საჯარო სამართლის იურიდიული პირის – სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს ფრენის უსაფრთხოების ინსპექტორების საკვალიფიკაციო მოთხოვნების დამტკიცების შესახებ სსიპ – სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს დირექტორის 2012 წლის 27 ივლისი №135 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ

დოკუმენტის ნომერი 79
დოკუმენტის მიმღები სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს დირექტორი
მიღების თარიღი 23/05/2013
დოკუმენტის ტიპი სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს დირექტორის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 24/05/2013
ძალის დაკარგვის თარიღი 01/01/2022
სარეგისტრაციო კოდი 040030000.54.066.016042
79
23/05/2013
ვებგვერდი, 24/05/2013
040030000.54.066.016042
საჯარო სამართლის იურიდიული პირის – სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს ფრენის უსაფრთხოების ინსპექტორების საკვალიფიკაციო მოთხოვნების დამტკიცების შესახებ სსიპ – სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს დირექტორის 2012 წლის 27 ივლისი №135 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ
სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს დირექტორი
 
სსიპ სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს დირექტორის

ბრძანება №79

2013 წლის 23 მაისი

ქ. თბილისი

საჯარო სამართლის იურიდიული პირის – სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს ფრენის უსაფრთხოების ინსპექტორების საკვალიფიკაციო მოთხოვნების დამტკიცების შესახებ" სსიპ – სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს დირექტორის 2012 წლის 27 ივლისის №135 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ

 „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ:

მუხლი 1
საჯარო სამართლის იურიდიული პირის – სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს ფრენის უსაფრთხოების ინსპექტორების საკვალიფიკაციო მოთხოვნების“ დამტკიცების შესახებ  სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს დირექტორის 2012 წლის 27 ივლისის №135 ბრძანებით (სსმ, ვებგვერდი, 03/08/2012, 040030000.54.066.016031) დამტკიცებულ „სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს ფრენის უსაფრთხოების ინსპექტორების საკვალიფიკაციო მოთხოვნებში“  შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები:
1. პირველი მუხლის  მე-3, მე-4  და მე-5 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„3 ამ წესით დადგენილი საკვალიფიკაციო მოთხოვნები არ ვრცელდება ფრენის უსაფრთხოების ინსპექტორებზე, რომლებიც ამ ბრძანების ამოქმედებამდე  ასრულებდნენ ფრენის უსაფრთხოების ინსპექტორის მოვალეობებს სააგენტოში.  

4. ამ მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებულ პირებზე საკვალიფიკაციო მოთხოვნები გავრცელდება  2016 წლის 1 იანვრიდან.

5. ფრენის უსაფრთხოების ინსპექტორის კვალიფიკაცია პირს ენიჭება სააგენტოს დირექტორის ბრძანებით, ამ წესით დადგენილ საკვალფიკაციო მოთხოვნებთან  შესაბამისობის დამადასტურებელი დოკუმენტების წარმოდგენისა და  უსაფრთხოების ინსპექტორის მოსამზადებელი პროგრამის გავლის შემდეგ.

2. მე-2 მუხლის მე-2 და მე-3 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

 „2 ფრენის უსაფრთხოების ინსპექტორის  კვალიფიკაციის მისანიჭებლად სავალდებულოა  ფრენის უსაფრთხოების ინსპექტორის მომზადების პროგრამის გავლა შესაბამისი განხრით.

 3. ფრენის უსაფრთხოების ინსპექტორების მომზადების პროგრამა მტკიცდება სააგენტოს დირექტორის ბრძანებით.“.

მუხლი 2
ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

სსიპ სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს დირექტორიგურამ ჯალაღონია