მცხეთის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე სათამაშო ბიზნესის მოსაკრებლის შემოღების შესახებ

  • Word
მცხეთის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე სათამაშო ბიზნესის მოსაკრებლის შემოღების შესახებ
დოკუმენტის ნომერი 53
დოკუმენტის მიმღები მცხეთის მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი 29/12/2011
დოკუმენტის ტიპი მუნიციპალიტეტისა და თვითმმართველი ქალაქის საკრებულოს დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 30/12/2011
ძალაში შესვლის თარიღი 03/01/2012
სარეგისტრაციო კოდი 210070000.35.153.016081
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
  • Word
53
29/12/2011
ვებგვერდი, 30/12/2011
210070000.35.153.016081
მცხეთის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე სათამაშო ბიზნესის მოსაკრებლის შემოღების შესახებ
მცხეთის მუნიციპალიტეტი
ყურადღება! ვერსია, რომელსაც ამჟამად ეცნობით, არ წარმოადგენს დოკუმენტის ბოლო რედაქციას. დოკუმენტის ბოლო რედაქციის გასაცნობად აირჩიეთ შესაბამისი კონსოლიდირებული ვერსია.

პირველადი სახე (30/12/2011 - 06/01/2012)

მცხეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დ ა დ გ ე ნ ი ლ ე ბ ა №53

2011 წლის 29 დეკემბერი

ქ. მცხეთა

მცხეთის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე სათამაშო ბიზნესის მოსაკრებლის შემოღების შესახებ

 „ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ” საქართველოს ორგანული კანონის 22-ე მუხლის პირველი პუნქტის ,,მ” ქვეპუნქტის, ,,სათამაშო ბიზნესის მოსაკრებლის შესახებ” საქართველოს კანონის მე-5 მუხლის, ,,ადგილობრივი მოსაკრებლის შესახებ’’ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის 1-ლი და მე-5 პუნქტებისა და მე-5 მუხლის მე-4 პუნქტის საფუძველზე,

 მცხეთის მუნიციპალიტეტის საკრებულო  ა დ გ ე ნ ს:

მუხლი 1. შემოღებულ იქნეს მცხეთის მუნიციპალიტეტში სათამაშო ბიზნესის მოსაკრებელი და დადგინდეს მისი განაკვეთები სახეობების მიხედვით შემდეგი ოდენობით:

1. სამორინეს თითოეულ სათამაშო მაგიდაზე – 20 000 (ოცი ათასი) ლარი კვარტალში;

2. თითოეულ სათამაშო აპარატზე – 1 500 (ერთი ათას ხუთასი) ლარი კვარტალში;

3. თითოეულ წამახალისებელ გათამაშებაზე – საპრიზო ფონდის 10 %;

4. სისტემურ-ელექტრონული ფორმის თამაშობაზე – 30 000 (ოცდაათი ათასი) ლარი კვარტალში;

5. აზარტული ან/და მომგებიანი თამაშობის მოწყობის ნებართვით ორგანიზებული ობიექტის გარეთ განთავსებული, სისტემურ-ელექტრონული ფორმით მოწყობილი ან/და მომგებიანი თამაშობის თითოეულ სალაროზე - 1 000 (ერთი ათასი) ლარი კვარტალში.

მუხლი 2. დადგენილება ამოქმედდეს 2012 წლის 3 იანვრიდან.

მუხლი 3. დადგენილების ამოქმედებისთანავე ძალადაკარგულად გამოცხადდეს მცხეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2011 წლის 18 თებერვლის №9 დადგენილება ,,მცხეთის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე სათამაშო ბიზნესის მოსაკრებლის შემოღების შესახებ’’.

 საკრებულოს თავმჯდომარე       ა. კალანდაძე