დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
| საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის ბრძანება №281 ,,უმაღლესი განათლების დამადასტურებელი სახელმწიფო დოკუმენტის – დიპლომის ფორმის დამტკიცების შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 281 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი |
| მიღების თარიღი | 08/06/2005 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მინისტრის ბრძანება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი |
| ძალის დაკარგვის თარიღი | 01/10/2008 |
| სარეგისტრაციო კოდი | 430060000.22.022.007463 |
| კონსოლიდირებული პუბლიკაციები | |
დოკუმენტის კონსოლიდირებული ვარიანტის ნახვა ფასიანია, აუცილებელია სისტემაში შესვლა და საჭიროების შემთხვევაში დათვალიერების უფლების ყიდვა, გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია ან თუ უკვე რეგისტრირებული ხართ, გთხოვთ, შეხვიდეთ სისტემაში
პირველადი სახე (02/08/2018 - 24/05/2006)
სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 430.060.000.22.022.007.463
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის
ბრძანება №281
2005 წლის 8 ივნისი
ქ. თბილისი
უმაღლესი განათლების დამადასტურებელი სახელმწიფო დოკუმენტის – დიპლომის ფორმის დამტკიცების შესახებ
,,უმაღლესი განათლების შესახებ” საქართველოს კანონის მე-2 მუხლის „ო” ქვეპუნქტის, მე-7 მუხლის პირველი პუნქტის „ნ” ქვეპუნქტის, 63-ე მუხლის 1-ლი პუნქტის, ,,მკაცრი აღრიცხვის ფორმების შესახებ’’ საქართველოს კანონის მე-4 მუხლის 1-ლი პუნქტის, მე-7 და მე-8 მუხლების შესაბამისად, ვბრძანებ:
1. დამტკიცდეს უმაღლესი განათლების დამადასტურებელი სახელმწიფო დოკუმენტის – დიპლომის თანდართული ფორმა (დანართი 1).
2. დიპლომის ფორმა წარმოადგენს მეორე კატეგორიის ,,დაცულ’’ ფორმას, რომელიც უნდა აკმაყოფილებდეს დანართი 2-ით გათვალისწინებულ მოთხოვნებს.
3. თანდართული ფორმის შესაბამისი დიპლომის კონკრეტული ფორმების შემუშავებას, დიპლომების აუცილებელი რაოდენობის განსაზღვრასა და პოლიგრაფიული საწარმოების მეშვეობით მათ ტირაჟირებას ახორციელებენ აკრედიტებული უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებები ,,მკაცრი აღრიცხვის ფორმების შესახებ’’ საქართველოს კანონით დადგენილი წესით.
4. ამ ბრძანების მე-3 პუნქტით გათვალისწინებული სამართალსუბიექტები დიპლომის კონკრეტული ფორმის ორ ეგზემპლარს შესათანხმებლად წარუდგენენ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს, რომელთაგან ერთი ეგზემპლარი წარწერით ,,შეთანხმებულია’’ უბრუნდება უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებას.
5. ამ ბრძანების მე-3 პუნქტით გათვალისწინებული სამართალსუბიექტები საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსთან შეთანხმებულ დიპლომის კონკრეტულ ფორმას სარეგისტრაციოდ წარადგენენ საქართველოს ფინანსთა სამინისტროში.
6. ამ ბრძანების მე-3 პუნქტით გათვალისწინებული სამართალსუბიექტები ამტკიცებენ დიპლომის კონკრეტული ფორმის გამოყენებისა და აღრიცხვა-ანგარიშგების წესს, აგრეთვე ნიშნავენ შესაბამის პასუხისმგებელ პირს.
7. ამ ბრძანების მე-3, მე-4, მე-5 და მე-6 პუნქტებით გათვალისწინებულ საკითხებზე საჯარო სამართლის იურიდიულ პირ – უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში გადაწყვეტილებას იღებს უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების რექტორი.
8. არააკრედიტებული უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების მიერ ამ ბრძანებით გათვალისწინებული ფორმის დიპლომის გაცემა აკრძალულია.
9. ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
10. ამ ბრძანების მე-8 პუნქტი ამოქმედდეს ,,უმაღლესი განათლების შესახებ’’ საქართველოს კანონის 88-ე მუხლის 1-ლი პუნქტის თანახმად, შესაბამისი უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების პირველი ინსტიტუციური აკრედიტაციის დასრულებისთანავე.
ა. ლომაია
დანართი 1
უმაღლესი განათლების დამადასტურებელი სახელმწიფო დოკუმენტის – დიპლომის ფორმა
(ტექსტი დიპლომში იბეჭდება ქართულ და ინგლისურ ენებზე)
წარწერა „საქართველო“, მცირე სახელმწიფო გერბი ფერებში;
უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების სრული სახელწოდება;
უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების სიმბოლიკა (ასეთის არსებობის შემთხვევაში);
(საგანმანათლებლო საფეხურის დასახელება) დიპლომი
სერია, ნომერი
ეძლევა (სახელი, გვარი) მასზე, რომ იგი –––––– წელს ჩაირიცხა და –––––– წელს დაამთავრა (საგანმანათლებლო დაწესებულების სახელწოდება, ფაკულტეტის დასახელება) -----------------ის (ბაკალავრი, მაგისტრი, დოქტორი, დიპლომირებული სპეციალისტი) სრული კურსი ––––––სპეციალობით.
(კვალიფიკაციის მიმნიჭებელი ორგანო)-ს (წელი, რიცხვი, თვე) -ს გადაწყვეტილებით, (სახელი, გვარი)-ს მიენიჭა ––––––––––––––––––––––––––-ის (ბაკალავრი, მაგისტრი, დოქტორი, დიპლომირებული სპეციალისტი) აკადემიური ხარისხი და ––––––––––––––––– კვალიფიკაცია.
ფაკულტეტის დეკანის, რექტორის (პრორექტორის) ხელმოწერები,
ქალაქი, რომელშიც გაცემულ იქნა დიპლომი და დიპლომის გაცემის თარიღი (წელი, რიცხვი, თვე),
დიპლომის სარეგისტრაციო ნომერი ფაკულტეტის (უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების) რეესტრში,
უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების ბეჭედი.
ფორმაზე აღნიშნული უნდა იყოს დამამზადებელი პოლიგრაფიული საწარმოს და დამკვეთის სახელწოდება ინიციალებით, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მიერ მინიჭებული რეგისტრაციის ნომერი არანაკლებ 6-ნიშნა ციფრით.
დანართი 2
უმაღლესი განათლების დამადასტურებელი სახელმწიფო დოკუმენტის – დიპლომისათვის წაყენებული მოთხოვნები:
1. დიპლომი უნდა დამზადდეს წყლის ნიშნიან ქაღალდზე A4 ზომით.
2. დიპლომის მთელი ზედაპირი უნდა იყოს დაფარული დამცავი (გილოშერული) ბადით, ბადეების სამი სახის ერთდროული გამოყენებით.
3. ულტრაიისფერი სხივების ქვეშ დიპლომის სერიისა და ნომრის გამოსახულება უნდა გამოსცემდეს ლუმინესცენციას.
4. ყველა ხაზი დიპლომში უნდა იყოს შესრულებული მიკროშრიფტით უწყვეტი წარწერით.
5. საქართველოს მცირე სახელმწიფო გერბი ფერებში შესრულებული უნდა იყოს კონგრევის მეთოდით.
6. დიპლომის სახიან მხარეზე უნდა იყოს დატანილი ნიშანი (ლოგო), რომელიც ულტრაიისფერი სხივების ქვეშ უნდა გამოსცემდეს ლუმინესცენციას.
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები