საჯარო სამართლის იურიდიული პირის – აკრედიტაციის ერთიანი ეროვნული ორგანოს – აკრედიტაციის ცენტრის მიერ გაწეული მომსახურების საფასურის განსაზღვრის წესის დამტკიცების შესახებ

საჯარო სამართლის იურიდიული პირის – აკრედიტაციის ერთიანი ეროვნული ორგანოს – აკრედიტაციის ცენტრის მიერ გაწეული მომსახურების საფასურის განსაზღვრის წესის დამტკიცების შესახებ
დოკუმენტის ნომერი 301
დოკუმენტის მიმღები საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი 04/08/2011
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მთავრობის დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 110809016, 09/08/2011
ძალის დაკარგვის თარიღი 01/01/2024
სარეგისტრაციო კოდი 040030000.10.003.016461
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
301
04/08/2011
ვებგვერდი, 110809016, 09/08/2011
040030000.10.003.016461
საჯარო სამართლის იურიდიული პირის – აკრედიტაციის ერთიანი ეროვნული ორგანოს – აკრედიტაციის ცენტრის მიერ გაწეული მომსახურების საფასურის განსაზღვრის წესის დამტკიცების შესახებ
საქართველოს მთავრობა
თქვენ უყურებთ დოკუმენტის პირველად სახეს
დოკუმენტის კონსოლიდირებული ვარიანტის ნახვა ფასიანია, აუცილებელია სისტემაში შესვლა და საჭიროების შემთხვევაში დათვალიერების უფლების ყიდვა, გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია ან თუ უკვე რეგისტრირებული ხართ, გთხოვთ, შეხვიდეთ სისტემაში

პირველადი სახე (09/08/2011 - 13/01/2017)

საქართველოს მთავრობის

დადგენილება 301

2011 წლის 4 აგვისტო

. თბილისი

 საჯარო სამართლის იურიდიული პირის აკრედიტაციის ერთიანი ეროვნული ორგანოს – აკრედიტაციის ცენტრის მიერ გაწეული მომსახურების საფასურის განსაზღვრის წესის დამტკიცების შესახებ

მუხლი 1. „პროდუქციის და მომსახურების სერტიფიკაციის შესა­ხებ“ საქართველოს კანონის 22-ე მუხლის მე-3 პუნქტის შესაბამისად დამტკიცდეს საჯარო სამართლის იურიდიული პირის – აკრედიტაციის ერთიანი ეროვნული ორგანოს – აკრე­დიტაციის ცენტრის მიერ გაწეული მომსახურების საფასურის განსაზ­ღვრის თანდართული წესი .

მუხლი 2. დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

პრემიერ-მინისტრი ნ. გილაური

საჯარო სამართლის იურიდიული პირის აკრედიტაციის ერთიანი ეროვნული ორგანოს – აკრედიტაციის ცენტრის მიერ გაწეული მომსახურების საფასურის განსაზღვრის წესი

1. საჯარო სამართლის იურიდიული პირის – აკრედიტაციის ერ­თი­ანი ეროვნული ორგანოს – აკრედიტაციის ცენტრის (შემდგომში – ცენტრი) მიერ გაწეული მომ­სახურების საფასური განისაზღვრება:

ა) აკრედიტაციისა და აკრედიტებული პირების კონტროლის სამუშაოებისათვის;

ბ) ცენტრის მიერ ორგანიზებულ სწავლებები სა და კონფერენ­ციებისათვის.

2. ამ წესში მოცემული საფასურები მოცემულია კანონმდებლობით გათვალისწინებული გადასახად ების გარეშე .

3. დაინტერესებული მხარის მოთხოვნით ცენტრის წარმომადგენ­ლების მიერ საქართველოს ფარგლებს გარეთ მომსახუ­რების გაწევისას დაინტერესებული მხარე დამატებით ფარავს მათ სამივლინებო ხარ­ჯებს.

