„გადახდისუუნარობის საქმის წარმოების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის შესახებ

„გადახდისუუნარობის საქმის წარმოების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის შესახებ
დოკუმენტის ნომერი 760-IIს
დოკუმენტის მიმღები საქართველოს პარლამენტი
მიღების თარიღი 04/05/2017
დოკუმენტის ტიპი საქართველოს კანონი
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 29/05/2017
ძალის დაკარგვის თარიღი 01/04/2021
სარეგისტრაციო კოდი 240140000.05.001.018452
760-IIს
04/05/2017
ვებგვერდი, 29/05/2017
240140000.05.001.018452
„გადახდისუუნარობის საქმის წარმოების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის შესახებ
საქართველოს პარლამენტი
 

საქართველოს კანონი

 

 

„გადახდისუუნარობის საქმის წარმოების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის შესახებ

მუხლი 1. „გადახდისუუნარობის საქმის წარმოების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (www.matsne.gov.ge), 12.07.2012, სარეგისტრაციო კოდი: 240140000.05.001.016866) პირველი მუხლის:

ა) მე-7 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ბ) მე-2 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 21 პუნქტი:

„21. ამ მუხლის მე-2 პუნქტის „ა“ და „ე“–„ზ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული თანხმობა მიიღება ელექტრონული სისტემის მეშვეობით.“.“;

ბ) მე-8 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ა) მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. სასამართლო ვალდებულია დაუყოვნებლივ აცნობოს მოვალეს გადახდისუუნარობის შესახებ განცხადების შეტანისა და ელექტრონული სისტემის გამოყენების ვალდებულების თაობაზე. ამ კანონის მე-14 მუხლის 11 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში სასამართლომ მოვალეს დაუყოვნებლივ, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 73-ე–75-ე მუხლებით დადგენილი წესით უნდა გაუგზავნოს გადახდისუუნარობის შესახებ განცხადება თანდართული დოკუმენტების ასლებთან ერთად, უნდა აცნობოს ელექტრონული სისტემის გამოყენების ვალდებულების თაობაზე და განუსაზღვროს მათი ჩაბარებიდან 5-დღიანი ვადა თავისი პოზიციის წარმოსადგენად. თუ ამ პუნქტით დადგენილი პროცედურების შესასრულებლად ამ კანონის მე-19 მუხლის პირველი პუნქტით გადახდისუუნარობის შესახებ განცხადების წარმოებაში მიღებისთვის განსაზღვრული 5-დღიანი ვადა საკმარისი არ არის, სასამართლოს გამოაქვს განჩინება გადახდისუუნარობის შესახებ განცხადების წარმოებაში მიღების ვადის არაუმეტეს 10 დღით გაგრძელების თაობაზე. თუ, ამ ვადის გაგრძელების მიუხედავად, მოვალეს ვერ ჩაჰბარდა გადახდისუუნარობის შესახებ განცხადება, ან თუ მისი პოზიცია წარმოდგენილი არ არის, სასამართლო მოვალის პოზიციის გარეშე იღებს გადაწყვეტილებას გადახდისუუნარობის შესახებ განცხადების წარმოებაში მიღების თაობაზე.“;“;

გ) მე-11 პუნქტის „ბ.დ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ბ.დ) „კ“−„ნ“ ქვეპუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„კ) კრედიტორთა პირველ კრებამდე მოიძიოს მოვალის ქონება; აღნიშნულის თაობაზე ინფორმაცია ელექტრონულ სისტემაში განათავსოს;

ლ) მოამზადოს დასკვნა მოვალის მოსაძიებელი ქონების შესახებ, რომლის არსებობაც დგინდება დოკუმენტური საფუძვლით, აგრეთვე ამ ქონების მოძიების გაგრძელების ან შეწყვეტის მიზანშეწონილობის შესახებ; ეს დასკვნა ელექტრონულ სისტემაში განათავსოს და საბოლოო გადაწყვეტილების მისაღებად კრედიტორთა კრებას წარუდგინოს;

მ) მოამზადოს დასკვნა ამ კანონის მე-4 მუხლის მე-5−53 პუნქტებით გათვალისწინებულ მოვალის ქონებაზე დავის დაწყების, გაგრძელების ან შეწყვეტის მიზანშეწონილობის შესახებ; ეს დასკვნა ელექტრონულ სისტემაში განათავსოს და საბოლოო გადაწყვეტილების მისაღებად კრედიტორთა კრებას წარუდგინოს;

ნ) კრედიტორებს მიაწოდოს ამ კანონის 311 მუხლით გათვალისწინებული ინფორმაცია და იგი ელექტრონულ სისტემაში განათავსოს.“;“;

დ) მე-14 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ბ) მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„3. მოსამართლე უსმენს მეურვეს, მხარეებს და ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით გამოაქვს განჩინება კრედიტორის მოთხოვნების აღიარების ან უარყოფის შესახებ. ეს განჩინება ელექტრონულ სისტემაში განთავსდება. ამ განჩინების გასაჩივრების უფლება აქვს როგორც იმ კრედიტორს, რომლის წინააღმდეგაც გამოტანილია იგი, ისე ნებისმიერ სხვა კრედიტორს.“;“.

მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.


საქართველოს პრეზიდენტიგიორგი მარგველაშვილი

 

 

ქუთაისი,

4 მაისი 2017 წ.

N760-IIს