საჯარო სამართლის იურიდიული პირის - სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს ფრენის უსაფრთხოების ინსპექტორების საკვალიფიკაციო მოთხოვნების დამტკიცების შესახებ

  • Word
საჯარო სამართლის იურიდიული პირის - სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს ფრენის უსაფრთხოების ინსპექტორების საკვალიფიკაციო მოთხოვნების დამტკიცების შესახებ
დოკუმენტის ნომერი 135
დოკუმენტის მიმღები სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს დირექტორი
მიღების თარიღი 27/07/2012
დოკუმენტის ტიპი სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს დირექტორის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 03/08/2012
ძალაში შესვლის თარიღი 01/01/2013
ძალის დაკარგვის თარიღი 01/01/2022
სარეგისტრაციო კოდი 040030000.54.066.016031
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
  • Word
135
27/07/2012
ვებგვერდი, 03/08/2012
040030000.54.066.016031
საჯარო სამართლის იურიდიული პირის - სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს ფრენის უსაფრთხოების ინსპექტორების საკვალიფიკაციო მოთხოვნების დამტკიცების შესახებ
სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს დირექტორი
თქვენ უყურებთ დოკუმენტის პირველად სახეს
დოკუმენტის კონსოლიდირებული ვარიანტის ნახვა ფასიანია, აუცილებელია სისტემაში შესვლა და საჭიროების შემთხვევაში დათვალიერების უფლების ყიდვა, გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია ან თუ უკვე რეგისტრირებული ხართ, გთხოვთ, შეხვიდეთ სისტემაში

პირველადი სახე (03/08/2012 - 23/05/2013)

სსიპ სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს დირექტორის

ბრძანება №135

2012 წლის 27 ივლისი

ქ. თბილისი

საჯარო სამართლის იურიდიული პირის – სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს ფრენის უსაფრთხოების ინსპექტორების საკვალიფიკაციო მოთხოვნების დამტკიცების შესახებ

„საერთაშორისო სამოქალაქო ავიაციის შესახებ“ ჩიკაგოს 1944 წლის კონვენციის, მისი დანართების, საქართველოს საჰაერო კოდექსის, „ტრანსპორტის სფეროს მართვისა და რეგულირების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-8 მუხლის მე-5 პუნქტის, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის 2011 წლის 14 აპრილის №11/583 ბრძანებით დამტკიცებული „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს დებულების“ მე-3 მუხლის მე-2 პუნქტის „დ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ:

1. დამტკიცდეს თანდართული „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს ფრენის უსაფრთხოების ინსპექტორების საკვალიფიკაციო მოთხოვნები“.

2. ბრძანება ამოქმედდეს 2013 წლის 1 იანვრიდან.

დირექტორის პირველი მოადგილე            . გოგორიშვილი

დანართი

საჯარო სამართლის იურიდიული პირის – სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს ფრენის უსაფრთხოების ინსპექტორების საკვალიფიკაციო მოთხოვნები

    მუხლი 1. მიზანი და რეგულირების სფერო

1. „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს ფრენის უსაფრთხოების ინსპექტორების საკვალიფიკაციო მოთხოვნების“ (შემდგომში – საკვალიფიკაციო მოთხოვნები) მიზანია საქართველოს სამოქალაქო ავიაციის უსაფრთხოების დონის ამაღლება, ფრენის უსაფრთხოების უზრუნველყოფა, საჯარო სამართლის იურიდიული პირის – სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს (შემდგომში – სააგენტო) ფრენის უსაფრთხოების ინსპექტორებისათვის საკვალიფიკაციო მოთხოვნების დადგენის გზით.

