„საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსით გათვალისწინებული სამართალდარღვევის ჩადენის შემთხვევაში უფლებამოსილი პირის მიერ ავტოსატრანსპორტო საშუალების სპეციალურ დაცულ სადგომზე გადაყვანის წესისა და ავტოსატრანსპორტო საშუალების სპეციალურ დაცულ სადგომზე გადაყვანის ტრანსპორტირებისა და შენახვის საფასურის დადგენის შესახებ“ თვითმმართველი ქალაქის - ბათუმის საკრებულოს 2011 წლის 2 ნოემბრის №55 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

დოკუმენტის ნომერი 9
დოკუმენტის მიმღები ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი 15/02/2018
დოკუმენტის ტიპი მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 23/02/2018
სარეგისტრაციო კოდი 310120000.35.132.016357
9
15/02/2018
ვებგვერდი, 23/02/2018
310120000.35.132.016357
„საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსით გათვალისწინებული სამართალდარღვევის ჩადენის შემთხვევაში უფლებამოსილი პირის მიერ ავტოსატრანსპორტო საშუალების სპეციალურ დაცულ სადგომზე გადაყვანის წესისა და ავტოსატრანსპორტო საშუალების სპეციალურ დაცულ სადგომზე გადაყვანის ტრანსპორტირებისა და შენახვის საფასურის დადგენის შესახებ“ თვითმმართველი ქალაქის - ბათუმის საკრებულოს 2011 წლის 2 ნოემბრის №55 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტი

ქალაქ ბათუმის საკრებულოს

დადგენილება №9

2018 წლის 15 თებერვალი

ქ. ბათუმი

„საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსით გათვალისწინებული სამართალდარღვევის ჩადენის შემთხვევაში უფლებამოსილი პირის მიერ ავტოსატრანსპორტო საშუალების სპეციალურ დაცულ სადგომზე გადაყვანის წესისა და ავტოსატრანსპორტო საშუალების სპეციალურ დაცულ სადგომზე გადაყვანის ტრანსპორტირებისა და შენახვის საფასურის დადგენის შესახებ“ თვითმმართველი ქალაქის – ბათუმის საკრებულოს 2011 წლის 2 ნოემბრის №55 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:

მუხლი 1
„საქართველოს ად­მი­­ნისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსით გა­თ­­ვალის­წი­ნებუ­ლი სამართალდარღვევის ჩადენის შემთხვევაში უფ­ლე­ბა­მო­სილი პირის მიერ ავტო­სატრანსპორტო სა­შუ­ა­ლების სპე­ცი­ალურ და­ცულ სადგომზე გადაყვანის წესისა და ავტოსატრანსპორტო საშუა­ლე­ბის სპე­ცი­ალურ დაცულ სადგომზე გადაყვანის ტრანს­პორ­ტი­რე­ბისა და შე­ნახვის საფასურის დადგენის შესახებ“ თვითმმართველი ქალაქის - ბათუმის საკრებულოს 2011 წლის 2 ნოემბრის №55 დადგე­ნი­ლებაში (გამოქვეყნების წყარო: საქ­ა­რ­თ­ველოს საკანონმდებლო მაცნე, www.matsne.gov.ge, 10/11/2011, სარეგისტრაციო კოდი: 3101120000.35.132.016082) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები:

ა) დადგენილების პრეამბულა ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ მე-16 მუხლის მე-2 პუნქტის  „კ“ ქვეპუნქტის და 61-ე მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს :“;

 ბ) დადგენილების მე-10-მე-11 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

10. სპეციალური დაცული სადგომიდან ავტოსატრანსპორტო საშუალების გაყვა­ნის უფლე­ბ­ას აძლევს პარკირების ორგანიზების განმახორციელებელი, მუნიციპალიტეტის მიერ დაფუძნებული კერძო სამართლის იურიდიული პირი.

11. პარკირების ორგანიზების განმახორციელებელი, მუნიციპალიტეტის მიერ დაფუძნებული კერძო სამართლის იურიდიული პირის მიერ ამ დადგენილების მე-9 პუნქტით გათ­ვა­ლ­ის­­წ­ინე­ბულ პირს სპეციალური დაცული სადგომიდან ავტოსატრანსპორტო საშუა­ლე­ბის გაყვა­ნის უფლება ეძლევა შემდეგი დოკუმენტების წარმოდგენის შემდეგ:

ა) ავტოსატრანსპორტო საშუალების სპეციალურ დაცულ სადგომზე გადაყვანის საფასურის და­მადასტურებელი დოკუმენტი;

ბ) ავტოსატრანსპორტო საშუალების სპეციალურ დაცულ სადგომზე შენახვის სა­ფა­სუ­რის და­მა­დასტურებელი დოკუმენტი;

გ) ავტოსატრანსპორტო საშუალების სარეგისტრაციო მოწმობის ასლი;

დ) პირადობის დამადასტურებელი მოწმობის ასლი;

ე) თუ ავტოსატრანსპორტო საშუალება გაყავს პირს, რომელიც ავტოსატრან­ს­პო­რ­­ტო საშუა­ლე­ბის სარეგისტრაციო მოწმობაში არ არის რეგისტრირებული მესაკუთ­რედ, ავტოსატრანსპორტო საშუალების სარეგისტრაციო მოწმობაში მესაკუთრედ რე­გი­ს­ტრირებული პირის მიერ გაცემული მინ­დობილობა, რომელიც დამოწმებული უნდა იყოს სანოტარო წესით;

ვ) თუ ავტოსატრანსპორტო საშუალება გაყავს ავტოსატრან­ს­პო­რ­­ტო საშუალების სარეგის­ტრა­ციო მოწმობაში მესაკუთ­რედ რეგისტრირებული პირის პირველი რიგის კანონისმიერ მემკვიდრეს, შესაბამისი დოკუმენტის ასლი;

ზ) თუ ავტოსატრანსპორტო საშუალება ირიცხება საწარმოს, დაწესებულების ან ორგანიზა­ცი­ის ბალანსზე, სპეციალური დაცული სადგომიდან ავტოსატრანსპორტო საშუალების გაყვანისას შეიძლება წარმოდგენილი იქნეს:

ზ.ა) საწარმოს, დაწესებულების ან ორგანიზაციის ­­­ან/და მათი ტერიტორიული ორგანოს (წარმომადგენლობის) მიერ საწარმოს, დაწესებულების ან ორგანიზაციის თანამშრომელზე გაცემუ­ლი მინდობილობა, რომელიც არ საჭიროებს სანოტარო წე­სით დადასტუ­რე­ბას;

ზ.ბ) სხვა დოკუმენტი, რომელიც ადასტურებს პირის, რომელსაც სურს  სპეცია­ლუ­რი დაცუ­ლი სადგომიდან ავტოსატრანსპორტო საშუალების გაყვანა, საწარმოს, დაწესებულების ან ორგა­ნი­ზა­ციის ბალანსზე რიცხული ავტოსატრანსპორტო საშუა­ლების მატერიალურ-ტექნიკურ მდგომა­რეო­ბაზე პასუხისმგებლობას.“.

გ) დადგენილების მე-13-მე-15 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

13. წინამდებარე დადგენილებით დადგენილი საფასურის ამოღებას ახორ­ციე­ლებს პარკირების ორგანიზების განმახორციელებელი მუნიციპალიტეტის მიერ დაფუძნებული კერძო სამართლის იურიდიული პირი. საფასური ირიცხება პარკირების ორგანიზების განმახორციელებელი, მუნიციპალიტეტის მიერ დაფუძნებული კერძო სამართლის იურიდიული პირის ანგარიშზე და წა­რ­მოადგენს მის საკუთრებას.

14. დაევალოს პარკირების ორგანიზების განმახორციელებელ, მუნიციპალიტეტის მიერ დაფუძნებულ კერძო სამართლის იურიდიულ პირს, შეიმუშაოს ავტოსატრანსპორტო საშუა­ლების სპეციალურ დაცულ სადგომზე გადაყვანასთან და სპეციალური დაცული სადგომიდან გაყვა­ნას­თან დაკავშირებული სხვა ორგანიზაციული საკითხები.

15. სპეციალური დაცული სადგომები იმყოფება პარკირების ორგანიზების განმახორციელებელი, მუნიციპალიტეტის მიერ დაფუძნებული კერძო სამართლის იურიდიული პირის მართვაში, მას­ვე ევალება სპეციალური დაცული სადგომების მოვლა-პატრონობა და დადგენილი ნორმატივების შესაბამისად ტექნიკურად აღჭურვა.“;

დ) დადგენილების მე-16 პუნქტი ამოღებულ იქნეს.

მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარესულიკო თებიძე