დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| “უმაღლესი განათლების დამადასტურებელი სახელმწიფო დოკუმენტის - დიპლომის ფორმის დამტკიცების შესახებ" საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2005 წლის 8 ივნისის №281 ბრძანებაში ცვლილებისა და დამატების შეტანის შესახებ" | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 715 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი |
| მიღების თარიღი | 21/07/2006 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მინისტრის ბრძანება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | სსმ, 99, 27/07/2006 |
| ძალის დაკარგვის თარიღი | 01/10/2008 |
| სარეგისტრაციო კოდი | 430.060.000.22.022.008.966 |
სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 430.060.000.22.022.008.966
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის
ბრძანება №715
2006 წლის 21 ივლისი
ქ. თბილისი
,,უმაღლესი განათლების დამადასტურებელი სახელმწიფო დოკუმენტის – დიპლომის ფორმის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2005 წლის 8 ივნისის №281 ბრძანებაში ცვლილებისა და დამატების შეტანის შესახებ
,,საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის“ 63-ე მუხლის და ,,ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 36-ე მუხლის, საფუძველზე, ვბრძანებ:
1. ,,უმაღლესი განათლების დამადასტურებელი სახელმწიფო დოკუმენტის – დიპლომის ფორმის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2005 წლის 8 ივნისის №281 ბრძანებაში (სსმ III, 10.06.2005., №69, მუხ. 758) შევიდეს შემდეგი ცვლილება და დამატება:
ა) ბრძანების პირველი მუხლით დამტკიცდეს დანართი 3 და აღნიშნული მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,,1. დამტკიცდეს უმაღლესი განათლების დამადასტურებელი სახელმწიფო დოკუმენტის – დიპლომის თანდართული ფორმები (დანართები 1, 3)“;
ბ) ბრძანებას დაემატოს შემდეგი შინაარსის 31 და 32 მუხლები:
,,31. 2007-2008 სასწავლო წლის დასაწყისამდე აკრედიტებული უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებები უფლებამოსილნი არიან ,,უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული საგანმანათლებლო პროგრამებით (ბაკალავრიატი, მაგისტრატურა, დიპლომირებული სპეციალისტი, დოქტორანტურა) სწავლებაზე სრულ გადასვლამდე იმ პირებზე, რომელთაც დაასრულეს ერთსაფეხურიანი უმაღლესი საგანმანათლებლო პროგრამა ,,უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის მიღების შემდეგ, გასცენ აგრეთვე ამ ბრძანების დანართი 3-ით დამტკიცებული ფორმის დიპლომები.
32. 2004-2005 სასწავლო წელს გაცემული დიპლომირებული სპეციალისტის დიპლომის ნაცვლად სტუდენტი უფლებამოსილია მოითხოვოს ამ ბრძანების დანართი 3-ით გათვალისწინებული ფორმის დიპლომის მიღება. უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულება ვალდებულია დანართი 3-ით გათვალისწინებული ფორმის დიპლომი გასცეს მხოლოდ გაცემული დიპლომის კანონმდებლობით დადგენილი წესით განადგურების შემდეგ“.
2. ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
ა. ლომაია
დანართი 3
უმაღლესი განათლების დამადასტურებელი სახელმწიფო დოკუმენტის – დიპლომის ფორმა
(ტექსტი დიპლომში იბეჭდება ქართულ და ინგლისურ ენებზე)
წარწერა ,,საქართველო“, მცირე სახელმწიფო გერბი ფერებში
უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების ორგანიზაციულ-სამართლებრივი ფორმა და სრული სახელწოდება
უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების სიმბოლიკა (ასეთის არსებობის შემთხვევაში)
უმაღლესი განათლების დამადასტურებელი დიპლომი
სერია, ნომერი
(უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების სახელწოდება)-ის (ფაკულტეტის სახელწოდება)-ის გადაწყვეტილებით (წელი, თვე, რიცხვი),
სახელი, გვარი, დაბადების წელი, თვე, რიცხვი
დაასრულა უმაღლესი საგანმანათლებლო პროგრამის სრული კურსი
და მას მიენიჭა ——————————————(კვალიფიკაციის დასახელება)—————კვალიფიკაცია შეფასებით —————————— (ასეთის არსებობის შეთხვევაში)
– ფაკულტეტის დეკანის, რექტორის ხელმოწერები
– ქალაქი, რომელშიც გაცემულ იქნა დიპლომი
– დიპლომის გაცემის თარიღი (წელი, რიცხვი, თვე)
– უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების ბეჭედი
– დიპლომის სარეგისტრაციო ნომერი ფაკულტეტის (უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების) რეესტრში
ფორმაზე პოლიგრაფიული წესით აღნიშნული უნდა იყოს:
– დამამზადებელი პოლიგრაფიული საწარმო (სახელწოდება)
– დამკვეთი (უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების სახელწოდება)
– საქართველოს ფინანსთა სამინისტროს ინიციალები – ,,სფს“
– საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მიერ მინიჭებული დიპლომის რეგისტრაციის ნომერი და ინდივიდუალური ნომერი (არანაკლებ 6-ნიშნა ციფრი).
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები