„ცალკეულ შემთხვევებში დღგ-ით დაბეგვრის და დღგ-ის თანხის ბიუჯეტში გადახდის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2012 წლის 25 ივლისის №290 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„ცალკეულ შემთხვევებში დღგ-ით დაბეგვრის და დღგ-ის თანხის ბიუჯეტში გადახდის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2012 წლის 25 ივლისის №290 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 664
დოკუმენტის მიმღები საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი 30/12/2015
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მთავრობის დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 31/12/2015
ძალაში შესვლის თარიღი 01/01/2016
ძალის დაკარგვის თარიღი 01/01/2021
სარეგისტრაციო კოდი 200110000.10.003.019051
664
30/12/2015
ვებგვერდი, 31/12/2015
200110000.10.003.019051
„ცალკეულ შემთხვევებში დღგ-ით დაბეგვრის და დღგ-ის თანხის ბიუჯეტში გადახდის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2012 წლის 25 ივლისის №290 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს მთავრობა
 

საქართველოს მთავრობის

დადგენილება №664

2015 წლის 30 დეკემბერი

ქ. თბილისი

 

„ცალკეულ შემთხვევებში დღგ-ით დაბეგვრის და დღგ-ის თანხის ბიუჯეტში გადახდის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2012 წლის 25 ივლისის №290 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

მუხლი 1
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, შეტანილ იქნეს ცვლილება „ცალკეულ შემთხვევებში დღგ-ით დაბეგვრის და დღგ-ის თანხის ბიუჯეტში გადახდის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2012 წლის 25 ივლისის №290 დადგენილებაში (www.matsne.gov.ge, 27/07/2012,  200110000.10.003.016964) და დადგენილებით დამტკიცებული წესის მე-3 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. ამ წესის პირველი მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში, საქონლის რეალიზაციის განმახორციელებელი უფლებამოსილი პირის მიერ ამავე წესის მე-2 მუხლის პირველი და მეორე პუნქტების შესაბამისად ინფორმაციის წარდგენა ითვლება პირის (საქონლის/სამეურვეო ქონების მესაკუთრის) მიერ დღგ-ის დეკლარირებად ინფორმაციაში დაფიქსირებული დღგ-ის თანხის შესაბამისი ოდენობით და აღნიშნული საქონლის/სამეურვეო ქონების მესაკუთრის პირადი აღრიცხვის ბარათზე თანხის დარიცხვის საფუძველია.“.

 

მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს 2016 წლის 1 იანვრიდან.

პრემიერ-მინისტრიგიორგი კვირიკაშვილი