დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
| საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის ბრძანება №812 ,,უმაღლესი განათლების დამადასტურებელი სახელმწიფო დოკუმენტის – დიპლომის ფორმის დამტკიცების შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 812 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი |
| მიღების თარიღი | 25/09/2008 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მინისტრის ბრძანება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | სსმ, 144, 01/10/2008 |
| ძალის დაკარგვის თარიღი | 26/03/2009 |
| სარეგისტრაციო კოდი | 430210000.22.022.012211 |
| კონსოლიდირებული პუბლიკაციები | |
დოკუმენტის კონსოლიდირებული ვარიანტის ნახვა ფასიანია, აუცილებელია სისტემაში შესვლა და საჭიროების შემთხვევაში დათვალიერების უფლების ყიდვა, გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია ან თუ უკვე რეგისტრირებული ხართ, გთხოვთ, შეხვიდეთ სისტემაში
პირველადი სახე (01/10/2008 - 24/03/2009)
სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 430.210.000.22.022.012.211
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის
ბრძანება №812
2008 წლის 25 სექტემბერი
ქ. თბილისი
უმაღლესი განათლების დამადასტურებელი სახელმწიფო დოკუმენტის – დიპლომის ფორმის დამტკიცების შესახებ
,,უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-7 მუხლის პირველი პუნქტის ,,ნ“ ქვეპუნქტისა და ,,ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 50-ე მუხლის პირველი პუნქტის ,,გ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ:
1. ამ ბრძანების №1 დანართით დამტკიცდეს უმაღლესი განათლების დამადასტურებელი სახელმწიფო დოკუმენტის – დიპლომის თანდართული ფორმა.
2. თანდართული ფორმის შესაბამისი დიპლომის კონკრეტული ფორმების შემუშავებას, დიპლომების აუცილებელი რაოდენობის განსაზღვრას, მათ ტირაჟირებას, აგერთვე დიპლომის აღრიცხვის, გაცემისა და შენახვის წესს ახორციელებს ის უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულება, რომელსაც აქვს უფლება, გასცეს სახელმწიფოს მიერ აღიარებული უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების დიპლომი.
3 ამ ბრძანების მე-2 პუნქტით გათვალისწინებული სამართალსუბიექტები ამტკიცებენ დიპლომის კონკრეტული ფორმის გამოყენებისა და აღრიცხვა-ანგარიშგების წესს, აგრეთვე ნიშნავენ შესაბამის პასუხისმგებელ პირს.
4. ამ ბრძანების მე-2 და მე-3 პუნქტებით გათვალისწინებულ საკითხებზე საჯარო სამართლის იურიდიულ პირ – უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში გადაწყვეტილებას იღებს უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების რექტორი.
5. 2004-2005 სასწავლო წელს გაცემული დიპლომირებული სპეციალისტის დიპლომის ნაცვლად სტუდენტი უფლებამოსილია მოითხოვოს ამ ბრძანების დანართი №2-ით დამტკიცებული ფორმის დიპლომის მიღება. უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულება ვალდებულია დანართი №2-ით გათვალისწინებული ფორმის დიპლომი გასცეს მხოლოდ გაცემული დიპლომის კანონმდებლობით დადგენილი წესით განადგურების შემდეგ.
6. ამ ბრძნებით დამტკიცებული დიპლომის ფორმების გაცემა აკრძალულია იმ უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების მიერ, რომლის მიერ გაცემულ დიპლომს არ აღიარებს სახელმწიფო.
7. ძალადაკარგულად იქნეს გამოცხადებული ,,უმაღლესი განათლების დამადასტურებელი სახელმწიფო დოკუმენტის – დიპლომის ფორმის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2005 წლის 8 ივნისის №281 ბრძანება.
8. ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
გ. ნოდია
დანართი №1
უმაღლესი განათლების დამადასტურებელი სახელმწიფო დოკუმენტის – დიპლომის ფორმა
(ტექსტი დიპლომში იბეჭდება ქართულ და ინგლისურ ენებზე)
წარწერა ,,საქართველო“;
მცირე სახელმწიფო გერბი ფერებში;
უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების ორგანიზაციულ-სამართლებრივი ფორმა და სრული სახელწოდება;
უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების სიმბოლიკა (ასეთის არსებობის შემთხვევაში);
საგანმანათლებლო საფეხურის დასახელება (ასეთის არსებობის შემთხვევაში) დიპლომი
სერია, ნომერი
(უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების სახელწოდება)-ის (ფაკულტეტის სახელწოდება)-ის გადაწყვეტილებით,
(სახელი, გვარი)-ს, დაბადებულს (წელი, თვე, რიცხვი), მიენიჭა
(სპეციალობის დასახელება)-ის ბაკალავრის/დიპლომირებული სპეციალისტის/ დიპლომირებული მედიკოსის (ვეტერინარის)/ რეზიდენტის/მაგისტრის/დოქტორის აკადემიური ხარისხი.
- ფაკულტეტის დეკანის, რექტორის ხელმოწერები;
- ქალაქი, სადაც გაიცა დიპლომი;
- დიპლომის გაცემის თარიღი (წელი, რიცხვი, თვე);
- უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების ბეჭედი.
- დიპლომის სარეგისტრაციო ნომერი ფაკულტეტის (უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების) რეესტრში.
დანართი №2
უმაღლესი განათლების დამადასტურებელი სახელმწიფო დოკუმენტის – დიპლომის ფორმა
(ტექსტი დიპლომში იბეჭდება ქართულ და ინგლისურ ენებზე)
წარწერა ,,საქართველო“, მცირე სახელმწიფო გერბი ფერებში;
უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების ორგანიზაციულ-სამართლებრივი ფორმა და სრული სახელწოდება;
უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების სიმბოლიკა (ასეთის არსებობის შემთხვევაში);
უმაღლესი განათლების დამადასტურებელი დიპლომი
სერია, ნომერი
(უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების სახელწოდება)-ის (ფაკულტეტის სახელწოდება)-ის გადაწყვეტილებით (წელი, თვე, რიცხვი),
(სახელი, გვარი)-მ, დაბადების (წელი, თვე, რიცხვი)
დაასრულა უმაღლესი საგანმანათლებლო პროგრამის სრული კურსი
და მას მიენიჭა ——————————(კვალიფიკაციის დასახელება)—————
კვალიფიკაცია შეფასებით —————————— (ასეთის არსებობის შეთხვევაში).
- ფაკულტეტის დეკანის, რექტორის ხელმოწერები,
- ქალაქი, რომელშიც გაცემულ იქნა დიპლომი;
- დიპლომის გაცემის თარიღი (წელი, რიცხვი, თვე),
- უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების ბეჭედი.
- დიპლომის სარეგისტრაციო ნომერი ფაკულტეტის (უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების) რეესტრში.
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები