„მცხეთის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე სათამაშო ბიზნესის მოსაკრებლის შემოღების შესახებ" მცხეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2011 წლის 29 დეკემბრის №53 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

  • Word
„მცხეთის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე სათამაშო ბიზნესის მოსაკრებლის შემოღების შესახებ" მცხეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2011 წლის 29 დეკემბრის №53 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 7
დოკუმენტის მიმღები მცხეთის მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი 06/02/2012
დოკუმენტის ტიპი მუნიციპალიტეტისა და თვითმმართველი ქალაქის საკრებულოს დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 13/02/2012
სარეგისტრაციო კოდი 210070000.35.153.016091
  • Word
7
06/02/2012
ვებგვერდი, 13/02/2012
210070000.35.153.016091
„მცხეთის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე სათამაშო ბიზნესის მოსაკრებლის შემოღების შესახებ" მცხეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2011 წლის 29 დეკემბრის №53 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
მცხეთის მუნიციპალიტეტი

მცხეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

№7

2012 წლის 6 თებერვალი

ქ. მცხეთა

,,მცხეთის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე სათამაშო ბიზნესის მოსაკრებლის შემოღების შესახებ’’ მცხეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2011 წლის 29 დეკემბრის №53 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

  „ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ” საქართველოს ორგანული კანონის 22-ე  მუხლის პირველი პუნქტის ,,მ” ქვეპუნქტის, ,,სათამაშო ბიზნესის მოსაკრებლის შესახებ” საქართველოს კანონის მე-5 მუხლის, ,,ადგილობრივი მოსაკრებლების შესახებ’’ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის 1-ლი და მე-5 პუნქტების, მე-5 მუხლის მე-4 პუნქტის, ,,ნორმატიული აქტების შესახებ’’ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის, ,,ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების საქმიანობის სახელმწიფო ზედამხედველობის შესახებ’’ საქართველოს კანონის მე-8 მუხლის მე-6 პუნქტისა და ,,მცხეთის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე სათამაშო ბიზნესის მოსაკრებლის შემოღების შესახებ’’ მცხეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2011 წლის 29 დეკემბრის №53 დადგენილების (სსმ, 30/12/2011, 210070000.35.153.016081) საფუძველზე,

მცხეთის მუნიციპალიტეტის საკრებულო   ა დ გ ე ნ ს:

მუხლი 1. შეტანილ იქნეს ცვლილება ,,მცხეთის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე სათამაშო ბიზნესის მოსაკრებლის შემოღების შესახებ’’ მცხეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2011 წლის 29 დეკემბრის №53 დადგენილებაში, კერძოდ, დადგენილების პირველი მუხლის მე-6 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,6. ლატარიების მოწყობაზე _ ლატარიის ბილეთების რეალიზაციიდან მიღებული ამონაგების 17 %.’’.

მუხლი 2. დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

  საკრებულოს თავმჯდომარე          ა. კალანდაძე