დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
| საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსით გათვალისწინებული სამართალდარღვევის ჩადენის შემთხვევაში უფლებამოსილი პირის მიერ ავტოსატრანსპორტო საშუალების სპეციალურ დაცულ სადგომზე გადაყვანის წესისა და ავტოსატრანსპორტო საშუალების სპეციალურ დაცულ სადგომზე გადაყვანის ტრანსპორტირებისა და შენახვის ხარჯების განსაზღვრის შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 55 |
| დოკუმენტის მიმღები | თვიმმართველი ქალაქი ბათუმი |
| მიღების თარიღი | 02/11/2011 |
| დოკუმენტის ტიპი | მუნიციპალიტეტისა და თვითმმართველი ქალაქის საკრებულოს დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 111108003, 10/11/2011 |
| სარეგისტრაციო კოდი | 310120000.35.132.016082 |
| კონსოლიდირებული პუბლიკაციები | |
დოკუმენტის კონსოლიდირებული ვარიანტის ნახვა ფასიანია, აუცილებელია სისტემაში შესვლა და საჭიროების შემთხვევაში დათვალიერების უფლების ყიდვა, გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია ან თუ უკვე რეგისტრირებული ხართ, გთხოვთ, შეხვიდეთ სისტემაში
პირველადი სახე (10/11/2011 - 12/03/2012)
თვითმმართველი ქალაქის – ბათუმის საკრებულოს
დადგენილება №55
2011 წლის 2 ნოემბერი
ქ. ბათუმი
საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსით გათვალისწინებული სამართალდარღვევის ჩადენის შემთხვევაში უფლებამოსილი პირის მიერ ავტოსატრანსპორტო საშუალების სპეციალურ დაცულ სადგომზე გადაყვანის წესისა და ავტოსატრანსპორტო საშუალების სპეციალურ დაცულ სადგომზე გადაყვანის ტრანსპორტირებისა და შენახვის საფასურის დადგენის შესახებ
„ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 22-ე მუხლის, საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 125, 1253 მუხლებისა და „თვითმმართველი ქალაქის – ბათუმის ტერიტორიაზე ავტომანქანების პარკირების მარეგულირებელი ნორმების – ავტომანქანების პარკირების ადგილების განსაზღვრისა და ავტომანქანების პარკირების წესების დადგენის შესახებ“ თვითმმართველი ქალაქის – ბათუმის საკრებულოს 2010 წლის 15 ოქტომბრის №25 დადგენილების შესაბამისად, თვითმმართველი ქალაქის – ბათუმის საკრებულო ადგენს:
1. უფლებამოსილი პირის მიერ ავტოსატრანსპორტო საშუალების სპეციალურ დაცულ სადგომზე გადაყვანა ხორციელდება საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსითა და „თვითმმართველი ქალაქის – ბათუმის ტერიტორიაზე ავტომანქანების პარკირების მარეგულირებელი ნორმების – ავტომანქანების პარკირების ადგილების განსაზღვრისა და ავტომანქანების პარკირების წესების დადგენის შესახებ“ თვითმმართველი ქალაქის – ბათუმის საკრებულოს 2010 წლის 15 ოქტომბრის №25 დადგენილებით განსაზღვრულ შემთხვევებში.
2. ავტოსატრანსპორტო საშუალების სპეციალურ დაცულ სადგომზე გადაყვანამდე უფლებამოსილი პირის მიერ ხდება ავტოსატრანსპორტო საშუალების გარეგნული მდგომარეობის დათვალიერება და შესაბამისი აქტის შედგენა.
3. ავტოსატრანსპორტო საშუალების ღია მდგომარეობაში ყოფნის შემთხვევაში ავტოსატრანსპორტო საშუალებაში არსებულ ნივთებზე პასუხისმგებლობა უფლებამოსილ პირს არ ეკისრება.
4. ავტოსატრანსპორტო საშუალების სპეციალურ დაცულ სადგომზე გადაყვანისას ან მისი სპეციალურ დაცულ სადგომზე შენახვისას ავტოსატრანსპორტო საშუალების გარეგნული მდგომარეობის დაზიანებების თაობაზე პრეტენზიები წარდგენილი უნდა იქნეს წერილობითი სახით ავტოსატრანსპორტო საშუალების სპეციალური დაცული სადგომიდან გაყვანამდე. პრეტენზიის არსებობისას პრეტენზიის წარმომდგენი პირის თანდასწრებით ხდება ავტოსატრანსპორტო საშუალების გარეგნული მდგომარეობის დათვალიერება და შესაბამისი აქტის შედგენა. ავტოსატრანსპორტო საშუალების სპეციალური დაცული სადგომიდან გაყვანის შემდეგ წარდგენილი პრეტენზიები არ განიხილება, მათ შორის არ ხდება პრეტენზიის წარმომდგენი პირის თანდასწრებით ავტოსატრანსპორტო საშუალების გარეგნული მდგომარეობის დათვალიერება და შესაბამისი აქტის შედგენა.
5. სპეციალური დაცული სადგომისთვის შეიძლება გამოყენებულ იქნეს ღია ტერიტორია.
6. დადგინდეს თვითმმართველი ქალაქის – ბათუმის ტერიტორიაზე ავტოსატრანსპორტო საშუალების სპეციალურ დაცულ სადგომზე გადაყვანის საფასური 30 (ოცდაათი) ლარის ოდენობით.
7. დადგინდეს თვითმმართველი ქალაქის – ბათუმის ტერიტორიაზე ავტოსატრანსპორტო საშუალების სპეციალურ დაცულ სადგომზე შენახვის საფასური შემდეგი ოდენობით:
ა) თუ ავტოსატრანსპორტო საშუალება სპეციალურ დაცულ სადგომზე არ რჩება ღამის განმავლობაში – 5 (ხუთი) ლარი;
ბ) თუ ავტოსატრანსპორტო საშუალება სპეციალურ დაცულ სადგომზე რჩება ღამის განმავლობაში – ერთი ღამე 10 (ათი) ლარი.
8. სპეციალური დაცული სადგომიდან ავტოსატრანსპორტო საშუალების გაყვანა დასაშვებია:
ა) სამუშაო დღეებში – 1000 საათიდან 1900 საათამდე;
ბ) უქმე და დასვენების დღეებში – 1000 საათიდან 1400 საათამდე.
9. სპეციალური დაცული სადგომიდან ავტოსატრანსპორტო საშუალების გაყვანის უფლება აქვთ:
ა) ავტოსატრანსპორტო საშუალების სარეგისტრაციო მოწმობაში მესაკუთრედ რეგისტრირებულ პირს;
ბ) ავტოსატრანსპორტო საშუალების სარეგისტრაციო მოწმობაში მესაკუთრედ რეგისტრირებული პირის მინდობილ პირს;
გ) სამართალდამრღვევს;
დ) ავტოსატრანსპორტო საშუალების სარეგისტრაციო მოწმობაში მესაკუთრედ რეგისტრირებული პირის პირველი რიგის კანონისმიერ მემკვიდრეს.
10. სპეციალური დაცული სადგომიდან ავტოსატრანსპორტო საშუალების გაყვანის უფლებას აძლევს შპს „ბათუმის პარკინგი“.
11. შპს „ბათუმის პარკინგის“ მიერ ამ დადგენილების მე-9 პუნქტით გათვალისწინებულ პირს სპეციალური დაცული სადგომიდან ავტოსატრანსპორტო საშუალების გაყვანის უფლება ეძლევა შემდეგი დოკუმენტების წარმოდგენის შემდეგ:
ა) ავტოსატრანსპორტო საშუალების სპეციალურ დაცულ სადგომზე გადაყვანის საფასურის დამადასტურებელი დოკუმენტი;
ბ) ავტოსატრანსპორტო საშუალების სპეციალურ დაცულ სადგომზე შენახვის საფასურის დამადასტურებელი დოკუმენტი;
გ) ავტოსატრანსპორტო საშუალების სარეგისტრაციო მოწმობის ასლი;
დ) პირადობის დამადასტურებელი მოწმობის ასლი;
ე) თუ ავტოსატრანსპორტო საშუალება გაყავს, პირს, რომელიც ავტოსატრანსპორტო საშუალების სარეგისტრაციო მოწმობაში არ არის რეგისტრირებული მესაკუთრედ, ავტოსატრანსპორტო საშუალების სარეგისტრაციო მოწმობაში მესაკუთრედ რეგისტრირებული პირის მიერ გაცემული მინდობილობა, რომელიც დამოწმებული უნდა იყოს სანოტარო წესით;
ვ) თუ ავტოსატრანსპორტო საშუალება გაყავს ავტოსატრანსპორტო საშუალების სარეგისტრაციო მოწმობაში მესაკუთრედ რეგისტრირებული პირის პირველი რიგის კანონისმიერ მემკვიდრეს, შესაბამისი დოკუმენტის ასლი;
ზ) თუ ავტოსატრანსპორტო საშუალება ირიცხება საწარმოს, დაწესებულების ან ორგანიზაციის ბალანსზე, სპეციალური დაცული სადგომიდან ავტოსატრანსპორტო საშუალების გაყვანისას შეიძლება წარმოდგენილ იქნეს:
ზ. ა) საწარმოს, დაწესებულების ან ორგანიზაციის ან/და მათი ტერიტორიული ორგანოს (წარმომადგენლობის) მიერ საწარმოს, დაწესებულების ან ორგანიზაციის თანამშრომელზე გაცემული მინდობილობა, რომელიც არ საჭიროებს სანოტარო წესით დადასტურებას;
ზ. ბ) სხვა დოკუმენტი, რომელიც ადასტურებს პირის, რომელსაც სურს სპეციალური დაცული სადგომიდან ავტოსატრანსპორტო საშუალების გაყვანა, საწარმოს, დაწესებულების ან ორგანიზაციის ბალანსზე რიცხული ავტოსატრანსპორტო საშუალების მატერიალურ-ტექნიკურ მდგომარეობაზე პასუხისმგებლობას.
12. საფასურის გადახდა განხორციელდეს უფლებამოსილი პირის მიერ შერჩეულ კომერციულ ბანკში ან/და ელექტრონული გადახდის საშუალებებით.
13. წინამდებარე დადგენილებით დადგენილი საფასურის ამოღებას ახორციელებს შპს „ბათუმის პარკინგი“, პარკირების საფასური ირიცხება შპს „ბათუმის პარკინგის“ ანგარიშზე და წარმოადგენს მის საკუთრებას.
14. დაევალოს შპს „ბათუმის პარკინგს“ შეიმუშაოს ავტოსატრანსპორტო საშუალების სპეციალურ დაცულ სადგომზე გადაყვანასთან და სპეციალური დაცული სადგომიდან გაყვანასთან დაკავშირებული სხვა ორგანიზაციული საკითხები.
15. სპეციალური დაცული სადგომები იმყოფება შპს „ბათუმის პარკინგის“ მართვაში, მასვე ევალება სპეციალური დაცული სადგომების მოვლა-პატრონობა და დადგენილი ნორმატივების შესაბამისად ტექნიკურად აღჭურვა.
16. სპეციალური დაცული სადგომის მოწყობამდე შპს „ბათუმის პარკინგის“ მიერ სპეციალურ დაცულ სადგომად გამოყენებულ იქნეს შპს „ბათუმის ავტოტრანსპორტის“ სარგებლობაში არსებული, ქ. ბათუმში, სულხან-საბა ორბელიანის ქ. №2-ში მდებარე ტერიტორია.
17. ეს დადგენილება ამოქმედდეს კანონმდებლობით დადგენილი წესით მისი გამოქვეყნებისთანავე.
საკრებულოს თავმჯდომარე გ. კირთაძე
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები