ცალკეულ შემთხვევებში დღგ-ით დაბეგვრის და დღგ-ის თანხის ბიუჯეტში გადახდის წესის დამტკიცების შესახებ

ცალკეულ შემთხვევებში დღგ-ით დაბეგვრის და დღგ-ის თანხის ბიუჯეტში გადახდის წესის დამტკიცების შესახებ
დოკუმენტის ნომერი 290
დოკუმენტის მიმღები საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი 25/07/2012
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მთავრობის დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 27/07/2012
სარეგისტრაციო კოდი 200110000.10.003.016964
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
290
25/07/2012
ვებგვერდი, 27/07/2012
200110000.10.003.016964
ცალკეულ შემთხვევებში დღგ-ით დაბეგვრის და დღგ-ის თანხის ბიუჯეტში გადახდის წესის დამტკიცების შესახებ
საქართველოს მთავრობა
თქვენ უყურებთ დოკუმენტის პირველად სახეს
დოკუმენტის კონსოლიდირებული ვარიანტის ნახვა ფასიანია, აუცილებელია სისტემაში შესვლა და საჭიროების შემთხვევაში დათვალიერების უფლების ყიდვა, გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია ან თუ უკვე რეგისტრირებული ხართ, გთხოვთ, შეხვიდეთ სისტემაში

პირველადი სახე (27/07/2012 - 30/12/2015)

საქართველოს მთავრობის

დადგენილება №290

2012 წლის 25 ივლისი

ქ. თბილისი

ცალკეულ შემთხვევებში დღგ-ით დაბეგვრის და დღგ-ის თანხის ბიუჯეტში გადახდის წესის დამტკიცების შესახებ

მუხლი 1. საქართველოს საგადასახადო კოდექსის 1761 მუხლის მე-4 ნაწილის შესაბამისად, დამტკიცდეს თანდართული ცალკეულ შემთხვევებში დღგ-ით დაბეგვრის და დღგ-ის თანხის ბიუჯეტში გადახდის წესი “.

მუხლი 2 . ძალადაკარგულად გამოცხადდეს „ცალკეულ შემთხვევებში დღგ-ით დაბეგვრის და დღგ-ის თანხის ბიუჯეტში გადახდის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2012 წლის 12 აპრილის 140 დადგენილება.

მუხლი 3 . დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე და მისი მოქმედება გავრცელდეს 2012 წლის 1 ივლისიდან წარმოშობილ სამართლებრივ ურთიერთობებზე.

პრემიერ-მინისტრი        . მერაბიშვილი

 

ცალკეულ შემთხვევებში დღგ-ით დაბეგვრის და დღგ-ის თანხის ბიუჯეტში გადახდის წესი

    მუხლი 1. ზოგადი დებულებანი

1. ცალკეულ შემთხვევებში დღგ-ით დაბეგვრის და დღგ-ის თანხის ბიუჯეტში გადახდის წესი (შემდგომში – წესი) განსაზღვრავს ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევ ებ ში დღგ-ით დაბეგვრის და დღგ-ის თანხის ბიუჯეტში გადახდის პირობებსა და პროცედურებს.

2. დღგ-ით ამ წესის შესაბამისად იბეგრება :

ა) საგადასახადო დავალიანების გადახდევინების უზრუნველყოფის ღონისძიების ფარგლებში ან სხვა ფულადი ვალდებულების (გარდა სისხლის სამართლის და ადმინისტრაციული წესით დაკისრებული სანქციებისა) გადახდევინების მიზნით საქონლის აუქციონის, პირდაპირი მიყიდვის ან სხვა წესით რეალიზაცია ;

ბ) „გადახდისუუნარობის საქმის წარმოების შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული წესით სამეურვეო ქონების აუქციონის, პირდაპირი მიყიდვის ან სხვა წესით რეალიზაცია .

3. ამ მუხლის მე-2 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში:

ა) დღგ-ის გადამხდელად ითვლება პირი, რომლის საქონლის რეალიზაციაც ხდება საგადასახადო დავალიანების გადახდევინების უზრუნველყოფის ღონისძიების ფარგლებში ან სხვა ფულადი ვალდებულების (გარდა სისხლის სამართლის და ადმინისტრაციული წესით დაკისრებული სანქციებისა) გადახდევინების მიზნით აუქციონის, პირდაპირი მიყიდვის ან სხვა წესით, მხოლოდ ამ ოპერაციაზე, დღგ-ის გადამხდელად რეგისტრაციის ვალდებულების გარეშე;

) ამ ოპერაციაზე დარიცხული დღგ-ის თანხის ამ პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული პირის (საქონლის მესაკუთრის) სახელით ბიუჯეტში გადახდას უზრუნველყოფს საქონლის რეალიზაციის განმახორციელებელი უფლებამოსილი პირი ;

გ) დღგ-ით არ იბეგრება:

.ა) საცხოვრებელი ბინის/სახლის რეალიზაცია;

.ბ) მიწის ნაკვეთის რეალიზაცია;

.გ) საგარეო-ეკონომიკური საქმიანობის ეროვნული სასაქონლო ნომენკლატურის 8703 კოდში აღნიშნული მსუბუქი ავტომობილის რეალიზაცია;

.დ) ფიზიკური პირის (გარდა ინდივიდუალური მეწარმისა) საკუთრებაში არსებული ქონების რეალიზაცია.

4 . ამ მუხლის მე-2 პუნქტი ს „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში:

ა) დღგ-ის გადამხდელად ითვლება პირი, რომლის სამეურვეო ქონების რეალიზაციაც ხდება „გადახდისუუნარობის საქმის წარმოების შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული წესით, მხოლოდ ამ ოპერაციაზე, რეგისტრაციის ვალდებულების გარეშე ;

) ამ ოპერაციაზე დარიცხული დღგ-ის თანხის ამ პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული პირის (სამეურვეო ქონების მესაკუთრის) სახელით ბიუჯეტში გადახდას უზრუნველყოფს საქონლის რეალიზაციის განმახორციელებელი უფლებამოსილი პირი ;

გ) დღგ-ით არ იბეგრება (გარდა სამეურვეო ქონების ერთიანი კომპლექსის სახით რეალიზაციის შემთხვევისა) :

.ა) ინდივიდუალური მეწარმის საკუთრებაში არსებული საცხოვრებელი ბინის/სახლის რეალიზაცია;

.ბ) მიწის ნაკვეთის რეალიზაცია;

.გ) ავტოსატრანსპორტო საშუალების რეალიზაცია;

.დ) სასოფლო-სამეურნეო ტექნიკის რეალიზაცია.

5. საქონლის რეალიზაციის განმახორციელებელ უფლებამოსილ პირად ითვლება პირი, რომელიც ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევებში ახორციელებს საქონლის რეალიზაციას. ამასთან ავე , იმ შემთხვევაში, თუ ფულადი ვალდებულების გადახდევინების მიზნით კრედიტორი თავად ახორციელებს მოვალის/მესამე პირის საქონლის (მათ შორის, უზუნველყოფის საგნის) რეალიზაციას, ამ ოპერაციაზე რეალიზაციის განმახორციელებელ უფლებამოსილ პირად ითვლება კრედიტორი.

6. ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში:

) საქონლის სარეალიზაციო ფასი (მყიდველის მიერ გადახდილი/გადასახდელი საკომპენსაციო თანხა) მოიცავს დღგ-ის თანხას;

) საქონლის რეალიზაციის დღგ-ით დაბეგვრისას არ ვრცელდება საქართველოს საგადასახადო კოდექსის 168-ე მუხლის მოქმედება .

7. მიწისა და მასზე დამაგრებული შენობა-ნაგებობის რეალიზაციისას ოპერაცია ითვლება შენობა-ნაგებობის რეალიზაციად .

    მუხლი 2. ცალკეულ შემთხვევებში დღგ-ით დაბეგვრა

1. ამ წესის პირველი მუხლის მე-2 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტი თ გათვალისწინებულ შემთხვევაში საქონლის რეალიზაციის განმახორციელებელ უფლებამოსილ პირს ამ ოპერაციაზე დარიცხული დღგ-ის თანხის ბიუჯეტში გადახდა და საგადასახადო ორგანოში ინფორმაციის წარდგენა ევალება:

ა) საქართველოს საგადასახადო კოდექსის 242-ე მუხლის შესაბამისად, საგადასახადო დავალიანების გადახდევინების უზრუნველყოფის ღონისძიების ფარგლებში საქონლის აუქციონის ან პირდაპირი მიყიდვის წესით რეალიზაციისას, რომელიც მოიცავს:

ა.ა) მოვალის საგადასახადო გირავნობით/იპოთეკით დატვირთული და ყადაღადადებული ქონების აუქციონის წესით რეალიზაციას საჯარო სამართლის იურიდიული პირის – აღსრულების ეროვნული ბიუროს მიერ;

ა.ბ) ყადაღადადებული მალფუჭებადი საქონლის აუქციონის ან პირდაპირი მიყიდვის წესით რეალიზაციას საგადასახადო ორგანოს მიერ;

ბ) სხვა ფულადი ვალდებულების (გარდა სისხლის სამართლის და ადმინისტრაციული წესით დაკისრებული სანქციებისა) გადახდევინების მიზნით საქონლის აუქციონის, პირდაპირი მიყიდვის ან სხვა წესით რეალიზაციისას, რომელიც მოიცავს შემდეგ შემთხვევებს:

ბ.ა) გირავნობის საგნის რეალიზაცია საქართველოს სამოქალაქო კოდექსის შესაბამისად;

ბ.ბ) იპოთეკით დატვირთული უძრავი ნივთის რეალიზაცია საქართველოს სამოქალაქო კოდექსის შესაბამისად;

ბ.გ) ქონების რეალიზაცია „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად;

გ) სხვა ნებისმიერ შემთხვევაში საქონლის რეალიზაციისას, თუ აღნიშნული რეალიზაცია ხორციელდება საგადასახადო დავალიანების გადახდევინების უზრუნველყოფის ღონისძიების ფარგლებში ან სხვა ფულადი ვალდებულების (გარდა სისხლის სამართლის და ადმინისტრაციული წესით დაკისრებული სანქციებისა) გადახდევინების მიზნით აუქციონის, პირდაპირი მიყიდვის ან სხვა წესით.

2. ამ წესის პირველი მუხლის მე-2 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში საქონლის რეალიზაციის განმახორციელებელ უფლებამოსილ პირს ამ ოპერაციაზე დარიცხული დღგ-ის თანხის ბიუჯეტში გადახდა და საგადასახადო ორგანოში ინფორმაციის წარდგენა ევალება „გადახდისუუნარობის საქმის წარმოების შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული წესით სამეურვეო ქონების აუქციონის, პირდაპირი მიყიდვის ან სხვა წესით რეალიზაციისას.

3 . ამ წესის პირველი მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში საქონლის რეალიზაციის განმახორციელებელი უფლებამოსილი პირი ვალდებულია:

ა) დაადგინოს:

ა.ა) ექვემდებარება თუ არა ეს ოპერაცია დღგ-ით დაბეგვრას;

ა.ბ) არის თუ არა პირი (საქონლის /სამეურვეო ქონების მესაკუთრე) ინდივიდუალურ მეწარმედ რეგისტრირებული მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრში , თუ ხორციელდება ფიზიკური პირის ქონების რეალიზაცია;

ბ) არა უგვიანეს დასაბეგრი ოპერაციის განხორციელების თვის მომდევნო თვის 15 რიცხვისა უზრუნველყოს:

ბ.ა) პირის (საქონლის /სამეურვეო ქონების მესაკუთრის) სახელით დღგ-ის თანხის ბიუჯეტში გადახდა;

ბ.ბ) ინფორმაციის წარდგენა საგადასახადო ორგანოში, ამ დადგენილების დანართის შესაბამისად.

