საქართველოს რესპუბლიკის სახელმწიფო ჯილდოების - ორდენებისა და მედლების დებულება

საქართველოს რესპუბლიკის სახელმწიფო ჯილდოების - ორდენებისა და მედლების დებულება
დოკუმენტის ნომერი
დოკუმენტის მიმღები საქართველოს პარლამენტი
მიღების თარიღი 24/12/1992
დოკუმენტის ტიპი საქართველოს პარლამენტის დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი საქართველოს პარლამენტის უწყებები, 2, 24/12/1992
ძალის დაკარგვის თარიღი 07/08/2009
სარეგისტრაციო კოდი 000000000.00(0).000.000000
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
თქვენ უყურებთ დოკუმენტის პირველად სახეს
დოკუმენტის კონსოლიდირებული ვარიანტის ნახვა ფასიანია, აუცილებელია სისტემაში შესვლა და საჭიროების შემთხვევაში დათვალიერების უფლების ყიდვა, გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია ან თუ უკვე რეგისტრირებული ხართ, გთხოვთ, შეხვიდეთ სისტემაში

პირველადი სახე (24/12/1992 - 23/12/1993)

                                                                                                     დამტკიცებულია

                                                                            საქართველოს პარლამენტის 1992 წლის

                                                                                          24 დეკემბრის დადგენილებით

საქართველოს რესპუბლიკის სახელმწიფო

 ჯილდოების _ ორდენებისა და მედლების

 

დ ე ბ უ ლ ე ბ ა

 

1. საქართველოს რესპუბლიკის იმ მოქალაქეთა დასაჯილდოებლად, რომელთაც გმირობა, მამაცობა გამოიჩინეს სამშობლოს დაცვისა და ერთიანობისათვის ბრძოლებში, განსაკუთრებული პირადი წვლილი მიუძღვით დამოუკიდებელი ქართული სახელმწიფოს მშენებლობაში, დაწესებულია საქართველოს რესპუბლიკის სახელმწიფო ჯილდოები _ ორდენები და მედლები:

დავით აღმაშენებლის ორდენი;

ვახტანგ გორგასლის ორდენი _ I, II, III ხარისხისა;

ღირსების ორდენი;

მედალი „მხედრული მამაცობისათვის;

მედალი „საბრძოლო დამსახურებისათვის;

ღირსების მედალი.

2. დავით აღმაშენებლის ორდენით ჯილდოვდებიან სამოქალაქო, სამხედრო და სასულიერო პირნი, გამოჩენილი სახელმწიფო მოღვაწენი ქართველი ერის წინაშე უდიდესი ღვაწლის, საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობისათვის ბრძოლისა და აღორძინების, საზოგადოების კონსოლიდაციის, დემოკრატიის დამკვიდრების საქმეში შეტანილი თვალსაჩინო პირადი წვლილისათვის.

3. ვახტანგ გორგასლის ორდენით ჯილდოვდებიან საქართველოს რესპუბლიკის სამხედრო მოსამსახურენი, რომლებმაც სამშობლოს დაცვისა და ერთიანობისათვის ბრძოლებში გამოიჩინეს გმირული თავდადება და მამაცობა, უნარიანი ხელმძღვანელობით უზრუნველყვეს სამხედრო ნაწილებისა და ქვეგანაყოფების წარმატება, შეიმუშავეს და განახორციელეს საბრძოლო ოპერაციები.

ვახტანგ გორგასლის ორდენი სამი ხარისხისაა. დაჯოლდოება ხდება ასეთი თანამიმდევრობით:

III ხარისხის ორდენით ჯილდოვდებიან სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დროს გამოვლენილი მაღალი საბრძოლო მომზადებისათვის.

II ხარისხის ორდენით ჯილდოვდებიან სამხედრო ხელმძღვანელობის მიერ მიცემული საბრძოლო დავალების წარმატებით შესრულებისათვის.

I ხარისხის ორდენით ჯილდოვდებიან ერისა და სამშობლოს წინაშე განსაკუთრებული დამსახურებისათვის, თავდადებისა და თავგანწირვისათვის.

4. „ღირსების ორდენით ჯილდოვდებიან მოქალაქენი დამოუკიდებელი ქართული სახელმწიფოს მშენებლობაში _  მმართველობის, თავდაცვის, კანონიერების და მართლწესრიგის განმტკიცების, სახალხო მეურნეობის, ჯანმრთელობის დაცვის, მეცნიერების, განათლების, კულტურის, ლიტერატურის, ხელოვნების დარგებში შეტანილი განსაკუთრებული პირადი წვლილისათვის, გმირობისა და თავდადებისათვის.

5. მედლით „მხედრული მამაცობისათვის ჯილდოვდებიან საქართველოს რესპუბლიკის სამხედრო მოსამსახურეები, პოლიციის მუშაკები მამულის დაცვისას პირადი მამაცობისათვის და მხედრული ვალის შესრულებისათვის, ვაჟკაცობისა და გაბედული მოქმედებისათვის.

6. მედლით „საბრძოლო დამსახურებისათვის ჯილდოვდებიან საქართველოს რესპუბლიკის სამხედრო მოსამსახურეები და სამოქალაქო პირები სამშობლოს დაცვისა და ერთიანობის უზრუნველყოფაში განსაკუთრებული პირადი დამსახურებისათვის.

7. „ღირსების მედლით ჯილდოვდებიან საქართველოს რესპუბლიკის მოქალაქენი საქართველოს აღორძინების საქმეში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისა და ღირსეული სამსახურისათვის.

ონლაინ კონსულტაცია

სამწუხაროდ კონსულტანტი არ არის კავშირზე.