„საქართველოს სახელმწიფო ჯილდოების – ორდენებისა და მედლების“ დებულებაში ცვლილებისა და დამატებების შეტანის თაობაზე“

  • Word
„საქართველოს სახელმწიფო ჯილდოების – ორდენებისა და მედლების“ დებულებაში ცვლილებისა და დამატებების შეტანის თაობაზე“
დოკუმენტის ნომერი 218
დოკუმენტის მიმღები საქართველოს პარლამენტი
მიღების თარიღი 24/06/2004
დოკუმენტის ტიპი საქართველოს პარლამენტის დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი სსმ, 72, 15/07/2004
ძალის დაკარგვის თარიღი 07/08/2009
სარეგისტრაციო კოდი 000000000.00(0).000.000000
  • Word
218
24/06/2004
სსმ, 72, 15/07/2004
000000000.00(0).000.000000
„საქართველოს სახელმწიფო ჯილდოების – ორდენებისა და მედლების“ დებულებაში ცვლილებისა და დამატებების შეტანის თაობაზე“
საქართველოს პარლამენტი

საქართველოს პარლამენტის დადგენილება

„საქართველოს სახელმწიფო ჯილდოების – ორდენებისა და მედლების“ დებულებაში ცვლილებისა და დამატებების შეტანის თაობაზე

    მუხლი 1

„საქართველოს სახელმწიფო ჯილდოების – ორდენებისა და მედლების“ დებულებაში (საქართველოს პარლამენტის უწყებები, №2, 1992 წელი, მუხ.101) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება და დამატებები:

1. პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. საქართველოს იმ მოქალაქეთა დასაჯილდოებლად, რომელთაც გმირობა, მამაცობა გამოიჩინეს სამშობლოს დაცვისა და ერთიანობისათვის ბრძოლებში, განსაკუთრებული პირადი წვლილი შეიტანეს დამოუკიდებელი ქართული სახელმწიფოს მშენებლობაში, დაწესებულია საქართველოს შემდეგი სახელმწიფო ჯილდოები – ორდენები და მედლები:

ა) ეროვნული გმირის ორდენი;

ბ) წმინდა გიორგის სახელობის გამარჯვების ორდენი;

გ) დავით აღმაშენებლის ორდენი;

დ) ოქროს საწმისის ორდენი;

ე) ვახტანგ გორგასლის ორდენი – I, II, III ხარისხისა;

ვ) ღირსების ორდენი;

ზ) მედალი „მხედრული მამაცობისათვის“;

თ) მედალი „საბრძოლო დამსახურებისათვის“;

ი) ღირსების მედალი.“.

2. დებულებას დაემატოს შემდეგი შინაარსის 11 და 12 პუნქტები:

„11. საქართველოს ეროვნული გმირის წოდება არის საქართველოს უმაღლესი სახელმწიფო წოდება, რომელიც ენიჭება პირს საქართველოსთვის განსაკუთრებული, გამორჩეული გმირული ქმედებისათვის. საქართველოს ეროვნული გმირის წოდების მინიჭებასთან ერთად პირს გადაეცემა ეროვნული გმირის ორდენი.

12. წმინდა გიორგის სახელობის გამარჯვების ორდენი ენიჭება პირს საქართველოსთვის მოპოვებულ გამარჯვებებში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისათვის.“.

    მუხლი 2

ეს დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

საქართველოს პარლამენტის

თავმჯდომარე     ნ. ბურჯანაძე

თბილისი,

2004 წლის 24 ივნისი.

№218-რს