დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს ფრენის უსაფრთხოების ინსპექტორების საკვალიფიკაციო მოთხოვნების დამტკიცების შესახებ“ სსიპ – სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს დირექტორის 2012 წლის 27 ივლისის №135 ბრძანებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 185 |
| დოკუმენტის მიმღები | სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს დირექტორი |
| მიღების თარიღი | 26/11/2020 |
| დოკუმენტის ტიპი | სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს დირექტორის ბრძანება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 01/12/2020 |
| სარეგისტრაციო კოდი | 040030000.54.066.016207 |
|
„საჯარო სამართლის იურიდიული პირის – სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს ფრენის უსაფრთხოების ინსპექტორების საკვალიფიკაციო მოთხოვნების დამტკიცების შესახებ“ სსიპ – სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს დირექტორის 2012 წლის 27 ივლისის №135 ბრძანებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე
|
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ:
|
| მუხლი 1 |
„საჯარო სამართლის იურიდიული პირის – სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს ფრენის უსაფრთხოების ინსპექტორების საკვალიფიკაციო მოთხოვნების დამტკიცების შესახებ“ სსიპ – სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს დირექტორის 2012 წლის 27 ივლისის №135 ბრძანებაში (სსიპ – საქართველოს საკანონმდებლო მაცნე www.matsne.gov.ge 01/01/2013 040030000.54.066.016031) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:
1. პირველი მუხლის მე-2 პუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის „ს“ – „ქ“ ქვეპუნქტები: „ს) საჰაერო ხომალდის სპეციალიზებული ექსპლუატაციის ინსპექტორი (SPO); ტ) უპილოტო საჰაერო ხომალდის სისტემის ექსპლუატანტის ინსპექტორი (UAS); უ) ზემსუბუქი საჰაერო ხომალდის საფრენოსნო ექსპლუატაციის და ექსპლუატანტის სერტიფიცირების ინსპექტორი (ULA-OPS); ფ) ზემსუბუქი საჰაერო ხომალდის ეკიპაჟის საფრენოსნო შემადგენლობის სერტიფიცირების ინსპექტორი (ULA-FCL); ქ) საერთო დანიშნულების ავიაციის ინსპექტორი (GAU).“. 2. მე-3 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის „20“ – „24“ პუნქტები: „20. უპილოტო საჰაერო ხომალდის სისტემის ექსპლუატანტის ინსპექტორის (UAS) საკვალიფიკაციო მოთხოვნები: ა) უმაღლესი საინჟინრო ან პროფესიული განათლება საჰაერო ხომალდის საფრენოსნო ან ტექნიკური ექსპლუატაციის (პილოტის ან ავიატექნიკოსის) სპეციალიზაციით; ბ) უპილოტო საჰაერო ხომალდის სისტემის ექსპლუატაციის სამწლიანი გამოცდილება. 21. საჰაერო ხომალდის სპეციალიზებული ექსპლუატაციის ინსპექტორის (SPO) საკვალიფიკაციო მოთხოვნები: ა) უმაღლესი ან პროფესიული განათლება საჰაერო ხომალდის საფრენოსნო ან ტექნიკური ექსპლუატაციის (პილოტის ან ავიატექნიკოსის) სპეციალობით, ან შესაბამისი სპეციალიზაციით სწავლების დასრულების დამადასტურებელი სერტიფიკატი ბ) ავიასაწარმოში მუშაობის არანაკლებ სამწლიანი გამოცდილება. 22. ზემსუბუქი საჰაერო ხომალდის საფრენოსნო ექსპლუატაციის და ექსპლუატანტის სერტიფიცირების ინსპექტორის (ULA–OPS) საკვალიფიკაციო მოთხოვნები: ა) უმაღლესი ან პროფესიული საინჟინრო განათლება საჰაერო ხომალდის საფრენოსნო ან ტექნიკური ექსპლუატაციის (პილოტის ან ავიატექნიკოსის) სპეციალიზაციით; ბ) სპეციალობით მუშაობის არანაკლებ სამწლიანი გამოცდილება. 23. საერთო დანიშნულების ავიაციის ინსპექტორის (GAU) საკვალიფიკაციო მოთხოვნები: ა) უმაღლესი ან პროფესიული საინჟინრო განათლება საჰაერო ხომალდის საფრენოსნო ან ტექნიკური ექსპლუატაციის (პილოტის ან ავიატექნიკოსის) სპეციალიზაციით; ბ) სპეციალობით მუშაობის არანაკლებ სამწლიანი გამოცდილება. 24. ზემსუბუქი საჰაერო ხომალდების ეკიპაჟის საფრენოსნო შემადგენლობის სერტიფიცირების ინსპექტორის (ULA–FCL) საკვალიფიკაციო მოთხოვნები: ა) უმაღლესი ან პროფესიული განათლება, სასურველია საჰაერო ხომალდის საფრენოსნო ან ტექნიკური ექსპლუატაციის (პილოტის ან ავიატექნიკოსის) სპეციალიზაციით; ბ) სააგენტოში შესაბამისი მიმართულებით მუშაობის არანაკლებ ერთწლიანი გამოცდილება.“. |
| მუხლი 2 |
ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
|
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები