„საჯარო სამართლის იურიდიული პირის – აკრედიტაციის ერთიანი ეროვნული ორგანოს – აკრედიტაციის ცენტრის მიერ გაწეული მომსახურების საფასურის განსაზღვრის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2011 წლის 4 აგვისტოს №301 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„საჯარო სამართლის იურიდიული პირის – აკრედიტაციის ერთიანი ეროვნული ორგანოს – აკრედიტაციის ცენტრის მიერ გაწეული მომსახურების საფასურის განსაზღვრის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2011 წლის 4 აგვისტოს №301 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 583
დოკუმენტის მიმღები საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი 28/12/2017
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მთავრობის დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 29/12/2017
ძალის დაკარგვის თარიღი 01/01/2024
სარეგისტრაციო კოდი 040030000.10.003.020293
583
28/12/2017
ვებგვერდი, 29/12/2017
040030000.10.003.020293
„საჯარო სამართლის იურიდიული პირის – აკრედიტაციის ერთიანი ეროვნული ორგანოს – აკრედიტაციის ცენტრის მიერ გაწეული მომსახურების საფასურის განსაზღვრის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2011 წლის 4 აგვისტოს №301 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს მთავრობა
 

საქართველოს მთავრობის

დადგენილება №583

2017 წლის 28 დეკემბერი

ქ. თბილისი

 

„საჯარო სამართლის იურიდიული პირის – აკრედიტაციის ერთიანი ეროვნული ორგანოს – აკრედიტაციის ცენტრის მიერ გაწეული მომსახურების საფასურის განსაზღვრის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2011 წლის 4 აგვისტოს №301 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

მუხლი 1
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – აკრედიტაციის ერთიანი ეროვნული ორგანოს – აკრედიტაციის ცენტრის მიერ გაწეული მომსახურების საფასურის განსაზღვრის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2011 წლის 4 აგვისტოს №301 დადგენილებაში (www.matsne.gov.ge, 09/08/2011, 040030000.10.003.016461) შეტანილ იქნეს ცვლილება და:

1. პირველი მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

მუხლი 1. პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსის 99-ე მუხლის მე-5 ნაწილისა და მე-12 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის შესაბამისად,  დამტკიცდეს თანდართული საჯარო სამართლის იურიდიული პირის – აკრედიტაციის ერთიანი ეროვნული ორგანოს – აკრედიტაციის ცენტრის მიერ გაწეული მომსახურების საფასურის განსაზღვრის წესი.“.

2. დადგენილებით დამტკიცებული „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – აკრედიტაციის ერთიანი ეროვნული ორგანოს – აკრედიტაციის ცენტრის მიერ გაწეული მომსახურების საფასურის განსაზღვრის წესის“:

ა) მე-6 პუნქტის „ვ“ და „ზ“ ქვეპუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ვ) ავტოსატრანსპორტო საშუალებების ინსპექტირების სხვადასხვა სფეროში გამოითვლება საქართველოს მთავრობის  2014 წლის 3 იანვრის №37 დადგენილებით განსაზღვრული  კატეგორიების შესაბამისად;

ზ) ინსპექტირების ორგანოების (გარდა ავტოსატრანსპორტო საშუალებების ინსპექტირების ჩამტარებელი ორგანოებისა) შემთხვევაში,  განისაზღვრება შესაფასებელი ობიექტისა და მის მიმართ მოთხოვნების შემცველი დოკუმენტების კომბინაციათა რაოდენობით. ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ორგანიზაციისა (OECD) და ევროკავშირის წევრ ქვეყნებში აკრედიტებული ინსპექტირების ორგანოების რეგისტრაციისა და მონიტორინგის საფასური იგივეა, რაც ინსპექტირების ორგანოების აკრედიტაციისა და მონიტორინგის საფასური;“;

ბ) მე-10 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-11 და მე-12 პუნქტები:

„11. ხელშეკრულების საფუძველზე მიწვეული გარე წამყვანი შემფასებლის ერთჯერადი მომსახურების ანაზღაურება განისაზღვრება დარიცხული 375 ლარის ოდენობით. აღნიშნული თანხა ანაზღაურდება აკრედიტაციის ცენტრის მიერ.