4. აკრედიტაციისა და აკრედიტებული პირების კონტროლის სა­მუშაოების მომსახურების საფასური H-ის ღირებულება გამოით­ვლება შემდეგი ფორმულით:

 

H=A+B+T

სადაც :

· A არის დაი ტერესებული მხარის მიერ ცენტრში აკრედიტაციისათვის შეტანილი განაცხადის განხილვის საფასური ;

· B არის ძირითადი საფასური ;

· T არის ტექნიკური შემფასებლის (ხელშეკრულების საფუძველზე მოწ­ვეული სპეციალისტის) ანაზღაურება, რომელიც გამოითვლება შემ­დეგი ფორმულით:

T=90+8xN

სადაც:

· 90 არის ერთი ტექნიკური შემფასებლის საბაზო ანაზღაურება ლა­რებით ;

 ხოლო 8 არის მისი ანაზღაურება ერთ შესაფასებელ სფეროში, ლარებით.

 

5. A და B საფასურები განისაზღვრება 1 დანართის შესაბამისად.

6. უცხოელი ტექნიკური შემფასებლის მოწვევის შემთხვევაში მი­სი ანაზღაურება განისაზღვრება მხარეებს შორის შეთანხმებით, კონ­ტრაქტის საფუძველზე. N არის შესაფასებელი სფეროების რაოდენობა, რომელიც:

ა) ტესტირების ლაბორატორიების აკრედიტაციის დროს განი­საზ­ღვრება გაზომვის საშუალებების კოდიფიკატორის „საქარ­თვე­ლოს ინ­ტეგ­რირებული ტარიფის დამტკიცების შესახებ“ საქარ­თველოს მთავ­რობის 2011 წლის 13 იანვრის 18 დადგენილებით მიღებული სასა­ქონლო კოდების პირველი ორი ან პირველი ოთხი ციფრით, პრო­დუქტის ერთგვაროვნების მიხედვით;

ბ) დაკალიბრების ლაბორატორიების აკრედიტაციის დროს განი­საზ­ღვრება გაზომვის საშუალებების კოდიფიკატორის MИ –2314-2000 კოდების პირველი ოთხი ციფრის მიხედვით;

გ) პროდუქციის (მომსახურების, პროცესების) სერტიფიკაციის ორგანოებში უდრის იმ დოკუმენტების რაოდენობას, რომელთა მი­მართ უნდა შეფასდეს პროდუქციის (მომსახურების, პროცესების) შესაბამისობა სერტიფიკაციის დროს;

დ) პერსონალის სერტიფიკაციის ორგანოებში განისაზღვრება პერსონალის შესაფასებელი კვალიფიკაციისა და მის მიმართ მოთხოვ­ნების შემცველი დოკუმენტების კომბინაციათა რაოდენობით;

ე) მენეჯმენტის სისტემების სერტიფიკაციის ორგანოს აკრედიტა­ციის დროს განისაზღვრება ევროკავშირის NACE კოდების მიხედვით;

ვ) ავტოსატრანსპორტო საშუალებების ტესტირების სხვადასხვა სფე­როში გამოითვლება გაერთიანებული ერების ორგანიზაციის ევ­რო­პის ეკონომიკური კომისიის ტრანსპორტის კომიტეტის მიერ მიღე­ბული „სატრანსპორტო საშუალებების კონსტრუქციის შესახებ შემაჯა­მებელი რეზოლუციით“ (TRANS/WP-29/78/Rev.1/Amend/2 ) დადგენი­ლი კატეგორიების შესაბამისად;

ზ) საინსპექციო ორგანოების (ასევე დაკანონებული გაზომვის საშუალებების დამმოწმებელი პირის) შემთხვევაში განისაზღვრება შესაფასებელი ობიექტის და მის მიმართ მოთხოვნების შემცვ ელი დოკუმენტების კომბინაციათა რაოდენობით.

7. ლაბორატორიებსა და სერტიფიკაციის ორგანოებში შესაფა­სებელ პროდუქციაზე ნიმუშის აღების პროცედურები ემატება N-ის საერთო რაოდენობას.

8. თუ სფერო არ მოიძიება ამ მუხლში მითითებულ დოკუმენ­ტებში, მაშინ N უდრის შესაფასებელი ერთგვაროვანი ტიპის ობიექ­ტე­ბის რაოდენობას.

9. და კალიბრების ლაბორატორიის და დაკანონებული გაზომვის საშუალებების დამმოწმებელი პირის აკრედიტაციისათვის დასაშვებია ერთიანი განაცხადის შეტანა. ამ შემთხვევაში განმცხადებელი იხდის განაცხადის განხილვის ( A) ერთ საფასურს, ხოლო B და T იანგარი­ შება ცალ-ცალკე.

10. ცენტრი ორგანიზებას უწევს შემდეგ სწავლებებს და კონფე­რენციებს:

ა) ფიზიკურ პირთა სწავლება – ცენტრის მიერ აკრედიტაციისა და კონტროლის სამუშაოებში მათი მოწვეული ტექნიკური შემფასებლის სტატუსით ჩართვის მიზნით. ასეთი სწავლება გამომდინარეობს ცენ­ტრის ინტერესებიდან და იგი ხორციელდება საფასურის გარეშე;

ბ) სწავლება დაინტერესებული მხარეებისათვის აკრედიტაციისა და შესაბამისობის შეფასებასთან დაკავშირებულ საკითხებზე, რომელ­თა საფასური დგინდება 2 დანართით;

გ) ცენტრის მიერ ორგანიზებულ კონფერენციებში მონაწილეობის საფასურ ი განისაზღვრება ცენტრის გენერალური დირექტორის შესა­ ბამისი ადმინისტრაციული აქტით.

დანართი 1

მომსახურება

განაცხადის საფასური A

(ლარებით)

ძირითადი საფასური B

(ლარებით)

1

ლაბორატორიის აკრედიტაცია, p≤30

400

1400

2

ლაბორატორიის აკრედიტაცია, 30<P≤80

400

1800

3

ლაბორატორიის აკრედიტაცია , P>80

400

2 200

4

აკრედიტებული ლაბორატორიის კონტროლი ,

 P≤30

900

5

აკრედიტებული ლაბორატორიის კონტროლი, 30<P≤80

11 00

6

აკრედიტებული ლაბორატორიის კონტროლი ,

 P > 80

1300

7

ლაბორატორიის აკრედიტაცია დამატებით სფეროში, P ≤ 20

150

400

8

ლაბორატორიის აკრედიტაცია დამატებით სფეროში , P>20

150

500

9

სხვადასხვა ტიპის სერტიფიკაციის ან საინსპექ-

ციო ორგანოს, მათ შორის , დაკანონებული გაზომვის საშუალებების დამმოწმებელი პირის

  და ავტოსატრანსპორტო საშუალებების ტესტირების ცენტრის აკრედიტაცია

400

1400 + 100

x N

10

აკრედიტებული სხვადასხვა ტიპის სერტიფი-კაციის ან საინსპექციო ორგანოს, მათ შორის, დაკანონებული გაზომვის საშუალებების დამმოწმებელი პირისა და ავტოსატრანსპორ-

ტო საშუალებების ტესტირების ცენტრის კონტროლი

-

900 + 10 0

x N

11

სხვადასხვა ტიპის სერტიფიკაციის ან საინსპექ-

ციო ორგანოს, მათ შორის, დაკანონებული

გაზომვის საშუალებების დამმოწმებელი პირის

და ავტოსატრანსპორტო საშუალებების ტესტირების ცენტრის აკრედიტაცია დამატებით სფეროში

150

900 + 100

  x N

12

აკრედიტაციისა და კონტროლის დროს დამატებითი უბნის/ფილიალის შეფასება

 

900 + 100

x N

13

აკრედიტაციის მოწმობის ასლის გაცემა

ინგლისურ ან რუსულ ენაზე

 

90

14

წინასწარი შეფასება (ტარდება მხოლოდ განმცხადებლის სურვილის შემთხვევაში)

200

800.

 

შენიშვნა: P = 10 x N+M, სადაც P არის ლაბორატორიის აკრედიტაციის სფე­როს სიდიდის კოეფიციენტი , 10 არის შესწორების კოეფიციენტი , ხო­ლო M – შესაფასებელი ტესტირების, დაკალიბრების ან გაზომვის მე­თოდების რაოდენობა. 

დანართი №2

 

სწავლებაში მონაწილეთა

რაოდენობა n

 

სწავლების ყოველდღიური საფასური ერთი პირისათვის (ლარებით)

1

5≤n≤30

100.