დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – აკრედიტაციის ერთიანი ეროვნული ორგანოს – აკრედიტაციის ცენტრის მიერ გაწეული მომსახურების საფასურის განსაზღვრის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2011 წლის 4 აგვისტოს №301 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 15 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს მთავრობა |
| მიღების თარიღი | 13/01/2017 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მთავრობის დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 18/01/2017 |
| ძალის დაკარგვის თარიღი | 01/01/2024 |
| სარეგისტრაციო კოდი | 040030000.10.003.019725 |
|
„საჯარო სამართლის იურიდიული პირის – აკრედიტაციის ერთიანი ეროვნული ორგანოს – აკრედიტაციის ცენტრის მიერ გაწეული მომსახურების საფასურის განსაზღვრის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2011 წლის 4 აგვისტოს №301 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
|
| მუხლი 1 |
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – აკრედიტაციის ერთიანი ეროვნული ორგანოს – აკრედიტაციის ცენტრის მიერ გაწეული მომსახურების საფასურის განსაზღვრის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2011 წლის 4 აგვისტოს №301 დადგენილებაში (www.matsne.gov.ge, 09/08/2011, 040030000.10.003.016461) შეტანილ იქნეს ცვლილება და დადგენილებით დამტკიცებული „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – აკრედიტაციის ერთიანი ეროვნული ორგანოს – აკრედიტაციის ცენტრის მიერ გაწეული მომსახურების საფასურის განსაზღვრის წესი“ ჩამოყალიბდეს თანდართული რედაქციით.
|
| მუხლი 2 |
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
|
|
დანართი
|
„საჯარო სამართლის იურიდიული პირის – აკრედიტაციის ერთიანი ეროვნული ორგანოს – აკრედიტაციის ცენტრის მიერ გაწეული მომსახურების საფასურის განსაზღვრის წესი
|
1. საჯარო სამართლის იურიდიული პირის – აკრედიტაციის ერთიანი ეროვნული ორგანოს – აკრედიტაციის ცენტრის (შემდგომში – ცენტრი) მიერ გაწეული მომსახურების საფასური განისაზღვრება:
ა) აკრედიტაციისა და აკრედიტებული პირების მონიტორინგის სამუშაოებისათვის; ბ) ცენტრის მიერ ორგანიზებული სწავლებებისა და კონფერენციებისათვის. 2. ამ წესით დაწესებული საფასურები მოცემულია კანონმდებლობით გათვალისწინებული გადასახადების გარეშე. 3. დაინტერესებული მხარის მოთხოვნით, ცენტრის წარმომადგენლების მიერ საქართველოს ფარგლებს გარეთ მომსახურების გაწევისას დაინტერესებული მხარე დამატებით ფარავს მათ სამივლინებო ხარჯებს. 4. აკრედიტაციისა და აკრედიტებული პირების მონიტორინგის სამუშაოების მომსახურების საფასური - H-ის ღირებულება გამოითვლება შემდეგი ფორმულით:
H=A+B+T, სადაც: A არის დაინტერესებული მხარის მიერ ცენტრში აკრედიტაციისათვის შეტანილი განაცხადის განხილვის საფასური; B არის ძირითადი საფასური; T არის ტექნიკური შემფასებლის (ხელშეკრულების საფუძველზე მოწვეული სპეციალისტის) ანაზღაურება, რომელიც გამოითვლება შემდეგი ფორმულით: T=100+15xN, სადაც: 100 არის ერთი ტექნიკური შემფასებლის საბაზო ანაზღაურება ლარებში; ხოლო 15 არის მისი ანაზღაურება ერთ შესაფასებელ სფეროში, ლარებში. 5. A და B საფასურები განისაზღვრება №1 დანართის შესაბამისად. 6. უცხოელი ტექნიკური შემფასებლის მოწვევის შემთხვევაში მისი ანაზღაურება განისაზღვრება მხარეებს შორის შეთანხმებით, კონტრაქტის საფუძველზე. N არის შესაფასებელი სფეროების რაოდენობა, რომელიც: ა) ლაბორატორიების (გარდა საკალიბრებელი ლაბორატორიებისა) აკრედიტაციის დროს განისაზღვრება „საქართველოს ინტეგრირებული ტარიფის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 23 დეკემბრის №351 დადგენილებით მიღებული სასაქონლო კოდების პირველი 2 ან პირველი 4 ციფრით, პროდუქტის ერთგვაროვნების მიხედვით; ბ) საკალიბრებელი ლაბორატორიების აკრედიტაციის დროს განისაზღვრება გაზომვის საშუალებების ჯგუფების კოდიფიკატორის MИ–2314-2006 კოდების პირველი 4 ციფრის მიხედვით; გ) პროდუქციის (მომსახურების, პროცესების) სერტიფიკაციის ორგანოებში უდრის იმ დოკუმენტების რაოდენობას, რომელთა მიმართ უნდა შეფასდეს პროდუქციის (მომსახურების, პროცესების) შესაბამისობა სერტიფიკაციის დროს; დ) პერსონალის სერტიფიკაციის ორგანოებში განისაზღვრება პერსონალის შესაფასებელი კვალიფიკაციისა და მის მიმართ მოთხოვნების შემცველი დოკუმენტების კომბინაციათა რაოდენობით; ე) მენეჯმენტის სისტემების სერტიფიკაციის ორგანოს აკრედიტაციის დროს განისაზღვრება IAF (აკრედიტაციის საერთაშორისო ფორუმი) კოდების მიხედვით; ვ) ავტოსატრანსპორტო საშუალებების ტესტირების სხვადასხვა სფეროში გამოითვლება გაერთიანებული ერების ორგანიზაციის ევროპის ეკონომიკური კომისიის ტრანსპორტის კომიტეტის მიერ მიღებული „სატრანსპორტო საშუალებების კონსტრუქციის შესახებ შემაჯამებელი რეზოლუციით“ (TRANS/WP-29/78/Rev.1/Amend/2) დადგენილი კატეგორიების შესაბამისად; ზ) ინსპექტირების ორგანოების (გარდა ავტოსატრანსპორტო საშუალებების ტესტირების ჩამტარებელი ორგანოებისა) შემთხვევაში, განისაზღვრება შესაფასებელი ობიექტის და მის მიმართ მოთხოვნების შემცველი დოკუმენტების კომბინაციათა რაოდენობით; თ) საკვალიფიკაციო ტესტირების პროვაიდერის შემთხვევაში, განისაზღვრება საკვალიფიკაციო ტესტირების სფეროების რაოდენობით. 7. ლაბორატორიებსა და სერტიფიკაციის ორგანოებში შესაფასებელ პროდუქციაზე ნიმუშის აღების პროცედურები ემატება N-ის საერთო რაოდენობას. 8. თუ სფერო არ მოიძიება ამ წესის მე-6 პუნქტში მითითებულ დოკუმენტებში, მაშინ N უდრის შესაფასებელი ერთგვაროვანი ტიპის ობიექტების რაოდენობას. 9. საკალიბრებელი ლაბორატორიისა და დაკანონებული გაზომვის საშუალებების დამმოწმებელი პირის აკრედიტაციისათვის დასაშვებია ერთიანი განაცხადის შეტანა. ამ შემთხვევაში, განმცხადებელი იხდის განაცხადის განხილვის (A) ერთ საფასურს, ხოლო B და T იანგარიშება ცალ-ცალკე. 10. ცენტრი ორგანიზებას უწევს შემდეგ სწავლებებს და კონფერენციებს: ა) ფიზიკურ პირთა სწავლება – ცენტრის მიერ აკრედიტაციისა და მონიტორინგის სამუშაოებში მათი მოწვეული ტექნიკური შემფასებლის სტატუსით ჩართვის მიზნით. ასეთი სწავლება გამომდინარეობს ცენტრის ინტერესებიდან და იგი ხორციელდება საფასურის გარეშე; ბ) სწავლება დაინტერესებული მხარეებისათვის აკრედიტაციისა და შესაბამისობის შეფასებასთან დაკავშირებულ საკითხებზე, რომელთა საფასური დგინდება ამ წესის №2 დანართით; გ) ცენტრის მიერ ორგანიზებულ კონფერენციებში მონაწილეობის საფასური განისაზღვრება ცენტრის გენერალური დირექტორის შესაბამისი ადმინისტრაციული აქტით.“. |
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები