დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „მცხეთის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე სათამაშო ბიზნესის მოსაკრებლის შემოღების შესახებ“ მცხეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2011 წლის 29 დეკემბრის №53 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 1 |
| დოკუმენტის მიმღები | მცხეთის მუნიციპალიტეტი |
| მიღების თარიღი | 06/01/2012 |
| დოკუმენტის ტიპი | მუნიციპალიტეტისა და თვითმმართველი ქალაქის საკრებულოს დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 11/01/2012 |
| სარეგისტრაციო კოდი | 210070000.35.153.016085 |
მცხეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს
დადგენილება №1
2012 წლის 6 იანვარი
ქ. მცხეთა
,,მცხეთის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე სათამაშო ბიზნესის მოსაკრებლის შემოღების შესახებ’’ მცხეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2011 წლის 29 დეკემბრის №53 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
„ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ” საქართველოს ორგანული კანონის 22-ე მუხლის პირველი პუნქტის ,,მ” ქვეპუნქტის, ,,სათამაშო ბიზნესის მოსაკრებლის შესახებ” საქართველოს კანონის მე-5 მუხლის, ,,ადგილობრივი მოსაკრებლის შესახებ’’ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის 1-ლი და მე-5 პუნქტების, მე-5 მუხლის მე-4 პუნქტისა და ,,ნორმატიული აქტების შესახებ’’ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის საფუძველზე,
მცხეთის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:
მუხლი 1. შეტანილ იქნეს ცვლილება ,,მცხეთის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე სათამაშო ბიზნესის მოსაკრებლის შემოღების შესახებ’’ მცხეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2011 წლის 29 დეკემბრის №53 დადგენილებაში, კერძოდ, დადგენილების პირველ მუხლს დაემატოს მე-6 პუნქტი:
,,6. ლატარიის მოწყობაზე – ლატარიის ბილეთების რეალიზაციიდან მიღებული ამონაგების 17 %.’’
მუხლი 2. დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
საკრებულოს თავმჯდომარე ა. კალანდაძე
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები