„საქართველოს სახელმწიფო ჯილდოების – ორდენებისა და მედლების დებულებაში“ დამატებისა და ცვლილების შეტანის თაობაზე

  • Word
„საქართველოს სახელმწიფო ჯილდოების – ორდენებისა და მედლების დებულებაში“ დამატებისა და ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 1501
დოკუმენტის მიმღები საქართველოს პარლამენტი
მიღების თარიღი 26/06/1998
დოკუმენტის ტიპი საქართველოს პარლამენტის დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი პარლამენტის უწყებანი, 25-26, 15/07/1998
ძალის დაკარგვის თარიღი 07/08/2009
სარეგისტრაციო კოდი 000000000.00(0).000.000000
  • Word
1501
26/06/1998
პარლამენტის უწყებანი, 25-26, 15/07/1998
000000000.00(0).000.000000
„საქართველოს სახელმწიფო ჯილდოების – ორდენებისა და მედლების დებულებაში“ დამატებისა და ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს პარლამენტი
დროებით, ფაილს შესაძლოა გააჩნდეს ვიზუალური ხარვეზი, სრული ვერსიის სანახავად დააჭირეთ ფაილის გადმოწერას

საქართველოს პარლამენტის დადგენილება

„საქართველოს სახელმწიფო ჯილდოების _ ორდენებისა და მედლების დებულებაში“ დამატებისა და ცვლილების შეტანის თაობაზე

 

        საქართველოს პარლამენტი ადგენს:

I. „საქართველოს სახელმწიფო ჯილდოების _ ორდენებისა და მედლების დებულებაში“ (საქართველოს პარლამენტის უწყებები, 1992 წ., №2, მუხ. 101) შეტანილ იქნეს შემდეგი დამატება და ცვლილება:

1. დებულებას დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-3 პუნქტი:

„3. ოქროს საწმისის ორდენით ჯილდოვდებიან უცხოელი მოქალაქეები და მოქალაქეობის არმქონე პირები, რომელთაც განსაკუთრებული წვლილი შეიტანეს საქართველოს სახელმწიფოს აღმშენებლობაში, მისი ეროვნული უშიშროების ინტერესების, სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის დაცვაში, დემოკრატიული და თავისუფალი საზოგადოების ჩამოყალიბებაში, უცხოეთის სახელმწიფოებთან და საერთაშორისო ორგანიზაციებთან ორმხრივად სასარგებლო ურთიერთობის დამყარებაში, საზღვარგარეთ საქართველოს მოქალაქეების უფლებების დაცვაში, ქართული კულტურის პოპულარიზაციაში, ქართული მეცნიერებისა და ელოვნების განვითარებაში“.

2. მე-3_7 პუნქტები შესაბამისად ჩაითვალოს მე-4_8 პუნქტებად.

II. ეს დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

 

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე  ზურაბ ჟვანია

თბილისი,

1998 წლის 26 ივნისი.

№1501-IIს