობა:
4.4.2 სახელოვნებო სკოლების ხელშეწყობა (პროგრამული კოდი 05 02 02) ქვეპროგრამის ფარგლებში დაგეგმილია მუნიციპალიტეტში არსებული ორი სახელოვნებო და ორი მუსიკალური სკოლა, სადაც სწავლობს 350-მდე ბავშვი. სასწავლო წლის განმავლობაში ერთ მოსწავლეზე გადასახადი შეადგენს 100 ლარს, რაც არ არის საკმარისი მოსწავლეთა სწავლებისათვის და სხვადასხვა კონკურსებსა და ფესტივალებში მონაწილეობის მისაღებად . ასევე დაგეგმილია ქარელში არსებული ხელოვნების სკოლის დარბაზის რეაბილიტაცია. აღნიშნული პროგრამის განხორციელება ხელს შეუწყობს სხვადასხვა კონკურსებისა და ფესტივალების ჩატარების უზრუნველყოფას. 4.4.3 ბიბლიოთეკების ხელშეწყობა (პროგრამული კოდი 05 02 03) ქვეპროგრამის ფარგლებში დაგეგმილია მუნიციპალიტეტში არსებული ბიბლიოთეკების დაფინანსება. ქვეპროგამის მიზანია მუნიციპალიტეტსა და მის საზღვრებს გარეთ მცხოვრები მკითხველების სწრაფი და სრული დაკმაყოფილება მათთვის საჭირო ინფორმაციითა და საბიბლიოთეკო დოკუმენტებით (ბეჭდური, ხელნაწერი და ინფორმაციის შემცველი სხვა მასალები), შესაბამისი პროფილის საბიბლიოთეკო დოკუმენტების შეგროვება, დაცვა და ამ დოკუმენტებით მომსახურება, როგორც ადგილზე გაცემით, ასე ასლების გაგზავნით ბიბლიოთეკათშორისი აბონემენტით და საერთაშორისო წიგნთგაცვლის საშუალებით, ბიბლიოთეკათმცოდნეობის, ბიბლიოგრაფიის, წიგნთმცოდნეობისა და ინფორმაციის დარგში მეცნიერული და მეთოდური მოღვაწეობისათვის ხელშეწყობა. ბიბლიოთეკის კულტურულ ფასეულობათა შენარჩუნების, გამდიდრების, რეგისტრაციისა და მათი საგანგებო რეჟიმით დაცვის ხელშეწყობა. ბიბლიოთეკის მატერიალურ-ტექნიკური ბაზის განმტკიცება და ამ მიმართულებით წარმოდგენილი სპეციალური პროგრამების მხარდაჭერა, არსებული წიგნადი ფონდის გადარჩევა და მომზადება ელექტრონული საინფორმაციო ბაზისათვის, წიგნადი ფონდის შევსება თანამედროვე ლიტერატურით. 4.4.4 კულტურის სახლისა და სოფლის კლუბების ხელშეწყობა (პროგრამული კოდი 05 02 04) ქვეპროგრამის ფარგლებში დაფინანსდება მუნიციპალიტეტში არსებული 3 სოფლის კლუბი და ერთი ქალაქის კულტურის სახლი, სადაც ფუნქციონირებს სახალხო თეატრი, თოჯონების თეატრი, ბავშვთა დრამატური თეატრი და ქორეოგრაფიული წრეები. 4.4.5 მუზეუმების ხელშეწყობა (პროგრამული კოდი 05 02 05) ქვეპროგრამის ქარგლებში დაფინანსდება ქარელის მხარეთმცოდნეობის მუზეუმი, სადაც დაცულია დედოფლის მინდორზე არქეოლოგიური გათხრების შედეგად მოპოვებული მრავალი სამუზეუმო ექსპონანტი. 4.4.6 მუსიკალური კოლექტივების დაფინანსება (პროგრამული კოდი 05 02 06) მუნიციპალიტეტში ფუნქციონირებს ფოლკლორული ანსამბლი „ქარელი“, რომელსაც სრულად აფინანსებს მუნიციპალიტეტი, აღნიშნული ანსამბლი ორიენტირებულია ქართული ხალხური სომღერების პოპულარიზაციისკენ და სტაბილურად მონაწილეობს სხვადასხვა ფესტივლებსა და კონკურსებში. 