“უმაღლესი განათლების დამადასტურებელი სახელმწიფო დოკუმენტის-დიპლომის ფორმის დამტკიცების შესახებ" საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2005 წლის 8 ივნისის №281 ბრძანებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის შესახებ"

  • Word
“უმაღლესი განათლების დამადასტურებელი სახელმწიფო დოკუმენტის-დიპლომის ფორმის დამტკიცების შესახებ" საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2005 წლის 8 ივნისის №281 ბრძანებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის შესახებ"
დოკუმენტის ნომერი 475
დოკუმენტის მიმღები საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი
მიღების თარიღი 24/05/2006
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მინისტრის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი სსმ, 71, 29/05/2006
ძალის დაკარგვის თარიღი 01/10/2008
სარეგისტრაციო კოდი 430.060.000.22.022.008.634
  • Word
475
24/05/2006
სსმ, 71, 29/05/2006
430.060.000.22.022.008.634
“უმაღლესი განათლების დამადასტურებელი სახელმწიფო დოკუმენტის-დიპლომის ფორმის დამტკიცების შესახებ" საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2005 წლის 8 ივნისის №281 ბრძანებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის შესახებ"
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი

სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 430.060.000.22.022.008.634

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის

ბრძანება 475

2006 წლის 24 მაისი

ქ. თბილისი

,,უმაღლესი განათლების დამადასტურებელი სახელმწიფო დოკუმენტის – დიპლომის ფორმის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2005 წლის 8 ივნისის №281 ბრძანებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის შესახებ

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 63-ე მუხლის და ,,ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 36-ე მუხლის საფუძველზე, ვბრძანებ:

1. ,,უმაღლესი განათლების დამადასტურებელი სახელმწიფო დოკუმენტის – დიპლომის ფორმის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2005 წლის 8 ივნისის №281 ბრძანებაში (სსმ III, 10.06.2005წ., №69, მუხ. 758) შეტანილ იქნეს შემდეგი სახის ცვლილებები და დამატებები:

ა) ცვლილება შევიდეს დანართ 1-ში და ჩამოყალიბდეს თანდართული რედაქციით;

ბ) დანართ 2-ს დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-7 პუნქტი:

,,7. დიპლომის ფორმაზე პოლიგრაფიული წესით აღნიშნული უნდა იყოს დამამზადებელი პოლიგრაფიული საწარმოს და დამკვეთის სახელწოდება ინიციალებით, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მიერ მინიჭებული რეგისტრაციის ნომერი და ინდივიდუალური ნომერი არანაკლებ 6-ნიშნა ციფრით და საქართველოს ფინანსთა სამინისტროს ინიციალები – ,,სფს“.

2. ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

ა. ლომაია

დანართი 1

უმაღლესი განათლების დამადასტურებელი სახელმწიფო დოკუმენტის – დიპლომის ფორმა

(ტექსტი დიპლომში იბეჭდება ქართულ და ინგლისურ ენებზე)

 

წარწერა ,,საქართველო“, მცირე სახელმწიფო გერბი ფერებში;

 

უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების ორგანიზაციულ-სამართლებრივი ფორმა და სრული სახელწოდება;

 

უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების სიმბოლიკა (ასეთის არსებობის შემთხვევაში);

 

(საგანმანათლებლო საფეხურის დასახელება)

 

დიპლომი

 

სერია, ნომერი

(უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების სახელწოდება)-ის (ფაკულტეტის სახელწოდება)-ის გადაწყვეტილებით,

(სახელი, გვარი)-ს, დაბადების (წელი, თვე, რიცხვი) მიენიჭა

(სპეციალობის დასახელება)-ის ბაკალავრის/დიპლომირებული სპეციალისტის/ მაგისტრის/დოქტორის აკადემიური ხარისხი შეფასებით —————————— (ასეთის არსებობის შემთხვევაში).

– ფაკულტეტის დეკანის, რექტორის ხელმოწერები;

– ქალაქი, რომელშიც გაცემულ იქნა დიპლომი;

– დიპლომის გაცემის თარიღი (წელი, რიცხვი, თვე);

– უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების ბეჭედი.

ფორმაზე პოლიგრაფიული წესით აღნიშნული უნდა იყოს:

– დამამზადებელი პოლიგრაფიული საწარმო (სახელწოდება);

– დამკვეთი (უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების სახელწოდება);

– საქართველოს ფინანსთა სამინისტროს ინიციალები – ,,სფს“;

– დიპლომის სარეგისტრაციო ნომერი ფაკულტეტის (უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების) რეესტრში (არანაკლებ 6 ციფრი);

– საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მიერ მინიჭებული დიპლომის რეგისტრაციის ნომერი.