„საქართველოს მთავრობის კანცელარიის დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2012 წლის 6 ივლისის №244 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ

„საქართველოს მთავრობის კანცელარიის დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2012 წლის 6 ივლისის №244 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ
დოკუმენტის ნომერი 435
დოკუმენტის მიმღები საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი 31/10/2012
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მთავრობის დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 31/10/2012
ძალაში შესვლის თარიღი 29/10/2012
ძალის დაკარგვის თარიღი 01/12/2014
სარეგისტრაციო კოდი 010220000.10.003.017112
435
31/10/2012
ვებგვერდი, 31/10/2012
010220000.10.003.017112
„საქართველოს მთავრობის კანცელარიის დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2012 წლის 6 ივლისის №244 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ
საქართველოს მთავრობა
 

საქართველოს მთავრობის

დადგენილება №435

2012 წლის 31 ოქტომბერი

   ქ.თბილისი

 

„საქართველოს მთავრობის კანცელარიის დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2012 წლის 6 ივლისის №244 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ

მუხლი 1
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, „საქართველოს მთავრობის კანცელარიის დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2012 წლის 6 ივლისის №244 დადგენილებაში (www.matsne.gov.ge, 06/07/2012, 010220000.10.003.016913) შეტანილ იქნეს ცვლილება და დადგენილებით დამტკიცებული დებულების მე‑4 მუხლის:

1. პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. საქართველოს მთავრობის კანცელარიას ხელმძღვანელობს საქართველოს პრემიერ-მინისტრი, ხოლო საქართველოს მთავრობის კანცელარიის მიმდინარე საქმიანობას უძღვება საქართველოს მთავრობის კანცელარიის უფროსი, რომელსაც თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს საქართველოს პრემიერ-მინისტრი.“.

2. მე-2 პუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის „გ1“ ქვეპუნქტი:

„გ1) თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს სპეციალურ წარმომადგენელს, რომელიც მისი დავალებით უზრუნველყოფს ცალკეულ საკითხთან დაკავშირებით მისაღები გადაწყვეტილების პროცესის კოორდი­ნირებას და შესაბამისი წინადადებების საქართველოს პრემიერ‑მინისტრისათვის წარდგენას;“.

3. მე-2 პუნქტის „ვ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ვ) თავისი კომპეტენციის ფარგლებში გამოსცემს ინდივიდუალურ ადმინისტრა­ციულ-სამართლებრივ აქტს – ბრძანებას; ასევე ახორციელებს სრულ ადმინისტრაციულ ფუნქციებს მთავრობის შენობაში;“.

მუხლი 2
 

დადგენილება ამოქმედდეს 2012 წლის 29 ოქტომბრიდან.


პრემიერ-მინისტრიბიძინა ივანიშვილი