4.4.7 კულტურის ხელშეწყობის სხვა ღონისძიებები (პროგრამული კოდი 05 02 07) ქვეპროგრამის ფარგლებში დაფინანსდება ა(ა)იპ „კულტურის დაწესებულებების გაერთიანება“, რომელიც უზრუნველყოფს კულტურული ღონისძიებების ორგანიზებასა და ადმინისტრირებას. აღნიშნული ა(ა)იპ მოიცავს შემდეგ ფილიალებს: ქარელის კულტურის ცენტრი, მუზეუმი და ქარელის ბიბლიოთეკა. გაერთიანების მიზანია კულტურის სფეროში სახელმწიფო პოლიტიკის განხორციელება, კულტურული მემკვიდრეობის ობიექტების დაცვა, კულტურულ-შემოქმედებითი მოღვაწეობის სუბიექტთა ძირითადი ეკონომიკური, სოციალური და სამართლებლივი ურთიერთობების დარეგულირება, კულტურულ ღონისძიებათა ორგანიზება, ხალხური შემოქმედების, თეატრალური, მუსიკალური, მხატვრული და ხელოვნების სხვა დარგების განვითარების ხელშეწყობა, სამსახურის მმართველობის სფეროში შემავალ განყოფილებებში თავმოყრილი ეროვნული სიმდიდრის დაცვა და პოპულარიზაცია. 4.5. ახალგაზრდული პროგრამების დაფინანსება (პროგრამული კოდი 05 03) პროგრამის ფარგლებში დაფინანსდება სხვადასხვა ღონისძიებები, რომლებიც ხელს შეუწყობს ახალგაზრდა თაობის ჩართვას მუნიციპალიტეტის ყოველდღიურ საქმიანობასა და მის განვითარებაში. პროგრამის ფარგლებში დაფინანსდება შემდეგი ღონისძიებები:
4.6 რელიგიური ორგანიზაციების ხელშეწყობა (პროგრამული კოდი 05 04) პროგრამის ფარგლებში განხორციელდება მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე არსებული ეკლესია მონასტრების ფინანსური მხარდაჭერა, ასევე ზოგიერთ ტაძარსა და მის მიმდებარე ტერიტორიაზე განხორციელდება მცირე სარეაბილიტაციო სამუშაოები. 5. მოსახლეობის ჯანმრთელობის დაცვა და სოციალური უზრუნველყოფა (პროგრამული კოდი 06 00) მოსახლეობის ჯანმრთელობის დაცვის ხელშეწყობა და მათი სოციალური დაცვა მუნიციპალიტეტის ერთ-ერთ მთავარ პრიორიტეტს წარმოადგენს. მუნიციპალიტეტი არსებული რესურსების ფარგლებში განაგრძობს სოციალურად დაუცველი მოსახლეობის სხვადასხვა დახმარებების და შეღავათების უზრუნველყოფას. ერთიანი სახელმწიფო პოლიტიკის ფარგლებში გაგრძელდება საზოგადოებრივი ჯანმრთელობის დაცვის მიზნით ადგილობრივ დონეზე სხვადასხვა ღონისძიებების განხორციელება, რაც უზრუნველყოფს არა მხოლოდ მუნიციპალიტეტის, არამედ მთელი ქვეყნის მოსახლეობის ჯანმრთელობის დაცვას სხვადასხვა გადამდები და ინფექციური დაავადებებისაგან. 5.3 საზოგადოებრივი ჯანდაცვის მომსახურება (პროგრამული კოდი 06 01) პროგრამა ითვალისწინებს სახელმწიფო ბიუჯეტიდან გამოყოფილი მიზნობრივი ტრანსფერის ფარგლებში „საზოგადოებრივი ჯანმრთელობის შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული ფუნქციების დაფინანსებას, კერძოდ:
5.4 მოსახლეობის სოციალური უზრუნველყოფა (პროგრამული კოდი 06 02) „პროგრამა ითვალისწინებს მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მცხოვრები მოსახლეობის სხვადასხვა ფენებისათვის გარკვეული შეღავათებითა და სოციალური დახმარებებით უზრუნველყოფას. სახელმწიფო ბიუჯეტიდან გამოყოფილი მიზნობრივი ტრანსფერის ფარგლებში კანონმდებლობით გათვალისწინებული სარიტუალო მომსახურების ხარჯების ანაზღაურებას, მოხუცებულთა, მიუსაფართა და სოციალურად დაუცველთა კვებით და საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფას, დემოგრაფიული მდგომარეობის გაუმჯობესების მიზნით მრავალშვილიანი ოჯახების დახმარებას და სხვა სოციალურ ღონისძიებებს, რომლებიც მთლიანობაში უზრუნველყოფენ მუნიციპალიტეტის მოსახლეობის სოციალური მდგომარეობის გაუმჯობესებას. 5.4.3 უფასო სასადილოს დაფინანსება (პროგრამული კოდი 06 02 01) „ქვეპროგრამის ფარგლებში გათვალისწინებულია უმწეო მდგომარეობაში მყოფი მუნიციპალიტეტში მცხოვრები 60 ბენეფიციარის ყოველდღიური კვებით უზრუნველყოფა. 5.4.4 ვეტერინალური აცრები (06 02 02) პროგრამის ფარგლებში განხორციელდება მუნიციპალიტეტის სოფლებში არსებული პირუტყვის ვაქცინაცია სხვადასხვა დაავადებების თავიდან აცილების მიზნით. აღნიშნული ღონისძიება დაიცავს მოსახლეობას სხვადასხვა ეპიდემიური დაავადებების შედეგად მოსალოდნელი უარყოფითი შედეგებისაგან. 5.4.5 დევნილთა დასახლებებში გარე განათებებისა და წყლის ტუმბოებისელექტროენერგიის დავალიანებების დაფარვა (პროგრამული კოდი 06 02 03) ქარელის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მცხოვრები დევნილი მოსახლეობის სოციალური ყოფის გაუმჯობესების მიზნით, ქვეპროგრამის ფარგლებში დაგეგმილია დევნილთა დასახლებებში გარე განათებებისა და წყლის ტუმბოების მიერ მოხმარებული ელექტროენერგიის საფასურის დაფარვა. 5.4.6 ოჯახებისა და ბავშვთა სოციალური დაცვა (პროგრამული კოდი 06 02 04) ქვეპროგრამის ფარგლებში გათვალისწინებულია:
5.4.7 სარიტუალო მომსახურება (პროგრამული კოდი 06 02 05) ქვეპროგრამის ფარგლებში გათვალისწინებულია:
5.4.8 სტიქიური უბედურებების შედეგად დაზარალებული მოსახლეობის დახმარება (პროგრამული კოდი 06 02 05) ქვეპროგრამის ფარგლებში დაგეგმილია სტიქიის შედეგად დაზარალებული ოჯახების დახმარება, კერძოდ: სტიქიის შედეგად მიყენებული ზარალის ანაზღაურება 30%-ის ოდენობით. |
თავი III
მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ასიგნებები |
მუხლი 17.
მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ასიგნებები |
განისაზღვროს მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ასიგნებები საბიუჯეტო კლასიფიკაციის მიხედვით თანდართული რედაქციით.
| |||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||
თავი IV
გარდამავალი დებულებანი |
| მუხლი 18 |
ეს დადგენილება ამოქმედდეს 2013 წლის 1 იანვრიდან. |
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები