დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსით გათვალისწინებული სამართალდარღვევის ჩადენის შემთხვევაში უფლებამოსილი პირის მიერ ავტოსატრანსპორტო საშუალების სპეციალურ დაცულ სადგომზე გადაყვანის წესისა და ავტოსატრანსპორტო საშუალების სპეციალურ დაცულ სადგომზე გადაყვანის ტრანსპორტირებისა და შენახვის საფასურის დადგენის შესახებ“ თვითმმართველი ქალაქის - ბათუმის საკრებულოს 2011 წლის 02 ნოემბრის №55 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 13 |
| დოკუმენტის მიმღები | თვიმმართველი ქალაქი ბათუმი |
| მიღების თარიღი | 12/03/2012 |
| დოკუმენტის ტიპი | მუნიციპალიტეტისა და თვითმმართველი ქალაქის საკრებულოს დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 21/03/2012 |
| სარეგისტრაციო კოდი | 310120000.35.132.016103 |
თვითმმართველი ქალაქის – ბათუმის საკრებულოს
დადგენილება №13
2012 წლის 12 მარტი
ქ. ბათუმი
„საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსით გათვალისწინებული სამართალდარღვევის ჩადენის შემთხვევაში უფლებამოსილი პირის მიერ ავტოსატრანსპორტო საშუალების სპეციალურ დაცულ სადგომზე გადაყვანის წესისა და ავტოსატრანსპორტო საშუალების სპეციალურ დაცულ სადგომზე გადაყვანის ტრანსპორტირებისა და შენახვის საფასურის დადგენის შესახებ“ თვითმმართველი ქალაქის – ბათუმის საკრებულოს 2011 წლის 02 ნოემბრის №55 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის შესაბამისად, თვითმმართველი ქალაქის – ბათუმის საკრებულო ადგენს:
1. „საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსით გათვალისწინებული სამართალდარღვევის ჩადენის შემთხვევაში უფლებამოსილი პირის მიერ ავტოსატრანსპორტო საშუალების სპეციალურ დაცულ სადგომზე გადაყვანის წესისა და ავტოსატრანსპორტო საშუალების სპეციალურ დაცულ სადგომზე გადაყვანის ტრანსპორტირებისა და შენახვის საფასურის დადგენის შესახებ“ თვითმმართველი ქალაქის – ბათუმის საკრებულოს 2011 წლის 02 ნოემბრის №55 დადგენილებაში შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები:
ა) დადგენილების მე-10-მე-11 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„10. სპეციალური დაცული სადგომიდან ავტოსატრანსპორტო საშუალების გაყვანის უფლებას აძლევს არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირი – „სატრანსპორტო ინფრასტრუქტურის მართვის სააგენტო.“.
11. არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის – „სატრანსპორტო ინფრასტრუქტურის მართვის სააგენტოს“ მიერ ამ დადგენილების მე-9 პუნქტით გათვალისწინებულ პირს სპეციალური დაცული სადგომიდან ავტოსატრანსპორტო საშუალების გაყვანის უფლება ეძლევა შემდეგი დოკუმენტების წარმოდგენის შემდეგ:
ა) ავტოსატრანსპორტო საშუალების სპეციალურ დაცულ სადგომზე გადაყვანის საფასურის დამადასტურებელი დოკუმენტი;
ბ) ავტოსატრანსპორტო საშუალების სპეციალურ დაცულ სადგომზე შენახვის საფასურის დამადასტურებელი დოკუმენტი;
გ) ავტოსატრანსპორტო საშუალების სარეგისტრაციო მოწმობის ასლი;
დ) პირადობის დამადასტურებელი მოწმობის ასლი;
ე) თუ ავტოსატრანსპორტო საშუალება გაყავს, პირს, რომელიც ავტოსატრანსპორტო საშუალების სარეგისტრაციო მოწმობაში არ არის რეგისტრირებული მესაკუთრედ, ავტოსატრანსპორტო საშუალების სარეგისტრაციო მოწმობაში მესაკუთრედ რეგისტრირებული პირის მიერ გაცემული მინდობილობა, რომელიც დამოწმებული უნდა იყოს სანოტარო წესით;
ვ) თუ ავტოსატრანსპორტო საშუალება გაყავს ავტოსატრანსპორტო საშუალების სარეგისტრაციო მოწმობაში მესაკუთრედ რეგისტრირებული პირის პირველი რიგის კანონისმიერ მემკვიდრეს, შესაბამისი დოკუმენტის ასლი;
ზ) თუ ავტოსატრანსპორტო საშუალება ირიცხება საწარმოს, დაწესებულების ან ორგანიზაციის ბალანსზე, სპეციალური დაცული სადგომიდან ავტოსატრანსპორტო საშუალების გაყვანისას შეიძლება წარმოდგენილ იქნეს:
ზ.ა) საწარმოს, დაწესებულების ან ორგანიზაციის ან/და მათი ტერიტორიული ორგანოს (წარმომადგენლობის) მიერ საწარმოს, დაწესებულების ან ორგანიზაციის თანამშრომელზე გაცემული მინდობილობა, რომელიც არ საჭიროებს სანოტარო წესით დადასტურებას;
ზ.ბ) სხვა დოკუმენტი, რომელიც ადასტურებს პირის, რომელსაც სურს სპეციალური დაცული სადგომიდან ავტოსატრანსპორტო საშუალების გაყვანა, საწარმოს, დაწესებულების ან ორგანიზაციის ბალანსზე რიცხული ავტოსატრანსპორტო საშუალების მატერიალურ-ტექნიკურ მდგომარეობაზე პასუხისმგებლობას.“.
ბ) დადგენილების მე-13-მე-16 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„13. წინამდებარე დადგენილებით დადგენილი საფასურის ამოღებას ახორციელებს არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირი – „სატრანსპორტო ინფრასტრუქტურის მართვის სააგენტო“. საფასური ირიცხება არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის – „სატრანსპორტო ინფრასტრუქტურის მართვის სააგენტოს“ ანგარიშზე და წარმოადგენს მის საკუთრებას.
14. დაევალოს არასამეწარმეო (არაკომერციულ) იურიდიულ პირს – „სატრანსპორტო ინფრასტრუქტურის მართვის სააგენტოს“ შეიმუშაოს ავტოსატრანსპორტო საშუალების სპეციალურ დაცულ სადგომზე გადაყვანასთან და სპეციალური დაცული სადგომიდან გაყვანასთან დაკავშირებული სხვა ორგანიზაციული საკითხები.
15. სპეციალური დაცული სადგომები იმყოფება არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის – „სატრანსპორტო ინფრასტრუქტურის მართვის სააგენტოს“ მართვაში, მასვე ევალება სპეციალური დაცული სადგომების მოვლა-პატრონობა და დადგენილი ნორმატივების შესაბამისად ტექნიკურად აღჭურვა.
16. სპეციალური დაცული სადგომის მოწყობამდე არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის – „სატრანსპორტო ინფრასტრუქტურის მართვის სააგენტოს“ მიერ სპეციალურ დაცულ სადგომად გამოყენებულ იქნეს შპს „ბათუმის ავტოტრანსპორტის“ სარგებლობაში არსებული, ქ. ბათუმში, სულხან-საბა ორბელიანის ქ. №2-ში მდებარე ტერიტორია.“.
2. დადგენილება შეიძლება გასაჩივრდეს ბათუმის საქალაქო სასამართლოში (მის.: ქ. ბათუმი, ზუბალაშვილის ქ. №30) უშუალო ზიანის მიყენებიდან სამი თვის ვადაში.
3. დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
საკრებულოს თავმჯდომარე გ. კირთაძე
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები