„გადახდისუუნარობის საქმის წარმოების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე

  • Word
„გადახდისუუნარობის საქმის წარმოების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 6604-რს
დოკუმენტის მიმღები საქართველოს პარლამენტი
მიღების თარიღი 29/06/2012
დოკუმენტის ტიპი საქართველოს კანონი
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 12/07/2012
ძალაში შესვლის თარიღი 01/01/2013
ძალის დაკარგვის თარიღი 01/04/2021
სარეგისტრაციო კოდი 240140000.05.001.016866
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
  • Word
6604-რს
29/06/2012
ვებგვერდი, 12/07/2012
240140000.05.001.016866
„გადახდისუუნარობის საქმის წარმოების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს პარლამენტი
ყურადღება! ვერსია, რომელსაც ამჟამად ეცნობით, არ წარმოადგენს დოკუმენტის ბოლო რედაქციას. დოკუმენტის ბოლო რედაქციის გასაცნობად აირჩიეთ შესაბამისი კონსოლიდირებული ვერსია.

კონსოლიდირებული ვერსია (25/12/2013 - 11/12/2014)

საქართველოს კანონი

გადახდისუუნარობის საქმის წარმოების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე

მუხლი 1. „გადახდისუუნარობის საქმის წარმოების შესახებ“ საქართველოს კანონში (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, №9, 31.03.2007, მუხ. 87) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:

1. მე-3 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის „ფ“ ქვეპუნქტი:

„ფ) გადახდისუუნარობის საქმის წარმოების ელექტრონული სისტემა ამ კანონის 31  მუხლით გათვალისწინებული სისტემა.“.

2. კანონს დაემატოს შემდეგი შინაარსის 31  მუხლი:

     „მუხლი 31 . გადახდისუუნარობის საქმის წარმოების ელექტრონული სისტემა

1. გადახდისუუნარობის საქმის წარმოების ელექტრონული სისტემა (შემდგომ ელექტრონული სისტემა) უზრუნველყოფს გადახდისუუნარობის საქმის წარმოების პროცესში კანონით გათვალისწინებული მოქმედებების ელექტრონული საშუალებებით შესრულებას, მათ შორის, ინფორმაციის გამოქვეყნებას და გაცვლას ამ კანონით გათვალისწინებულ პირებს (სუბიექტებს) შორის.

2. ელექტრონულ სისტემაში განთავსდება გადახდისუუნარობის საქმის წარმოების პროცესში მიღებული ყველა სასამართლო განჩინება მათი გამოტანიდან არა უგვიანეს მე-2 სამუშაო დღისა. ამ კანონით გათვალისწინებულ შემთხვევებში ელექტრონულ სისტემაში ქვეყნდება ასევე კრედიტორთა კრების, მომრიგებელი საბჭოს, მეურვის, გაკოტრებისდა რეაბილიტაციის მმართველის გადაწყვეტილებები და მათთან დაკავშირებული დოკუმენტაცია. აღნიშნული ინფორმაციის/დოკუმენტაციის ელექტრონულ სისტემაში განთავსება ითვლება მის ოფიციალურ გამოქვეყნებად.

3. ელექტრონული სისტემის მეშვეობით ინფორმაციის/დოკუმენტაციის გამოქვეყნებას, გაგზავნას, მიღებას და გადახდისუუნარობის საქმის წარმოების პროცესში შესრულებულ ამ კანონით გათვალისწინებულ ნებისმიერ სხვა მოქმედებას აქვს ოფიციალური იურიდიული ძალა. ელექტრონული სისტემის მეშვეობით გაგზავნილი ინფორმაცია/ დოკუმენტაცია ითვლება შესაბამისი ადრესატისათვის ჩაბარებულად/ შესაბამისი ადრესატის მიერ მიღებულად მისი სისტემაში განთავსების მომენტიდან.“.

3. მე-4 მუხლის მე-5 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„5. გადახდისუუნარობის შესახებ განცხადების წარმოებაში მიღების თაობაზე სასამართლოს განჩინების ელექტრონულ სისტემაში გამოქვეყნებიდან 20 დღის განმავლობაში მოვალის ქონებასთან დაკავშირებული ნებისმიერი დავა, გარდა სააპელაციო სასამართლოსა და საქართველოს უზენაეს სასამართლოში მიმდინარე დავებისა, განსახილველად გადაეცემა ამ მუხლის მე-2 პუნქტში მითითებულ სასამართლოებს.“.

4. მე-8 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

1. კერძო საჩივრის სასამართლოში შეტანა შეიძლება განჩინების ელექტრონულ სისტემაში გამოქვეყნებიდან 5 დღის განმავლობაში. ამ ვადის გაგრძელება დაუშვებელია.“.

5. მე-14 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-4 პუნქტი:

„4. გადახდისუუნარობის შესახებ განცხადება შეტანილი უნდა იქნეს ელექტრონული სისტემის მეშვეობით, სისტემაში განთავსებული ფორმით და სისტემაში მითითებული წესების დაცვით.“.

6. მე-20 მუხლის:

ა) პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. თუ გადახდისუუნარობის შესახებ განცხადება არ აკმაყოფილებს ამ კანონით დადგენილ მოთხოვნებს, სასამართლო გამოიტანს განჩინებას არსებული ხარვეზის თაობაზე და განმცხადებელს გამოსასწორებლად აძლევს 5 სამუშაო დღის ვადას. თუ განმცხადებელი აღნიშნულ ვადაში გამოასწორებს ხარვეზს, სასამართლო გამოიტანს განჩინებას განცხადების წარმოებაში მიღების შესახებ. წინააღმდეგ შემთხვევაში სასამართლო გამოიტანს განჩინებას განცხადების წარმოებაში მიღებაზე უარის თქმის თაობაზე და მას განმცხადებელს დაუბრუნებს. სასამართლო ამ პუნქტით გათვალისწინებულ განჩინებას გამოტანიდან არა უგვიანეს მე-2 სამუშაო დღისა აქვეყნებს ელექტრონულ სისტემაში.“;

ბ) მე-5 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

5. სასამართლო მოვალის კრედიტორის ინფორმირებისათვის ამ მუხლის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული განჩინების გამოტანიდან არა უგვიანეს მე-3 დღისა ელექტრონულ სისტემაში აქვეყნებს:

ა) განჩინებით გათვალისწინებულ ინფორმაციას;

ბ) ინფორმაციას იმის თაობაზე, რომ მოვალის კრედიტორს შეუძლია მიმართოს სასამართლოს იმავე მოვალის მიმართ გადახდისუუნარობის შესახებ საქმის წარმოების დაწყებისა და მოვალის ქონებიდან მისი მოთხოვნის დაკმაყოფილების თაობაზე სასამართლოში გადახდისუუნარობის შესახებ განცხადების შეტანის გზით.“;

გ) მე-6 პუნქტი ამოღებულ იქნეს;

დ) მე-9 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

9. თუ ამ მუხლის მე-5 პუნქტით გათვალისწინებული ინფორმაციის გამოქვეყნებიდან 1 თვის ვადაში კრედიტორი ამავე მუხლის მე-7 პუნქტით განსაზღვრულ გადახდისუუნარობის შესახებ განცხადებას არ შეიტანს სასამართლოში, სასამართლო მოვალეს გაკოტრებულად აცხადებს, რაც მოვალის რეგისტრაციის გაუქმების საფუძველია. სასამართლო ამ ინფორმაციას არა უგვიანეს მე-2 სამუშაო დღისა აქვეყნებს ელექტრონულ სისტემაში.“.

7. 21-ე მუხლის:

ა) მე-2 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ბ) ნებისმიერი კრედიტორი უფლებამოსილია კანონით განსაზღვრულ ვადაში ელექტრონული სისტემის მეშვეობით წარუდგინოს სასამართლოს თავისი მოთხოვნები ვალის წარმოშობის საფუძვლის მითითებით;“;

ბ) მე-2 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 21  პუნქტი:

„21 . ამ მუხლის მე-2 პუნქტის „ა“ და „ე“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული თანხმობა მიიღება ელექტრონული სისტემის მეშვეობით.“.

8. 22-ე მუხლის:

ა) მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. სასამართლო ვალდებულია დაუყოვნებლივ აცნობოს მოვალეს გადახდისუუნარობის შესახებ განცხადების შეტანისა და ელექტრონული სისტემის გამოყენების ვალდებულების თაობაზე.“;

ბ) მე-4 პუნქტი ამოღებულ იქნეს.

9. 24-ე მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. გადახდისუუნარობის შესახებ განცხადების წარმოებაში მიღებიდან 20 დღის განმავლობაში მოვალის მართვასა და წარმომადგენლობაზე უფლებამოსილი პირი ვალდებულია ელექტრონული სისტემის მეშვეობით წარუდგინოს მეურვეს ინფორმაცია მოვალის ქონების, ვალდებულებების, ფინანსური მდგომარეობისა და საქმიანობის შესახებ, აგრეთვე გადახდისუუნარობის შესახებ განცხადების წარმოებაში მიღების მომენტისათვის სასამართლოში მიმდინარე დავების თაობაზე.“.

10. 25-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

     „მუხლი 25. სასამართლოს განჩინების გამოქვეყნების ვალდებულება

გადახდისუუნარობის შესახებ განცხადების წარმოებაში მიღების თაობაზე სასამართლოს განჩინება სასამართლომ გამოტანიდან არა უგვიანეს მე-2 სამუშაო დღისა უნდა გამოაქვეყნოს ელექტრონულ სისტემაში. სასამართლომ შეიძლება დაადგინოს განჩინების დამატებით ბეჭდვით ორგანოში, მათ შორის, საერთო -სახელმწიფოებრივ ან/და საერთაშორისო მნიშვნელობის საინფორმაციო საშუალებებში, გამოქვეყნება.“.

11. 26-ე მუხლის:

ა) პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. მეურვე გადახდისუუნარობის საქმის წარმოებისას არის საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირი − აღსრულების ეროვნული ბიურო (შემდგომ − აღსრულების ეროვნული ბიურო), რომელსაც სასამართლო გამოტანიდან არა უგვიანეს მე-2 სამუშაო დღისა ელექტრონული სისტემის მეშვეობით უგზავნის განჩინებას გადახდისუუნარობის შესახებ განცხადების წარმოებაში მიღების თაობაზე და აცნობებს მეურვედ მისი დანიშვნის შესახებ.“;

ბ) მე-2 პუნქტის:

ბ.ა) „გ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„გ) მოამზადოს მოხსენება მოვალის გადახდისუუნარობის შესახებ და ელექტრონული სისტემის მეშვეობით წარუდგინოს იგი სასამართლოსა და მომრიგებელ საბჭოს;“;

ბ.ბ) „ე“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ე) მოთხოვნის შესაბამისად, ელექტრონული სისტემის მეშვეობით წარუდგინოს სასამართლოსა და მომრიგებელ საბჭოს ინფორმაცია გადახდისუუნარობის საქმესთან დაკავშირებით მიმდინარე პროცედურების შესახებ;“;

ბ.გ) „თ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„თ) დაადგინოს ყველა კრედიტორი და დაუყოვნებლივ შეატყობინოს მათ გადახდისუუნარობის საქმის წარმოების დაწყებისა და ელექტრონული სისტემის გამოყენების ვალდებულების შესახებ;“;

ბ.დ) „კ“−„მ“ ქვეპუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„კ) კრედიტორთა პირველ კრებამდე მოიძიოს მოვალის ქონება; აღნიშნულის თაობაზე ინფორმაცია განათავსოს ელექტრონულ სისტემაში;

ლ) მოამზადოს დასკვნა მოვალის მოსაძიებელი ქონების შესახებ, რომლის არსებობაც დგინდება დოკუმენტური საფუძვლით, ასევე მოსაძიებელი ქონების მოძიების გაგრძელების ან შეწყვეტის მიზანშეწონილობის შესახებ; აღნიშნული დასკვნა განათავსოს ელექტრონულ სისტემაში და საბოლოო გადაწყვეტილების მისაღებად წარუდგინოს კრედიტორთა კრებას;

მ) მოამზადოს დასკვნა ამ კანონის მე-4 მუხლის მე-5−53 პუნქტებით გათვალისწინებულ მოვალის ქონებაზე დავის დაწყების, გაგრძელების ან შეწყვეტის მიზანშეწონილობის შესახებ; აღნიშნული დასკვნა განათავსოს ელექტრონულ სისტემაში და საბოლოო გადაწყვეტილების მისაღებად წარუდგინოს კრედიტორთა კრებას.“;

გ) მე-4 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 41  პუნქტი:

„41 . მეურვის უფლებამოსილების შეწყვეტის თაობაზე ინფორმაცია განთავსდება ელექტრონულ სისტემაში.“.

12. 27-ე მუხლის:

ა) მე-2−მე-4 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. კრედიტორთა კრების მოწვევისა და მასზე გადაწყვეტილების მიღების წესი განისაზღვრება ამ კანონით. კრედიტორთა კრების მოწვევის თაობაზე ინფორმაცია, კრედიტორთა კრების გადაწყვეტილებები და ოქმები არა უგვიანეს მე-2 სამუშაო დღისა განთავსდება ელექტრონულ სისტემაში.

3. კრედიტორთა რიგგარეშე კრების ელექტრონული სისტემის მეშვეობით მოწვევის უფლება აქვთ მეურვეს, კრედიტორს (კრედიტორებს), რომელიც ფლობს კრედიტორთა ხმების საერთო რაოდენობის სულ მცირე 10%-ს, მოვალეს. რიგგარეშე კრების მოწვევისა და დღის წესრიგის შესახებ შეტყობინება სასამართლომ უნდა განათავსოს ელექტრონულ სისტემაში რიგგარეშე კრების მოწვევის თაობაზე მოთხოვნის მიღებისთანავე. რიგგარეშე კრება უნდა გაიმართოს მოთხოვნის წარდგენიდან მე-5 დღეს.

4. კრედიტორთა კრება უფლებამოსილია, თუ მას ესწრება ან მასზე წარმოდგენილია კრედიტორთა ხმების საერთო რაოდენობის სულ მცირე 51%.“;

ბ) მე-10−მე-12 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„10. თუ კრედიტორთა კრება არ შედგა, ან კრება გადაწყვეტილებაუუნაროა, ან მან ვერ მიიღო გადაწყვეტილება, 7 დღის ვადაში ელექტრონული სისტემის მეშვეობით, იმავე დღის წესრიგით მოიწვევა კრედიტორთა მეორე კრება, რომელიც გადაწყვეტილებაუნარიანი იქნება მასზე წარმოდგენილ ხმათა რაოდენობის მიუხედავად.

11. თუ კრედიტორთა მეორე კრება არ შედგა, ან მან ვერ მიიღო გადაწყვეტილება, კრების ჩატარების თარიღის შესახებ გადაწყვეტილებას გონივრულ ვადაში, მაგრამ არა უგვიანეს 5 დღისა, იღებს სასამართლო და ამ გადაწყვეტილებას განათავსებს ელექტრონულ სისტემაში.

12. კრედიტორთა კრების მოწვევა აუცილებელი არ არის, თუ ხმათა 50%-ზე მეტის მფლობელი კრედიტორი ელექტრონული სისტემის მეშვეობით დაეთანხმება განსახილველ საკითხს. აღნიშნული თანხმობა კრედიტორთა კრების ოქმის ტოლფასია და კრების გადაწყვეტილებად ითვლება.“;

გ) მე-14 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„14. ყველა უზრუნველყოფილი და არაუზრუნველყოფილი კრედიტორი, რომლებიც კანონით დადგენილ ვადაში ელექტრონული სისტემის მეშვეობით წარუდგენენ სასამართლოს თავიანთ მოთხოვნებს მოვალის მიმართ, უფლებამოსილია დაესწროს კრედიტორთა კრებას. კრედიტორთა კრებაზე დასწრების უფლება აქვს მოვალესაც.“;

დ) მე-18 და მე-19 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„18. ამ მუხლის მე-16 და მე-17 პუნქტებით გათვალისწინებული შემთხვევების დადგომა არ ზღუდავს კრედიტორის უფლებას, თავად მოიძიოს მოვალის მოსაძიებელი ქონება და ამ ქონების მოძიების შემთხვევაში, ელექტრონული სისტემის მეშვეობით მიმართოს სასამართლოს მოძიებული ქონების სამეურვეო ქონების ნუსხაში შეტანის მოთხოვნით აუქციონის გამოცხადებამდე 7 დღით ადრე.

19. ქონებასთან დაკავშირებული საკუთრების უფლების დაუდგენლობის შემთხვევაში კრედიტორთა პირველ კრებაზე სასამართლო იღებს გადაწყვეტილებას ამ ქონებაზე მოვალის საკუთრების უფლების აღიარების შესახებ. ამის თაობაზე სასამართლოს გამოაქვს განჩინება და მას განათავსებს ელექტრონულ სისტემაში. ეს განჩინება არის მოვალის მფლობელობაში არსებული ქონების რეგისტრაციის საფუძველი, მათ შორის, ქონების დაუზუსტებელი მახასიათებლებით რეგისტრაციის საფუძველი.“;

ე) 21-ე პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„21. მოვალის მიერ ამ კანონის მე-17 მუხლის შესაბამისად გადახდისუუნარობის შესახებ განცხადებით გაკოტრების საქმის წარმოების მოთხოვნის შემთხვევაში კრედიტორთა პირველ კრებაზე ინიშნება გაკოტრების მმართველი და აღნიშნულის თაობაზე ინფორმაცია განთავსდება ელექტრონულ სისტემაში.“.

13. 28-ე მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-3 პუნქტი:

„3. კრედიტორთა კომიტეტის (ასეთის არსებობის შემთხვევაში) თაობაზე ინფორმაცია განთავსდება ელექტრონულ სისტემაში.“.

14. 29-ე მუხლის:

ა) პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. გადახდისუუნარობის შესახებ განცხადების წარმოებაში მიღების თაობაზე სასამართლოს განჩინების გამოქვეყნებიდან 20 დღის განმავლობაში კრედიტორებმა მოვალის მიმართ არსებული თავიანთი მოთხოვნები ელექტრონული სისტემის მეშვეობით უნდა წარუდგინონ მეურვესა და სასამართლოს. მოთხოვნებს ასევე ელექტრონულად უნდა ერთოდეს მათი დამადასტურებელი დოკუმენტები და სხვა მტკიცებულებები. მეურვე უფლებამოსილია პირს, რომელსაც აქვს რაიმე პრეტენზია ან მოთხოვნა მოვალის მიმართ (სავარაუდო კრედიტორს), მოსთხოვოს დამატებითი ინფორმაცია და მტკიცებულებები მის მიერ წარდგენილ მოთხოვნებთან დაკავშირებით.“;

ბ) მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„3. მოსამართლე უსმენს მეურვეს, მხარეებს და ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით გამოაქვს განჩინება კრედიტორის მოთხოვნების აღიარების ან უარყოფის შესახებ. ეს განჩინება განთავსდება ელექტრონულ სისტემაში.“;

გ) მე-7 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„7. კრედიტორთა მოთხოვნების შემოწმების საფუძველზე მოსამართლე შეადგენს კრედიტორთა მოთხოვნების რეესტრს და მას განათავსებს ელექტრონულ სისტემაში.“ .

15 . 30-ე და 31-ე მუხლებ ი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

     „მუხლი 30. კრედიტორის მიერ დაგვიანებით წარდგენილი მოთხოვნის დაკმაყოფილების წესი

1. კანონით გათვალისწინებული ვადის გასვლის შემდეგ ელექტრონული სისტემის მეშვეობით წარდგენილი მოთხოვნის აღიარების ან უარყოფის შესახებ გადაწყვეტილებას იღებს სასამართლო მხარეთა მოსმენის შედეგად და ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით.

2. დაგვიანებით წარდგენილი მოთხოვნის მფლობელი პირის მოთხოვნა მისი აღიარების შემთხვევაში დაკმაყოფილდება ამ კანონის მე-40 მუხლის პირველი პუნქტის „ზ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული რიგითობით და იმ პროპორციულობით, როგორითაც დაკმაყოფილდა შესატყვისი რიგის სხვა კრედიტორთა მოთხოვნები.

    მუხლი 31. კრედიტორის მიერ წარდგენილი მოთხოვნის აღიარების შედეგები

კრედიტორის მიერ ელექტრონული სისტემის მეშვეობით წარდგენილი მოთხოვნის აღიარებით დგინდება კრედიტორის უფლება, დაესწროს კრედიტორთა კრებას, მისი მოთხოვნის მოცულობის პროპორციულად მონაწილეობა მიიღოს კენჭისყრაში და განახორციელოს კანონით მინიჭებული სხვა უფლებამოსილებანი.“.

16. 32-ე მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-10 პუნქტი:

„10. მომრიგებელი საბჭოს შექმნის, შემადგენლობის, უფლებამოსილების შეწყვეტის თაობაზე ინფორმაცია, საბჭოს მიერ მიღებული გადაწყვეტილებები და შესაბამისი დოკუმენტაცია განთავსდება ელექტრონულ სისტემაში.“.

17. 33-ე მუხლის მე-7 პუნქტი ამოღებულ იქნეს.

18. 34-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

     „მუხლი 34. გადახდისუუნარობის საქმის წარმოების შეწყვეტა

1. მომრიგებელი საბჭო გადახდისუუნარობის საქმის წარმოების შეწყვეტის შესახებ გადაწყვეტილებას იღებს, თუ არ არსებობს გადახდისუუნარობის საფუძველი ან ეს საფუძველი აღმოიფხვრა განცხადების შეტანის შემდეგ ან მოვალეს შეუძლია ვადაგადაცილებული ვალი დაფაროს სხვა კრედიტორებისათვის ზიანის მიუყენებლად.

2. მომრიგებელი საბჭოს გადაწყვეტილების საფუძველზე სასამართლოს გამოაქვს განჩინება გადახდისუუნარობის საქმის წარმოების შეწყვეტის შესახებ, რომელიც ელექტრონული სისტემის მეშვეობით ეგზავნებათ კრედიტორებსა და მოვალეს.“.

19. 37-ე მუხლის:

ა) მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. გაკოტრების მმართველს ირჩევენ კრედიტორები გაკოტრების შესახებ სასამართლოს განჩინების გამოქვეყნებიდან 3 დღის ვადაში. თუ გაკოტრების მმართველი კრედიტორთა კრებაზე ვერ აირჩევა ან კრედიტორები არ წარადგენენ გაკოტრების მმართველის კანდიდატურებს, გაკოტრების მმართველად სასამართლო ნიშნავს აღსრულების ეროვნულ ბიუროს. გაკოტრების მმართველის არჩევის/დანიშვნის თაობაზე გადაწყვეტილება განთავსდება ელექტრონულ სისტემაში.“;

ბ) მე-6 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„6. კრედიტორთა მიერ არჩეული გაკოტრების მმართველის მიერ ამ კანონით გათვალისწინებული ვალდებულებების ჯეროვნად შეუსრულებლობის შემთხვევაში სასამართლო უფლებამოსილია ერთ-ერთი კრედიტორის მიერ ელექტრონული სისტემის მეშვეობით წარდგენილი განცხადების საფუძველზე განიხილოს გაკოტრების მმართველის შეცვლის საკითხი. განცხადების დაკმაყოფილების შემთხვევაში სასამართლო გაკოტრების მმართველად ნიშნავს აღსრულების ეროვნულ ბიუროს და აღნიშნულ გადაწყვეტილებას განათავსებს ელექტრონულ სისტემაში. ცვლილება უნდა დარეგისტრირდეს ამ კანონით განსაზღვრული წესით.“.

20. 38-ე მუხლის:

ა) მე-10 და მე-11 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„10. თუ პირველ აუქციონზე არ მოხდა ქონების რეალიზაცია და ქონების საწყისი ფასი კრედიტორთა მოთხოვნებზე ნაკლებია, ნებისმიერ კრედიტორს, რომლის მოთხოვნასაც ფარავს, მაგრამ არ აღემატება პირველ აუქციონზე სარეალიზაციოდ გატანილი ქონების საწყისი ფასი, უფლება აქვს, პირველი აუქციონის დასრულებიდან 10 დღის ვადაში ელექტრონული სისტემის მეშვეობით მიმართოს გაკოტრების მმართველს ქონების საკუთრებაში გადაცემის მოთხოვნით. ამ შემთხვევაში კრედიტორი ვალდებულია დაფაროს წინა და იმავე რიგების კრედიტორთა მოთხოვნები და მიმართვას ასევე ელექტრონულად დაურთოს აღსრულების ეროვნული ბიუროს სადეპოზიტო ანგარიშზე წინა და იმავე რიგების კრედიტორთა მოთხოვნების დაფარვის მიზნით თანხის შეტანი დამადასტურებელი დოკუმენტი. ერთზე მეტი მიმართვის არსებობისას ქონების საკუთრებაში მიღების უფლება წარმოეშობა იმ კრედიტორს, რომლის მიმართვაც, ამ პუნქტით განსაზღვრული დოკუმენტაციით, უფრო ადრეა სისტემაში რეგისტრირებული.

11. თუ პირველ აუქციონზე სამეურვეო ქონება ვერ გაიყიდა ან ამ მუხლის მე-10 პუნქტით განსაზღვრული წესით არ მოხდა ქონების საკუთრებაში გადაცემა, პირველი აუქციონის ჩატარებიდან არანაკლებ 10 დღის და არა უმეტეს 40 დღის ვადაში ტარდება მეორე აუქციონი. მეორე აუქციონი ტარდება იმავე წესით, რა წესითაც ჩატარდა პირველი აუქციონი, და მიეთითება, რომ აუქციონი ტარდება მეორედ. მეორე აუქციონზე სამეურვეო ქონების რეალიზაცია შეიძლება განხორციელდეს როგორც ერთიანი კომპლექსის სახით, ისე ნაწილ-ნაწილ. მეორე აუქციონზე სამეურვეო ქონების ნაწილ-ნაწილ რეალიზაციის ფორმის შესახებ გადაწყვეტილების ხმათა უმრავლესობით, ელექტრონული სისტემის მეშვეობით მიღება შეუძლიათ კრედიტორებს პირველი აუქციონის დასრულებიდან 7 დღის ვადაში. ამ შემთხვევაში კრედიტორები თავად განსაზღვრავენ სამეურვეო ქონების თითოეული ლოტის საწყის ფასს. თუ კრედიტორები დათქმულ ვადაში ვერ მიიღებენ გადაწყვეტილებას ზემოაღნიშნულ საკითხზე, მეორე აუქციონზე სამეურვეო ქონება გაიყიდება იმავე წესით, რა წესითაც ჩატარდა პირველი აუქციონი. მეორე აუქციონზე სამეურვეო ქონების საწყისი ფასი შეადგენს ამ ქონების საბაზრო ღირებულების 25%-ს.“;