12. „ტექნიკური რეგლამენტის – „ავტოსატრანსპორტო საშუალების პერიოდული ტექნიკური ინსპექტირების ცენტრების შენობა-ნაგებობების, აღჭურვილობისა და პერსონალის ტექნიკური კვალიფიკაციის მიმართ მოთხოვნების“ დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2017 წლის 1 დეკემბრის №511 დადგენილებით გათვალისწინებული ავტოსატრანსპორტო საშუალების პერიოდული ტექნიკური ინსპექტირების ცენტრის აკრედიტაციის დამატებითი პირობები, მათ შორის, უპირობო და გამოუხმობი საბანკო გარანტიის შესაბამისი უფლებამოსილი პირისათვის წარდგენის ვალდებულება, შესაძლებელია განისაზღვროს საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის სამართლებრივი აქტით დამტკიცებული საჯარო სამართლის იურიდიული პირის – აკრედიტაციის ერთიანი ეროვნული ორგანოს – აკრედიტაციის ცენტრის დებულებით.“.

3. დანართი №1 ჩამოყალიბდეს თანდართული რედაქციით. 

მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

პრემიერ-მინისტრიგიორგი კვირიკაშვილი




 

„დანართი №1

 

მომსახურება

განაცხადის საფასური A

(ლარებით)

ძირითადი საფასური B

(ლარებით)

1

ლაბორატორიის აკრედიტაცია, p≤30

500

1700

2

ლაბორატორიის აკრედიტაცია, 30<P≤80

500

2100

3

ლაბორატორიის აკრედიტაცია, 80< P≤130

500

2500

4

ლაბორატორიის აკრედიტაცია, 130< P≤180

500

2900

5

ლაბორატორიის აკრედიტაცია, 180< P≤230

500

3300

6

ლაბორატორიის აკრედიტაცია, 230< P≤280

500

3700

7

ლაბორატორიის აკრედიტაცია,    P>280

500

4100

8

აკრედიტებული ლაბორატორიის მონიტორინგი,  P≤30

1200

9

აკრედიტებული ლაბორატორიის მონიტორინგი  30<P≤80

1400

10

აკრედიტებული ლაბორატორიის მონიტორინგი  P > 80

1600

11

აკრედიტებული ლაბორატორიის მონიტორინგი 80< P≤130

1800

12

აკრედიტებული ლაბორატორიის მონიტორინგი 130< P≤180

2200

13

აკრედიტებული ლაბორატორიის მონიტორინგი  180< P≤230

2600

14

აკრედიტებული ლაბორატორიის მონიტორინგი  230< P≤280

-

3000

15

აკრედიტებული ლაბორატორიის მონიტორინგი  P>280

3400

16

ლაბორატორიის აკრედიტაცია დამატებით სფეროში, P ≤ 20

250

600

17

ლაბორატორიის აკრედიტაცია დამატებით სფეროში, P>20

250

800

18

სხვადასხვა ტიპის სერტიფიკაციის ან ინსპექტირების ორგანოს, მათ შორის, დაკანონებული გაზომვის საშუალებების დამამოწმებელი პირისა  და ავტოსატრანსპორტო საშუალების პერიოდული ტექნიკური ინსპექტირების ცენტრის აკრედიტაცია

500

1700 + 100xN

19

აკრედიტებული სხვადასხვა ტიპის სერტიფიკაციის ან ინსპექტირების ორგანოს, მათ შორის, დაკანონებული გაზომვის საშუალებების დამამოწმებელი პირისა და ავტოსატრანსპორტო საშუალების პერიოდული ტექნიკური ინსპექტირების ცენტრის  მონიტორინგი

-

1200 + 100xN

20

სხვადასხვა ტიპის სერტიფიკაციის ან ინსპექტირების ორგანოს, მათ შორის, დაკანონებული გაზომვის საშუალებების დამამოწმებელი პირისა და ავტოსატრანსპორტო საშუალების პერიოდული ტექნიკური ინსპექტირების ცენტრის  აკრედიტაცია დამატებით სფეროში

250

1200 + 100xN

21

დამატებითი უბნის/ფილიალის შეფასება

 

1200 + 100xN

22

აკრედიტაციის მოწმობის ასლის გაცემა

ინგლისურ ან რუსულ ენაზე

 

90

23

წინასწარი შეფასება (ტარდება მხოლოდ განმცხადებლის სურვილის შემთხვევაში)

300

800.“.