2.  საკვალიფიკაციო მოთხოვნები ვრცელდება სააგენტოს ფრენის უსაფრთხოების ინსპექტორებზე:

ა) ფრენის უსაფრთხოების პილოტი-ინსპექტორი (OPS);

ბ) ავიასაწარმოების სერტიფიცირების/ზედამხედველობის ინსპექტორი;

გ) ფრენის სამედიცინო უზრუნველყოფაზე ზედამხედველი ექიმი-ინსპექტორი (FCL-3);

დ) ავიასპეციალისტების სერტიფიცირების ინსპექტორი (FCL);

ე) სამოქალაქო ავიაციის სასწავლო დაწესებულებების სერტიფიცირების ინსპექტორი (FCL);

ვ) საჰაერო ხომალდების საფრენად ვარგისობის (Airworthiness)/ტექნიკური მომსახურების საწარმოს ინსპექტორი;

ზ) აეროდრომების/აეროპორტების ინსპექტორი (AGA);

თ) სახიფათო ტვირთების გადაზიდვის ინსპექტორი (Dangerous goods);

ი) საავიაციო უშიშროების ინსპექტორი (AVSEC);

კ) საჰაერო მოძრაობის ორგანიზების უსაფრთხოების ინსპექტორი (ATM);

ლ) კავშირგაბმულობის, სანავიგაციო და რადიოსალოკაციო მომსახურების უსაფრთხოების ინსპექტორი (CNS);

მ) მეტეოროლოგიური მომსახურების უსაფრთხოების ინსპექტორი (MET);

ნ) სააერნაოსნო ინფორმაციით მომსახურების უსაფრთხოების ინსპექტორი (AIS);

ო) სააერნაოსნო პროცედურების/კარტოგრაფიული მომსახურების უსაფრთხოების ინსპექტორი (PANS/OPS/Cartographic);

პ) საავიაციო ძებნა-შველის ინსპექტორი (SAR).

3. საკვალიფიკაციო მოთხოვნების მოქმედება არ ვრცელდება სააგენტოს ფრენის უსაფრთხოების ინსპექტორებზე, რომლებიც თანამდებობაზე დაინიშნენ ამ ბრძანების ამოქმედებამდე.

4. საკვალიფიკაციო მოთხოვნების ამოქმედებამდე გაცემული ფრენის უსაფრთხოების ინსპექტორების მოწმობები ძალაშია ამ მოწმობების მოქმედების ვადის გასვლამდე.

5. საკვალიფიკაციო მოთხოვნების მოქმედება სააგენტოში ამ ბრძანების ამოქმედებამდე თანამდებობაზე დანიშნულ ფრენის უსაფრთხოების ინსპექტორებზე გავრცელდება შესაბამისი მოწმობების მოქმედების ვადის გასვლისთანავე.

    მუხლი 2. ზოგადი დებულებები

1. ფრენის უსაფრთხოების ინსპექტორებს, კონკრეტული მუხლით გათვალისწინებული მოთხოვნების გარდა, დამატებით მოეთხოვებათ:

ა) სახელმწიფო ენის ცოდნა;

ბ) ინგლისური ენის ცოდნა, მოლაპარაკებების წარმართვის, საავიაციო შინაარსის ტექსტების კითხვის, აღქმისა და გადმოცემის დონეზე.

2. ფრენის უსაფრთხოების ინსპექტორს გავლილი უნდა ჰქონდეს კვალიფიკაციის მისანიჭებლად აუცილებელი პირველადი მომზადების პროგრამა (Initial training) შესაბამისი განხრით, რომელსაც ამტკიცებს სააგენტოს დირექტორი ინდივიდუალურ-სამართლებრივი აქტით.

3. ფრენის უსაფრთხოების ინსპექტორის დანიშვნის და კვალიფიკაციის მინიჭების წესს, აგრეთვე, ფრენის უსაფრთხოების ინსპექტორის კვალიფიკაციის ასამაღლებელი კურსების/ტრენინგების ჩამონათვალს ამტკიცებს სააგენტოს დირექტორი ინდივიდუალურ-სამართლებრივი აქტით.

4. SAFA-ს ინსპექტორის საკვალიფიკაციო მოთხოვნები განისაზღვრება სააგენტოს შესაბამისი ნორმატიული აქტით.

5. სააგენტო უფლებამოსილია, სამსახურებრივი საჭიროებიდან გამომდინარე, მოიწვიოს ფრენის უსაფრთხოების ინსპექტორი შრომითი ხელშეკრულების საფუძველზე.

    მუხლი 3. ფრენის უსაფრთხოების ინსპექტორების საკვალიფიკაციო მოთხოვნები

1. ფრენის უსაფრთხოების პილოტი-ინსპექტორის (თვითმფრინავი) (OPS) საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

ა) უმაღლესი საავიაციო განათლება პილოტის სპეციალობით;

ბ) საფრენოსნო მუშაობის არანაკლებ 10-წლიანი, მათ შორის, საერთაშორისო ავიახაზებზე ფრენის არანაკლებ 5-წლიანი გამოცდილება;

გ) მოქმედი პილოტის მოწმობა ინსტრუქტორის კვალიფიკაციით;

დ) სამოქალაქო ავიაციის სფეროში მოქმედი საქართველოს საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტების, „საერთაშორისო სამოქალაქო ავიაციის შესახებ“ ჩიკაგოს 1944 წლის კონვენციის, მისი დანართების (დანართები 2, 6), საერთაშორისო ორგანიზაციების (ICAO, EASA) შესაბამისი დოკუმენტების, ევრორეგულაციების, ფრენის უსაფრთხოების უზრუნველყოფის საერთაშორისო სტანდარტების, რეკომენდებული პრაქტიკის ცოდნა.

2. ფრენის უსაფრთხოების პილოტი-ინსპექტორის (ვერტმფრენი) (OPS) საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

ა) უმაღლესი საავიაციო განათლება პილოტის სპეციალობით;

ბ) საფრენოსნო მუშაობის არანაკლებ 5-წლიანი გამოცდილება;

გ) მოქმედი პილოტის მოწმობა ინსტრუქტორის კვალიფიკაციით;

დ) სამოქალაქო ავიაციის სფეროში მოქმედი საქართველოს საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტების, „საერთაშორისო სამოქალაქო ავიაციის შესახებ“ ჩიკაგოს 1944 წლის კონვენციის, მისი დანართების (დანართები 2, 6), საერთაშორისო ორგანიზაციების (ICAO, EASA) შესაბამისი დოკუმენტების, ევრორეგულაციების, ფრენის უსაფრთხოების უზრუნველყოფის საერთაშორისო სტანდარტების, რეკომენდებული პრაქტიკის ცოდნა.

3. ავიასაწარმოების სერტიფიცირების/ ზედამხედველობის ინსპექტორის საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

ა) შესაბამისი უმაღლესი განათლება;

ბ) სპეციალობით მუშაობის არანაკლებ 3-წლიანი გამოცდილება;

გ)  ავიასაწარმოების სერტიფიცირებასთან დაკავშირებული საქართველოს საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტების, „საერთაშორისო სამოქალაქო ავიაციის შესახებ“ ჩიკაგოს 1944 წლის კონვენციის, მისი შესაბამისი დანართების, საერთაშორისო ორგანიზაციების (ICAO, EASA) შესაბამისი დოკუმენტების, ევრორეგულაციების, ფრენის უსაფრთხოების უზრუნველყოფის საერთაშორისო სტანდარტების, რეკომენდებული პრაქტიკის ცოდნა.

4. ფრენის სამედიცინო უზრუნველყოფაზე ზედამხედველი ექიმი - ინსპექტორის (FCL-3) საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

ა) უმაღლესი სამედიცინო განათლება;

ბ) სპეციალობით მუშაობის არანაკლებ 3-წლიანი და საავიაციო მედიცინის სფეროში მუშაობის არანაკლებ 2-წლიანი გამოცდილება;

გ) საავიაციო მედიცინასთან დაკავშირებული საქართველოს საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტების, „საერთაშორისო სამოქალაქო ავიაციის შესახებ“ ჩიკაგოს 1944 წლის კონვენციის, მისი დანართების (დანართი 1), საერთაშორისო ორგანიზაციების (ICAO, EASA) შესაბამისი დოკუმენტების (Doc. 8984, EU-FCL-3), ევრორეგულაციების, ფრენის უსაფრთხოების უზრუნველყოფის საერთაშორისო სტანდარტების, რეკომენდებული პრაქტიკის ცოდნა.

