„საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსით გათვალისწინებული სამართალდარღვევის ჩადენის შემთხვევაში უფლებამოსილი პირის მიერ ავტოსატრანსპორტო საშუალების სპეციალურ დაცულ სადგომზე გადაყვანის წესისა და ავტოსატრანსპორტო საშუალების სპეციალურ დაცულ სადგომზე გადაყვანის ტრანსპორტირებისა და შენახვის საფასურის დადგენის შესახებ“ თვითმმართველი ქალაქის – ბათუმის საკრებულოს 2011 წლის 02 ნოემბრის №55 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

დოკუმენტის ნომერი 14
დოკუმენტის მიმღები ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი 25/02/2020
დოკუმენტის ტიპი მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 27/02/2020
სარეგისტრაციო კოდი 310120000.35.132.016475
14
25/02/2020
ვებგვერდი, 27/02/2020
310120000.35.132.016475
„საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსით გათვალისწინებული სამართალდარღვევის ჩადენის შემთხვევაში უფლებამოსილი პირის მიერ ავტოსატრანსპორტო საშუალების სპეციალურ დაცულ სადგომზე გადაყვანის წესისა და ავტოსატრანსპორტო საშუალების სპეციალურ დაცულ სადგომზე გადაყვანის ტრანსპორტირებისა და შენახვის საფასურის დადგენის შესახებ“ თვითმმართველი ქალაქის – ბათუმის საკრებულოს 2011 წლის 02 ნოემბრის №55 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტი

ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება №14

2020 წლის 25 თებერვალი

ქ. ბათუმი

„საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსით გათვალისწინებული სამართალდარღვევის ჩადენის შემთხვევაში უფლებამოსილი პირის მიერ ავტოსატრანსპორტო საშუალების სპეციალურ დაცულ სადგომზე გადაყვანის წესისა და ავტოსატრანსპორტო საშუალების სპეციალურ დაცულ სადგომზე გადაყვანის ტრანსპორტირებისა და შენახვის საფასურის დადგენის შესახებ“ თვითმმართველი ქალაქის – ბათუმის საკრებულოს 2011 წლის 2 ნოემბრის №55 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ქალქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულო :

მუხლი 1
„საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსით გათვალისწი­ნე­ბუ­ლი სამართალდარღვევის ჩადენის შემთხვევაში უფლებამოსილი პირის მიერ ავ­ტოსატ­რან­სპორტო საშუალების სპეციალურ დაცულ სადგომზე გადაყვანის წესისა და ავ­ტო­სატ­რან­სპორტო საშუალების სპეციალურ დაცულ სადგომზე გადაყვანის ტრანსპორტი­რებისა და შენახვის საფასურის დადგენის შესახებ“ თვითმმართველი ქალაქის – ბათუმის საკ­რე­ბუ­ლოს 2011 წლის 2 ნოემბრის №55 დადგენილებაში (გამოქვეყნების წყარო: საქართ­ველოს სა­კა­ნონ­მდებ­ლო მაცნე, www.matsne.gov.ge, გამოქვეყნების თარიღი: 10/11/2011წ., სა­რე­გის­ტრა­­ციო კოდი: 310120000.35.132.016082) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლი­ლება:

1. დადგენილების სათაური ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსით გათვალისწი­ნე­ბული სამართალდარღვევის ჩადენის შემთხვევაში უფლებამოსილი პირის მიერ ავტო­სატ­რანსპორტო საშუალების სპეციალურ დაცულ სადგომზე გადაყვანის წესისა და ავტო­სატ­რანსპორტო საშუალების სპეციალურ დაცულ სადგომზე გადაყვანის ტრანსპორ­ტი­რე­ბი­სა და შენახვის ხარჯების განსაზღვრის შესახებ“.

2. დად­­გენილების მე-6 პუნ­ქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„6. დადგინდეს ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ავტოსატრანსპორ­ტო სა­შუა­ლების სპეციალურ დაცულ სადგომზე გადაყვანის ხარჯი 45 (ორმოცდა­ხუ­თი) ლა­რის ოდენობით.“.

3. დად­­გენილების მე-7 პუნ­ქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„7. დადგინდეს ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ავტოსატრანსპორ­ტო საშუალების სპეციალურ დაცულ სადგომზე შენახვის ხარჯი შემდეგი ოდენობით:

ა) თუ ავტოსატრანსპორტო საშუალება სპეციალურ დაცულ სადგომზე არ რჩება ღამის განმავლობაში – 5 (ხუთი) ლარი;

ბ) თუ ავტოსატრანსპორტო საშუალება სპეციალურ დაცულ სადგომზე რჩება ღამის განმავლობაში – ერთი ღამე 10 (ათი) ლარი.“.

4. დად­­გენილების მე-11 პუნ­ქტის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ა) ავტოსატრანსპორტო საშუალების სპეციალურ დაცულ სადგომზე გადაყვანის ხარჯის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტი;

ბ) ავტოსატრანსპორტო საშუალების სპეციალურ დაცულ სადგომზე შენახვის ხარჯის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტი;“.

5. დად­­გენილების მე-12 და მე-13 პუნ­ქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„12. ხარჯის გადახდა განხორციელდეს უფლებამოსილი პირის მიერ შერჩეულ კომერ­­ციულ ბანკში ან/და ელექტრონული გადახდის საშუალებებით.

13. წინამდებარე დადგენილებით დადგენილი ხარჯის ამოღებას ახორციელებს პარკი­რების ორგანიზების განმახორციელებელი მუნიციპალიტეტის მიერ დაფუძნებული კერძო სამართლის იურიდიული პირი და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირი „ბათუმის მუნიციპალური ინსპექცია“. ამ დადგენილების მე-6 პუნქტით განსაზღვ­რუ­ლი ხარჯი ირიცხება არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის „ბათუმის მუნიციპალური ინსპექციის“ ანგარიშზე და წარმოადგენს მის საკუთრებას, ხოლო მე-7 პუნქტით განსაზღვრული ხარჯი ირიცხება პარკირების ორგანიზების განმახორციე­ლე­ბე­ლი მუნიციპალიტეტის მიერ დაფუძნებული კერძო სამართლის იურიდიული პირის ანგა­რიშზე და წარმოადგენს მის საკუთრებას.“.

მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარესულიკო თებიძე