დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| საჯარო სამართლის იურიდიული პირის – აკრედიტაციის ერთიანი ეროვნული ორგანოს – აკრედიტაციის ცენტრის მიერ გაწეული მომსახურების საფასურის განსაზღვრის წესის დამტკიცების შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 289 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს მთავრობა |
| მიღების თარიღი | 07/08/2023 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მთავრობის დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 08/08/2023 |
| ძალაში შესვლის თარიღი | 01/01/2024 |
| სარეგისტრაციო კოდი | 040030000.10.003.024122 |
|
საჯარო სამართლის იურიდიული პირის – აკრედიტაციის ერთიანი ეროვნული ორგანოს – აკრედიტაციის ცენტრის მიერ გაწეული მომსახურების საფასურის განსაზღვრის წესის დამტკიცების შესახებ
|
| მუხლი 1 |
1. პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსის 99-ე მუხლის მე-5 ნაწილისა და მე-12 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, დამტკიცდეს თანდართული „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – აკრედიტაციის ერთიანი ეროვნული ორგანოს – აკრედიტაციის ცენტრის მიერ გაწეული მომსახურების საფასურის განსაზღვრის წესი“.
2. „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 25-ე მუხლის შესაბამისად, ძალადაკარგულად გამოცხადდეს „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – აკრედიტაციის ერთიანი ეროვნული ორგანოს – აკრედიტაციის ცენტრის მიერ გაწეული მომსახურების საფასურის განსაზღვრის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2011 წლის 4 აგვისტოს №301 დადგენილება. |
| მუხლი 2 |
დადგენილება ამოქმედდეს 2024 წლის 1 იანვრიდან და არ გავრცელდეს 2023 წლის პირველი ნოემბრამდე შესაბამისობის შემფასებელი ორგანოს მიერ სსიპ – აკრედიტაციის ერთიან ეროვნულ ორგანოში – აკრედიტაციის ცენტრში წარდგენილ მოთხოვნაზე – პირველადი აკრედიტაციის, სფეროს გაფართოების, განმეორებითი აკრედიტაციისა და ყოველწლიური შეფასების თაობაზე.
|
|
საჯარო სამართლის იურიდიული პირის – აკრედიტაციის ერთიანი ეროვნული ორგანოს – აკრედიტაციის ცენტრის მიერ გაწეული მომსახურების საფასურის განსაზღვრის წესი
|
1. საჯარო სამართლის იურიდიული პირის – აკრედიტაციის ერთიანი ეროვნული ორგანოს – აკრედიტაციის ცენტრის (შემდგომში – ცენტრი) მიერ გაწეული მომსახურების საფასური განისაზღვრება:
ა) პირველადი/განმეორებითი აკრედიტაციის მიზნით განხორციელებული შეფასების სამუშაოებისთვის, აკრედიტებული ორგანოების ყოველწლიური და არაგეგმური შეფასების სამუშაოებისთვის, აკრედიტაციის მსურველი ორგანოების წინასწარი შეფასების სამუშაოებისა და შეფასების ფარგლებში დაგეგმილი დამატებითი ვიზიტის სამუშაოებისთვის; ბ) ცენტრის მიერ ორგანიზებულ ტრენინგებში მონაწილეობისთვის. 2. ამ წესით დაწესებული საფასურები მოცემულია კანონმდებლობით გათვალისწინებული გადასახადების გარეშე. 3. დაინტერესებული მხარის მოთხოვნით, ცენტრის მიერ საქართველოს ფარგლებს გარეთ მომსახურების გაწევისას დაინტერესებული მხარე დამატებით ფარავს შეფასების ჯგუფის სამივლინებო ხარჯებს, მათ შორის, მგზავრობის, სასტუმროში განთავსებისა და დღიურ ხარჯებს. 