„საჯარო სამართლის იურიდიული პირის – სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს ფრენის უსაფრთხოების ინსპექტორების საკვალიფიკაციო მოთხოვნების დამტკიცების შესახებ“ სსიპ – სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს დირექტორის 2012 წლის 27 ივლისის №135 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

დოკუმენტის ნომერი 190
დოკუმენტის მიმღები სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს დირექტორი
მიღების თარიღი 27/09/2018
დოკუმენტის ტიპი სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს დირექტორის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 02/10/2018
ძალაში შესვლის თარიღი 01/11/2018
ძალის დაკარგვის თარიღი 01/01/2022
სარეგისტრაციო კოდი 040030000.54.066.016145
190
27/09/2018
ვებგვერდი, 02/10/2018
040030000.54.066.016145
„საჯარო სამართლის იურიდიული პირის – სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს ფრენის უსაფრთხოების ინსპექტორების საკვალიფიკაციო მოთხოვნების დამტკიცების შესახებ“ სსიპ – სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს დირექტორის 2012 წლის 27 ივლისის №135 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს დირექტორი

სსიპ სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს დირექტორის

ბრძანება №190

2018 წლის 27 სექტემბერი

ქ. თბილისი

„საჯარო სამართლის იურიდიული პირის – სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს ფრენის უსაფრთხოების ინსპექტორების საკვალიფიკაციო მოთხოვნების დამტკიცების შესახებ“ სსიპ – სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს დირექტორის 2012 წლის 27 ივლისის №135 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად,  ვბრძანებ:

მუხლი 1
საჯარო სამართლის იურიდიული პირის – სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს ფრენის უსაფრთხოების ინსპექტორების საკვალიფიკაციო მოთხოვნების“ დამტკიცების შესახებ „სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს დირექტორის 2012 წლის 27 ივლისის №135 ბრძანებით (სსმ, ვებგვერდი, 03/08/2012, 040030000.54.066.016031) დამტკიცებულ „სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს ფრენის უსაფრთხოების ინსპექტორების საკვალიფიკაციო მოთხოვნებში“  შეტანილ იქნეს ცვლილებები:

1. მე-3 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-17 და მე-18  პუნქტები:

„17. ფრენის იმიტაციის საწვრთნელი მოწყობილობის (საწაფის) პილოტი-ინსპექტორის საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

ა)  საავიაციო განათლება პილოტის სპეციალობით;

ბ) საფრენოსნო მუშაობის არანაკლებ 3 - წლიანი გამოცდილება;

გ) სამოქალაქო ავიაციის სფეროში მოქმედი საქართველოს საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტების, „საერთაშორისო სამოქალაქო ავიაციის შესახებ“ ჩიკაგოს 1944 წლის კონვენციის, მისი დანართების (დანართები 1, 6), საერთაშორისო ორგანიზაციების ( ICAO, EASA) შესაბამისი დოკუმენტების (Doc 9625, CS-FSTD (A/H) ცოდნა.

18. ფრენის იმიტაციის საწვრთნელი მოწყობილობის (საწაფის) ტექნიკური ინსპექტორის საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

ა) საავიაციო განათლება საჰაერო ხომალდის ტექნიკური მომსახურების სპეციალისტის სპეციალობით;

ბ) სპეციალობით მუშაობის არანაკლებ 3-წლიანი გამოცდილება;

გ) სამოქალაქო ავიაციის სფეროში მოქმედი საქართველოს საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტების, „საერთაშორისო სამოქალაქო ავიაციის შესახებ“ ჩიკაგოს 1944 წლის კონვენციის, მისი დანართების (დანართები 1, 6, 8), საერთაშორისო ორგანიზაციების ( ICAO, EASA) შესაბამისი დოკუმენტების (Doc 9625, CS-FSTD (A/H) ცოდნა.“.

მუხლი 2
ბრძანება ამოქმედდეს 2018 წლის 1 ნოემბრიდან.

სსიპ – სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს დირექტორიგურამ ჯალაღონია