5. ავიასპეციალისტების სერტიფიცირების ინსპექტორის (FCL) საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

ა) უმაღლესი საავიაციო განათლება;

ბ) სპეციალობით მუშაობის არანაკლებ 3-წლიანი გამოცდილება;

გ) ავიასპეციალისტების სერტიფიცირებასთან დაკავშირებული საქართველოს საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტების, „საერთაშორისო სამოქალაქო ავიაციის შესახებ“ ჩიკაგოს 1944 წლის კონვენციის, მისი დანართების (დანართი 1), საერთაშორისო ორგანიზაციების (ICAO, EASA) შესაბამისი დოკუმენტების (EU 1178/2011, EC 2042/2003 (Part-66), EU 805/2011, ESSAR 5), ფრენის უსაფრთხოების უზრუნველყოფის საერთაშორისო სტანდარტების, რეკომენდებული პრაქტიკის ცოდნა.

6. სამოქალაქო ავიაციის სასწავლო დაწესებულებების სერტიფიცირების ინსპექტორის (FCL) საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

ა)  უმაღლესი განათლება;

ბ) მუშაობის არანაკლებ 3-წლიანი გამოცდილება და ავიაციის სფეროში მუშაობის არანაკლებ 2-წლიანი გამოცდილება;

გ) სასწავლო დაწესებულებების სერტიფიცირებასთან დაკავშირებული საქართველოს საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტების, „საერთაშორისო სამოქალაქო ავიაციის შესახებ“ ჩიკაგოს 1944 წლის კონვენციის, მისი დანართების (დანართი 1), საერთაშორისო ორგანიზაციების (ICAO, EASA) შესაბამისი დოკუმენტების (EU 1178/2011, EC 2042/2003 (Part-66, Part-147), EU 805/2011, ESSAR 5), ფრენის უსაფრთხოების უზრუნველყოფის საერთაშორისო სტანდარტების, რეკომენდებული პრაქტიკის ცოდნა;

7. საჰაერო ხომალდების საფრენად ვარგისობის ( Airworthiness )/ტექნიკური მომსახურების საწარმოს ინსპექტორის საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

ა) უმაღლესი საავიაციო განათლება ინჟინრის სპეციალობით;

ბ) სპეციალობით მუშაობის არანაკლებ 5-წლიანი გამოცდილება;

გ) საჰაერო ხომალდების საფრენად ვარგისობასთან დაკავშირებული საქართველოს საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტების, „საერთაშორისო სამოქალაქო ავიაციის შესახებ“ ჩიკაგოს 1944 წლის კონვენციის და მისი დანართების (დანართები 1, 6, 8, 13), საერთაშორისო ორგანიზაციების (ICAO, EASA) შესაბამისი დოკუმენტების (Doc. 9760, Basic Regulation EC №216/2008, Regulation EC 2042/2003 (Part-66, Part-145, Part-M Part-147), EC 1702/2003 (Part-21), ფრენის უსაფრთხოების უზრუნველყოფის საერთაშორისო სტანდარტების, რეკომენდებული პრაქტიკის ცოდნა.

8 . აეროდრომების / აეროპორტების ინსპექტორის ( AGA ) საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

ა) უმაღლესი განათლება ინჟინრის, მშენებლის ან ელექტრიკოსის სპეციალობით;

ბ) ავიასაწარმოში შესაბამისი სპეციალობით მუშაობის არანაკლებ 3 წლიანი გამოცდილება;

გ) შესაბამისი სფეროს მარეგულირებელი საქართველოს საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტების, „საერთაშორისო სამოქალაქო ავიაციის შესახებ“ ჩიკაგოს 1944 წლის კონვენციის და მისი დანართების (დანართი 14), საერთაშორისო ორგანიზაციების (ICAO, EASA, ECAC) შესაბამისი დოკუმენტების (Doc.9774), სახელმძღვანელო მასალების (Guidance Material), ევრორეგულაციების, ფრენის უსაფრთხოების უზრუნველყოფის საერთაშორისო სტანდარტების, რეკომენდებული პრაქტიკის ცოდნა.

9. სახიფათო ტვირთების გადაზიდვის ინსპექტორის (Dangerous goods) საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

ა) უმაღლესი საავიაციო განათლება;

ბ) სამოქალაქო ავიაციაში მუშაობის არანაკლებ 5-წლიანი გამოცდილება;

გ) საჰაერო გადაყვანა-გადაზიდვებთან, მათ შორის, სახიფათო ტვირთების გადაზიდვებთან დაკავშირებული საქართველოს საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტების, „საერთაშორისო სამოქალაქო ავიაციის შესახებ“ ჩიკაგოს 1944 წლის კონვენციის და მისი დანართების (დანართი 18), საერთაშორისო ორგანიზაციების (ICAO, EASA) შესაბამისი დოკუმენტების (Doc. 9284 An/905, Doc. 9481 An/928), ევრორეგულაციების, ფრენის უსაფრთხოების უზრუნველყოფის საერთაშორისო სტანდარტების, რეკომენდებული პრაქტიკის ცოდნა.

10 . საავიაციო უშიშროების ინსპექტორის (AVSEC) საკვალიფიკაციო მოთხოვნები :

) უმაღლესი განათლება;

) საავიაციო უშიშროების კუთხით მუშაობის არანაკლებ 2-წლიანი გამოცდილება ან სამოქალაქო ავიაციის სფეროში მუშაობის არანაკლებ 5 წლიანი გამოცდილება;

გ) საავიაციო უშიშროების უზრუნველყოფასთან დაკავშირებული საქართველოს საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტების, „საერთაშორისო სამოქალაქო ავიაციის შესახებ“ ჩიკაგოს 1944 წლის კონვენციის და მისი დანართების, საერთაშორისო ორგანიზაციების (ICAO, EASA, ECAC) შესაბამისი დოკუმენტების (ICAO Annex17, ICAO Doc.30), დადგენილი საერთაშორისო სტანდარტების (ECAC, ICAO, EU), რეკომენდებული პრაქტიკის ცოდნა;

1 1. საჰაერო მოძრაობის ორგანიზების უსაფრთხოების ინსპექტორის (A TM) საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

ა) უმაღლესი საავიაციო განათლება;

ბ) სააერნაოსნო მომსახურების სფეროში მუშაობის არანაკლებ 3-წლიანი გამოცდილება;

გ) მოქმედი სააერნაოსნო მომსახურების მეთვალყურის მოწმობა;

) საქართველოს საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტების, „საერთაშორისო სამოქალაქო ავიაციის შესახებ“ ჩიკაგოს 1944 წლის კონვენციის, მისი დანართების (დანართები 2, 11, 15), საერთაშორისო ორგანიზაციების (ICAO, EASA, Eurocontrol) შესაბამისი დოკუმენტების (EC Regulations, Directives, ESARRs), ფრენის უსაფრთხოების უზრუნველყოფის საერთაშორისო სტანდარტების, რეკომენდებული პრაქტიკის ცოდნა.

 12. კავშირგაბმულობის, სანავიგაციო და რადიოსალოკაციო მომსახურების უსაფრთხოების ინსპექტორის (CNS) საკვალიფიკაციო მოთხოვნები :

ა) უმაღლესი საავიაციო ან ტექნიკური განათლება;

ბ) სააერნაოსნო მომსახურების სფეროში მუშაობის არანაკლებ 3-წლიანი გამოცდილება;

გ) საქართველოს საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტების, „საერთაშორისო სამოქალაქო ავიაციის შესახებ“ ჩიკაგოს 1944 წლის კონვენციის, მისი დანართების (დანართები 10, 11), საერთაშორისო ორგანიზაციების (ICAO, EASA, Eurocontrol) შესაბამისი დოკუმენტების (EC Regulations, Directives, ESARRs), ფრენის უსაფრთხოების უზრუნველყოფის საერთაშორისო სტანდარტების, რეკომენდებული პრაქტიკის ცოდნა.

13. მეტეოროლოგიური მომსახურების უსაფრთხოების ინსპექტორის (MET) საკვალიფიკაციო მოთხოვნები :

ა) უმაღლესი ტექნიკური ან საბუნებისმეტყველო განათლება;

ბ) სააერნაოსნო მომსახურების სფეროში მუშაობის არანაკლებ 3-წლიანი გამოცდილება;

გ) საქართველოს საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტების, „საერთაშორისო სამოქალაქო ავიაციის შესახებ“ ჩიკაგოს 1944 წლის კონვენციის, მისი დანართების (დანართი 3), საერთაშორისო ორგანიზაციების (ICAO, EASA, Eurocontrol, WMO) შესაბამისი დოკუმენტების (EC Regulations, Directives, ESARRs), ფრენის უსაფრთხოების უზრუნველყოფის საერთაშორისო სტანდარტების, რეკომენდებული პრაქტიკის ცოდნა.

14. სააერნაოსნო ინფორმაციით მომსახურების უსაფრთხოების ინსპექტორის (AIS) საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

ა) უმაღლესი განათლება;

ბ) სააერნაოსნო მომსახურების სფეროში მუშაობის არანაკლებ 3-წლიანი გამოცდილება;

გ) საქართველოს საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტების, „საერთაშორისო სამოქალაქო ავიაციის შესახებ“ ჩიკაგოს 1944 წლის კონვენციის, მისი დანართების (დანართები 11, 15), საერთაშორისო ორგანიზაციების (ICAO, EASA, Eurocontrol) შესაბამისი დოკუმენტების (EC Regulations, Directives, ESARRs), ფრენის უსაფრთხოების უზრუნველყოფის საერთაშორისო სტანდარტების, რეკომენდებული პრაქტიკის ცოდნა.

15. სააერნაოსნო პროცედურების/კარტოგრაფიული მომსახურების უსაფრთხოების ინსპექტორის (PANS-OPS/Cartographic) საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

ა) უმაღლესი საავიაციო ან ტექნიკური განათლება;

ბ) სააერნაოსნო მომსახურების სფეროში მუშაობის არანაკლებ 3-წლიანი გამოცდილება;

გ) საქართველოს საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტების, „საერთაშორისო სამოქალაქო ავიაციის შესახებ“ ჩიკაგოს 1944 წლის კონვენციის, მისი დანართების (დანართები 4, 15), საერთაშორისო ორგანიზაციების (ICAO, EASA, Eurocontrol) შესაბამისი დოკუმენტების (EC Regulations, Directives, ESARRs), ფრენის უსაფრთხოების უზრუნველყოფის საერთაშორისო სტანდარტების, რეკომენდებული პრაქტიკის ცოდნა.

1 6. საავიაციო ძებნა-შველის ინსპექტორის (SAR) საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

ა) უმაღლესი საავიაციო განათლება;

ბ) საავიაციო ძებნა-შველის სფეროში მუშაობის არანაკლებ 3 წლიანი გამოცდილება;

გ) საქართველოს საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტების, „საერთაშორისო სამოქალაქო ავიაციის შესახებ“ ჩიკაგოს 1944 წლის კონვენციის, მისი დანართების (დანართები 2, 11, 12), საერთაშორისო ორგანიზაციების (ICAO, EASA, Eurocontrol) შესაბამისი დოკუმენტების (EC Regulations, Directives, ESARRs), ფრენის უსაფრთხოების უზრუნველყოფის საერთაშორისო სტანდარტების, რეკომენდებული პრაქტიკის ცოდნა.

7. 26/11/2020 - სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს დირექტორის ბრძანება - 185 - ვებგვერდი, 01/12/2020 6. 24/09/2020 - სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს დირექტორის ბრძანება - 155 - ვებგვერდი, 28/09/2020 - ცვლილება შეიცავს გარდამავალ დებულებას 5. 12/07/2019 - სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს დირექტორის ბრძანება - 138 - ვებგვერდი, 16/07/2019 4. 04/12/2018 - სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს დირექტორის ბრძანება - 228 - ვებგვერდი, 05/12/2018 3. 27/09/2018 - სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს დირექტორის ბრძანება - 190 - ვებგვერდი, 02/10/2018 2. 21/09/2017 - სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს დირექტორის ბრძანება - 150 - ვებგვერდი, 22/09/2017 1. 23/05/2013 - სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს დირექტორის ბრძანება - 79 - ვებგვერდი, 24/05/2013