4. პირველადი/განმეორებითი აკრედიტაციისა და აკრედიტებული ორგანოს სფეროს გაფართოების საფასური შედგება: ა) აკრედიტაციის განაცხადის რეგისტრაციის საფასურისაგან, რომელიც შეადგენს 500 (ხუთასი) ლარს; ბ) აკრედიტაციის ძირითადი საფასურისაგან, რომელიც თითოეული ტიპის აკრედიტებული ორგანოსათვის განსაზღვრულია ამ წესის დანართი №1-ის შესაბამისად; გ) აკრედიტაციის დოკუმენტების ანალიზის საფასურისაგან, რომელიც შეადგენს 1000 (ერთი ათასი) ლარს; დ) ადგილზე შეფასების საფასურისაგან, რომელიც გამოითვლება შეფასების ჯგუფში ჩართული თითოეული შემფასებლის მიერ შეფასებაზე, მათ შორის, დოკუმენტების ანალიზზე, დახარჯული დღეების რაოდენობის გამრავლებით 150 (ას ორმოცდაათი) ლარზე; ე) აკრედიტებული ორგანოს მოთხოვნის საფუძველზე, ინგლისურენოვანი აკრედიტაციის დამადასტურებელი დოკუმენტების მომზადების საფასურისაგან, რომელიც შეადგენს 500 (ხუთასი) ლარს. 5. აკრედიტებული ორგანოს ყოველწლიური შეფასების საფასური შედგება: ა) აკრედიტაციის ძირითადი საფასურისაგან, რომელიც თითოეული ტიპის აკრედიტებული ორგანოსათვის განსაზღვრულია ამ წესის დანართი №1-ით; ბ) ადგილზე შეფასების საფასურისაგან, რომელიც გამოითვლება შეფასების ჯგუფში ჩართული თითოეული შემფასებლის მიერ შეფასებაზე დახარჯული დღეების რაოდენობის გამრავლებით 150 (ას ორმოცდაათი) ლარზე. 6. აკრედიტებული ორგანოს არაგეგმური შეფასების სამუშაოების (გარდა იმ შემთხვევისა, როცა აკრედიტაციის ცენტრი არაგეგმურ შეფასებას ახორციელებს საკუთარი ხარჯებით აკრედიტაციის წესებისა და პროცედურების შესაბამისად) და შეფასების ფარგლებში დაგეგმილი დამატებითი ვიზიტის საფასურები შედგება: ა) აკრედიტაციის ძირითადი საფასურისაგან, რომელიც თითოეული ტიპის აკრედიტებული ორგანოსათვის განსაზღვრულია ამ წესის დანართი №1-ით; ბ) ადგილზე შეფასების საფასურისაგან, რომელიც გამოითვლება შეფასების ჯგუფში ჩართული თითოეული შემფასებლის მიერ შეფასებაზე (მათ შორის, ასეთის არსებობის შემთხვევაში, დოკუმენტების ანალიზზე) დახარჯული დღეების რაოდენობის გამრავლებით 150 (ას ორმოცდაათი) ლარზე. 7. აკრედიტაციის მსურველი ორგანოს წინასწარი შეფასების საფასური შედგება: ა) აკრედიტაციის ძირითადი საფასურისაგან, რომელიც თითოეული ტიპის აკრედიტებული ორგანოსათვის განსაზღვრულია ამ წესის დანართი №1-ით; ბ) ადგილზე შეფასების საფასურისაგან, რომელიც გამოითვლება შეფასების ჯგუფში ჩართული თითოეული შემფასებლის მიერ შეფასებაზე, მათ შორის, დოკუმენტების ანალიზზე, დახარჯული დღეების რაოდენობის გამრავლებით 150 (ას ორმოცდაათი) ლარზე. 8. თუ ამ დადგენილებით განსაზღვრული მომსახურების გაწევა ხდება ორგანიზაციისათვის, რომელსაც აქვს ასევე სხვა ლოკაცია/ფილიალი, ამ შემთხვევაში, ამ დადგენილებით განსაზღვრულ აკრედიტაციის ძირითად საფასურს დაემატება თითოეული სხვა ლოკაციის/ფილიალის შეფასების საფასური, რომელიც გამოითვლება ამ წესის დანართი №1-ით. 9. ამ წესით დადგენილი ადგილზე შეფასების საფასურის გამოთვლისას, შემფასებლების რაოდენობის განსაზღვრა ხდება შესაბამისობის შემფასებელი ორგანოს აკრედიტაციის სფეროს გათვალისწინებით, ისე, რომ შეფასების ჯგუფში შემავალი შემფასებლების კომპეტენცია ფარავდეს აკრედიტაციის ციკლის პროგრამით ან შეფასების გეგმით გათვალისწინებულ შესაფასებელ სფეროს, ხოლო თითოეული შემფასებლისათვის განსაზღვრული სამუშაო დღეების რაოდენობა დგინდება შესაბამისობის შემფასებელი ორგანოს აკრედიტაციის სფეროს რაოდენობისა და მოცულობის (მაგ: მეთოდების, ობიექტების, პერსონალის და ფილიალების რაოდენობის, შეფასების ტექნიკის გათვალისწინებით და სხვა) შესაბამისად. 10. ცენტრის მიერ ორგანიზებული ტრენინგების მოწყობისა და მასში მონაწილეობის საფასური განისაზღვრება ამ წესის დანართი №2-ით. 11. პირველადი/განმეორებითი აკრედიტაციის შეფასებასა და ყოველწლიურ/არაგეგმურ შეფასებაში უცხოელი ტექნიკური შემფასებლის/ტექნიკური ექსპერტის მონაწილეობის შემთხვევაში, მისი ანაზღაურება განისაზღვრება მხარეებს შორის შეთანხმებით, შესაბამისი ხელშეკრულების საფუძველზე, რომელიც დაემატება ამ წესით გამოთვლილ საფასურს. 12. საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად, ავტოსატრანსპორტო საშუალებების პერიოდული ტექნიკური ინსპექტირების ორგანოების აკრედიტაციის (პირველადი/განმეორებითი), ყოველწლიური/არაგეგმური შეფასებისა და აკრედიტაციის სფეროს გაფართოების შეფასების საფასურები განისაზღვრება ამ წესის №3 დანართის შესაბამისად. დანართი №1 აკრედიტაციის ძირითადი საფასურის განაკვეთები
დანართი №2
დანართი №3
ავტოსატრანსპორტო საშუალებების პერიოდული ტექნიკური ინსპექტირების ორგანოების პირველადი/განმეორებითი აკრედიტაციის, ყოველწლიური შეფასების, აკრედიტაციის სფეროს გაფართოების, არაგეგმური შეფასებისა და შეფასების ფარგლებში დაგეგმილი დამატებითი ვიზიტის საფასურები
1. ავტოსატრანსპორტო საშუალებების პერიოდული ტექნიკური ინსპექტირების ორგანოების პირველადი/განმეორებითი აკრედიტაციის, ყოველწლიური შეფასების, აკრედიტაციის სფეროს გაფართოებისა და არაგეგმური შეფასებისა და შეფასების ფარგლებში დაგეგმილი დამატებითი ვიზიტის საფასური H-ის ღირებულება გამოითვლება შემდეგი ფორმულით: H=A+B+T, სადაც: A არის დაინტერესებული მხარის მიერ ცენტრში აკრედიტაციისათვის შეტანილი განაცხადის განხილვის საფასური; B არის ძირითადი საფასური; T არის ტექნიკური შემფასებლის (ხელშეკრულების საფუძველზე მოწვეული სპეციალისტის) ანაზღაურება, რომელიც გამოითვლება შემდეგი ფორმულით: T=100+15xN, სადაც: 100 არის ერთი ტექნიკური შემფასებლის საბაზო ანაზღაურება ლარებში; ხოლო 15 არის მისი ანაზღაურება ერთ შესაფასებელ სფეროში, ლარებში. 2. A და B საფასურები განისაზღვრება ამ დანართის ცხრილი №1-ის შესაბამისად. 3. N არის შესაფასებელი სფეროების რაოდენობა, რომელიც ავტოსატრანსპორტო საშუალებების ინსპექტირების სხვადასხვა სფეროში გამოითვლება საქართველოს მთავრობის 2014 წლის 3 იანვრის №37 დადგენილებით განსაზღვრული კატეგორიების შესაბამისად. 4. „ტექნიკური რეგლამენტის – „ავტოსატრანსპორტო საშუალების პერიოდული ტექნიკური ინსპექტირების ცენტრების შენობა-ნაგებობების, აღჭურვილობისა და პერსონალის ტექნიკური კვალიფიკაციის მიმართ მოთხოვნების“ დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2017 წლის 1 დეკემბრის №511 დადგენილებით გათვალისწინებული ავტოსატრანსპორტო საშუალების პერიოდული ტექნიკური ინსპექტირების ცენტრის აკრედიტაციის დამატებითი პირობები, მათ შორის, უპირობო და გამოუხმობი საბანკო გარანტიის შესაბამისი უფლებამოსილი პირისათვის წარდგენის ვალდებულება, განისაზღვრება საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის სამართლებრივი აქტით. 5. ამ დანართის შესაბამისად, ავტოსატრანსპორტო საშუალების პერიოდული ტექნიკური ინსპექტირების ცენტრის პირველადი/განმეორებითი აკრედიტაციის, ყოველწლიური შეფასების, აკრედიტაციის სფეროს გაფართოებისა და არაგეგმური შეფასებისა და შეფასების ფარგლებში დაგეგმილი დამატებითი ვიზიტის საფასური უნდა გამრავლდეს ამ დანართის ცხრილ №2-ში მოცემულ კოეფიციენტებზე საქართველოს სხვადასხვა მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში მდებარე პერიოდული ტექნიკური ინსპექტირების ცენტრის ან/და მათი ფილიალებისათვის.
ცხრილი №1
ცხრილი №2
| ||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები