„გადახდისუუნარობის საქმის წარმოების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის შესახებ

„გადახდისუუნარობის საქმის წარმოების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის შესახებ
დოკუმენტის ნომერი 653-IIს
დოკუმენტის მიმღები საქართველოს პარლამენტი
მიღების თარიღი 21/04/2017
დოკუმენტის ტიპი საქართველოს კანონი
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 10/05/2017
ძალის დაკარგვის თარიღი 01/04/2021
სარეგისტრაციო კოდი 240140000.05.001.018394
653-IIს
21/04/2017
ვებგვერდი, 10/05/2017
240140000.05.001.018394
„გადახდისუუნარობის საქმის წარმოების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის შესახებ
საქართველოს პარლამენტი
 

საქართველოს კანონი

 

 

„გადახდისუუნარობის საქმის წარმოების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის შესახებ

მუხლი 1. „გადახდისუუნარობის საქმის წარმოების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (www.matsne.gov.ge), 12.07.2012, სარეგისტრაციო კოდი: 240140000.05.001.016866) პირველი მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. კანონს დაემატოს შემდეგი შინაარსის 31 მუხლი:

„მუხლი 31. გადახდისუუნარობის საქმის წარმოების ელექტრონული სისტემა

1. გადახდისუუნარობის საქმის წარმოების ელექტრონული სისტემა (შემდგომ − ელექტრონული სისტემა) უზრუნველყოფს გადახდისუუნარობის საქმის წარმოების პროცესში კანონით გათვალისწინებული მოქმედებების ელექტრონული საშუალებებით შესრულებას, მათ შორის, ინფორმაციის გამოქვეყნებას და  ამ კანონით გათვალისწინებულ პირებს (სუბიექტებს) შორის გაცვლას.

2. ელექტრონულ სისტემაში განთავსდება გადახდისუუნარობის საქმის წარმოების პროცესში მიღებული ყველა სასამართლო განჩინება მათი გამოტანიდან არაუგვიანეს მე-2 სამუშაო დღისა. ამ კანონით გათვალისწინებულ შემთხვევებში ელექტრონულ სისტემაში ქვეყნდება ასევე კრედიტორთა კრების, მომრიგებელი საბჭოს, მეურვის, გაკოტრებისა და რეაბილიტაციის მმართველის გადაწყვეტილებები და მათთან დაკავშირებული დოკუმენტაცია. აღნიშნული ინფორმაციის/დოკუმენტაციის ელექტრონულ სისტემაში განთავსება ითვლება მის ოფიციალურ გამოქვეყნებად.

3. ელექტრონული სისტემის მეშვეობით გაგზავნილი ინფორმაცია/დოკუმენტაცია ითვლება შესაბამისი ადრესატისათვის ჩაბარებულად/შესაბამისი ადრესატის მიერ მიღებულად მისი სისტემაში განთავსების მომენტიდან.“.“.

მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.


საქართველოს პრეზიდენტიგიორგი მარგველაშვილი

 

 

ქუთაისი,

21 აპრილი 2017 წ.

N653-IIს