ბ) 112  პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„112 . თუ მესამე აუქციონზე სამეურვეო ქონება ვერ გაიყიდა ან მესამე აუქციონის ჩატარების შემდეგ დარჩა სამეურვეო ქონების ნაწილი, აღსრულების ეროვნული ბიურო ელექტრონულ სისტემაში გამოაქვეყნებს ამ ქონების კრედიტორებისათვის საერთო საკუთრებაში გადაცემის შეთავაზებას. ქონება საკუთრებაში გადაეცემათ იმ კრედიტორებს, რომლებიც შეთავაზების გამოქვეყნებიდან 10 კალენდარული დღის ვადაში ასევე ელექტრონული სისტემის მეშვეობით წარადგენენ განცხადებას ამ ქონების საკუთრებაში მიღების შესახებ. კრედიტორებს ქონება ნატურით გადაეცემათ საბაზრო ღირებულებით, ამ კანონის მე- 40 მუხლით დადგენილი რიგითობის შესაბამისად. საერთო საკუთრებაში კრედიტორების წილი განისაზღვრება მათი მოთხოვნების შესაბამისად. იმ კრედიტორების წილი, რომლებიც არ გამოთქვამენ ქონების საკუთრებაში მიღების სურვილს, თანაბრად გადანაწილდება სხვა კრედიტორებზე. თუ დადგენილ ვადაში ქონების საკუთრებაში მიღების შესახებ განცხადებას არც ერთი კრედიტორი არ წარადგენს, ქონება მიექცევა სახელმწიფო საკუთრებაში.“;

გ) მე-14 და მე-15 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„14. თუ რეგისტრაციადმი დაქვემდებარებული სამეურვეო ქონება რეგისტრირებული არ არის მარეგისტრირებელ ორგანოში, გაკოტრების მმართველი აუქციონის გამოცხადებამდე მიმართავს მარეგისტრირებელ ორგანოს ამ ქონების რეგისტრაციის მიზნით. რეგისტრაციადმი დაქვემდებარებულ სამეურვეო ქონებაზე მოვალის საკუთრების უფლების დაუდგენლობის შემთხვევაში გაკოტრების მმართველი ელექტრონული სისტემის მეშვეობით მიმართავს სასამართლოს ქონებაზე მოვალის საკუთრების უფლების აღიარების შესახებ. ამის თაობაზე სასამართ ოს გამო ქვს განჩინება, რომელი ც არის მოვალის მფლობელობაში არსებული ქონების რეგისტრაციის საფუძველი, მათ შორის, ქონების დაუზუსტებელი მახასიათებლებით რეგისტრაციის საფუძველი. ეს განჩინება განთავსდება ელექტრონულ სისტემაში.

15. თუ საწარმოს საქმიანობის შეჩერება საფრთხეს უქმნის ადამიანთა ჯანმრთელობას ან/და სიცოცხლეს და შეუძლებელია საწარმოს საქმიანობის უწყვეტობის უზრუნველყოფა ან აუქციონის კანონით დადგენილ ვადაში ჩატარება გამოიწვევს გასაყიდი ქონების ღირებულების მნიშვნელოვან შემცირებას, აუქციონის ჩატარების ვადის გონივრული შემცირება და სამეურვეო ქონების დაჩქარებული წესით გაყიდვა შესაძლებელია სასამართლოს მოტივირებული გადაწყვეტილებით, პოტენციური მყიდველების ინფორმირებისა და ინფორმაციის საჯაროობის უზრუნველყოფის პირობით. ეს გადაწყვეტილება განთავსდება ელექტრონულ სისტემაში.“.

21. 39-ე მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

1. უზრუნველყოფილი კრედიტორები ერთხმად, ელექტრონული სისტემის მეშვეობით იღებენ გადაწყვეტილებას კრედიტორთა მოთხოვნების შესამოწმებელი კრების შემდეგ მოვალის მიერ ახალი სესხის წარმოშობის, მოვალის ქონების დატვირთვის, თავდებობის შესახებ. ზრუნველყოფილ კრედიტორთა არარსებობის შემთხვევაში მათ უფლებამოსილებებს ახორციელებს კრედიტორთა კრება, რომელიც გადაწყვეტილებებს იღებს წარმოდგენილ ხმათა უბრალო უმრავლესობით.“.

22. მე-40 მუხლის 41 −მე-6 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„41 . გაკოტრების მმართველი უფლებამოსილია კრედიტორთა მიერ ელექტრონული სისტემის მეშვეობით გამოთქმული წინასწარი თანხმობით, სამეურვეო ქონების რეალიზაციამდეც ან ამ ქონების რეალიზაციის პროცესშიც დააკმაყოფილოს კრედიტორთა მოთხოვნები საერთო წესების დაცვით, გადახდისუუნარობის საქმის წარმოების გახსნის მომენტისათვის მოვალის საკუთრებაში არსებული ან/და სამეურვეო ქონების მთლიანად ან ნაწილ-ნაწილ რეალიზაციით მიღებული და აღსრულების ეროვნული ბიუროს ანგარიშზე განთავსებული თანხებიდან. ამ შემთხვევაში უპირატესად უნდა იქნეს გათვალისწინებული საპროცესო ხარჯები, აღსრულების ეროვნული ბიუროს მომსახურების საფასური და გადახდისუუნარობის შესახებ განცხადების წარმოებაში მიღების თაობაზე სასამართლოს განჩინების გამოტანის თარიღიდან მოვალის მიმართ წარმოქმნილი დავალიანება.

5. ნებისმიერი რიგის კრედიტორს ამ კანონის 29-ე მუხლით დადგენილ მოთხოვნებზე ნაწილობრივ უარის თქმის სანაცვლოდ უფლება აქვს, მოითხოვოს თავისი რიგის კრედიტორებთან შედარებით უპირატესი დაკმაყოფილება. ამისათვის საჭიროა მისი რიგის ყველა კრედიტორის თანხმობა. მოთხოვნის წარდგენა და თანხმობის მიღება ხდება ელექტრონული სისტემის მეშვეობით.

6. ამ მუხლის მე-5 პუნქტში აღნიშნულ კრედიტორს ამ კანონის 29-ე მუხლით დადგენილ მოთხოვნებზე ნაწილობრივ უარის თქმის სანაცვლოდ უფლება აქვს, მოითხოვოს თავისი რიგის წინა კრედიტორთა რიგში გადასვლა. ამისათვის საჭიროა წინა რიგის ყველა კრედიტორის თანხმობა. მოთხოვნის წარდგენა და თანხმობის მიღება ხდება ელექტრონული სისტემის მეშვეობით.“.

23. 42-ე მუხლის:

ა) მე-2 და მე-3 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. სამეურვეო ქონების რეალიზაციის შემდეგ გაკოტრების მმართველი ადგენს მოვალის გაკოტრების ანგარიშს, რომელსაც ელექტრონული სისტემის მეშვეობით წარუდგენს კრედიტორებსა და სასამართლოს.

3. გაკოტრების მმართველისა და კრედიტორთა ინფორმაციის შესაბამისად სასამართლოს გამოაქვს განჩინება გაკოტრების საქმის წარმოების დასრულებისა და საწარმოს მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრში რეგისტრაციის გაუქმების შესახებ, რომელიც ქვეყნდება ელექტრონულ სისტემაში.“;

ბ) მე-5 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

5. თუ საწარმოს მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრში რეგისტრაციის გაუქმების შემდეგ აღმოჩნდება ქონება, რომელიც ეკუთვნოდა გაუქმებულ საწარმოს, აღსრულების ეროვნული ბიურო ამ ინფორმაციას აქვეყნებს ელექტრონულ სისტემაში. კრედიტორი, რომლის მოთხოვნაც არ დაკმაყოფილებულა, უფლებამოსილია აღნიშნული ინფორმაციის გამოქვეყნებიდან 15 დღის განმავლობაში ელექტრონული სისტემის მეშვეობით მიმართოს აღსრულების ეროვნულ ბიუროს და მოითხოვოს ასეთი ქონების აუქციონის წესით რეალიზაცია. აღსრულების ეროვნული ბიურო უზრუნველყოფს ამ კანონის 38- ე მუხლით განსაზღვრული წესით ქონების რეალიზაციას და ქონების რეალიზაციიდან მიღებულ თანხას ანაწილებს იმ კრედიტორთა შორის, რომლებმაც მას დადგენილ ვადაში მიმართეს, მათი მოთხოვნების რიგითობის გათვალისწინებით. თუ კრედიტორმა დადგენილ ვადაში არ მიმართა აღსრულების ეროვნულ ბიუროს, ან აუქციონზე ქონება არ გაიყიდა, ან კრედიტორმა უარი თქვა ქონების ნატურით საკუთრებაში მიღებაზე, ქონება მიექცევა სახელმწიფო საკუთრებაში.“.

24 . 43-ე მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. რეაბილიტაციის გეგმის პროექტის მომზადების ვადას განსაზღვრავენ კრედიტორები. იგი არ უნდა აღემატებოდეს 60 დღეს. რეაბილიტაციის გეგმის პროექტის მომზადების ვადის გაგრძელება შესაძლებელია ხმათა სულ მცირე 51%-ზე მეტის მქონე კრედიტორების მიერ ელექტრონული სისტემის მეშვეობით მიღებული გადაწყვეტილებით.“.

25. 44-ე მუხლის:

ა) მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. კრედიტორები რეაბილიტაციის მმართველს ნიშნავენ და რეაბილიტაციის გეგმის პროექტის მომზადების ვადას განსაზღვრავენ რეაბილიტაციის შესახებ სასამართლოს განჩინების გამოქვეყნებიდან 3 დღის განმავლობაში. სასამართლო კრედიტორთა გადაწყვეტილებას ამტკიცებს განჩინებით, რომელსაც აქვეყნებს ელექტრონულ სისტემაში.“;

ბ) 41  პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„41 . რეაბილიტაციის მმართველი უფლებამოსილია სანოტარო წესით გაფორმებული რწმუნებულების საფუძველზე თავისი უფლება-მოვალეობების შესრულების უფლება დროებით მიანიჭოს სხვა პირს იმ შემთხვევაში, თუ ეს გათვალისწინებული იქნება რეაბილიტაციის გეგმით. რეაბილიტაციის მმართველის მიერ უფლება-მოვალეობების შესრულების უფლების დროებით სხვა პირისათვის მინიჭების შემთხვევაში ეს ინფორმაცია განთავსდება ელექტრონულ სისტემაში.“;

გ) მე-6 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„6. რეაბილიტაციის პროცესში საწარმოს კაპიტალში ახალი შენატანის განხორციელება კაპიტალის გაზრდის მიზნით დასაშვებია ამ საწარმოს შესაბამისი დამფუძნებელი პარტნიორის გადაწყვეტილებით, თუ ამაზე არსებობს რეაბილიტაციის მმართველისა და ყველა უზრუნველყოფილი კრედიტორის მიერ ელექტრონული სისტემის მეშვეობით გამოთქმული წინასწარი თანხმობა. ამ გადაწყვეტილების თაობაზე ინფორმაციას ელექტრონულ სისტემაში განათავსებს რეაბილიტაციის მმართველი.“.

26. 45-ე მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. რეაბილიტაციის გეგმის პროექტი უნდა მომზადდეს და ელექტრონული სისტემის მეშვეობით მომრიგებელ საბჭოს განსახილველად წარედგინოს ამ კანონის 43-ე მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად განსაზღვრული პროექტის მომზადების ვადის განმავლობაში.“.

27. 46-ე მუხლის:

ა) პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. რეაბილიტაციის გეგმის მომზადება კრედიტორთა გადაწყვეტილებით შეიძლება დაევალოს მოვალეს, კრედიტორს ან რეაბილიტაციის მმართველს ანდა რამდენიმე მათგანს ერთდროულად. რეაბილიტაციის გეგმის მომზადებისთვის პასუხისმგებელი პირის (პირების) თაობაზე ინფორმაცია ქვეყნდება ელექტრონულ სისტემაში.“;

ბ) მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„3. რეაბილიტაციის გეგმა წარდგენილი უნდა იქნეს ელექტრონული სისტემის მეშვეობით და უნდა მოიცავდეს მოვალის ფინანსური სიძნელეების გადაჭრასთან დაკავშირებულ ყველა მნიშვნელოვან საკითხს, იმის გათვალისწინებით, რომ მისი განხორციელების შემთხვევაში მოვალე დაძლევს გადახდისუუნარობას ან მოსალოდნელ გადახდისუუნარობას.“;

გ) მე-6 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„6. რეაბილიტაციის გეგმის განხილვას მომრიგებელი საბჭო იწყებს რეაბილიტაციის გეგმის პროექტის წარდგენისთანავე და ასრულებს 10 დღის ვადაში. მომრიგებელი საბჭოს მიერ გეგმის მოწონების თაობაზე ინფორმაცია განთავსდება ელექტრონულ სისტემაში.“.

28. 47-ე მუხლის:

ა) პირველი და მე-2 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. მომრიგებელი საბჭოს მიერ განხილულ და მოწონებულ რეაბილიტაციის გეგმას უზრუნველყოფილი კრედიტორები ელექტრონული სისტემის მეშვეობით ამტკიცებენ მომრიგებელი საბჭოს მიერ რეაბილიტაციის გეგმის გამოქვეყნებიდან 7 დღის ვადაში. რეაბილიტაციის გეგმის დასამტკიცებლად საჭიროა ყველა უზრუნველყოფილი კრედიტორის თანხმობა.

2. თუ რომელიმე უზრუნველყოფილი კრედიტორი არ ეთანხმება რეაბილიტაციის გეგმის დამტკიცებას, დანარჩენი უზრუნველყოფილი კრედიტორები უფლებამოსილი არიან, ელექტრონული სისტემის მეშვეობით შესთავაზონ მას ერთ-ერთი შემდეგი წინადადება:

ა) უზრუნველყოფილი ნივთების სამეურვეო ქონებიდან გამოყოფა, რეალიზაცია და ამონაგები თანხიდან დაკმაყოფილება;

ბ) ვალის გამოსყიდვა კრედიტორთა მოთხოვნების რეესტრის მონაცემების შესაბამისად.“;

ბ) მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„4. თუ არც ერთი უზრუნველყოფილი კრედიტორი არ ეთანხმება რეაბილიტაციის გეგმის დამტკიცებას, დანარჩენი კრედიტორები უფლებამოსილი არიან, ელექტრონული სისტემის მეშვეობით შესთავაზონ მას ერთ-ერთი შემდეგი წინადადება:

ა) უზრუნველყოფილი ნივთების სამეურვეო ქონებიდან გამოყოფა, რეალიზაცია და ამონაგები თანხიდან დაკმაყოფილება;

ბ) ვალის გამოსყიდვა კრედიტორთა მოთხოვნების რეესტრის მონაცემების შესაბამისად.“.

29 . 48-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

     „მუხლი 48. რეაბილიტაციის გეგმით არასწორი ან მცდარი მონაცემების წარდგენის, ინფორმაციის დამალვის შედეგები

თუ რეაბილიტაციის გეგმით განზრახ ან უხეში გაუფრთხილებლობით წარდგენილია არასწორი ან მცდარი მონაცემები მოვალის ქონების ან/და მისი საქმიანობის შესახებ, ან დამალულია საქმისათვის მნიშვნელოვანი ინფორმაცია, სასამართლო იღებს გადაწყვეტილებას: რეაბილიტაციის მმართველის შემთხვევაში – რეაბილიტაციის მმართველის გათავისუფლების შესახებ; მოვალის შემთხვევაში – მოვალის გაკოტრების შესახებ; კრედიტორის შემთხვევაში – კრედიტორის მიერ ხმის უფლების დაკარგვის შესახებ. სასამართლოს გადაწყვეტილება ქვეყნდება ელექტრონულ სისტემაში.“.

30 . 52-ე მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის 41  პუნქტი:

„41 . ამ მუხლის მე-2 და მე-4 პუნქტებით გათვალისწინებულ შემთხვევებში სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება ქვეყნდება ელექტრონულ სისტემაში.“.    

მუხლი 2. ის გადახდისუუნარობის საქმეები, რომლებზედაც გადახდისუუნარობის შესახებ განცხადება შეტანილია ამ კანონის ამოქმედებამდე, დასრულდეს ამ კანონის ამოქმედებამდე არსებული წესით.

მუხლი 3. ეს კანონი ამოქმედდეს 2015 წლის 1 იანვრიდან.

საქართველოს 2012 წლის 2 1  დეკემბრის კანონი №142 - ვებგვერდი,  30 .12.2012წ.

საქართველოს 2013 წლის 25 დეკემბრის კანონი №1869 - ვებგვერდი, 28.12.2013წ.

საქართველოს პრეზიდენტი               . სააკაშვილი

თბილისი,

2012 წლის 29 ივნისი.

№6604-რს

შეტანილი ცვლილებები:

1. საქართველოს 2012 წლის 21 დეკემბრის კანონი №142 - ვებგვერდი, 30.12.2012წ.

2. საქართველოს 2013 წლის 25 დეკემბრის კანონი №1869 - ვებგვერდი, 28.12.2013წ.