4. საქონლის რეალიზაციის განმახორციელებელი უფლებამოსილი პირი ამ მუხლის მე-3 პუნქტის „ა.ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ ინფორმაციას იღებს საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მეშვეობით.

5 . საქართველოს საგადასახადო კოდექსის, „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონის ან „გადახდისუუნარობის საქმის წარმოების შესახებ“ საქართველოს კანონი საფუძველზე, საქონლის რეალიზაციისას დასაბეგრი ოპერაციის განხორციელების დროდ ითვლება შესაბამისად სერტიფიკატის ან განკარგულების გამოცემის მომენტი.

6 . საქონლის რეალიზაციის განმახორციელებელი უფლებამოსილი პირის მიერ ამ წესით დადგენილი ვალდებულებების დარღვევის შემთხვევაში მას დაეკისრება საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობით გათვალისწინებული პასუხისმგებლობა.

7 . საგადასახადო დავალიანების გადახდევინების უზრუნველყოფის ღონისძიების ფარგლებში ან სხვა ფულადი ვალდებულების (გარდა სისხლის სამართლის და ადმინისტრაციული წესით დაკისრებული სანქციებისა) გადახდევინების მიზნით საქონლის აუქციონის, პირდაპირი მიყიდვის ან სხვა წესით რეალიზაციისას:

ა) საქონლის მესაკუთრეს ამ ოპერაციაზე არ ეკისრება დღგ-ის თანხის ბიუჯეტში გადახდისა და დღგ-ის დეკლარაციის საგადასახადო ორგანოში წარდგენის ვალდებულება, თუ საქონლის რეალიზაციას ახორციელებს ის პირი, რომელიც არ არის სარეალიზაციო საქონლის მესაკუთრე;

ბ) ეს ოპერაცია არ იბეგრება ამ წესის შესაბამისად, თუ საქონლის რეალიზაციას ახორციელებს ის პირი, რომელიც სარეალიზაციო საქონლის მესაკუთრეა.

8. „გადახდისუუნარობის საქმის წარმოების შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული წესით , სამეურვეო ქონების აუქციონის, პირდაპირი მიყიდვის ან სხვა წესით რეალიზაციისას სამეურვეო ქონების მესაკუთრეს ამ ოპერაციაზე არ ეკისრება დღგ-ის თანხის ბიუჯეტში გადახდისა და დღგ-ის დეკლარაციის საგადასახადო ორგანოში წარდგენის ვალდებულება .

    მუხლი 3. ცალკეულ შემთხვევებში გადახდილი დღგ-ის დარიცხვა და ჩათვლა

1. ამ წესის პირველი მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში საქონლის რეალიზაციის განმახორციელებელი უფლებამოსილი პირის მიერ დღგ-ის თანხის ბიუჯეტში გადახდა ითვლება პირის (საქონლის/სამეურვეო ქონების მესაკუთრის) მიერ დღგ-ის დეკლარირებად გადახდის შესაბამისი ოდენობით და აღნიშნული თანხის დარიცხვის საფუძველია.

2. ამ წესის პირველი მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში დასაბეგრ ოპერაციაზე დღგ-ის ჩათვლის დოკუმენტს წარმოადგენს მყიდველის მიერ საქონლის შეძენის დამადასტურებელი შესაბამისი დოკუმენტი, რომელშიც მითითებული უნდა იყოს საქონლის შესაძენად გადახდილი თანხის ოდენობა (სარეალიზაციო ფასი). ჩათვლის დოკუმენტში დღგ-ის თანხის ოდენობა უნდა მიეთითოს ცალკე.

3. ამ მუხლის მე-2 პუნქტში აღნიშნული ჩათვლის დოკუმენტებია:

ა) „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონის 75-ე მუხლის შესაბამისად გამოცემული განკარგულება, აუქციონზე შეძენილ ქონებაზე საკუთრების უფლების შესახებ;

ბ) „გადახდისუუნარობის საქმის წარმოების შესახებ“ საქართველოს კანონის 38-ე მუხლის შესაბამისად გამოცემული განკარგულება, აუქციონზე შეძენილ ქონებაზე საკუთრების უფლების შესახებ;

) „საგადასახადო კონტროლის განმახორციელებელი პირის შერჩევისა და საგადასახადო კონტროლის განხორციელების, მიმდინარე კონტროლის პროცედურების ჩატარების, სასაქონლომატერიალურ ფასეულობათა ჩამოწერის, საგადასახადო დავალიანების გადახდევინების უზრუნველყოფის ღონისძიებების განხორციელების, სამართალდარღვევათა საქმისწარმოების წესის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 31 დეკემბრის №994 ბრძანებით დამტკიცებული წესის 55-ე მუხლის შესაბამისად, მალფუჭებადი საქონლის საკუთრების დამადასტურებელი სერტიფიკატი;

) სხვა დოკუმენტი, რომელიც აკმაყოფილებს ამ მუხლის მე-2 პუნქტში აღნიშნულ მოთხოვნებს და რომლითაც შესაძლებელია ამ ოპერაციის მონაწილე მხარეთა იდენტიფიცირება, აქვს თარიღი და მოიცავს რეალიზებული საქონლის ჩამონათვალსა და ღირებულებას.

 

№1 მაგალითი:

საჯარო სამართლის იურიდიულმა პირმა – აღსრულების ეროვნულმა ბიურომ (შემდგომში – ბიურო) ფულადი ვალდებულების გადახდევინების მიზნით განახორციელა ფიზიკურ პირ ლაშა ბერიძის კუთვნილი კომერციული ფართობის აუქციონის წესით რეალიზაცია 2012 წლის 12 ივნისს 11 800 ლარად.

საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, ლაშა ბერიძე რეგისტრირებულია ინდივიდუალურ მეწარმე მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრ .

 

მოცემულ პირობებში:

ვინაიდან ლაშა ბერიძე ინდივიდუალური მეწარმეა და არ განხორციელებულა ამ წესის პირველი მუხლის მე-3 პუნქტის ქვეპუნქტით გათვალისწინებული საქონლის რეალიზაცია, ბიურო ვალდებულია საკომპენსაციო თანხიდან გამოყოს დღგ-ის თანხა 1800 ლარის (11800*18/118) ოდენობით და ლაშა ბერიძის სახელით ბიუჯეტში გადაიხადოს არა უგვიანეს 2012 წლის 15 ივლისისა, შესაბამის სახაზინო კოდზე.

 

№2 მაგალითი:

ბიურო ფულადი ვალდებულების გადახდევინების მიზნით განახორციელა ფიზიკურ პირ ლაშა ბერიძის კუთვნილი საცხოვრებელი სახლის აუქციონის წესით რეალიზაცია 2012 წლის 12 ივნისს . სახლის ეზოში განთავსებულია ლაშა ბერიძის კუთვნილი ავტოფარეხი და სათავსო.

საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, ლაშა ბერიძე რეგისტრირებულია ინდივიდუალურ მეწარმე მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრ, ხოლო საცხოვრებელი სახლი, ავტოფარეხი და სათავსო საჯარო რეესტრში – ერთი სარეგისტრაციო დოკუმენტით და ერთი საკადასტრო კოდით.

 

მოცემულ პირობებში:

ამ შემთხვევაში საცხოვრებელი სახლის, ავტოფარეხისა და სათავსოს რეალიზაცია ერთობლიობაში მიჩნეული უნდა იქნეს საცხოვრებელი სახლის რეალიზაციად, რადგან ეს სამი ობიექტი საჯარო რეესტრში რეგისტრირებულია ერთი სარეგისტრაციო დოკუმენტით და ერთი საკადასტრო კოდით.

მიუხედავად იმისა , რომ ლაშა ბერიძე არის ინდივიდუალური მეწარმე , ვინაიდან ბიუროს მიერ განხორციელ ა ამ წესის პირველი მუხლის მე-3 პუნქტის ქვეპუნქტით გათვალისწინებული საქონლის (საცხოვრებელი სახლის) რეალიზაცია, აღნიშნული ოპერაცია არ იბეგრება დღგ-ით .

   

№3 მაგალითი:

ბიურო ფულადი ვალდებულების გადახდევინების მიზნით განახორციელა ფიზიკურ პირ ლაშა ბერიძის კუთვნილი საცხოვრებელი ბინის აუქციონის წესით რეალიზაცია 2012 წლის 12 ივნისს . ბინის ეზოში განთავსებულია ლაშა ბერიძის კუთვნილი ავტოფარეხი.

საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, ლაშა ბერიძე რეგისტრირებულია ინდივიდუალურ მეწარმე მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრ , ხოლო საცხოვრებელი ბინა და ავტოფარეხი – საჯარო რეესტრში ცალ-ცალკე სარეგისტრაციო დოკუმენტით, სხვადასხვა საკადასტრო კოდით.

 

მოცემულ პირობებში:

ამ შემთხვევაში საცხოვრებელი ბინისა და ავტოფარეხის რეალიზაცია განიხილება ცალ-ცალკე რეალიზაციად, რადგან ეს ორი ობიექტი საჯარო რეესტრში რეგისტრირებულია ცალ-ცალკე სარეგისტრაციო დოკუმენტით და სხვადასხვა საკადასტრო კოდით.

იმ პირობებში, რომ ლაშა ბერიძე არის ინდივიდუალური მეწარმე , ბიუროს მიერ საცხოვრებელი ბინის რეალიზაცია არ დაიბეგრება დღგ-ით, ხოლო ავტოფარეხის რეალიზაცია დაიბეგრება დღგ-ით ამ წესის შესაბამისად .

 

დანართი

 

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 1761 მუხლით გათვალისწინებულ შემთხვევაში საქონლის აუქციონის, პირდაპირი მიყიდვის ან სხვა წესით რეალიზაციის დღგ-ი თ დაბეგვრის შესახებ

 

1. დასაბეგრი ოპერაციის განხორციელების პერიოდი:

                                                                                         წელი…………. თვე …………

 

2. ___________________________________________________

საქონლის რეალიზაციის განმახორციელებელი უფლებამოსილი პირის დასახელება

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

3. საიდენტიფიკაციო ნომერი

 

4. დასაბეგრი ოპერაციის მონაცემები:

 

საქონლის/

სამეურვეო ქონების მესაკუთრის დასახელება

საქონლის/

სამეურვეო ქონების მესაკუთრის საიდენტიფიკაციო ნომერი

რეალიზე

ბული საქონლის/

სამეურვეო ქონების სახეობა

რეალიზე

ბული საქონლის/

სამეურვეო ქონების რაოდენობა

საქონლის/

სამეურვეო ქონების რეალიზაციის თარიღი

საქონლის/

სამეურვეო ქონების სარეალი

ზაციო ფასი

დღგ-ის

თანხა

1

2

3

4

5

6

7

8

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

ჯამი :

 

 

 

ინფორმაციის უტყუარობასა და სისრულეს ვადასტურებ:

 

საქონლის რეალიზაციის განმახორციელებელი უფლებამოსილი პირი (უფლებამოსილი წარმომადგენელი)      ____________________

 

________________________                  

          (სახელი, გვარი)          (ხელმოწერა)

 

 

 

ონლაინ კონსულტაცია

სამწუხაროდ კონსულტანტი არ არის კავშირზე.